მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჰქონდა მეუღლესთან პრობლემები ლევან ყოჩიაშვილს
რატომ ჰქონდა მეუღლესთან პრობლემები ლევან ყოჩიაშვილს

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­სად­მი" სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. როცა სე­რი­ა­ლის მთა­ვარ­მა გმირ­მა დათო გო­ცი­რი­ძემ სტო­მა­ტო­ლოგ ნა­თი­ას­თან გა­ა­ბა რო­მა­ნი, ამან სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი ისე აღაშ­ფო­თა, რომ იმ კლი­ნი­კის კარ­ზე, სა­დაც სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით ნა­თია მუ­შა­ობს, ხალ­ხმა საპ­რო­ტეს­ტო პლა­კა­ტე­ბიც კი გა­აკ­რა... რა მსგავ­სე­ბას ხე­დავს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟ­თან და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ნი­ნას და და­თოს ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბი სე­რი­ალ­ში, ამას და­თოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს:

- ზუს­ტად ვი­ცო­დი, რა ამ­ბა­ვიც მოჰ­ყვე­ბო­და და­თოს სტო­მა­ტო­ლოგ ნა­თი­ას­თან გა­მიჯ­ნუ­რე­ბას. ქუ­ჩა­ში ხალ­ხი მა­ჩე­რებს და მთხო­ვენ, ოჯა­ხი არ და­ან­გრი­ოო. ნინო მუმ­ლა­ძის მი­მართ კი დიდი აგ­რე­სია გაჩ­ნდა. მა­ყუ­რე­ბელს ჰგო­ნია, რომ ნინო იმ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც სე­რი­ალ­შია ნაჩ­ვე­ნე­ბი და საპ­რო­ტეს­ტო პლა­კა­ტე­ბიც კი გა­აკ­რეს კლი­ნი­კის კარ­ზე წარ­წე­რით - "დათო, ნუ გაც­ვლი ნი­ნას ნა­თი­ას ძუ­ძუ­ებ­ზე". მა­ყუ­რე­ბელს მე და მსა­ხი­ო­ბი ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა ცოლ-ქმა­რი ვგო­ნი­ვართ, ტასო და ჯეკო კი ჩვე­ნი შვი­ლე­ბი. რო­დე­საც ფილმ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წილს" ვი­ღებ­დით, შეს­ვე­ნე­ბი­სას ერთი მა­მა­კა­ცი მო­მი­ახ­ლოვ­და და მკი­თხა, სა­და­უ­რი გო­ცი­რი­ძე­ე­ბი ხარ­თო (იცი­ნის)... გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რია, მსა­ხი­ო­ბე­ბი სწო­რად ჰყავს შერ­ჩე­უ­ლი და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე ახ­ლოს რომ მი­ი­ღო ეს სე­რი­ა­ლი. ისე, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი რო­მე­ოდ რომ გა­და­იქ­ცა, ამას ვერ ვა­მარ­თლებ. ტყუ­ი­ლის და ღა­ლა­ტის გა­მარ­თლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

- ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?

- სულ მიკ­ვირს, რო­გორ ახერ­ხე­ბენ ამას, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვიდ­ნენ და ჩუ­მად და­ურ­ე­კონ სხვა ქალს. ზოგს იტა­ცებს ასე­თი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა მეც მო­მე­წო­ნოს ვინ­მე, მაგ­რამ ასე არა­სო­დეს მო­ვიქ­ცე­ვი. როცა გყავს მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვო. ეს ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის­თვის, და­ფიქ­რდე­ბა და აწონ-და­წო­ნის თა­ვის საქ­ცი­ელს. სე­რი­ა­ლის­თვის სა­ჭი­როა ეს სიმ­ძაფ­რე, თო­რემ ამ­დე­ნი კა­რა­ქი­ა­ნი პუ­რით და ყან­წე­ბით ხელ­ში - ხალ­ხი და­ი­ღა­ლა.

- თვი­თონ რო­გო­რი ქმა­რი ხართ?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ. ის ჩემ­ზე ორი წლით უფ­რო­სია, დე­და­მის­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი ინ­გლი­სურ­ზე. მერე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და 19 წლის ასაკ­ში დავ­ქორ­წინ­დი. უკვე 15 წე­ლია ერ­თად ვართ - ხან ისე და ხან ასე. მე­უღ­ლეს­თან ყო­ფით სა­კი­თხებ­ზე პრობ­ლე­მე­ბი მქო­ნია, მაგ­რამ ეს ქა­ლის გამო არ მომ­ხდა­რა და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­შო­რე­ბამ­დე არ მი­სუ­ლა. ხან­და­ხან ხდე­ბა ასე­თი რამ მსა­ხი­ო­ბე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. ვცდი­ლობ კარ­გი ქმა­რი, ძმა, შვი­ლი და მამა ვიყო. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა იცი, რომ ადა­მი­ანს შენი იმე­დი აქვს. არ მიყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი. უფრო დი­ნე­ბას მივ­ყვე­ბი. ურ­თი­ერ­თო­ბას პე­რი­ო­დუ­ლად გა­ცო­ცხლე­ბა და გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ როცა საქ­მე ბავ­შვებ­ზე მიდ­გე­ბა, ისი­ნი წყვე­ტენ ყვე­ლა­ფერს.

- მსა­ხი­ობ­მა ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ სე­რი­ა­ლი და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო და­ტო­ვა, თქვენ კმა­ყო­ფი­ლი ხართ ჰო­ნო­რა­რით?

- მეც მინ­და ტომ კრუ­ზის­ნა­ი­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა, მაგ­რამ უნდა ვი­ცო­დეთ, სად ვცხოვ­რობთ. სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, ასე­თი საქ­მეც ცო­ტაა. არის პრო­ფე­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც უფრო მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დია სხვა ქვე­ყა­ნა­ში, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. მსა­ხი­ო­ბო­ბა პრე­ტენ­ზი­უ­ლი საქ­მეა, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ხალ­ხზე, ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს ვერ ითა­მა­შებ. რა­საც თა­მა­შობ, იმის შენც უნდა გჯე­რო­დეს, მა­ყუ­რე­ბე­ლი რომ და­ა­ჯე­რო. ამი­ტომ თა­ვი­დან­ვე უარს ვამ­ბობ უც­ნა­ურ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე. სცე­ნა­ზე ფეხს რომ შედ­გამ, უკან ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბი. ამი­ტომ თა­ვი­დან­ვე გმარ­თებს და­ფიქ­რე­ბა, ზუს­ტად უნდა იცო­დე, რას აკე­თებ. არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ წვა­ლე­ბით ამი­ღია კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რი. წე­სით, ამას იმპრე­სა­რი­ო­ე­ბი უნდა წყვეტ­დნენ, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, უნდა შე­ვე­გუ­ოთ, რომ ამ მხრივ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­ში მსა­ხი­ო­ბი და­ჩაგ­რუ­ლი რგო­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ ჰქონდა მეუღლესთან პრობლემები ლევან ყოჩიაშვილს

რატომ ჰქონდა მეუღლესთან პრობლემები ლევან ყოჩიაშვილს

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებისადმი" საზოგადოების ინტერესი დღითი დღე იზრდება. როცა სერიალის მთავარმა გმირმა დათო გოცირიძემ სტომატოლოგ ნათიასთან გააბა რომანი, ამან სერიალის მაყურებელი ისე აღაშფოთა, რომ იმ კლინიკის კარზე, სადაც სიუჟეტის მიხედვით ნათია მუშაობს, ხალხმა საპროტესტო პლაკატებიც კი გააკრა... რა მსგავსებას ხედავს საკუთარ პერსონაჟთან და როგორ განვითარდება ნინას და დათოს ოჯახური ამბები სერიალში, ამას დათოს როლის შემსრულებელი, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი გვიამბობს:

- ზუსტად ვიცოდი, რა ამბავიც მოჰყვებოდა დათოს სტომატოლოგ ნათიასთან გამიჯნურებას. ქუჩაში ხალხი მაჩერებს და მთხოვენ, ოჯახი არ დაანგრიოო. ნინო მუმლაძის მიმართ კი დიდი აგრესია გაჩნდა. მაყურებელს ჰგონია, რომ ნინო იმ კლინიკაში მუშაობს, რომელიც სერიალშია ნაჩვენები და საპროტესტო პლაკატებიც კი გააკრეს კლინიკის კარზე წარწერით - "დათო, ნუ გაცვლი ნინას ნათიას ძუძუებზე". მაყურებელს მე და მსახიობი ანი ტყებუჩავა ცოლ-ქმარი ვგონივართ, ტასო და ჯეკო კი ჩვენი შვილები. როდესაც ფილმ "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილს" ვიღებდით, შესვენებისას ერთი მამაკაცი მომიახლოვდა და მკითხა, სადაური გოცირიძეები ხართო (იცინის)... გიორგი ლიფონავა ნიჭიერი რეჟისორია, მსახიობები სწორად ჰყავს შერჩეული და ამის დამსახურებაა მაყურებელმა ასე ახლოს რომ მიიღო ეს სერიალი. ისე, ჩემი პერსონაჟი რომეოდ რომ გადაიქცა, ამას ვერ ვამართლებ. ტყუილის და ღალატის გამართლება არ შეიძლება.

- ცხოვრებაში არასოდეს აღმოჩენილხართ მსგავს სიტუაციაში?

- სულ მიკვირს, როგორ ახერხებენ ამას, როგორ შეუძლიათ სააბაზანოში შევიდნენ და ჩუმად დაურეკონ სხვა ქალს. ზოგს იტაცებს ასეთი თავგადასავლები, შეიძლება მეც მომეწონოს ვინმე, მაგრამ ასე არასოდეს მოვიქცევი. როცა გყავს მოსიყვარულე მეუღლე და შვილები, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და თავგადასავლებისგან თავი უნდა შეიკავო. ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, დაფიქრდება და აწონ-დაწონის თავის საქციელს. სერიალისთვის საჭიროა ეს სიმძაფრე, თორემ ამდენი კარაქიანი პურით და ყანწებით ხელში - ხალხი დაიღალა.

- თვითონ როგორი ქმარი ხართ?

- მე და ჩემი მეუღლე ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ის ჩემზე ორი წლით უფროსია, დედამისთან ვემზადებოდი ინგლისურზე. მერე სკოლა დავამთავრე და 19 წლის ასაკში დავქორწინდი. უკვე 15 წელია ერთად ვართ - ხან ისე და ხან ასე. მეუღლესთან ყოფით საკითხებზე პრობლემები მქონია, მაგრამ ეს ქალის გამო არ მომხდარა და ჩვენი ურთიერთობა დაშორებამდე არ მისულა. ხანდახან ხდება ასეთი რამ მსახიობების ცხოვრებაში. ახლა ყველაფერი კარგად არის. ვცდილობ კარგი ქმარი, ძმა, შვილი და მამა ვიყო. სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ადამიანს შენი იმედი აქვს. არ მიყვარს სიურპრიზები და მძაფრი შეგრძნებები. უფრო დინებას მივყვები. ურთიერთობას პერიოდულად გაცოცხლება და განახლება სჭირდება, მაგრამ როცა საქმე ბავშვებზე მიდგება, ისინი წყვეტენ ყველაფერს.

- მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი დაბალი ანაზღაურების გამო დატოვა, თქვენ კმაყოფილი ხართ ჰონორარით?

- მეც მინდა ტომ კრუზისნაირი ანაზღაურება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, სად ვცხოვრობთ. საქართველო პატარა ქვეყანაა, ასეთი საქმეც ცოტაა. არის პროფესიები, რომელიც უფრო მაღალანაზღაურებადია სხვა ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში. მსახიობობა პრეტენზიული საქმეა, ორიენტირებულია ხალხზე, ამიტომ ყველაფერს ვერ ითამაშებ. რასაც თამაშობ, იმის შენც უნდა გჯეროდეს, მაყურებელი რომ დააჯერო. ამიტომ თავიდანვე უარს ვამბობ უცნაურ შემოთავაზებებზე. სცენაზე ფეხს რომ შედგამ, უკან ვეღარ დაბრუნდები. ამიტომ თავიდანვე გმართებს დაფიქრება, ზუსტად უნდა იცოდე, რას აკეთებ. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ წვალებით ამიღია კუთვნილი ჰონორარი. წესით, ამას იმპრესარიოები უნდა წყვეტდნენ, მაგრამ რას ვიზამთ, უნდა შევეგუოთ, რომ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება - საქართველოში მსახიობი დაჩაგრული რგოლია.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება