საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუბუა - "როდესაც შაშკინს ვკითხე, რატომ უნდა წავიდე-მეთქი, მიპასუხა, ბევრი მოითხოვს შენს თავსო"
გია ხუბუა - "როდესაც შაშკინს ვკითხე, რატომ უნდა წავიდე-მეთქი, მიპასუხა, ბევრი მოითხოვს შენს თავსო"

თსუ-ს პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რეპ­რე­სი­ე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი გა­დაც­დო­მე­ბის შე­მოქ­მე­დი - ასე და­ა­მახ­სოვ­რდა ამა­ვე სას­წავ­ლებ­ლის რექ­ტო­რი გია ხუ­ბუა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, 2010 წელს მან სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. ამ­ჟა­მად ბამ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რის სტა­ტუ­სით კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს. ჩვენ მას ინ­ტერ­ნე­ტით და­ვუ­კავ­შირ­დით და ქვეყ­ნი­დან წას­ვლის მი­ზე­ზებ­სა და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბის აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ბა­ტო­ნო გია, იყო ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ თქვენ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნო­დარ ხა­დურ­თან და მისი მოწ­ვე­ვით თსუ-ში რექ­ტო­რად დაბ­რუ­ნე­ბას გთა­ვა­ზობ­დნენ...

- ეს ხმე­ბი მეც გა­ვი­გე, მაგ­რამ ასე­თი რამ არ იგეგ­მე­ბა. უახ­ლო­ე­სი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას არ ვა­პი­რებ და არც რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი მაქვს. ნო­დარ ხა­დურ­თან ადა­მი­ა­ნუ­რი, კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს. მას პა­ტივს ვცემ, რო­გორც მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნალს. ხა­დურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­გორც თა­ვის საქ­მის კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა მცოდ­ნემ, ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი ური­ერ­თო­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. არც მინ­და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნა, თუმ­ცა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი, სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­კი­თხავ ლექ­ცი­ებს.

- ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ამ­ბა­ვი, რაც თქვენს პერ­სო­ნას უკავ­შირ­დე­ბა, იყო სკან­და­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან რა­რი­ტე­ტუ­ლი წიგ­ნე­ბის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ასე­ვე თქვე­ნი ფი­გუ­რი­რებ­და...

- 2010 წელს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტე­ლე­არ­ხე­ბის მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სწო­რედ ეს გახ­და. არა­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­თე­კი­დან წიგ­ნე­ბი 2006 წელს და­ი­კარ­გა და მე პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, ვინც ამ ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბით შსს და პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თე.

- სა­ი­დან გა­ი­გეთ, რომ წიგ­ნე­ბი და­კარ­გუ­ლი იყო, ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია ხომ 2006 წლის შემ­დეგ მოხ­და?

- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორ­მა და დაც­ვამ მო­მა­წო­და. რო­დე­საც ეს სკან­და­ლი აგორ­და, პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გავ­მარ­თე და დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც წარ­ვად­გი­ნე, თუ რო­გორ ვი­თხოვ­დი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის­გან საქ­მის შეს­წავ­ლას ჯერ კი­დევ 2006 წელს... ამის შემ­დეგ კოკა სე­ფერ­თე­ლა­ძემ, რო­მე­ლიც მა­შინ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო, მი­თხრა, რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ტო­ვოო. ამას მოჰ­ყვა დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი, რა­საც კოკა გე­უბ­ნე­ბათ, ეს ჩვე­ნი სა­ერ­თო პო­ზი­ცი­აო. კო­კას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუ რა­ტომ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. იმ პე­რი­ოდ­ში შაშ­კი­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ იყო სამ­კურ­ნა­ლოდ წა­სუ­ლი და ამის გამო სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ სი­ტყვაც არ დას­ცდე­ნია. რო­დე­საც ვკი­თხე, რა­ტომ უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა, ბევ­რი მო­ი­თხოვს შენს თავ­სო... არ გავ­ჯი­უ­ტე­ბულ­ვარ, მხო­ლოდ ის ვთხო­ვე, ჯერ ის ფაქ­ტი უარ­ყა­ვით, რაც და­მაბ­რა­ლეთ, თით­ქოს წიგ­ნებს ვი­პა­რავ და კი ბა­ტო­ნო-მეთ­ქი... ჩემ­თან სა­უბ­რი­სას მას სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რა ჰქონ­და ვი­ღა­ცას­თან... შემ­დეგ მი­თხრა, თუ 40 წუთ­ში, კა­მე­რე­ბის წინ არ გა­ა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ, ჯო­ჯო­ხე­თი გე­ლო­დე­ბაო.

მივ­ხვდი, რომ იმ წუთ­ში­ვე არ მი­ვი­ღებ­დი გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მას უკვე და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტე­ბი... სა­უბ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე მან მი­თხრა, ამი­ე­რი­დან სა­ხელ­მწი­ფოს მტე­რი ხარო, რაც კულ­ტუ­რუ­ლი შოკი იყო ჩემ­თვის. მთე­ლი ჩემი ბრა­ლე­უ­ლო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ შე­ლა­ხუ­ლი ღირ­სე­ბის აღ­დგე­ნას ვი­თხოვ­დი. მა­შინ მზად ვი­ყა­ვი ამის­თვის სი­ცო­ცხლეც კი და­მეთ­მო, მაგ­რამ შემ­დეგ "მი­მახ­ვედ­რეს", რომ მარ­ტო არ ვი­ყა­ვი, ტო­ტა­ლუ­რი შე­მო­ტე­ვა და მუ­ქა­რა და­ი­წყო ჩემს ოჯახ­ზე, ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებ­ზე. ზოგი და­ი­ჭი­რეს და პო­ლი­ცი­ა­ში სცე­მეს, აი­ძუ­ლებ­დნენ ხელი მო­ე­წე­რათ დო­კუ­მენტზე, თით­ქოს მე რა­ღაც ტენ­დერებ­ში ვი­ყა­ვი გა­რე­უ­ლი... ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ ნემ­სიწ­ვე­რი­ძემ ახ­ლა­ხან აღი­ა­რა, რომ მა­შინ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი მას აი­ძუ­ლებ­და ეთ­ქვა, რომ მას წიგ­ნე­ბი გა­მო­ქონ­და ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან და მე მაძ­ლევ­და, რათა შემ­დეგ გა­მე­ყი­და... თუმ­ცა, მან ასე­თი ჩვე­ნე­ბა მა­ინც არ მის­ცა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

გია ხუბუა - "როდესაც შაშკინს ვკითხე, რატომ უნდა წავიდე-მეთქი, მიპასუხა, ბევრი მოითხოვს შენს თავსო"

გია ხუბუა - "როდესაც შაშკინს ვკითხე, რატომ უნდა წავიდე-მეთქი, მიპასუხა, ბევრი მოითხოვს შენს თავსო"

თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებზე განხორციელებული რეპრესიებისა და ფინანსური გადაცდომების შემოქმედი - ასე დაამახსოვრდა ამავე სასწავლებლის რექტორი გია ხუბუა ქართველ საზოგადოებას. სხვადასხვა მიზეზების გამო, 2010 წელს მან საქართველო დატოვა. ამჟამად ბამბერგის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობს ლექციებს. ჩვენ მას ინტერნეტით დავუკავშირდით და ქვეყნიდან წასვლის მიზეზებსა და წინა ხელისუფლებასთან არსებულ დაპირისპირების აქამდე უცნობ დეტალებზე ვესაუბრეთ.

- ბატონო გია, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენ ახლო ურთიერთობა გაქვთ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან და მისი მოწვევით თსუ-ში რექტორად დაბრუნებას გთავაზობდნენ...

- ეს ხმები მეც გავიგე, მაგრამ ასეთი რამ არ იგეგმება. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოსვლას არ ვაპირებ და არც რაიმე თანამდებობრივი ინტერესი მაქვს. ნოდარ ხადურთან ადამიანური, კოლეგიალური ურთიერთობა მაკავშირებს. მას პატივს ვცემ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს. ხადურმა უნივერსიტეტში, როგორც თავის საქმის კვალიფიციურმა მცოდნემ, ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი ურიერთობებით შემოიფარგლებოდა. არც მინდა თანამდებობაზე ყოფნა, თუმცა, როდესაც საქართველოში დავბრუნდები, სიამოვნებით წავიკითხავ ლექციებს.

- ალბათ, ყველაზე ხმაურიანი ამბავი, რაც თქვენს პერსონას უკავშირდება, იყო სკანდალი ბიბლიოთეკიდან რარიტეტული წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით, სადაც ასევე თქვენი ფიგურირებდა...

- 2010 წელს სახელისუფლებო ტელეარხების მთავარი ბრალდება ჩემს წინააღმდეგ სწორედ ეს გახდა. არადა, უნივერსიტეტის ბიბლითეკიდან წიგნები 2006 წელს დაიკარგა და მე პირველი ვიყავი, ვინც ამ ფაქტის გამოძიებით შსს და პროკურატურას მივმართე.

- საიდან გაიგეთ, რომ წიგნები დაკარგული იყო, ინვენტარიზაცია ხომ 2006 წლის შემდეგ მოხდა?

- ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკის დირექტორმა და დაცვამ მომაწოდა. როდესაც ეს სკანდალი აგორდა, პრესკონფერენცია გავმართე და დოკუმენტაციაც წარვადგინე, თუ როგორ ვითხოვდი საგამოძიებო ორგანოებისგან საქმის შესწავლას ჯერ კიდევ 2006 წელს... ამის შემდეგ კოკა სეფერთელაძემ, რომელიც მაშინ განათლების მინისტრის მოადგილე იყო, მითხრა, რექტორის თანამდებობა უნდა დატოვოო. ამას მოჰყვა დიმიტრი შაშკინის სატელეფონო ზარი, რასაც კოკა გეუბნებათ, ეს ჩვენი საერთო პოზიციაო. კოკას არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ უნდა წავსულიყავი უნივერსიტეტიდან. იმ პერიოდში შაშკინი საზღვარგარეთ იყო სამკურნალოდ წასული და ამის გამო სპეციალურად ჩამოვიდა, თუმცა წიგნების შესახებ სიტყვაც არ დასცდენია. როდესაც ვკითხე, რატომ უნდა წავიდე-მეთქი, მიპასუხა, ბევრი მოითხოვს შენს თავსო... არ გავჯიუტებულვარ, მხოლოდ ის ვთხოვე, ჯერ ის ფაქტი უარყავით, რაც დამაბრალეთ, თითქოს წიგნებს ვიპარავ და კი ბატონო-მეთქი... ჩემთან საუბრისას მას სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა ვიღაცასთან... შემდეგ მითხრა, თუ 40 წუთში, კამერების წინ არ გააკეთებ განცხადებას გადადგომის შესახებ, ჯოჯოხეთი გელოდებაო.

მივხვდი, რომ იმ წუთშივე არ მივიღებდი გადადგომის გადაწყვეტილებას, მას უკვე დაგეგმილი ჰქონდა სატელევიზიო სიუჟეტები... საუბრის დასრულებამდე მან მითხრა, ამიერიდან სახელმწიფოს მტერი ხარო, რაც კულტურული შოკი იყო ჩემთვის. მთელი ჩემი ბრალეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ შელახული ღირსების აღდგენას ვითხოვდი. მაშინ მზად ვიყავი ამისთვის სიცოცხლეც კი დამეთმო, მაგრამ შემდეგ "მიმახვედრეს", რომ მარტო არ ვიყავი, ტოტალური შემოტევა და მუქარა დაიწყო ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. ზოგი დაიჭირეს და პოლიციაში სცემეს, აიძულებდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, თითქოს მე რაღაც ტენდერებში ვიყავი გარეული... ქალბატონმა თამარ ნემსიწვერიძემ ახლახან აღიარა, რომ მაშინ გენერალური პროკურორი მას აიძულებდა ეთქვა, რომ მას წიგნები გამოქონდა ბიბლიოთეკიდან და მე მაძლევდა, რათა შემდეგ გამეყიდა... თუმცა, მან ასეთი ჩვენება მაინც არ მისცა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"