სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Forbes - XX საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებული წიგნები
Forbes - XX საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებული წიგნები

"ფორბსმა" და­ა­სა­ხე­ლა XX სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს აუქ­ცი­ო­ნებ­ზე ყვე­ლა­ზე ძვი­რად გა­ი­ყი­და.

ჯე­იმს ჯო­ი­სი, "ული­სე" - 460 500 დო­ლა­რი

"ული­სეს" პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა ბიბ­ლი­ო­ფილ­თა წრე­ებ­ში ლე­გენ­დად იქცა. ეს იმით აიხ­სნე­ბა, რომ პა­რი­ზის პა­ტა­რა გა­მომ­ცემ­ლო­ბა Sh­akespeare and Co­mpany-მ 1922 წე­ლს რო­მა­ნი მხ­ოლოდ 150 ეგ­ზემპლა­რად და­ბეჭ­და ძვირ­ფას ჰო­ლან­დი­ურ ქა­ღალ­დზე. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ჯე­იმს ჯო­ი­სის ხელ­მო­წე­რა პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მის მხო­ლოდ ორ წიგნს ჰქონ­და. 2002 წელს კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე სწო­რედ ერთ-ერთი მათ­გა­ნი გა­ი­ყი­და რე­კორ­დულ ფა­სად.

ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ეი, "აღ­მოხ­დე­ბის მზე" ("ფი­ეს­ტა") - 366 400 დო­ლა­რი

რო­მა­ნი 1926 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა Viking Press-მა მცი­რე ტი­რა­ჟით და­ბეჭ­და. ერთ-ერთი ეგ­ზემპლა­რი ნიუ-იორ­კის სოთ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე 2004 წელს 366 400 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და და მაქ­სი­მა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას სამ­ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა. ეს იმით აიხ­სნე­ბა, რომ რო­მა­ნის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა იდე­ა­ლუ­რად იყო შე­ნა­ხუ­ლი, შიდა გვერდს კი ვინ­მე ექიმ კარ­ლოს გა­ფი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ავ­ტო­რის 20-სტრი­ქო­ნი­ა­ნი წარ­წე­რა ამ­შვე­ნებ­და.

ჯეკ კე­რუ­ა­კი, "გზა­ში", - 185 500 დო­ლა­რი

ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აუქ­ციო­ნებ­ზე რო­მა­ნის პირ­ვე­ლი ტი­რა­ჟის მხო­ლოდ ოთხი ხელ­მო­წე­რი­ლი ეგ­ზემპლა­რი გა­მოჩ­ნდა. ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა Viking Press-მა და­ბეჭ­და 1957 წელს. ნიუ-იორ­კის კრი­სტის აუქ­ცი­ონ­ზე ერთ-ერთი ასე­თი წიგ­ნი რე­კორ­დულ ფა­სად - 185 500 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ავ­ტო­რის მიერ წიგნ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რა მის მე­გო­ბარს, ჯოის ჯონ­სონს ეძღვნე­ბა.

ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დი, "დიდი გეტსბი" - 84 ათა­სი (167 489 დო­ლა­რი)

"დიდი გეტსბი" ჯა­ზის სა­უ­კუ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ძეგ­ლად ით­ვლე­ბა. Charles Scribner's Sons-ის მიერ და­ბეჭ­დი­ლი პირ­ვე­ლი ტი­რა­ჟი მყის­ვე გა­ი­ყი­და. ჩვე­ნამ­დე ამ გა­მო­ცე­მის ძა­ლი­ან ცოტა ეგ­ზემპლარ­მა მო­აღ­წია, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად ისი­ნი სხვა­დას­ხვა აუქ­ცი­ონ­ზე გა­აქვთ და რე­კორ­დულ ფა­სა­დაც იყი­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, 2007 წელს ლონ­დო­ნის სოთ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე ერთ-ერთი მათ­გა­ნი 84 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად გა­ი­ყი­და.

ფოლკ­ნე­რი, "მარ­მა­რი­ლოს ფავ­ნი" - 95 ათა­სი დო­ლა­რი

XX სა­უ­კუ­ნის დიდი პრო­ზა­ი­კო­სი ცნო­ბილ­ია ნა­წარ­მო­ე­ბებ­ით: "ხმ­აური და მძვინ­ვა­რე­ბა", "სარ­ტო­რი­სები", "აგ­ვის­ტოს ნა­თე­ლი", "აბე­სა­ლომ, აბე­სა­ლომ". რო­მა­ნი "მარ­მა­რი­ლოს ფავ­ნი" ავ­ტო­რის ხარ­ჯით სულ 500 ცა­ლად გა­მოს­ცა 1924 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა Four Seas Company-მ. ამ გა­მო­ცე­მის ერთ-ერთი წიგ­ნი ფოლკ­ნერ­მა მშობ­ლებს სა­მახ­სოვ­რო წარ­წე­რით უძღვნა. 2002 წელს ნიუ-იორ­კის კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე 95 ათას დო­ლა­რად სწო­რედ ეს წიგ­ნი გა­ი­ყი­და.

ჯორჯ ორუ­ე­ლი, "1984 წელი" - 46 850 ევრო (75 428 დო­ლა­რი)

ლე­გენ­და­რუ­ლი ან­ტი­უ­ტო­პი­უ­რი რო­მა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა Harcourt, Brace and Company-მ 1949 წელს და­ბეჭ­და, 1950 წელს კი მისი ავ­ტო­რი გარ­და­იც­ვა­ლა, ამი­ტომ პირ­ვე­ლი­ვე ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა სა­კო­ლექ­ციო აღ­მოჩ­ნდა, ხელ­მო­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი ძა­ლი­ან მცი­რე. 2012 წელს ლონ­დო­ნის სოთ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე რო­მა­ნი 46 850 ევ­როდ გა­ი­ყი­და. წიგ­ნის შიდა ყდა­ზე ავ­ტო­რის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რა ბრი­ტა­ნელ მწე­რალ ოს­ბერტ სიტ­ველს ეძღვნე­ბა.

ჯონ სტე­ინ­ბე­კი, "მრის­ხა­ნე­ბის მტევ­ნე­ბი" - 41 825 დო­ლა­რი

რო­მა­ნი "მრის­ხა­ნე­ბის მტევ­ნე­ბი" დიდი დეპ­რე­სი­ის თე­მა­ზე და­წე­რილ სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბად ით­ვლე­ბა. სწო­რედ ამ რო­მა­ნის­თვის მის­ცეს მის ავ­ტორს პუ­ლი­ცე­რის პრე­მია, ჯონ ფორდმა კი გა­და­ი­ღო ფილ­მი, რო­მელ­მაც 1941 წელს ორი "ოს­კა­რი" აიღო. რო­მა­ნი პირ­ვე­ლად გა­მომ­ცემ­ლო­ბა Viking Press-მა და­ბეჭ­და 1939 წელს. წიგ­ნი მა­შინ­ვე ბესტსე­ლე­რად იქცა. ავ­ტო­რის ხელ­მო­წე­რი­ლი ეგ­ზემპლა­რი კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე რე­კორ­დულ ფა­სად გა­ი­ყი­და.

ჯოან რო­უ­ლინ­გი, "ჰარი პო­ტე­რი" - 19 700 ევრო (40 326 დო­ლა­რი)

1997 წელს ლონ­დო­ნის პა­ტა­რა გა­მომ­ცემ­ლო­ბა Bloomsbury-მ გა­რის­კა და და­ბეჭ­და უც­ნო­ბი ქა­ლის წიგ­ნი პა­ტა­რა ჯა­დო­ქარ­ზე. პირ­ვე­ლი ტი­რა­ჟი სულ 500 ეგ­ზემპლა­რი იყო, წიგ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში წა­ი­ღეს. ცოტა ხან­ში კი რო­მა­ნი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რად იქცა. ათი წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მის ერთ-ერთი ეგ­ზემპლა­რი ლონ­დო­ნის სოთ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე 19 700 ევ­როდ გა­ი­ყი­და.

ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი, "თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში" - 32 900 დო­ლა­რი

სე­ლინ­ჯერს არ მო­ე­წო­ნა მისი რო­მა­ნის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მის გა­ფორ­მე­ბა და მოს­თხო­ვა Little, Brown and Company-ს, წიგ­ნის ბოლო გვერ­დი­დან მისი პორ­ტრე­ტი ამო­ე­ღოთ, მაგ­რამ გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ავ­ტო­რის მო­თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. პირ­ვე­ლი­ვე გა­მო­ცე­მა ბუ­კი­ნის­ტურ იშ­ვი­ა­თო­ბად იქცა, ამ რო­მა­ნის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ ეგ­ზემპლა­რად კი მიჩ­ნე­უ­ლია 2001 წელს კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­დუ­ლი წიგ­ნი, რომ­ლის სა­ბო­ლოო ფას­მა პირ­ვან­დელს ოთხჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

Forbes - XX საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებული წიგნები

Forbes - XX საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებული წიგნები

"ფორბსმა" დაასახელა XX საუკუნის ცნობილი მწერლების პირველი გამოცემები, რომლებიც მსოფლიოს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაიყიდა.

ჯეიმს ჯოისი, "ულისე" - 460 500 დოლარი

"ულისეს" პირველი გამოცემა ბიბლიოფილთა წრეებში ლეგენდად იქცა. ეს იმით აიხსნება, რომ პარიზის პატარა გამომცემლობა Sh­akespeare and Co­mpany-მ 1922 წე­ლს რომანი მხ­ოლოდ 150 ეგზემპლარად დაბეჭდა ძვირფას ჰოლანდიურ ქაღალდზე. ცნობილია ისიც, რომ ჯეიმს ჯოისის ხელმოწერა პირველი გამოცემის მხოლოდ ორ წიგნს ჰქონდა. 2002 წელს კრისტის აუქციონზე სწორედ ერთ-ერთი მათგანი გაიყიდა რეკორდულ ფასად.

ერნესტ ჰემინგუეი, "აღმოხდების მზე" ("ფიესტა") - 366 400 დოლარი

რომანი 1926 წელს გამომცემლობა Viking Press-მა მცირე ტირაჟით დაბეჭდა. ერთ-ერთი ეგზემპლარი ნიუ-იორკის სოთბის აუქციონზე 2004 წელს 366 400 დოლარად გაიყიდა და მაქსიმალურ ღირებულებას სამჯერ გადააჭარბა. ეს იმით აიხსნება, რომ რომანის პირველი გამოცემა იდეალურად იყო შენახული, შიდა გვერდს კი ვინმე ექიმ კარლოს გაფისადმი მიძღვნილი ავტორის 20-სტრიქონიანი წარწერა ამშვენებდა.

ჯეკ კერუაკი, "გზაში", - 185 500 დოლარი

ბოლო 30 წლის განმავლობაში აუქციო­ნებზე რომანის პირველი ტირაჟის მხოლოდ ოთხი ხელმოწერილი ეგზემპლარი გამოჩნდა. ის გამომცემლობა Viking Press-მა დაბეჭდა 1957 წელს. ნიუ-იორკის კრი­სტის აუქციონზე ერთ-ერთი ასეთი წიგნი რეკორდულ ფასად - 185 500 დოლარად გაიყიდა. ავტორის მიერ წიგნზე გაკეთებული წარწერა მის მეგობარს, ჯოის ჯონსონს ეძღვნება.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, "დიდი გეტსბი" - 84 ათასი  (167 489 დოლარი)

"დიდი გეტსბი" ჯაზის საუკუნის ლიტერატურულ ძეგლად ითვლება. Charles Scribner's Sons-ის მიერ დაბეჭდილი პირველი ტირაჟი მყისვე გაიყიდა. ჩვენამდე ამ გამოცემის ძალიან ცოტა ეგზემპლარმა მოაღწია, მაგრამ პერიოდულად ისინი სხვადასხვა აუქციონზე გააქვთ და რეკორდულ ფასადაც იყიდება. მაგალითად, 2007 წელს ლონდონის სოთბის აუქციონზე ერთ-ერთი მათგანი 84 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

ფოლკნერი, "მარმარილოს ფავნი" - 95 ათასი დოლარი

XX საუკუნის დიდი პროზაიკოსი ცნობილ­ია ნაწარმოებებ­ით: "ხმ­აური და მძვინვარება", "სარტორი­სები", "აგვისტოს ნათელი", "აბესალომ, აბესალომ". რომანი "მარმარილოს ფავნი" ავტორის ხარჯით სულ 500 ცალად გამოსცა 1924 წელს გამომცემლობა Four Seas Company-მ. ამ გამოცემის ერთ-ერთი წიგნი ფოლკნერმა მშობლებს სამახსოვრო წარწერით უძღვნა. 2002 წელს ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე 95 ათას დოლარად სწორედ ეს წიგნი გაიყიდა.

ჯორჯ ორუელი, "1984 წელი" - 46 850 ევრო (75 428 დოლარი)

ლეგენდარული ანტიუტოპიური რომანი გამომცემლობა Harcourt, Brace and Company-მ 1949 წელს დაბეჭდა, 1950 წელს კი მისი ავტორი გარდაიცვალა, ამიტომ პირველივე ამერიკული გამოცემა საკოლექციო აღმოჩნდა, ხელმოწერილი წიგნების რაოდენობა კი ძალიან მცირე. 2012 წელს ლონდონის სოთბის აუქციონზე რომანი 46 850 ევროდ გაიყიდა. წიგნის შიდა ყდაზე ავტორის მიერ გაკეთებული წარწერა ბრიტანელ მწერალ ოსბერტ სიტველს ეძღვნება.

ჯონ სტეინბეკი, "მრისხანების მტევნები" - 41 825 დოლარი

რომანი "მრისხანების მტევნები" დიდი დეპრესიის თემაზე დაწერილ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. სწორედ ამ რომანისთვის მისცეს მის ავტორს პულიცერის პრემია, ჯონ ფორდმა კი გადაიღო ფილმი, რომელმაც 1941 წელს ორი "ოსკარი" აიღო. რომანი პირველად გამომცემლობა Viking Press-მა დაბეჭდა 1939 წელს. წიგნი მაშინვე ბესტსელერად იქცა. ავტორის ხელმოწერილი ეგზემპლარი კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა.

ჯოან როულინგი, "ჰარი პოტერი" - 19 700 ევრო (40 326 დოლარი)

1997 წელს ლონდონის პატარა გამომცემლობა Bloomsbury-მ გარისკა და დაბეჭდა უცნობი ქალის წიგნი პატარა ჯადოქარზე. პირველი ტირაჟი სულ 500 ეგზემპლარი იყო, წიგნების უმეტესობა სკოლის ბიბლიოთეკებში წაიღეს. ცოტა ხანში კი რომანი მსოფლიო ბესტსელერად იქცა. ათი წლის შემდეგ პირველი გამოცემის ერთ-ერთი ეგზემპლარი ლონდონის სოთბის აუქციონზე 19 700 ევროდ გაიყიდა.

ჯერომ სელინჯერი, "თამაში ჭვავის ყანაში" - 32 900 დოლარი

სელინჯერს არ მოეწონა მისი რომანის პირველი გამოცემის გაფორმება და მოსთხოვა Little, Brown and Company-ს, წიგნის ბოლო გვერდიდან მისი პორტრეტი ამოეღოთ, მაგრამ გამომცემლობამ ავტორის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. პირველივე გამოცემა ბუკინისტურ იშვიათობად იქცა, ამ რომანის ყველაზე ძვირად ღირებულ ეგზემპლარად კი მიჩნეულია 2001 წელს კრისტის აუქციონზე გაყიდული წიგნი, რომლის საბოლოო ფასმა პირვანდელს ოთხჯერ გადააჭარბა.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს