Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი აფციაურმა ქართლოს ნატროშვილი დაბლოკა"
"გიორგი აფციაურმა ქართლოს ნატროშვილი დაბლოკა"

იუ­მო­რის­ტი გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი "რუს­თა­ვი 2"-დან წა­მოს­ვლის მი­ზე­ზად ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას ასა­ხე­ლებს. ამ­ბობს, რომ "კო­მე­დი შოუს" გა­ნა­გებს ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მას სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­რე­ბა აუკ­რძა­ლა. აფ­ცი­ა­უ­რის ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი ორ­ჯერ გახ­და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და ორ­ჯერ­ვე ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბით. პირ­ვე­ლად მა­შინ, როცა დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მე და ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა სამ­სა­ხურ­ში მი­ვი­ღეთ და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ვთხო­ვეთ მის­თვის ხელ­ფა­სი და­ე­ნიშ­ნათ, მე­ო­რედ კი ამ­ჯე­რად. ეს ადა­მი­ა­ნი ჩემს გა­რე­შე ვერ ძლებს. ის ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ტაბუ და­ე­დო სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ას. აფ­ცი­ა­უ­რი 2011 წლის დე­კემ­ბრი­დან აღარ არის ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რი და შე­სა­ბა­მი­სად, მის სა­რე­დაქ­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც ვერ ჩა­ვე­რე­ო­დი.

- რა გახ­და თქვე­ნი გა­ყო­ფის მი­ზე­ზი?

- 2011 წელს მან გა­მარ­თა "სხვა კონ­ცერ­ტი". ჩვე­ნი გუნ­დის დახ­მა­რე­ბით "რუს­თა­ვი 2"-მა მას გა­უ­წია ძა­ლი­ან დიდი სა­რეკ­ლა­მო დახ­მა­რე­ბა. პრო­ექ­ტმა გა­ა­მარ­თლა, გაჩ­ნდა იდეა, მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა მსგავ­სი ტი­პის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა სა­ხელ­წო­დე­ბით "თქვე­ნი შოუ", რო­მელ­საც "კო­მე­დი ჯგუ­ფის" მსა­ხი­ო­ბე­ბი - ამი­კო და ფაქო უძღვე­ბოდ­ნენ. ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­დნენ ჩვე­ნი სცე­ნა­რის­ტე­ბი და ამ საქ­მე­ში ყვე­ლა ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვით. ამის გამო ხელ­ფას­საც კი არ ვი­ღებ­დი. ორი თვის შემ­დეგ აფ­ცი­ა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, თქვენ მე თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვერ მაძ­ლევ­თო და და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყო პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა, ისე რომ სა­ხელ­წო­დე­ბაც კი არ შე­უც­ვლია. ეს იყო არა­კო­ლე­გი­ა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლი.

- ამ­ბო­ბენ, რომ ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტიც ჩა­ერ­თო და სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძა­ლის­ხმე­ვით დარ­ჩა არხზე "თქვე­ნი შოუ", რო­მელ­საც გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი ამ­ზა­დებ­და...

- რა სი­სუ­ლე­ლეა? რა კავ­ში­რი აქვს ამ ყვე­ლა­ფერ­თან სა­ა­კაშ­ვილს? აფ­ცი­ა­ურს, ცოტა არ იყოს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ჯო­ბია, ექიმს მი­ა­კი­თხოს და და­ა­ლა­გოს, რას ამ­ბობს. გაჩ­ვე­ნებთ "თქვე­ნი შოუს" რე­ი­ტინგს და ნა­ხავთ, რომ ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ზე ნაკ­ლე­ბი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და. გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ჩვენც არა­ერ­თი პრო­ექ­ტი დაგ­ვი­ხუ­რეს. მე რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დია ამეკ­რძა­ლა, ქარ­თლოს ნატ­როშ­ვილს არ ავიყ­ვან­დი. ის ინ­ტერ­ნე­ტით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. მა­ნამ­დე დიდი კას­ტინ­გიც ჩა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ ბო­ლოს ქარ­თლო­სი შე­ვარ­ჩი­ეთ. ნატ­როშ­ვი­ლი მა­ნამ­დე მი­ვი­და აფ­ცი­ა­ურ­თან, ვიდ­რე "რუს­თა­ვი 2"-დან წა­ვი­დო­და და გი­ორ­გიმ ის უა­რით გა­უშ­ვა, ისე რომ არა­ფე­რი გაგ­ვა­გე­ბი­ნა. ამ საქ­ცი­ელს არ ჰქვია ადა­მი­ა­ნის დაბ­ლოკ­ვა? ეს რა­ტო­მაც გა­ა­კე­თა, ალ­ბათ, ხვდე­ბით! ეს არ არის ვაჟ­კა­ცუ­რი საქ­ცი­ე­ლი. გა­ე­სა­უბ­რეთ მისი გუნ­დის წევ­რებს და შე­ი­ტყობთ, რო­გორ ექ­ცე­ო­და მათ გი­ორ­გი. 2011 წელს სა­ა­კაშ­ვილ­მა ბევ­რი ახა­ლი ობი­ექ­ტი გახ­სნა. ამი­ტომ სკეტ­ჩე­ბი ერ­თმა­ნეთს მი­ე­წყო. ხალ­ხს რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ყელ­ში არ ამო­უ­ვი­დეს, ვცდი­ლობთ, რა­ღაც პე­რი­ო­დით შე­ვა­ჩე­როთ. ამი­ტო­მაც უთხრა მიშა ან­დღუ­ლა­ძემ, ერთი თვე სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დია არ გა­ვა­კე­თოთ, შე­ვის­ვე­ნო­თო. ეტყო­ბა, ეს ჩა­ი­დო გულ­ში.

- თუ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დის­ტი გჭირ­დე­ბო­დათ, რა­ტომ არ და­ტო­ვეთ თქვენ­თან გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი?

- აფ­ცი­ა­ურ­მა დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა, როცა ჩვე­ნი გუნ­დი­დან წა­ვი­და. ჩვენ­თვის ფულს არა აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა, მთა­ვა­რია გა­და­ცე­მა ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს. გი­ორ­გი უსინ­დი­სოდ აცხა­დებს, რომ თით­ქოს მე გან­ვა­გებ "კო­მე­დი შოუს". ეს სამ­სა­ხუ­რი და­ა­არ­სა 11-მა ადა­მი­ან­მა და ჩვენ­თვის ეს ბიზ­ნე­სიც არის. პე­რი­ო­დუ­ლად შე­მო­დი­ან და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ჩვენს ბო­რდს აქვს უფ­ლე­ბა, და­ი­თხო­ვოს ის, ვისი მუ­შა­ო­ბაც არ მოს­წონს. შეგ­ვეძ­ლო, გი­ორ­გი აფ­ცი­ა­ურ­საც ასე მოვ­ქცე­ო­დით, მაგ­რამ გვჭირ­დე­ბო­და, კარგ პა­რო­დი­ას აკე­თებ­და, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და არ გა­ვუშ­ვით. არ მიყ­ვარს სკან­და­ლე­ბი, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, პა­სუ­ხი გავ­ცე. აფ­ცი­ა­ურს უნ­დო­და სკან­და­ლით წა­სუ­ლი­ყო "ჯი-დი-ეს-ზე" ან "მა­ესტრო­ზე", ამი­ტომ გა­ა­კე­თა ეს. თუ ის "ჯი-დი-ეს"-ზე გა­და­დის, მინ­და ვუ­თხრა, რომ სკან­და­ლე­ბის გა­რე­შეც აჰ­ყავთ იქ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ჩვენ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი პა­რო­დის­ტი ვი­პო­ვეთ ნატ­როშ­ვი­ლის სა­ხით, ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გუ­ლე­ბი ვართ და ალ­ბათ, ამის გამო დიდი პრობ­ლე­მე­ბი აქვს აფ­ცი­ა­ურს. მიხ­ვდა, რომ უფრო "ჩა­ჩოჩ­და". გე­ფი­ცე­ბით, გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რის­თვის 2011 წლის ნო­ემ­ბრი­დან ხმა არ გა­მი­ცია, ამის სურ­ვი­ლიც არ მქო­ნია. მე არც არა­ვის ვბლო­კავ და არც გავ­ლე­ნას ვახ­დენ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე. მიშა ან­დღუ­ლა­ძე, თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლი, ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი და სხვე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ერთი გუნ­დი ვართ და რო­გორ უნდა მქონ­დეს მათ­ზე გავ­ლე­ნა? არხზე ერთი რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლის სტა­ტუ­სი მაქვს. თქვენ გინ­დათ თქვათ, რომ მე გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ვარ "რუს­თა­ვი 2"-ზე?! (იცი­ნის).

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"გიორგი აფციაურმა ქართლოს ნატროშვილი დაბლოკა"

"გიორგი აფციაურმა ქართლოს ნატროშვილი დაბლოკა"

იუმორისტი გიორგი აფციაური "რუსთავი 2"-დან წამოსვლის მიზეზად ვანო ჯავახიშვილთან დაპირისპირებას ასახელებს. ამბობს, რომ "კომედი შოუს" განაგებს ვანო ჯავახიშვილი, რომელმაც მას სააკაშვილის პაროდირება აუკრძალა. აფციაურის ამ განცხადებაზე კომენტარი ვანო ჯავახიშვილს ვთხოვეთ:

- გიორგი აფციაური ორჯერ გახდა ძალიან პოპულარული და ორჯერვე ჩემი დამსახურებით. პირველად მაშინ, როცა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მე და ალეკო მალხაზიშვილმა სამსახურში მი­ვიღეთ და ხელმძღვანელობას ვთხოვეთ მისთვის ხელფასი დაენიშნათ, მეორედ კი ამჯერად. ეს ადამიანი ჩემს გარეშე ვერ ძლებს. ის ამბობს, რომ არჩევნებამდე ტაბუ დაედო სააკაშვილის პაროდიას. აფციაური 2011 წლის დეკემბრიდან აღარ არის ჩვენი გუნდის წევრი და შესაბამისად, მის სარედაქციო საქმიანობაშიც ვერ ჩავერეოდი.

- რა გახდა თქვენი გაყოფის მიზეზი?

- 2011 წელს მან გამართა "სხვა კონცერტი". ჩვენი გუნდის დახმარებით "რუსთავი 2"-მა მას გაუწია ძალიან დიდი სარეკლამო დახმარება. პროექტმა გაამართლა, გაჩნდა იდეა, მოგვემზადებინა მსგავსი ტიპის სატელევიზიო გადაცემა სახელწოდებით "თქვენი შოუ", რომელსაც "კომედი ჯგუფის" მსახიობები - ამიკო და ფაქო უძღვებოდნენ. ამ პროექტზე მუშაობდნენ ჩვენი სცენარისტები და ამ საქმეში ყველა ჩართული ვიყავით. ამის გამო ხელფასსაც კი არ ვიღებდი. ორი თვის შემდეგ აფციაურმა განაცხადა, თქვენ მე თავისუფლებას ვერ მაძლევთო და დამოუკიდებლად დაიწყო პროექტის გაკეთება, ისე რომ სახელწოდებაც კი არ შეუცვლია. ეს იყო არაკოლეგიალური საქციელი.

- ამბობენ, რომ ამ დაპირისპირებაში პრეზიდენტიც ჩაერთო და სწორედ სააკაშვილის ძალისხმევით დარჩა არხზე "თქვენი შოუ", რომელსაც გიორგი აფციაური ამზადებდა...

- რა სისულელეა? რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან სააკაშვილს? აფციაურს, ცოტა არ იყოს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ჯობია, ექიმს მიაკითხოს და დაალაგოს, რას ამბობს. გაჩვენებთ "თქვენი შოუს" რეიტინგს და ნახავთ, რომ ყველა გადაცემაზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდა. გადაცემების დახურვა ტელევიზიაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენც არაერთი პროექტი დაგვიხურეს. მე რომ სააკაშვილის პაროდია ამეკრძალა, ქართლოს ნატროშვილს არ ავიყვანდი. ის ინტერნეტით აღმოვაჩინეთ. მანამდე დიდი კასტინგიც ჩავატარეთ, მაგრამ ბოლოს ქართლოსი შევარჩიეთ. ნატროშვილი მანამდე მივიდა აფციაურთან, ვიდრე "რუსთავი 2"-დან წავიდოდა და გიორგიმ ის უარით გაუშვა, ისე რომ არაფერი გაგვაგებინა. ამ საქციელს არ ჰქვია ადამიანის დაბლოკვა? ეს რატომაც გააკეთა, ალბათ, ხვდებით! ეს არ არის ვაჟკაცური საქციელი. გაესაუბრეთ მისი გუნდის წევრებს და შეიტყობთ, როგორ ექცეოდა მათ გიორგი. 2011 წელს სააკაშვილმა ბევრი ახალი ობიექტი გახსნა. ამიტომ სკეტჩები ერთმანეთს მიეწყო. ხალხს რომ ეს ყველაფერი ყელში არ ამოუვიდეს, ვცდილობთ, რაღაც პერიოდით შევაჩეროთ. ამიტომაც უთხრა მიშა ანდღულაძემ, ერთი თვე სააკაშვილის პაროდია არ გავაკეთოთ, შევისვენოთო. ეტყობა, ეს ჩაიდო გულში.

- თუ სააკაშვილის პაროდისტი გჭირდებოდათ, რატომ არ დატოვეთ თქვენთან გიორგი აფციაური?

- აფციაურმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჩვენი გუნდიდან წავიდა. ჩვენთვის ფულს არა აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია გადაცემა ხარისხიანი იყოს. გიორგი უსინდისოდ აცხადებს, რომ თითქოს მე განვაგებ "კომედი შოუს". ეს სამსახური დააარსა 11-მა ადამიანმა და ჩვენთვის ეს ბიზნესიც არის. პერიოდულად შემოდიან დაქირავებული თანამშრომლები. ჩვენს ბო­რდს აქვს უფლება, დაითხოვოს ის, ვისი მუშაობაც არ მოსწონს. შეგვეძლო, გიორგი აფციაურსაც ასე მოვქცეოდით, მაგრამ გვჭირდებოდა, კარგ პაროდიას აკეთებდა, კარგი ურთიერთობა გვქონდა და არ გავუშვით. არ მიყვარს სკანდალები, მაგრამ იძულებული ვარ, პასუხი გავცე. აფციაურს უნდოდა სკანდალით წასულიყო "ჯი-დი-ეს-ზე" ან "მაესტროზე", ამიტომ გააკეთა ეს. თუ ის "ჯი-დი-ეს"-ზე გადადის, მინდა ვუთხრა, რომ სკანდალების გარეშეც აჰყავთ იქ თანამშრომლები. ჩვენ გაცილებით უკეთესი პაროდისტი ვიპოვეთ ნატროშვილის სახით, ძალიან რეიტინგულები ვართ და ალბათ, ამის გამო დიდი პრობლემები აქვს აფციაურს. მიხვდა, რომ უფრო "ჩაჩოჩდა". გეფიცებით, გიორგი აფციაურისთვის 2011 წლის ნოემბრიდან ხმა არ გამიცია, ამის სურვილიც არ მქონია. მე არც არავის ვბლოკავ და არც გავლენას ვახდენ თანამშრომლებზე. მიშა ანდღულაძე, თათია სულუაშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი და სხვები ჩემი მეგობრები არიან, ერთი გუნდი ვართ და როგორ უნდა მქონდეს მათზე გავლენა? არხზე ერთი რიგითი თანამშრომლის სტატუსი მაქვს. თქვენ გინდათ თქვათ, რომ მე გია ხუხაშვილი ვარ "რუსთავი 2"-ზე?! (იცინის).

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები