პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელი მოგზაური საკუთარ დაბადების დღეს დაბადებულ ადამიანებს ხვდება
ბრიტანელი მოგზაური საკუთარ დაბადების დღეს დაბადებულ ადამიანებს ხვდება

ინ­გლი­სე­ლი მწე­რა­ლი რი­ჩარდ ეი­ვი­სი მთელს მსოფ­ლი­ო­ში მოგ­ზა­უ­რობს და ეძებს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მის და­ბა­დე­ბის დღეს და­ი­ბად­ნენ. თუ თქვენც 1974 წლის 1 დე­კემ­ბერს მო­ევ­ლი­ნეთ ქვე­ყა­ნას, დიდი შან­სია, რომ ეს უც­ნა­უ­რი ბრი­ტა­ნე­ლი სტუმ­რად გეწ­ვი­ოთ.

რი­ჩარდს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მო­ძებ­ნოს 40 "და­ბა­დე­ბის თა­რი­ღის ტყუ­პის­ცა­ლი", შემ­დეგ კი ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წიგ­ნი და­წე­როს.

"მე არ ვარ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ დღეს და­ი­ბა­და. ოჯა­ხე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ ამ დღეს მათი წევ­რე­ბის და­ბა­დე­ბას, მაგ­რამ ვინ იცის, რო­გო­რი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რეს მათ? რას მი­აღ­წი­ეს? რა აღელ­ვებს და რა უხა­რი­ათ? სწო­რედ ამ და სხვა კი­თხვებ­ზე მსურს პა­სუ­ხე­ბის პოვ­ნა", - გა­ნა­ცხა­და მწე­რალ­მა თა­ვი­სი მი­სი­ის შე­სა­ხებ.

ბრი­ტა­ნელ­მა 01.12.1974 და­ბა­დე­ბუ­ლი უკვე 9 ადა­მი­ა­ნი იპო­ვა. მათ შო­რის არი­ან ბო­დი­ბილ­დინ­გის ჩემ­პი­ო­ნი ჰო­ლან­დი­ი­დან, მსა­ხი­ო­ბი ნიუ-იორ­კი­დან, იტა­ლი­ის ერთ-ერთი ქა­ლა­ქის მერი, ოლიმ­პი­ე­ლი ნორ­ვე­გი­ი­დან და მწე­რა­ლი ირ­ლან­დი­ი­დან. ყვე­ლა მათ­განს ეი­ვი­სი სპე­ცი­ა­ლურ სა­მახ­სოვ­რო მა­ი­სუ­რებს ური­გებს. ახლა რი­ჩარ­დი ავ­სტრი­ა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. შემ­დეგ კი ტა­ი­ლან­დს, რუ­სეთს, სლო­ვა­კეთს და უამ­რავ სხვა ქვე­ყა­ნას ეწ­ვე­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია drunov.ru-ს მი­ხედ­ვით.

ბრიტანელი მოგზაური საკუთარ დაბადების დღეს დაბადებულ ადამიანებს ხვდება

ბრიტანელი მოგზაური საკუთარ დაბადების დღეს დაბადებულ ადამიანებს ხვდება

ინგლისელი მწერალი რიჩარდ ეივისი მთელს მსოფლიოში მოგზაურობს და ეძებს იმ ადამიანებს, რომლებიც მის დაბადების დღეს დაიბადნენ. თუ თქვენც 1974 წლის 1 დეკემბერს მოევლინეთ ქვეყანას, დიდი შანსია, რომ ეს უცნაური ბრიტანელი სტუმრად გეწვიოთ.

რიჩარდს გადაწყვეტილი აქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოძებნოს 40 "დაბადების თარიღის ტყუპისცალი", შემდეგ კი ამ მოგზაურობის საფუძველზე წიგნი დაწეროს.

"მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ დღეს დაიბადა. ოჯახები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ ამ დღეს მათი წევრების დაბადებას, მაგრამ ვინ იცის, როგორი ცხოვრებით იცხოვრეს მათ? რას მიაღწიეს? რა აღელვებს და რა უხარიათ? სწორედ ამ და სხვა კითხვებზე მსურს პასუხების პოვნა", - განაცხადა მწერალმა თავისი მისიის შესახებ.

ბრიტანელმა 01.12.1974 დაბადებული უკვე 9 ადამიანი იპოვა. მათ შორის არიან ბოდიბილდინგის ჩემპიონი ჰოლანდიიდან, მსახიობი ნიუ-იორკიდან, იტალიის ერთ-ერთი ქალაქის მერი, ოლიმპიელი ნორვეგიიდან და მწერალი ირლანდიიდან. ყველა მათგანს ეივისი სპეციალურ სამახსოვრო მაისურებს ურიგებს. ახლა რიჩარდი ავსტრიაში მიემგზავრება. შემდეგ კი ტაილანდს, რუსეთს, სლოვაკეთს და უამრავ სხვა ქვეყანას ეწვევა.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს