საგარეჯოს სათნოების სახლის დირექტორი ილია კუჭუაშვილი თანამდებობიდან 2013 წლის 1 თებერვალს კანონდარღვევით გაათავისუფლეს. იმავე დღეს ამ თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბიძა, დავით ოტიაშვილი დაინიშნა.
საგარეჯოს გამგეობას ააიპ "სათნოების სახლის" დირექტორის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი არ გამოუცხადებია.