პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

25

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:01-ზე, მთვარე ლომშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიურია თავის უკანა ნაწილი და ყურები. შეგიძლიათ მიირთვათ ცხარე საკვები, სანელებლები, ხორცი. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა,
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა ლომინაძის მკვლელობა შესაძლოა, ყალბ წერილებს უკავშირდებოდეს"
"ნიკა ლომინაძის მკვლელობა შესაძლოა, ყალბ წერილებს უკავშირდებოდეს"

"ე-ი-ეს თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი ნიკა ლო­მი­ნა­ძე 2002 წლის 13 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. 2006 წლის მარ­ტში მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­და. და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვე­თად გა­მო­ძი­ე­ბამ "თბილ­გა­ზის" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი გია გვი­ჩი­ა­ნი ცნო და მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეს ვერ­სია ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა. "აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­მო­სუ­ლია 2006 წლის 7 სექ­ტემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი დას­კვნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი თი­თის ორი ანა­ბეჭ­დი არ წარ­მო­ად­გენს მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­თა - ნიკა ჩე­მი­ას, ავ­თან­დილ ხერ­კე­ლა­ძის, გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლის და ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის თი­თის ანა­ბეჭ­დებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა არ და­ერ­თო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და არ წარ­დგე­ნი­ლა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი ზრდის ვა­რა­უდს იმის შე­სა­ხებ, რომ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდა­დე­ბულ პი­რებს მკვლე­ლო­ბა არ ჩა­უ­დე­ნი­ათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეჭვქვეშ დგას საქ­მე­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბა. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში კი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი გია გვი­ჩი­ა­ნი­სა და მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდა­დე­ბულ სხვა პირ­თა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მე­ტყვე­ლებს", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში. გვი­ჩი­ა­ნის ად­ვო­კა­ტებ­მა ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნილ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო, სა­სა­მარ­თლოს საქ­მის გა­და­სინ­ჯვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თეს, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" გია გვი­ჩი­ანს ესა­უბ­რა.

- ჩემს საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­სა­მარ­თლო თა­ვი­სუ­ფა­ლი არ არის და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კვლავ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იღებს. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო პა­ლა­ტის მო­სა­მარ­თლე­ე­ბის - ლე­ვან თევ­ზა­ძის, მაია თეთ­რა­უ­ლი­სა და შალ­ვა მჭედ­ლი­ძის გან­ჩი­ნე­ბით, ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი დნმ-ს და თი­თის ანა­ბეჭ­დის პა­სუ­ხე­ბი არ არის ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა, რად­გა­ნაც თურ­მე ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვი­საც იყო ცნო­ბი­ლი. ეს არის დე­მა­გო­გია. უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს ერთი კა­ცის, ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ცხრა­ჯერ შეც­ვლი­ლი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა - სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მაქვს მის­ჯი­ლი. ვი­თხოვ საქ­მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას და გა­და­ხედ­ვას, სა­სა­მარ­თლო კი უარს მე­უბ­ნე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს არ სურს, რომ ჩემი საქ­მე გა­და­ი­ხე­დოს და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­იკ­ვე­თოს.

- ბა­ტო­ნო გია, ლო­მი­ნა­ძის ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სწო­რედ თქვენ ხართ მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი...

- ეს არის საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვი კა­ცის პო­ზი­ცია. 7 წლის წინ სოდ-მა ლო­მი­ნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი და­არ­წმუ­ნა, რომ ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბით საქ­მე გახ­სნი­ლი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, სოდ-ის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა სთხო­ვეს ნო­დარ ლო­მი­ნა­ძეს, დახ­მა­რე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბას და ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ექ­მნათ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, რად­გა­ნაც მო­ტი­ვის გა­რე­შე სა­სა­მარ­თლო გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს ვერ გა­მო­ი­ტან­და. ამი­ტო­მაც ლო­მი­ნა­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცეს ცრუ ჩვე­ნე­ბა. კერ­ძოდ, თით­ქოს მათი შვი­ლი შინ ჩემ­ზე ლა­პა­რა­კობ­და, აპი­რებ­და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლას და ალ­ბათ, ამი­ტო­მაც გან­ვიზ­რა­ხე მისი თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბა. ასე­თი­ვე ჩვე­ნე­ბა გა­ი­მე­ო­რეს ლო­მი­ნა­ძე­ებ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე ფი­ცის ქვეშ. ჯვა­რე­დი­ნი და­კი­თხვი­სას ლო­მი­ნა­ძეს წა­მოს­ცდა, რომ გვა­რი გვი­ჩი­ა­ნი მან პირ­ვე­ლად ნი­კას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გა­ი­გო. ჩემს და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე სხვა­დას­ხვა დროს მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­ში ლო­მი­ნა­ძე ასე­ვე, აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი შვი­ლი სახ­ლში სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ზე არ ლა­პა­რა­კობ­და და ეჭვი არა­ვის­ზე აქვს, ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ კი ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა და უცებ გა­ახ­სენ­და ჩემი არ­სე­ბო­ბა. აშ­კა­რაა, რომ ლო­მი­ნა­ძემ ასე­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა სოდ-ის კარ­ნა­ხით, რათა გა­მო­ძი­ე­ბას რო­გორ­მე გა­ემ­ყა­რე­ბი­ნა საქ­მის მა­სა­ლე­ბი და შე­ექ­მნა ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ფონი.

- პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბო­დი­ში მო­უ­ხა­და ოჯახს საქ­მის გა­უხ­სნე­ლო­ბის გამო...

- დიახ, ამის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია, ისი­ნიც უნდა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვნენ და გა­ერ­კვი­ათ, რა­ტომ მო­უ­ხა­დეს ბო­დი­ში. გირ­გვლი­ა­ნის, ვა­ზა­გაშ­ვი­ლი­სა და რო­ბა­ქი­ძის მშ­ობ­ლე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის საქ­მე­ებს, ლო­მი­ნა­ძის მშობ­ლებს კი საქ­მის­კენ გა­ხედ­ვაც არ უნ­დათ. ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბამ­დე 10 დღით ადრე გა­მო­წე­რი­ლი მაქვს პრე­მია 10 ათა­სი დო­ლა­რი, რო­მელ­საც ხელს "თე­ლა­სის" გენ­დი­რექ­ტო­რი იგ­ნა­სიო ირი­ბა­რე­ნი და ნიკა ლო­მი­ნა­ძე აწე­რენ. ნიკა ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო და პრე­მია მის გა­რე­შე ხომ არ გა­ი­ცე­მო­და? სწო­რედ მან მო­ა­წე­რი­ნა ხელი ჩემს პრე­მი­ა­ზე ირი­ბა­რენს. ამით ინ­გრე­ო­და ის ვერ­სია, რომ თით­ქოს ნიკა ლო­მი­ნა­ძეს რა­ღაც უნდა შე­ეს­წავ­ლა ჩემ­ზე და დარ­ღვე­ვებ­ზე ჰქონ­და ეჭვი.

- მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზე რას იტყვით?

- შე­საძ­ლოა, ეს მკვლე­ლო­ბა "თე­ლას­სა" და სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ დროს გან­ლა­გე­ბულ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებს შო­რის ყალბ წე­რი­ლებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ ყალ­ბი წე­რი­ლე­ბით სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­ო­ნი ლა­რია მით­ვი­სე­ბუ­ლი და, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი. ეს საქ­მე შე­ვარ­დნა­ძის დროს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არას­წო­რად გა­მო­ი­ძია და სა­სა­მარ­თლო­მაც არას­წო­რი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. შე­დე­გად, არც მი­ლი­ო­ნე­ბია ნა­პოვ­ნი და არც ის, თუ ვინ მი­ით­ვი­სა ეს თან­ხე­ბი, საქ­მე კი და­ხუ­რუ­ლია. ფაქ­ტია, რომ ლო­მი­ნა­ძის მო­ცი­ლე­ბით "ე-ი-ესს" და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს სა­ქარ­თვე­ლო. რო­გორც კი შე­იქ­მნე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სია, ვა­პი­რებ მივ­მარ­თო მას ამ საქ­მის გა­და­ხედ­ვის მო­თხოვ­ნით. რო­დე­საც მოხ­დე­ბა ყალ­ბი წე­რი­ლე­ბის გა­და­ხედ­ვა, მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი მო­ტი­ვიც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. სა­სა­მარ­თლოს პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე, რო­დე­საც ნო­დარ ლო­მი­ნა­ძე გა­მო­ვი­და და ჩემ­ზე თქვა, 99%-იანი ეჭვი მას­ზე მაქ­ვსო, ეს იმით ახ­სნა, რომ პა­ნაშ­ვიდ­ზე მას­თან მი­სუ­ლა სე­მე­კის იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ელიზ­ბარ ერის­თა­ვი და უთ­ქვამს, ეს საქ­მე გია გვი­ჩი­ა­ნის გა­კე­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ბან­დი­ტია, ამას სხვა ვინ იზამ­დაო. ერის­თა­ვი სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და ნიკა ლო­მი­ნა­ძეს, სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­ვი­და პა­ნაშ­ვიდ­ზე, რომ ჩემი გვა­რი და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, რად­გან მას­თან ხუ­თწ­ლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა მქონ­და ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნუ­რად ზრდი­და.

- ჩემ­თან ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვით, ჩემი იზო­ლი­რე­ბა შე­უკ­ვე­თაო…

- ენერ­გო­მა­ფია ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ძალა იყო. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გი იყო ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ხე­ლოვ­ნუ­რად, უსაშ­ვე­ლოდ გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფე­ბი, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე რა­ი­მეს დაბ­რა­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სა­პა­ტიმ­რო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მივ­მარ­თავ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ შე­ის­წავ­ლოს ენერ­გო­მა­ფი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა. სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე გა­მო­ძი­ე­ბამ სცა­და ჩემ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა: მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ცხ­ოვ­რე­ბას ნუ და­ი­ღუ­პავ, თქვი, რომ შუ­ა­მა­ვა­ლი იყა­ვი, იგ­ნა­სიო ირი­ბა­რენს და­ა­დე ხელი, ვე­ნე­სუ­ე­ლი­დან იმას ვინ ჩა­მო­იყ­ვანს, ვი­თომ მან შე­გიკ­ვე­თა მკვლე­ლო­ბა, შენ კი შუ­ა­მა­ვა­ლი იყა­ვი, რო­გორც ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი გა­ვუშ­ვით, შენც პი­რო­ბი­თით გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებ­თო.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"ნიკა ლომინაძის მკვლელობა შესაძლოა, ყალბ წერილებს უკავშირდებოდეს"

"ნიკა ლომინაძის მკვლელობა შესაძლოა, ყალბ წერილებს უკავშირდებოდეს"

"ე-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. 2006 წლის მარტში მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა. დანაშაულის დამკვეთად გამოძიებამ "თბილგაზის" ყოფილი დირექტორი გია გვიჩიანი ცნო და მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 2012 წლის თებერვალში პროკურატურამ ეს ვერსია ეჭვქვეშ დააყენა. "აშშ-ის ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოსულია 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ორი ანაბეჭდი არ წარმოადგენს მკვლელობის შემსრულებელთა - ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის და ნოდარ გვიჩიანის თითის ანაბეჭდებს. აღნიშნული დასკვნა არ დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და არ წარდგენილა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ექსპერტიზის დასკვნები ზრდის ვარაუდს იმის შესახებ, რომ მკვლელობაში მსჯავრდადებულ პირებს მკვლელობა არ ჩაუდენიათ. აქედან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგას საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენების ობიექტურობა. მოცემულ შემთხვევაში კი ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნები გია გვიჩიანისა და მკვლელობაში მსჯავრდადებულ სხვა პირთა უდანაშაულობის სასარგებლოდ მეტყველებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. გვიჩიანის ადვოკატებმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, სასამართლოს საქმის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა ამ უკანასკნელმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. "ყველა სიახლე" გია გვიჩიანს ესაუბრა.

- ჩემს საქმესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის და გადაწყვეტილებებს კვლავ ვანო მერაბიშვილი იღებს. სააპელაციო სასამართლო პალატის მოსამართლეების - ლევან თევზაძის, მაია თეთრაულისა და შალვა მჭედლიძის განჩინებით, ახლად აღმოჩენილი დნმ-ს და თითის ანაბეჭდის პასუხები არ არის ახალი გარემოება, რადგანაც თურმე ადეიშვილის პროკურატურისთვისაც იყო ცნობილი. ეს არის დემაგოგია. უდანაშაულო ადამიანს ერთი კაცის, ნოდარ გვიჩიანის ცხრაჯერ შეცვლილი ჩვენების საფუძველზე სასჯელის უმაღლესი ზომა - სამუდამო პატიმრობა მაქვს მისჯილი. ვითხოვ საქმის ხელახალ გამოძიებას და გადახედვას, სასამართლო კი უარს მეუბნება. ბუნებრივია, ვანო მერაბიშვილს არ სურს, რომ ჩემი საქმე გადაიხედოს და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაული გამოიკვეთოს.

- ბატონო გია, ლომინაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ სწორედ თქვენ ხართ მკვლელობის დამკვეთი...

- ეს არის საქმეში ჩაუხედავი კაცის პოზიცია. 7 წლის წინ სოდ-მა ლომინაძეების ოჯახი დაარწმუნა, რომ ნოდარ გვიჩიანის აღიარებითი ჩვენებით საქმე გახსნილი იყო. სავარაუდოდ, სოდ-ის გამომძიებლებმა სთხოვეს ნოდარ ლომინაძეს, დახმარებოდა გამოძიებას და ხელოვნურად შეექმნათ მკვლელობის მოტივი, რადგანაც მოტივის გარეშე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს ვერ გამოიტანდა. ამიტომაც ლომინაძემ და მისმა მეუღლემ გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენება. კერძოდ, თითქოს მათი შვილი შინ ჩემზე ლაპარაკობდა, აპირებდა ჩემი საქმიანობის შესწავლას და ალბათ, ამიტომაც განვიზრახე მისი თავიდან მოცილება. ასეთივე ჩვენება გაიმეორეს ლომინაძეებმა სასამართლოზე ფიცის ქვეშ. ჯვარედინი დაკითხვისას ლომინაძეს წამოსცდა, რომ გვარი გვიჩიანი მან პირველად ნიკას მკვლელობის შემდეგ გაიგო. ჩემს დაპატიმრებამდე სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებებში ლომინაძე ასევე, აღნიშნავს, რომ მისი შვილი სახლში სამსახურის საქმეებზე არ ლაპარაკობდა და ეჭვი არავისზე აქვს, ჩემი დაპატიმრების შემდეგ კი ჩვენება შეცვალა და უცებ გაახსენდა ჩემი არსებობა. აშკარაა, რომ ლომინაძემ ასეთი ჩვენება მისცა სოდ-ის კარნახით, რათა გამოძიებას როგორმე გაემყარებინა საქმის მასალები და შეექმნა ჩემი დაპატიმრების კანონიერი ფონი.

- პროკურატურამ ბოდიში მოუხადა ოჯახს საქმის გაუხსნელობის გამო...

- დიახ, ამის შემდეგ, ბუნებრივია, ისინიც უნდა დაინტერესებულიყვნენ და გაერკვიათ, რატომ მოუხადეს ბოდიში. გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის მშ­ობლები დეტალურად განიხილავდნენ თავიანთი შვილების საქმეებს, ლომინაძის მშობლებს კი საქმისკენ გახედვაც არ უნდათ. ნიკა ლომინაძის მკვლელობამდე 10 დღით ადრე გამოწერილი მაქვს პრემია 10 ათასი დოლარი, რომელსაც ხელს "თელასის" გენდირექტორი იგნასიო ირიბარენი და ნიკა ლომინაძე აწერენ. ნიკა ფინანსური დირექტორი იყო და პრემია მის გარეშე ხომ არ გაიცემოდა? სწორედ მან მოაწერინა ხელი ჩემს პრემიაზე ირიბარენს. ამით ინგრეოდა ის ვერსია, რომ თითქოს ნიკა ლომინაძეს რაღაც უნდა შეესწავლა ჩემზე და დარღვევებზე ჰქონდა ეჭვი.

- მკვლელობის მოტივზე რას იტყვით?

- შესაძლოა, ეს მკვლელობა "თელასსა" და საქართველოში იმ დროს განლაგებულ რუსეთის სამხედრო ნაწილებს შორის ყალბ წერილებთან იყოს დაკავშირებული. ამ ყალბი წერილებით სხვადასხვა ორგანიზაციიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარია მითვისებული და, ბუნებრივია, ეს შეიძლება იყოს მკვლელობის მიზეზი. ეს საქმე შევარდნაძის დროს პროკურატურამ მიზანმიმართულად არასწორად გამოიძია და სასამართლომაც არასწორი განაჩენი გამოიტანა. შედეგად, არც მილიონებია ნაპოვნი და არც ის, თუ ვინ მიითვისა ეს თანხები, საქმე კი დახურულია. ფაქტია, რომ ლომინაძის მოცილებით "ე-ი-ესს" დაატოვებინეს საქართველო. როგორც კი შეიქმნება მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია, ვაპირებ მივმართო მას ამ საქმის გადახედვის მოთხოვნით. როდესაც მოხდება ყალბი წერილების გადახედვა, მკვლელობის რეალური მოტივიც გამოიკვეთება. სასამართლოს პირველივე სხდომაზე, როდესაც ნოდარ ლომინაძე გამოვიდა და ჩემზე თქვა, 99%-იანი ეჭვი მასზე მაქვსო, ეს იმით ახსნა, რომ პანაშვიდზე მასთან მისულა სემეკის იმჟამინდელი თავმჯდომარე ელიზბარ ერისთავი და უთქვამს, ეს საქმე გია გვიჩიანის გაკეთებული იქნება, ბანდიტია, ამას სხვა ვინ იზამდაო. ერისთავი საერთოდ არ იცნობდა ნიკა ლომინაძეს, სპეციალურად მივიდა პანაშვიდზე, რომ ჩემი გვარი დაესახელებინა, რადგან მასთან ხუთწლიანი დაპირისპირება მქონდა ტარიფებთან დაკავშირებით, რომელსაც ხელოვნურად ზრდიდა.

- ჩემთან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, ჩემი იზოლირება შეუკვეთაო…

- ენერგომაფია ძალზე სერიოზული ძალა იყო. მისი საქმიანობის შედეგი იყო ჩაბნელებული საქართველო და ხელოვნურად, უსაშველოდ გაზრდილი ტარიფები, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე რაიმეს დაბრალება არ შეიძლება. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მივმართავ მთავარ პროკურატურას, რომ შეისწავლოს ენერგომაფიის საქმიანობა. სხვათა შორის, თავის დროზე გამოძიებამ სცადა ჩემთან მოლაპარაკება: მეუბნებოდნენ, ცხ­ოვრებას ნუ დაიღუპავ, თქვი, რომ შუამავალი იყავი, იგნასიო ირიბარენს დაადე ხელი, ვენესუელიდან იმას ვინ ჩამოიყვანს, ვითომ მან შეგიკვეთა მკვლელობა, შენ კი შუამავალი იყავი, როგორც ნოდარ გვიჩიანი გავუშვით, შენც პირობითით გაგათავისუფლებთო.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ