პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწვევს ალბინიზმს და რა პრობლემები ექმნებათ ალბინოსებს - გენეტიკოსი დაავადების შესახებ
რა იწვევს ალბინიზმს და რა პრობლემები ექმნებათ ალბინოსებს - გენეტიკოსი დაავადების შესახებ

სა­მე­დი­ცი­ნო სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ალ­ბი­ნიზ­მის გენს ატა­რებს ყო­ვე­ლი 70 ადა­მი­ა­ნი­დან ერთი, ხოლო ყო­ვე­ლი 17 000 ბავ­შვი­დან ერთი ალ­ბი­ნო­სი იბა­დე­ბა. რა არის ალ­ბი­ნიზ­მი - მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბა თუ მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ნი­შან-თვი­სე­ბა? - გე­ნე­ტი­კო­სი მაკა ჭი­პაშ­ვი­ლი გვი­პა­სუ­ხებს.

- რა ფე­ნო­მე­ნია ალ­ბი­ნიზ­მი და ით­ვლე­ბა თუ არა ის გე­ნე­ტი­კურ და­ა­ვა­დე­ბად?

- ალ­ბი­ნიზ­მი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი, გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია პიგმენტ მე­ლა­ნი­ნის შემ­ცვე­ლო­ბა კან­ში, თმა­სა და თვალ­ში. ალ­ბი­ნიზმს არ გა­აჩ­ნია რა­სობ­რი­ვი და ეთ­ნი­კუ­რი გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა. ალ­ბი­ნიზ­მის პო­პუ­ლა­ცი­უ­რი სიხ­ში­რე, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, ვა­რი­რებს 1:17 000-დან 20 000-მდე. ხში­რად ალ­ბი­ნო­სი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს თმი­სა და თვა­ლის ნორ­მა­ლუ­რი ფერი აქვთ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ალ­ბი­ნიზ­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს წი­თე­ლი ფე­რის თვა­ლე­ბი აქვთ. ზო­გი­ერთს მარ­თლაც აქვს მო­წი­თა­ლო ან ია­სამ­ნის­ფე­რი თვა­ლის ფერი, უმ­რავ­ლე­სო­ბას კი ცის­ფე­რი, ბაცი ან მუქი ყა­ვის­ფე­რი.

ალ­ბი­ნიზ­მი, სა­ზო­გა­დოდ, ორი ტი­პი­საა: ოკუ­ლო­კუ­ტა­ნე­უ­რი (თვალ-კა­ნი­სა) და ოკ­ულა­რუ­ლი (თვა­ლი­სა). ოკუ­ლო­კუ­ტა­ნეუ­რი ფორ­მი­სას პიგმენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა შე­მცი­რე­ბუ­ლია თვალ­ში, თმა­სა და კან­ში. გე­ნე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნას­ხვა­ვე­ბენ ოკუ­ლო­კუ­ტა­ნე­უ­რი ალ­ბი­ნიზ­მის 4 ტიპს. ოკუ­ლა­რუ­ლი ალ­ბი­ნიზ­მი­სას ვლინ­დე­ბა მხო­ლოდ თვა­ლის პიგმენ­ტა­ცი­ის ცვლი­ლე­ბა, ხოლო კა­ნი­სა და თმის ფერი ნორ­მა­ლუ­რია ან ნორ­მა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ალ­ბი­ნიზ­მი მო­ნო­გე­ნუ­რი (ერთი გე­ნის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი) და­ა­ვა­დე­ბაა; რო­მელ ქრო­მო­სო­მა­ზეც მდე­ბა­რე­ობს სა­ხეც­ვლი­ლი გენი, იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ალ­ბი­ნიზ­მის ტი­პიც. სწო­რედ მუ­ტა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ტიპი გა­ნა­პი­რო­ბებს თვალ­ში პიგმენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბის ვა­რი­ა­ბე­ლურ ცვლი­ლე­ბებს.

- რა ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი აქვს ალ­ბი­ნიზმს და შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ არც ერთ მშო­ბელს არ ჰქონ­დეს მისი გა­მოკ­ვე­თი­ლი ნიშ­ნე­ბი, მაგ­რამ ბავ­შვი ალ­ბი­ნო­სი იყოს? რო­მელ თა­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს ალ­ბი­ნიზ­მის ნიშ­ნე­ბი?

- ჩვე­უ­ლებ­რივ, ალ­ბი­ნიზ­მი მემ­კვიდ­რე­ობს აუ­ტო­სო­მურ-რე­ცე­სი­უ­ლი ტი­პით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გენი მშობ­ლე­ბის­გან შვი­ლებს გა­და­ე­ცე­მა. ალ­ბი­ნიზ­მის მქო­ნე ინ­დი­ვი­დე­ბის ორი­ვე მშო­ბე­ლი ალ­ბი­ნიზ­მის გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია, თუმ­ცა თვი­თონ ნორ­მა­ლუ­რი პიგმენ­ტა­ცია აქვთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში შან­სი იმი­სა, რომ ალ­ბი­ნიზ­მის გე­ნის მა­ტა­რე­ბელ (და არა და­ა­ვა­დე­ბულ) მშობ­ლებს ჰყავ­დეთ ალ­ბი­ნიზ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი შვი­ლი, 1:4-ზეა.

- რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­დეთ ალ­ბი­ნო­სებს?

- ალ­ბი­ნიზ­მით და­ა­ვა­დე­ბულ პი­რებს აქვთ მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლის კო­რექ­ცი­აც სათ­ვა­ლით ვერ ხერ­ხდე­ბა. შე­საძ­ლოა, მხედ­ვე­ლო­ბა მკვეთ­რა­დაც კი ჰქონ­დეთ დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი. მხედ­ვე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ალ­ბი­ნიზ­მის ტიპ­ზე. ვი­ნა­ი­დან ალ­ბი­ნიზ­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს აქვთ თეთ­რი კანი, უნდა ერი­დონ მზის სხი­ვებს, მათ მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბას.

არ­სე­ბობს ორი სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად ვლინ­დე­ბა ალ­ბი­ნიზ­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში. ჰერ­მანსკი-პუდ­ლა­კის სინ­დრო­მი სის­ხლდე­ნი­თა და სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბის არ­სე­ბო­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ზო­გი­ერ­თი ფორ­მა კი ფილ­ტვი­სა და ნაწ­ლა­ვე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ სინ­დრომ­ზე და­ეჭ­ვე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ ალ­ბი­ნიზ­მის მქო­ნე ადა­მი­ანს აღე­ნიშ­ნე­ბა სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი (სი­ლურ­ჯე­ე­ბი) და სის­ხლდე­ნის ხში­რი ეპი­ზო­დე­ბი. ჩე­დი­აკ-ჰი­გა­შის სინ­დრო­მი ასე­ვე იშ­ვი­ა­თი აუ­ტო­სო­მურ-რე­ცე­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მრა­ვალ ორ­გა­ნოს აზი­ა­ნებს. ამ სინ­დრო­მის მქო­ნე ინ­დი­ვი­დებს აღე­ნიშ­ნე­ბათ მიდ­რე­კი­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ანე­მი­ი­სა და ჰე­პა­ტო­მე­გა­ლი­ის (ღვიძ­ლის გა­დი­დე­ბა) მი­მართ.

- დღეს ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა­ზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით ამა თუ იმ გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა, თუნ­დაც 75%-ით?

- ქსო­ვი­ლე­ბის რე­გე­ნე­რა­ცი­ი­სა და აღ­დგე­ნის­თვის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი აქვს. ბევ­რი რამ გაგ­ვი­გო­ნია ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბი­სა და კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ მათი გა­მო­ყე­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ბო­ლო­ოდ და­სად­გე­ნად ჯერ კი­დევ მრა­ვა­ლი კვლე­ვაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ამ­ჟა­მად საკ­მა­ოდ მწი­რია იმ და­ა­ვა­დე­ბა­თა ნუს­ხა, რო­მელ­თა სამ­კურ­ნა­ლო­დაც ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სის­ხლი­სა და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ასე­ვე ძვლის ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა ეფექ­ტი­ა­ნად გა­ნი­კურ­ნოს სის­ხლის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცი­ით.

სხვა სპე­ცი­ფი­კურ ღე­რო­ვან უჯრე­დებს ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლონ ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბი­სა და ორ­გა­ნო­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა კანი და თვა­ლის რქო­ვა­ნა. ამ ქსო­ვი­ლებ­ში ღე­რო­ვან უჯრე­დებს ხან­გრძლი­ვი რე­გე­ნე­რა­ცია ახა­სი­ა­თებთ. ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით ჯერ კი­დევ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სტა­დი­ა­ზეა, ანუ მათი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ბო­ლომ­დე და­უდ­გე­ნე­ლია. ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა საკ­მა­ოდ სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და შე­საძ­ლოა, ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის პრაქ­ტი­კულ მე­დი­ცი­ნა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა უფრო რე­ა­ლუ­რი გახ­დეს. სა­დღე­ი­სოდ უამ­რა­ვი კვლე­ვა ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სად­გე­ნად. ბევ­რი დას­რულ­და კი­დეც და მათი შე­დე­გე­ბი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა იწვევს ალბინიზმს და რა პრობლემები ექმნებათ ალბინოსებს - გენეტიკოსი დაავადების შესახებ

რა იწვევს ალბინიზმს და რა პრობლემები ექმნებათ ალბინოსებს - გენეტიკოსი დაავადების შესახებ

სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ალბინიზმის გენს ატარებს ყოველი 70 ადამიანიდან ერთი, ხოლო ყოველი 17 000 ბავშვიდან ერთი ალბინოსი იბადება. რა არის ალბინიზმი - მემკვიდრეობითი დაავადება თუ მემკვიდრეობითი ნიშან-თვისება? - გენეტიკოსი მაკა ჭიპაშვილი გვიპასუხებს.

- რა ფენომენია ალბინიზმი და ითვლება თუ არა ის გენეტიკურ დაავადებად?

- ალბინიზმი მემკვიდრეობითი, გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც დაქვეითებულია პიგმენტ მელანინის შემცველობა კანში, თმასა და თვალში. ალბინიზმს არ გააჩნია რასობრივი და ეთნიკური გავრცელების თავისებურება. ალბინიზმის პოპულაციური სიხშირე, სხვადასხვა მონაცემებით, ვარირებს 1:17 000-დან 20 000-მდე. ხშირად ალბინოსი ბავშვების მშობლებს თმისა და თვალის ნორმალური ფერი აქვთ. გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ალბინიზმის მქონე ადამიანებს წითელი ფერის თვალები აქვთ. ზოგიერთს მართლაც აქვს მოწითალო ან იასამნისფერი თვალის ფერი, უმრავლესობას კი ცისფერი, ბაცი ან მუქი ყავისფერი.

ალბინიზმი, საზოგადოდ, ორი ტიპისაა: ოკულოკუტანეური (თვალ-კანისა) და ოკულარული (თვალისა). ოკულოკუტანეური ფორმისას პიგმენტის რაოდენობა შემცირებულია თვალში, თმასა და კანში. გენეტიკური დეფექტის განვითარების მიხედვით განასხვავებენ ოკულოკუტანეური ალბინიზმის 4 ტიპს. ოკულარული ალბინიზმისას ვლინდება მხოლოდ თვალის პიგმენტაციის ცვლილება, ხოლო კანისა და თმის ფერი ნორმალურია ან ნორმალურთან მიახლოებული. როგორც აღვნიშნეთ, ალბინიზმი მონოგენური (ერთი გენის ცვლილებით გამოწვეული) დაავადებაა; რომელ ქრომოსომაზეც მდებარეობს სახეცვლილი გენი, იმაზეა დამოკიდებული ალბინიზმის ტიპიც. სწორედ მუტაციის სხვადასხვა ტიპი განაპირობებს თვალში პიგმენტის რაოდენობის ვარიაბელურ ცვლილებებს.

- რა ძირითადი სიმპტომები აქვს ალბინიზმს და შესაძლებელია, რომ არც ერთ მშობელს არ ჰქონდეს მისი გამოკვეთილი ნიშნები, მაგრამ ბავშვი ალბინოსი იყოს? რომელ თაობაში შეიძლება გამოვლინდეს ალბინიზმის ნიშნები?

- ჩვეულებრივ, ალბინიზმი მემკვიდრეობს აუტოსომურ-რეცესიული ტიპით, დაზიანებული გენი მშობლებისგან შვილებს გადაეცემა. ალბინიზმის მქონე ინდივიდების ორივე მშობელი ალბინიზმის გენის მატარებელია, თუმცა თვითონ ნორმალური პიგმენტაცია აქვთ. ამ შემთხვევაში შანსი იმისა, რომ ალბინიზმის გენის მატარებელ (და არა დაავადებულ) მშობლებს ჰყავდეთ ალბინიზმით დაავადებული შვილი, 1:4-ზეა.

- რა პრობლემები შეიძლება აღენიშნებოდეთ ალბინოსებს?

- ალბინიზმით დაავადებულ პირებს აქვთ მხედველობის პრობლემები, რომლის კორექციაც სათვალით ვერ ხერხდება. შესაძლოა, მხედველობა მკვეთრადაც კი ჰქონდეთ დაქვეითებული. მხედველობის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ალბინიზმის ტიპზე. ვინაიდან ალბინიზმის მქონე ადამიანებს აქვთ თეთრი კანი, უნდა ერიდონ მზის სხივებს, მათ მავნე ზემოქმედებას.

არსებობს ორი სისტემური დაავადება, რომელიც იშვიათად ვლინდება ალბინიზმის მქონე პაციენტებში. ჰერმანსკი-პუდლაკის სინდრომი სისხლდენითა და სისხლნაჟღენთების არსებობით გამოიხატება. ზოგიერთი ფორმა კი ფილტვისა და ნაწლავების დაავადებებს უკავშირდება. აღნიშნულ სინდრომზე დაეჭვება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ალბინიზმის მქონე ადამიანს აღენიშნება სისხლნაჟღენთები (სილურჯეები) და სისხლდენის ხშირი ეპიზოდები. ჩედიაკ-ჰიგაშის სინდრომი ასევე იშვიათი აუტოსომურ-რეცესიული დაავადებაა, რომელიც მრავალ ორგანოს აზიანებს. ამ სინდრომის მქონე ინდივიდებს აღენიშნებათ მიდრეკილება ინფექციური დაავადებების, ანემიისა და ჰეპატომეგალიის (ღვიძლის გადიდება) მიმართ.

- დღეს ბევრს საუბრობენ ღეროვანი უჯრედების გადანერგვაზე. შესაძლებელია თუ არა ღეროვანი უჯრედებით ამა თუ იმ გენეტიკური დაავადების დამარცხება, თუნდაც 75%-ით?

- ქსოვილების რეგენერაციისა და აღდგენისთვის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ბევრი რამ გაგვიგონია ღეროვანი უჯრედების დიდი მნიშვნელობის შესახებ სხვადასხვა დაავადებისა და კლინიკური მდგომარეობის მკურნალობისთვის, მაგრამ მათი გამოყენების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების საბოლოოდ დასადგენად ჯერ კიდევ მრავალი კვლევაა ჩასატარებელი. ამჟამად საკმაოდ მწირია იმ დაავადებათა ნუსხა, რომელთა სამკურნალოდაც ღეროვანი უჯრედები გამოიყენება. სისხლისა და იმუნური სისტემის დაავადებები, ასევე ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ეფექტიანად განიკურნოს სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციით.

სხვა სპეციფიკურ ღეროვან უჯრედებს ასევე შეუძლიათ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ისეთი დაზიანებული ქსოვილებისა და ორგანოების მკურნალობაში, როგორებიცაა კანი და თვალის რქოვანა. ამ ქსოვილებში ღეროვან უჯრედებს ხანგრძლივი რეგენერაცია ახასიათებთ. ღეროვანი უჯრედების გამოყენება სხვა ორგანოების დაზიანების მკურნალობის მიზნით ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ სტადიაზეა, ანუ მათი ეფექტიანობა ბოლომდე დაუდგენელია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე მეცნიერება საკმაოდ სწრაფად ვითარდება და შესაძლოა, ღეროვანი უჯრედების პრაქტიკულ მედიცინაში გამოყენების პერსპექტივა უფრო რეალური გახდეს. სადღეისოდ უამრავი კვლევა ტარდება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედების გამოყენების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად. ბევრი დასრულდა კიდეც და მათი შედეგები გაანალიზების შემდეგ გამოქვეყნდება.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"