მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC-ის წამყვანმა ბავშვების გარყვნა აღიარა
BBC-ის წამყვანმა ბავშვების გარყვნა აღიარა

BBC-ის სპორ­ტულ­მა კო­მენ­ტა­ტორ­მა სტუ­არტ ჰოლ­მა ბავ­შვე­ბის გარ­ყვნა­ში სა­კუ­თა­რი ბრა­ლე­უ­ლო­ბა აღი­ა­რა. ამის შე­სა­ხებ BBC News-ი იტყო­ბი­ნე­ბა.

83 წლის ჰოლს ბრალს დე­ბენ 9-დან 16 წლამ­დე 13 ბავ­შვზე თავ­დას­ხმა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს გო­გო­ნე­ბი მისი მე­გობ­რე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. ზოგ გო­გო­ნას ჟურ­ნა­ლის­ტი მკერ­დზე ავ­ლებ­და ხელს, ზოგ­საც ტუ­ჩებ­ში კოც­ნი­და. ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი წამ­ყვან­მა 1967-1986 წლებ­ში ჩა­ი­დი­ნა.

გარ­და ამი­სა, სტუ­არტ ჰოლს 1976 წელს 22 წლის ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი, თუმ­ცა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ჰოლს გა­ნა­ჩენს 17 ივ­ნისს გა­მო­უ­ტა­ნენ. მისი ად­ვო­კა­ტი ითხოვს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ის, რომ დამ­ნა­შა­ვემ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, მო­ი­ნა­ნია და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

Sky News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადრე ჰოლი უარ­ყოფ­და ბრალ­დე­ბებს. წამ­ყვანს ბრა­ლი 2012 წლის იან­ვარ­ში წა­უ­ყე­ნეს. მას შემ­დეგ, კორ­პო­რა­ცია "ბი-ბი-სი"-მ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს მი­უ­სამ­ძიმ­რა და ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­ტრაქ­ტი გა­წყვი­ტა ჟურ­ნა­ლის­ტთან.

ჰოლი კორ­პო­რა­ცი­ის რა­დი­ო­სად­გურ­ზე სპორ­ტულ კო­მენ­ტა­ტო­რად 1959 წლი­დან მუ­შა­ობ­და. 2012 წელს მას ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის ორ­დე­ნი გა­დას­ცეს ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და რა­დი­ოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC News-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

BBC-ის წამყვანმა ბავშვების გარყვნა აღიარა

BBC-ის წამყვანმა ბავშვების გარყვნა აღიარა

BBC-ის სპორტულმა კომენტატორმა სტუარტ ჰოლმა ბავშვების გარყვნაში საკუთარი ბრალეულობა აღიარა. ამის შესახებ BBC News-ი იტყობინება.

83 წლის ჰოლს ბრალს დებენ 9-დან 16 წლამდე 13 ბავშვზე თავდასხმაში. აღსანიშნავია, რომ ეს გოგონები მისი მეგობრების ქალიშვილები იყვნენ. ზოგ გოგონას ჟურნალისტი მკერდზე ავლებდა ხელს, ზოგსაც ტუჩებში კოცნიდა. ხსენებული დანაშაულები წამყვანმა 1967-1986 წლებში ჩაიდინა.

გარდა ამისა, სტუარტ ჰოლს 1976 წელს 22 წლის ქალის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი, თუმცა დაზარალებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

როგორც მოსალოდნელია, ჰოლს განაჩენს 17 ივნისს გამოუტანენ. მისი ადვოკატი ითხოვს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ ის, რომ დამნაშავემ დანაშაული აღიარა, მოინანია და ბოდიში მოიხადა.

Sky News-ის ინფორმაციით, ადრე ჰოლი უარყოფდა ბრალდებებს. წამყვანს ბრალი 2012 წლის იანვარში წაუყენეს. მას შემდეგ, კორპორაცია ”ბი-ბი-სი"-მ დაზარალებულებს მიუსამძიმრა და ყველანაირი კონტრაქტი გაწყვიტა ჟურნალისტთან. 

ჰოლი კორპორაციის რადიოსადგურზე სპორტულ კომენტატორად 1959 წლიდან მუშაობდა. 2012 წელს მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცეს ტელევიზიასა და რადიოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

მომზადებულია BBC News-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები