ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ფინანსურად უზრუნველყოფილ ოჯახებში იზრდებიან, უფრო ხშირად არიან ალერგიულები.
აშშ-ის სტატისტიკის ნაციონალურ ცენტრში გამოთვალეს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მკევთრად გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ალერგია აწუხებთ.
საკვებ პროდუქტზე ალერგიულობის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 50%-ით გაიზარდა. 70%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ალერგიული ეგზემა აწუხებთ.
ამ სტატისტიკის თანახმად, ექსპერტები აცხადებენ, რომ ალერგიულ ახალგაზრდებს შორის, იმ მოზარდთა რიცხვი უფრო მეტია, რომლებიც უზრუნველყოფილ ოჯახში იზრდებიან, ვიდრე მათი, ვინც უფრო ხელმოკლე, მაგალითად ემიგრანტთა ოჯახიდანაა. ვერცერთი მეცნიერი კონკრეტულად ვერ ასახელებს ამის გამომწვევ ზუსტ მიზეზს.
მომზადებულია MedikForum-ის მიხედვით.