ჰოლივუდის მსახიობი, 35 წლის ლივ ტაილერი არაერთხელ დაასახელეს ყველაზე გემოვნებიან ვარსკვლავთა რეიტინგში, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, ტაილერი ქუჩაში და გლამურულ ღონისძიებებზე უგემოვნოდ ჩაცმული დადის.
ვარსკვლავი აღარ აკონტროლებს წონას, არ იკეთებს მაკიაჟს და დაუდევრად იცვამს. პაპარაცებმა ტაილერს ფოტო ნიუ-იორკში გადაუღეს. ლივს ელასტიკზე მოკლე შორტი, დიდი ზომის თეთრი პერანგი და სქელი სპორტული კაპიშონიანი სვიტერი ეცვა. ფოტოგრაფებმა აღიარეს, რომ მსახიობი რიგითი გოგონებისგან არაფრით გამოირჩეოდა, მავანმა ტაილერი ვერც კი იცნო.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.