პარტნიორები:

    სამებაში გარდამოხსნის წესი შესრულდა

    სამებაში გარდამოხსნის წესი შესრულდა

    ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. გარდამოხსნა ყოვლადწმინდა სამების ტაძრის შუაგულში სპეციალურ სადგამზეა დაბრძანებული. გარდამოხსნა საკურთხევლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა. წესის შესრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა.

    "როცა ემთხვევით გარდამოხსნას, შესთხოვეთ უფალს თავმდაბლობა, მოთმინება და საქართველოს კეთილდღეობა", - აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქმა უსურვა მრევლს, ბედნიერი აღდგომა გაუთენდეთ.

    გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ უწმინდესმა სამების ლავრის ხარების სახელობის ტაძარში ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ის საძვალეთა სარკოფაგები აკურთხა.

    "ინტერპრესნიუსი"

    ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"