პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტები დავით კირვალიძის გადადგომის პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავენ
ექსპერტები დავით კირვალიძის გადადგომის პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავენ

ექ­სპერ­ტე­ბი და­ვით კირ­ვა­ლი­ძის გა­დად­გო­მის პო­ლი­ტი­კურ მი­ზე­ზებს გა­მო­რი­ცხა­ვენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ფაქ­ტი ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს­თან მის ნა­თე­სა­ო­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პო­ლი­ტო­ლოგ­მა სოსო ცის­კა­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ეს ძა­ლი­ან არა­თავ­სე­ბა­დი თე­მე­ბია. და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ზნე­ობ­რი­ვი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და ამით პრაქ­ტი­კუ­ლად და­ა­დას­ტუ­რა სა­კუ­თა­რი მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ეს ამ ოჯა­ხის­თვის გა­საკ­ვი­რი არ არის. ამ­დე­ნად, გა­მი­ჭირ­დე­ბა, რო­გორ­მე და­ვა­კავ­ში­რო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან. ვფიქ­რობ, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია სრუ­ლად ის ავ­ტო­რი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რებს აქვთ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბიც მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, რომ ამ ეტაპ­ზე მი­ნის­ტრის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო", - გა­ნა­ცხა­და სოსო ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

კი­თხვას, შე­საძ­ლოა თუ არა ამ ფაქ­ტმა ხელი შე­უ­შა­ლოს ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბას, სოსო ცის­კა­რიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა არ დას­ტურ­დე­ბა.

"ეს მას შემ­დეგ, რაც მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს აირ­ჩევს არა პარ­ლა­მენ­ტი, არა­მედ – სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა", - აღ­ნიშ­ნა ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

და­ვით კირ­ვა­ლი­ძის გა­დად­გო­მის პო­ლი­ტი­კურ მი­ზე­ზებს სრუ­ლად გა­მო­რი­ცხავს რა­მაზ სა­ყავ­რე­ლი­ძეც. პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე პრე­ზი­დენ­ტო­ბის შე­საძ­ლო კან­დი­და­ტად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და­ა­სა­ხე­ლა და მას­ვე შე­ეძ­ლო, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლა.

"შიგ­ნით ბრძო­ლა რა სა­ჭი­როა, რო­დე­საც ამ სა­კი­თხში გა­დამ­წყვე­ტი ხმა პრე­მი­ერს ეკუთ­ვნის. ამავდრო­უ­ლად, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა არ მომ­ხდა­რა ისე, რომ ოდ­ნავ მა­ინც შე­ბღა­ლუ­ლი­ყო და­ვით კირ­ვა­ლი­ძის ღირ­სე­ბა. ოპო­ნენ­ტე­ბიც კი და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ იმ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც კირ­ვა­ლი­ძემ გა­დად­გა. ამ კონ­ტექ­სტში, ვერ­სია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­მა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რი, ქმე­დი­თი არ არის. თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ იმას, რომ ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე არ არის ისე­თი ტი­პის პი­როვ­ნე­ბა, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბის გამო სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­ექ­მნა ვინ­მეს­თვის და სულ არ იყო სა­ჭი­რო ასე­თი ჩახ­ლარ­თუ­ლი კომ­ბი­ნა­ცია", - აღ­ნიშ­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

მომ­ხდა­რის პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს ვერ ხე­დავს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი. რო­გორც მთავ­რო­ბის მრჩე­ველ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ეს არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია თუნ­დაც იმი­ტომ, რომ და­ვით კირ­ვა­ლი­ძის გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი მთავ­რო­ბას არ და­უს­ვამს და კირ­ვა­ლი­ძემ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი ნე­ბით აიღო.

"ეს ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯია. და­ვით კირ­ვა­ლი­ძე არც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლა. მას სა­კი­თხის გარ­კვე­ვამ­დე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შორ­სმი­მა­ვა­ლი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა ჩემი აზ­რით არას­წო­რია. თუ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ეს რა­ღაც­ნა­ი­რად აზი­ა­ნებს ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს, ესეც გა­უ­გე­ბა­რია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი ასე გა­და­დი­ო­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ყვე­ლას ნა­თე­სა­ვი და ახ­ლო­ბე­ლია. არ ვფიქ­რობ, რომ ეს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტია. ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის წე­სი­ე­რე­ბა­სა და პა­ტი­ოს­ნე­ბა­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად მის გან­ხილ­ვას, ბოლო პე­რი­ოდ­ში, ვფიქ­რობ, სხვა კან­დი­და­ტე­ბიც წა­მო­ვიდ­ნენ და არც ყო­ფი­ლა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რომ ხმა­ლა­ძე იქ­ნე­ბო­და კო­ა­ლი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი. თუ ეს ასე არ მოხ­და, ამის­თვის კო­ა­ლი­ცი­ას სხვა მო­ტი­ვე­ბი ექ­ნე­ბა, რაც კირ­ვა­ლი­ძის თე­მას ნამ­დვი­ლად არ და­უ­კავ­შირ­დე­ბა ", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

და­ვით კირ­ვა­ლი­ძის გა­დად­გო­მის შე­საძ­ლო პო­ლი­ტი­კურ მი­ზე­ზებ­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტმა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ "ინ­ტერპრესნ­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გუ­შინ ისა­უბ­რა.

"კირ­ვა­ლი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ ელ­ფერს იმის გა­მოც იძენს, რომ იგი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერთ-ერთი სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტის, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის სი­ძეა. ამი­ტომ, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ვე­ღარ იქ­ნე­ბა.

არ გა­მოვ­რი­ცხავ, ვი­ღა­ცამ დრო­ზე ადრე იაქ­ტი­უ­რა, რომ ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­დატ­თა შო­რის აღარ გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს. ამას არ გა­მოვ­რი­ცხავ იმის გამო, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­თა და­სა­ხე­ლე­ბის დრო მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია. სხვა მხრივ, არა­ნა­ი­რად არ შე­მაქვს ეჭვი იმა­ში, რომ ის რაც გა­კეთ­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­კეთ­და, ამას ნამ­დვი­ლად არ ვამ­ბობ", - აღა­ნიშ­ნა ძა­ბი­რა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ექსპერტები დავით კირვალიძის გადადგომის პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავენ

ექსპერტები დავით კირვალიძის გადადგომის პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავენ

ექსპერტები დავით კირვალიძის გადადგომის პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავენ და მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი ვახტანგ ხმალაძესთან მის ნათესაობას არ უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, ვახტანგ ხმალაძის და მისი ოჯახის წევრების კორუფციულ სქემებთან დაკავშირება შეუძლებელია.

"ეს ძალიან არათავსებადი თემებია. დავით კირვალიძემ უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი ნაბიჯი გადადგა და ამით პრაქტიკულად დაადასტურა საკუთარი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ეს ამ ოჯახისთვის გასაკვირი არ არის. ამდენად, გამიჭირდება, როგორმე დავაკავშირო საპრეზიდენტო არჩევნებში ვახტანგ ხმალაძის შესაძლო მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან. ვფიქრობ, შენარჩუნებულია სრულად ის ავტორიტეტი, რომელიც ვახტანგ ხმალაძესა და მისი ოჯახის წევრებს აქვთ. საგამოძიებო მოქმედებებიც მიგვანიშნებს იმის აუცილებლობაზე, რომ ამ ეტაპზე მინისტრის უფლებამოსილება შეჩერებულიყო", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

კითხვას, შესაძლოა თუ არა ამ ფაქტმა ხელი შეუშალოს ვახტანგ ხმალაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, სოსო ცისკარიშვილმა უპასუხა, რომ მისი ინფორმაციით, ვახტანგ ხმალაძის საპრეზიდენტო კანდიდატობის პერსპექტივა არ დასტურდება.

"ეს მას შემდეგ, რაც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომავალ პრეზიდენტს აირჩევს არა პარლამენტი, არამედ – საქართველოს მოსახლეობა", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

დავით კირვალიძის გადადგომის პოლიტიკურ მიზეზებს სრულად გამორიცხავს რამაზ საყავრელიძეც. პოლიტოლოგის თქმით, ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა დაასახელა და მასვე შეეძლო, გადაწყვეტილება შეეცვალა.

"შიგნით ბრძოლა რა საჭიროა, როდესაც ამ საკითხში გადამწყვეტი ხმა პრემიერს ეკუთვნის. ამავდროულად, თანამდებობის დატოვება არ მომხდარა ისე, რომ ოდნავ მაინც შებღალულიყო დავით კირვალიძის ღირსება. ოპონენტებიც კი დადებითად აფასებენ იმ ნაბიჯს, რომელიც კირვალიძემ გადადგა. ამ კონტექსტში, ვერსია, რომ ამ ყველაფრის მიღმა იყო პოლიტიკური ჩანაფიქრი, ქმედითი არ არის. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ვახტანგ ხმალაძე არ არის ისეთი ტიპის პიროვნება, რომ თანამდებობის გამო სირთულეები შეექმნა ვინმესთვის და სულ არ იყო საჭირო ასეთი ჩახლართული კომბინაცია", - აღნიშნა საყვარელიძემ.

მომხდარის პოლიტიკურ მოტივებს ვერ ხედავს გია ხუხაშვილი. როგორც მთავრობის მრჩეველმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს არადამაჯერებელია თუნდაც იმიტომ, რომ დავით კირვალიძის გადაყენების საკითხი მთავრობას არ დაუსვამს და კირვალიძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარი ნებით აიღო.

"ეს ძალიან ღირსეული ნაბიჯია. დავით კირვალიძე არც გათავისუფლებულა. მას საკითხის გარკვევამდე უფლებამოსილება შეუჩერდა. აქედან გამომდინარე, შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ჩემი აზრით არასწორია. თუ საუბარია იმაზე, რომ ეს რაღაცნაირად აზიანებს ვახტანგ ხმალაძეს, ესეც გაუგებარია. როგორ შეიძლება პასუხისმგებლობები ასე გადადიოდეს. საქართველოში ყველა ყველას ნათესავი და ახლობელია. არ ვფიქრობ, რომ ეს დამაჯერებელი არგუმენტია. ვახტანგ ხმალაძის წესიერებასა და პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარება. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატად მის განხილვას, ბოლო პერიოდში, ვფიქრობ, სხვა კანდიდატებიც წამოვიდნენ და არც ყოფილა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ხმალაძე იქნებოდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი. თუ ეს ასე არ მოხდა, ამისთვის კოალიციას სხვა მოტივები ექნება, რაც კირვალიძის თემას ნამდვილად არ დაუკავშირდება ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

დავით კირვალიძის გადადგომის შესაძლო პოლიტიკურ მიზეზებზე კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნნიუსთან" ინტერვიუში გუშინ ისაუბრა.

"კირვალიძის გათავისუფლება პოლიტიკურ ელფერს იმის გამოც იძენს, რომ იგი "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატის, ვახტანგ ხმალაძის სიძეა. ამიტომ, ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტობის კანდიდატი ვეღარ იქნება.

არ გამოვრიცხავ, ვიღაცამ დროზე ადრე იაქტიურა, რომ ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატთა შორის აღარ განიხილებოდეს. ამას არ გამოვრიცხავ იმის გამო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთა დასახელების დრო მოახლოებულია. სხვა მხრივ, არანაირად არ შემაქვს ეჭვი იმაში, რომ ის რაც გაკეთდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სპეციალურად გაკეთდა, ამას ნამდვილად არ ვამბობ", - აღანიშნა ძაბირაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა