სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამუნა ნიკოლაძე: "პასუხს მოვთხოვ, რატომ არ დააბეს კახა ბენდუქიძე"
თამუნა ნიკოლაძე: "პასუხს მოვთხოვ, რატომ არ დააბეს კახა ბენდუქიძე"

დიდი ხა­ნია, ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის­თვის ინ­ტერ­ვიუ არ მი­უ­ცია, მაგ­რამ დუ­მი­ლი ჩვენს გა­ზეთ­თან და­არ­ღვია და კვლავ შეხ­ვდა მკი­თხველს. "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რი­სა" და კი­ნოს მსა­ხი­ობ­მა თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძემ "ფსი­ქოს" კი­თხვებ­ზე ბევ­რი იხა­ლი­სა, სა­უ­ბა­რი კი მის კა­რი­ე­რა­ში მომ­ხდა­რი სი­ახ­ლე­ე­ბით და­ი­წყო.

- დღეს ვარ "კო­მე­დი არხზე", სა­დაც ანეკ­დო­ტებს ვა­ცო­ცხლებთ ეკ­რან­ზე. გარ­და ამი­სა, არის სი­ახ­ლეც, მალე სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" ახალ სე­რი­ალს ნა­ხავს, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვაა. მეტს ამ სე­რი­ა­ლის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მეკ­რძა­ლე­ბა. თით­ქმის ცხრა წე­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის და­სის წევ­რი ვარ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კო­მე­დი­უ­რი რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად მიც­ნობს, რად­გან სე­რი­ალ "შუა ქა­ლაქ­ში" მი­ხი­ლა, მაგ­რამ ჩემი საყ­ვა­რე­ლი ჟან­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დრა­მაა და სწო­რედ დრა­მა­ტუ­ლი რო­ლე­ბის თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში". ახ­ლა­ხან გვქონ­და კი­დევ ერთი სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა, სა­ხელ­წო­დე­ბით "ვალ­სი ძი­ლის წინ". პი­ე­სის ავ­ტო­რიც და რე­ჟი­სო­რიც ბა­ტო­ნი ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლია. სპექ­ტაკლში 7 გოგო და ერთი ბიჭი ვთა­მა­შობთ. სხვა­თა შო­რის, ბა­ტონ­მა ავ­თომ გაგ­ვიმ­ხი­ლა, ეს პი­ე­სა თი­თო­ე­ულ თქვენ­გან­ზე დავ­წე­რეო. 8 მსა­ხი­ო­ბი­დან 5 გოგო მო­ხუ­ცე­ბის რო­ლებს ვას­რუ­ლებთ, მოქ­მე­დე­ბა კი მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ხდე­ბა. ამათ­გან ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­ხუ­ცი, 75 წლი­სა, მე ვარ (იცი­ნის). სი­ახ­ლე კი­დევ ისაა, რომ მა­ის­ში თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რი­დან" ჯერ თურ­ქეთ­ში, შემ­დეგ კი ფი­ნეთ­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბით ორი სპექ­ტაკ­ლით: "მშვე­ნი­ე­რი ქარ­თვე­ლი ქალი" და "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე".

- რომ არა მსა­ხი­ო­ბი, ვინ იქ­ნე­ბო­და პრო­ფე­სი­ით თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე?

- მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბი! ჩემი პრო­ფე­სია ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია, ამ პრო­ფე­სი­ას რო­გორც პი­როვ­ნე­ბას ისე ვუ­ყუ­რებ. სამი წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე რომ დავ­დე­ქი. არა­და მა­მას უნ­დო­და, სტო­მა­ტო­ლო­გი გავმხდა­რი­ყა­ვი, დე­დას კი - გი­ნე­კო­ლო­გი... მა­ინც მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდი. მამა ჩემს მსა­ხი­ო­ბო­ბას ისე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, რომ გა­ვი­პა­რე და ჩუ­მად ჩა­ვა­ბა­რე თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

- დღეს მოს­წონს მსა­ხი­ო­ბი შვი­ლი?

- თით­ქმის 35 სპექ­ტაკლში ვი­თა­მა­შე და მა­მა­ჩემს არც ერთი არ უნა­ხავს, თუმ­ცა ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი ძა­ლი­ან უხა­რია. რაც ასაკ­ში შე­ვი­და და გა­ჭა­ღა­რავ­და, გული მო­ულ­ბა და ჩემს სპექ­ტაკლზე დას­წრე­ბა მო­ი­სურ­ვა, მაგ­რამ უკვე მე ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი. მარ­თლა აღარ მინ­და, მა­მამ სცე­ნა­ზე მნა­ხოს.

- სე­რე­ნა­და უმ­ღე­რი­ათ შენ­თვის?

- ბავ­შვო­ბა­ში მიმ­ღე­რეს. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის გვერ­დით ვცხოვ­რობ­დი და სწო­რედ იმ სახ­ლთან მიმ­ღე­რეს სე­რე­ნა­და, მე ტაში და­ვუ­კა­რი და წა­ვიდ­ნენ (იცი­ნის).

- მამა ხომ არ გა­გიბ­რაზ­და?

- მამა მხო­ლოდ ჩემი მსა­ხი­ო­ბო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და არა სე­რე­ნა­დე­ბის, გარ­და ამი­სა, მას­თან ყო­ველ­თვის ვმე­გობ­რობ­დი.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ შენი სახ­ლის ფან­ჯრებს მო­ად­გა ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გოგა ხა­ჩი­ძე და გიმ­ღე­რის სე­რე­ნა­დას, რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- (იცი­ნის) სი­ცი­ლით მოვ­კვდე­ბი. ვი­ფიქ­რებ, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ხუმ­რო­ბაა...

- არა, შენი სიყ­ვა­რუ­ლი ამ­ღე­რებს...

- რა ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ზე, მაგ­რამ ეჭვი მე­პა­რე­ბა, გოგა ხა­ჩი­ძეს შე­ვუყ­ვარ­დე, სხვა­დას­ხვა ტი­პე­ბი ვართ. მარ­თლა ასე რომ მოხ­დეს, ტაშს და­ვუკ­რავ, მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი, თუმ­ცა გულს მა­ინც დავ­წყვეტ, რად­გან ვერ შე­ვიყ­ვა­რებ.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა და­ა­არ­სა თე­ატ­რა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლად შენ გნიშ­ნავს...

- ამ­ჟა­მად ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის მზად არ ვარ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი არ გუ­ლის­ხმობს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რულ ნიჭს. რა­ღა­ცის მარ­თვას და წი­ნამ­ძღო­ლო­ბას გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ბავ­შვის მომ­ზა­დე­ბა­ზეც კი ყო­ველ­თვის უარს ვამ­ბობ. ისე კი, ქარ­თულ თე­ატრს ვუ­სურ­ვებ ზუსტ დრო­ში ცხოვ­რე­ბას. მსოფ­ლი­ო­ში რა­ღა­ცე­ბი წინ მი­დის, ვი­თარ­დე­ბა, იც­ვლე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სათ­ქმე­ლი და მინ­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გაჰ­ყვეს. ნაფ­ტა­ლინ­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ შუა სპექ­ტაკ­ლის დროს სცე­ნა­ზე ამორ­ბის კახა ბენ­დუ­ქი­ძე, აგი­ტა­ცებს ხელ­ში, და­გა­ყე­ნებს სკამ­ზე და ბე­სი­კის "ტანო-ტა­ტა­ნოს" გი­კი­თხავს. რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- ვა­ი­მე... გოგა ხა­ჩი­ძის სე­რე­ნა­და­ზე თუ სი­ცი­ლით ავ­ყი­რავ­დე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში სრულ შოკს მი­ვი­ღებ. პირ­ველ რიგ­ში, სცე­ნი­დან­ვე ჭერ­ში ავი­ხე­დავ, სა­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცია ზის და პა­სუხს მოვ­თხოვ, რა­ტომ არ და­ა­ბეს კახა ბენ­დუ­ქი­ძე და რო­გორ მის­ცეს სცე­ნა­ზე ამოს­ვლის უფ­ლე­ბა.

- ბენ­დუ­ქი­ძის დაბ­მა არ­ცთუ ად­ვი­ლი საქ­მეა...

- დაც­ვა იმის­თვი­საა, რომ ნე­ბის­მი­ერ წო­ნას გა­უძ­ლოს (იცი­ნის).

- ვინ არის თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძის საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბი?

- ახლა რა მო­გახ­სე­ნო, მაგ­რამ პა­ტა­რა­ო­ბი­სას, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი და მა­მა­კა­ცი, ძა­ლი­ან მომ­წონ­და რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი. ასე­ვე ვგიჟ­დე­ბო­დი და ვწით­ლდე­ბო­დი ზაზა პა­პუ­აშ­ვილ­ზე. ძა­ლი­ან დიდი მსა­ხი­ო­ბია ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი. უცხო­ე­ლე­ბი­დან კი ძა­ლი­ან მომ­წონ­და ალ პა­ჩი­ნო.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, ერთ-ერთ უცხო­ურ კლუბ­ში გვერ­დით მო­გიჯ­და ალ პა­ჩი­ნო და კოქ­ტე­ილ­ზე დაგ­პა­ტი­ჟა...

- აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ლევ მას­თან ერ­თად კოქ­ტე­ილს. ვკი­თხავ მის ყვე­ლა ფილმზე, იმა­ზე, რო­გორ იმუ­შა­ვა "ქა­ლის სურ­ნელ­ზე", გა­მოვ­კი­თხავ მშობ­ლებ­ზე, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც, იმა­საც კი ვკი­თხავ, ჩაი უყ­ვარს თუ ყავა... მერე ისიც მკი­თხავს და მეც ვუ­ამ­ბობ, რო­გორ და­ვი­ბა­დე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და სა­ერ­თოდ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე (იცი­ნის).

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- რა ვიცი... ერთ ბი­ლეთს ვა­ჩუ­ქებ ჩემს სპექ­ტაკლზე. მო­ვი­დეს და მი­ყუ­როს. ვპირ­დე­ბი, რომ ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ვა­ნი­ჭებ (იცი­ნის).

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. არ უყ­ვარს უსა­მარ­თლო­ბა, შე­უძ­ლია მოვ­ლე­ნე­ბის ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა. არის საქ­მი­სა და მე­გობ­რე­ბის ერ­თგუ­ლი.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

თამუნა ნიკოლაძე: "პასუხს მოვთხოვ, რატომ არ დააბეს კახა ბენდუქიძე"

თამუნა ნიკოლაძე: "პასუხს მოვთხოვ, რატომ არ დააბეს კახა ბენდუქიძე"

დიდი ხანია, ბეჭდური მედიისთვის ინტერვიუ არ მიუცია, მაგრამ დუმილი ჩვენს გაზეთთან დაარღვია და კვლავ შეხვდა მკითხველს. "თავისუფალი თეატრისა" და კინოს მსახიობმა თამუნა ნიკოლაძემ "ფსიქოს" კითხვებზე ბევრი იხალისა, საუბარი კი მის კარიერაში მომხდარი სიახლეებით დაიწყო.

- დღეს ვარ "კომედი არხზე", სადაც ანეკდოტებს ვაცოცხლებთ ეკრანზე. გარდა ამისა, არის სიახლეც, მალე საზოგადოება "ფორმულა კრეატივის" ახალ სერიალს ნახავს, რომლის რეჟისორი გიორგი ლიფონავაა. მეტს ამ სერიალის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მეკრძალება. თითქმის ცხრა წელია თავისუფალი თეატრის დასის წევრი ვარ. საზოგადოების დიდი ნაწილი კომედიური როლების შემსრულებლად მიცნობს, რადგან სერიალ "შუა ქალაქში" მიხილა, მაგრამ ჩემი საყვარელი ჟანრი ფსიქოლოგიური დრამაა და სწორედ დრამატული როლების თამაშის საშუალება მაქვს "თავისუფალ თეატრში". ახლახან გვქონდა კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერა, სახელწოდებით "ვალსი ძილის წინ". პიესის ავტორიც და რეჟისორიც ბატონი ავთო ვარსიმაშვილია. სპექტაკლში 7 გოგო და ერთი ბიჭი ვთამაშობთ. სხვათა შორის, ბატონმა ავთომ გაგვიმხილა, ეს პიესა თითოეულ თქვენგანზე დავწერეო. 8 მსახიობიდან 5 გოგო მოხუცების როლებს ვასრულებთ, მოქმედება კი მოხუცებულთა თავშესაფარში ხდება. ამათგან ყველაზე ახალგაზრდა მოხუცი, 75 წლისა, მე ვარ (იცინის). სიახლე კიდევ ისაა, რომ მაისში თეატრალურ ფესტივალზე "თავისუფალი თეატრიდან" ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ფინეთში მივემგზავრებით ორი სპექტაკლით: "მშვენიერი ქართველი ქალი" და "კავკასიური ცარცის წრე".

- რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდა პროფესიით თამუნა ნიკოლაძე?

- მხოლოდ მსახიობი! ჩემი პროფესია ჩემი საუკეთესო მეგობარია, ამ პროფესიას როგორც პიროვნებას ისე ვუყურებ. სამი წლის ვიყავი, პირველად სცენაზე რომ დავდექი. არადა მამას უნდოდა, სტომატოლოგი გავმხდარიყავი, დედას კი - გინეკოლოგი... მაინც მსახიობი გავხდი. მამა ჩემს მსახიობობას ისე ეწინააღმდეგებოდა, რომ გავიპარე და ჩუმად ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში.

- დღეს მოსწონს მსახიობი შვილი?

- თითქმის 35 სპექტაკლში ვითამაშე და მამაჩემს არც ერთი არ უნახავს, თუმცა ჩემი პროფესიული წარმატებები ძალიან უხარია. რაც ასაკში შევიდა და გაჭაღარავდა, გული მოულბა და ჩემს სპექტაკლზე დასწრება მოისურვა, მაგრამ უკვე მე ვარ წინააღმდეგი. მართლა აღარ მინდა, მამამ სცენაზე მნახოს.

- სერენადა უმღერიათ შენთვის?

- ბავშვობაში მიმღერეს. მარჯანიშვილის თეატრის გვერდით ვცხოვრობდი და სწორედ იმ სახლთან მიმღერეს სერენადა, მე ტაში დავუკარი და წავიდნენ (იცინის).

- მამა ხომ არ გაგიბრაზდა?

- მამა მხოლოდ ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი იყო და არა სერენადების, გარდა ამისა, მასთან ყოველთვის ვმეგობრობდი.

- წარმოიდგინე, რომ შენი სახლის ფანჯრებს მოადგა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე და გიმღერის სერენადას, როგორი რეაქცია გექნება?

- (იცინის) სიცილით მოვკვდები. ვიფიქრებ, რომ სატელევიზიო ხუმრობაა...

- არა, შენი სიყვარული ამღერებს...

- რა ვიცი, ყველაფერი ხდება ქვეყანაზე, მაგრამ ეჭვი მეპარება, გოგა ხაჩიძეს შევუყვარდე, სხვადასხვა ტიპები ვართ. მართლა ასე რომ მოხდეს, ტაშს დავუკრავ, მადლობას გადავუხდი, თუმცა გულს მაინც დავწყვეტ, რადგან ვერ შევიყვარებ.

- წარმოიდგინე, რომ კულტურის მინისტრმა დააარსა თეატრალური დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად შენ გნიშნავს...

- ამჟამად ხელმძღვანელობისთვის მზად არ ვარ. პროფესიონალიზმი არ გულისხმობს ორგანიზატორულ ნიჭს. რაღაცის მართვას და წინამძღოლობას გამოცდილება სჭირდება. ბავშვის მომზადებაზეც კი ყოველთვის უარს ვამბობ. ისე კი, ქართულ თეატრს ვუსურვებ ზუსტ დროში ცხოვრებას. მსოფლიოში რაღაცები წინ მიდის, ვითარდება, იცვლება შეხედულებები, სათქმელი და მინდა, რომ ამ ყველაფერს ქართული თეატრი ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვეს. ნაფტალინში ცხოვრება არ შეიძლება.

- წარმოიდგინე, რომ შუა სპექტაკლის დროს სცენაზე ამორბის კახა ბენდუქიძე, აგიტაცებს ხელში, დაგაყენებს სკამზე და ბესიკის "ტანო-ტატანოს" გიკითხავს. როგორი რეაქცია გექნება?

- ვაიმე... გოგა ხაჩიძის სერენადაზე თუ სიცილით ავყირავდები, ამ შემთხვევაში სრულ შოკს მივიღებ. პირველ რიგში, სცენიდანვე ჭერში ავიხედავ, სადაც ადმინისტრაცია ზის და პასუხს მოვთხოვ, რატომ არ დააბეს კახა ბენდუქიძე და როგორ მისცეს სცენაზე ამოსვლის უფლება.

- ბენდუქიძის დაბმა არცთუ ადვილი საქმეა...

- დაცვა იმისთვისაა, რომ ნებისმიერ წონას გაუძლოს (იცინის).

- ვინ არის თამუნა ნიკოლაძის საყვარელი მამაკაცი მსახიობი?

- ახლა რა მოგახსენო, მაგრამ პატარაობისას, როგორც მსახიობი და მამაკაცი, ძალიან მომწონდა რეზო ჩხიკვიშვილი. ასევე ვგიჟდებოდი და ვწითლდებოდი ზაზა პაპუაშვილზე. ძალიან დიდი მსახიობია ნოდარ მგალობლიშვილი. უცხოელებიდან კი ძალიან მომწონდა ალ პაჩინო.

- წარმოიდგინე, ერთ-ერთ უცხოურ კლუბში გვერდით მოგიჯდა ალ პაჩინო და კოქტეილზე დაგპატიჟა...

- აუცილებლად დავლევ მასთან ერთად კოქტეილს. ვკითხავ მის ყველა ფილმზე, იმაზე, როგორ იმუშავა "ქალის სურნელზე", გამოვკითხავ მშობლებზე, პირად ცხოვრებაზეც, იმასაც კი ვკითხავ, ჩაი უყვარს თუ ყავა... მერე ისიც მკითხავს და მეც ვუამბობ, როგორ დავიბადე მარჯანიშვილის ქუჩაზე და საერთოდ, ჩემს ცხოვრებაზე (იცინის).

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- რა ვიცი... ერთ ბილეთს ვაჩუქებ ჩემს სპექტაკლზე. მოვიდეს და მიყუროს. ვპირდები, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მივანიჭებ (იცინის).

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - საკმაოდ ემოციური ადამიანია. არ უყვარს უსამართლობა, შეუძლია მოვლენების ზუსტი შეფასება. არის საქმისა და მეგობრების ერთგული.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება