ახალი მთავრობის წინაშე ადგილობრივი კერძო დაფინანსების წყაროების მობილიზების აუცილებლობა დგას, ვინაიდან საგარეო რესურსები შეზღუდულია, ამის შესახებ ანგარიში - "საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა - 2012 წლის მიმოხილვა და 2013 წლის მთავარი გამოწვევების ანალიზი და რეკომენდაციები" არის ნათქვამი.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2012 წლის მეორე კვარტლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა და წლის ბოლოს, 2011 წლის მონაცემთან შედარებით, 23 %-ით ნაკლები შეადგინა. "გლობალურ ბაზრებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებასთან ერთად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე უარყოფითად იმოქმედა, საქართველოს პოლიტიკური მომავლის გაურკვევლობამ, რაც 2012 წლის არჩევნებით იყო განპირობებული",- ნათქვამია ანგარიშში. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი იყო ასევე ორმაგი დეფიციტი, რაც გამოიხატება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტში და ფისკალურ დეფიციტში.
"გასული წლის გამოწვევათაგან და მნიშვნელოვან პრობლემათაგან შეინიშნება უცხოური ინვესტიციების შემცირება. რაც თავის მხრივ გლობალურ ბაზარზე რეცესიითაც იყო გამოწვეული, თუმცა მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო იმითაც, რომ პოლიტიკური ფაქტორი არჩევნებთან დაკავშირებით იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, რომ ინვესტიციები შემცირდა. ამასთან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ორმაგი დეფიციტი, რაც გამოიხატება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტში და ფისკალურ დეფიციტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი უარყოფითი სავაჭრო სალდოც გახლავთ",- აცხადებს ევგენიძე.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9