მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გრიგოლიას უჩვეულო იმიჯი
ნიკა გრიგოლიას უჩვეულო იმიჯი

იუ­მო­რისტ ნიკა გრი­გო­ლი­ას გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა არა­ვის მო­უხ­დე­ნია. ერთ დროს სტა­ფი­ლოს­ფე­რი თმა ჰქონ­და და ქუ­ჩა­ში "აგ­რე­სო­რებს" "სკე­იტ­ბორ­დით" უმკლავ­დე­ბო­და. მარ­თა­ლია, ამ­ჟა­მად თმას აღარ იღე­ბავს, თუმ­ცა, ორი­გი­ნა­ლუ­რი იმი­ჯით კი მა­ინც გა­მო­ირ­ჩე­ვა...

- გე­მოვ­ნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. ყო­ველ­თვის იმას ვარ­ჩევ­დი, რაც თა­ვად მომ­წონ­და, რის­კე­ნაც გული მი­მი­წევ­და...

- ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნამ­დეც ორი­გი­ნა­ლუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა გქონ­და?

- კი. ჩემი ვარ­ცხნი­ლო­ბის გამო, პრობ­ლე­მე­ბიც გამ­ჩე­ნია. ადრე "კა­ვე­ენ­ში" ვთა­მა­შობ­დი და რუ­სეთ­ში ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე დავ­დი­ო­დით. მა­შინ პი­რო­ბა წა­მო­მი­ყე­ნეს, - თმას თუ არ შე­იჭ­რი, ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არ წა­გიყ­ვან­თო. მერე ჩემს იმიჯს ყვე­ლა შე­ე­გუა. მე­გობ­რე­ბი მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ, - დე­ვიდ ბო­უ­ის ვარ­ცხნი­ლო­ბა გაქ­ვსო.

- მახ­სოვს, თმას სტა­ფი­ლოს­ფრად იღე­ბავ­დი...

- მა­ნამ­დე მწვა­ნე­დაც მქონ­და შე­ღე­ბი­ლი. ამა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი რე­აქ­ცია ჩემს მე­გობ­რებს - ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­სა და მიშა ან­დღუ­ლა­ძეს ჰქონ­დათ. მა­შინ "მზი­ურ­ში" მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი ტარ­დე­ბო­და. მე­გობ­რე­ბი იქ წა­ვე­დით. და­ვი­ნა­ხე, მიშა და ვანო ნა­ყინს ყი­დუ­ლობ­დნენ. მათ­თან მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი: ვა, უკვე მოხ­ვე­დით-მეთ­ქი? შე­მოტ­რი­ალ­დნენ და... ჩვენ­თან არ მოხ­ვი­დეო! - ყვი­როდ­ნენ (იცი­ნის).

- შენი თმის ფერ­თან შე­სა­გუ­ებ­ლად ბევ­რი დრო დას­ჭირ­დათ?

- ზოგს - არა, მაგ­რამ ბევ­რი ალ­ბათ ვე­რა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა ჩემს იმიჯს. თუკი ჩემი საქ­ცი­ე­ლი - თმის შე­ღებ­ვა იქ­ნე­ბა ეს თუ ყუ­რის გახ­ვრე­ტა, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თის მომ­ტა­ნი არ არის, სხვის აზრს ნაკ­ლე­ბად ვით­ვა­ლის­წი­ნებ, პი­რი­ქით - ვცდი­ლობ, სხვებს ავუხ­სნა, რომ ამა­ში ცუდი არა­ფე­რია... თა­ვად სხვის გა­რეგ­ნო­ბა­ზე ფიქ­რში ბევრ დროს არ ვხარ­ჯავ. მე­გობ­რებ­მა ჩემი ხა­სი­ა­თი და გე­მოვ­ნე­ბაც იცი­ან. ჰოდა, ისი­ნი თუ ვერ მი­გე­ბენ, იმ ადა­მი­ანს რა უნდა მოვ­თხო­ვო, რო­მელ­მაც მა­გა­ლი­თად, ქუ­ჩის მე­ო­რე მხრი­დან, წვერ­შე­ღე­ბი­ლი და­მი­ნა­ხა და ჩემ მი­მართ აგ­რე­სია გა­უჩ­ნდა? როცა შე­ღე­ბი­ლი თმა მქონ­და და მე­გობ­რე­ბი "სკე­იტ­ბორ­დით" ვსე­ირ­ნობ­დით, ვი­ღა­ცე­ბი მო­სუ­ლან და უთ­ქვამთ, - რას ჰგავ­ხარ­თო? საქ­მე ჩხუ­ბამ­დეც მი­სუ­ლა. ზოგ­ჯერ "სკე­იტ­ბორ­დე­ბი" ია­რა­ღა­დაც გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია, ოღონდ - თავ­დას­ხმის­თვის კი არა, მო­სა­გე­რი­ებ­ლად: "სკე­ი­ტი" თავ­დამ­სხმე­ლის­თვის თავ­ში ჩაგ­ვირ­ტყამს და "კა­ტა­ო­ბა" გაგ­ვიგ­რძე­ლე­ბია.

- იმი­ჯის გამო, შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარი თუ უთ­ქვამთ?

- შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ და­მი­ნა­ხოს, გა­უკ­ვირ­დეს, გა­ე­ცი­ნოს და მი­თხრას: რა არის, ყური გა­იხვრი­ტეო? როცა ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდე­ბა, რომ ყუ­რის გახ­ვრე­ტა "ისეთს" არა­ფერს ნიშ­ნავს, არ გამ­რი­ყავს. მა­გა­ლი­თად, თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის წევ­რებს ჩემს ვარ­ცხნი­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა უჭირ­დათ, შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­და. თუკი ადა­მი­ანს ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ სურს, რო­გორც უნდა, ისე მო­იქ­ცეს - ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ მაქვს.

- ნიკა, თმის შე­ღებ­ვა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზი არ აქვს. უბ­რა­ლოდ, სტა­ფი­ლოს­ფე­რი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფე­რია... მერე სა­ლონ­ში სი­ა­რუ­ლი და შე­ღებ­ვის პრო­ცე­სი მომ­ბეზ­რდა და თავი და­ვა­ნე­ბე.

- რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გარ­კვე­უ­ლი ჟან­რის სიმ­ღე­რე­ბის ეთერ­ში გაშ­ვე­ბას თავს არი­დებ­დი და ცდი­ლობ­დი, მსმე­ნე­ლე­ბის­თვის პანკ-რო­კის სტი­ლის მუ­სი­კა შე­გე­თა­ვა­ზე­ბი­ნა...

- "105"-ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ეთე­რი მქონ­და. ამა თუ იმ ჟან­რის სიმ­ღე­რე­ბის ეთერ­ში გაშ­ვე­ბას თავს იმი­ტომ ვა­რი­დებ­დი, რომ მათი მოს­მე­ნა ხალ­ხს სხვა რა­დი­ო­ებ­ში შე­ეძ­ლო, ჩემ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულს კი იშ­ვი­ა­თად მო­ის­მენ­დნენ. მა­გა­ლი­თად, ემი­ნე­მის მოს­მე­ნა ყველ­გან შე­გიძ­ლი­ათ, ჯგუ­ფის "ქლე­ჩი" კი იშ­ვი­ა­თად. მინ­დო­და, რა­დი­ო­ში სა­ე­თე­რო დრო ჩემ­თვი­საც სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კის­თვის და­მეთ­მო.

- შენი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბო­და? ამ­ჟა­მად რას უს­მენ?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ნა­ირ მუ­სი­კას უს­მენს. როცა გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და­მე­წყო, ჯგუფ "ქუ­ი­ნის" მოს­მე­ნის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, რომ­ლის წევ­რებ­საც დღემ­დე დიდ პა­ტივს ვცემ. შემ­დეგ კა­ლი­ფორ­ნი­ულ პანკს, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ როკს ვუს­მენ­დი. "ფრო­დი­ჯი" მომ­წონ­და... ახლა, როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, ელექტრო­ნულ მუ­სი­კას ვუს­მენ. არ მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რომ შემ­სრუ­ლე­ბელ­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ მომ­წონ­და, გული ამცრუ­ე­ბო­და. მოკ­ლედ, მუ­სი­კის, ნივ­თე­ბის, ტან­საც­მლის ერ­თგუ­ლი ვარ...

- სა­მოსს სად იძენ ხოლ­მე?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, კარ­გა ხა­ნია, გარ­დე­რო­ბი არ გა­მი­ახ­ლე­ბია. ადრე, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ 3-4-ჯერ მი­წევ­და გამ­გზავ­რე­ბა და სა­მო­სის შე­ძე­ნა იქ უფრო ია­ფად შე­მეძ­ლო, თან - არ­ჩე­ვა­ნიც უფრო მეტი იყო. ახლა თბი­ლის­შიც გა­მოჩ­ნდა ისე­თი ტან­საც­მე­ლი, რო­მელ­საც ადრე სა­ზღვარ­გა­რეთ ვყი­დუ­ლობ­დი.

- ბი­ნაც ორი­გი­ნა­ლუ­რი გაქვს?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სტან­დარ­ტუ­ლი არ არის. მა­გა­ლი­თად, ფარ­დე­ბის ნაც­ვლად, შინ ფან­ჯრებ­ზე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დრო­შა მაქვს ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი. მე და ჩემს მა­რი­ამს - ჩემს "წრუ­წუ­ნას" ეს მოგ­ვწონს.

- შვი­ლის გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე თუ ზრუ­ნავ?

- ჩემს ბი­ჭუ­ნას ჩემი "წრუ­წუ­ნას" ნა­ჩუ­ქა­რი მა­ი­სუ­რი აც­ვია. მა­რი­ამ­მა ის ევ­რო­ტურ­ში ყოფ­ნი­სას უყი­და. ჩემს შვილს მოს­წონს მა­ი­სუ­რე­ბი საყ­ვა­რე­ლი მულ­ტფილ­მის გმი­რე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით. 4 წლის ბავ­შვის კვა­ლო­ბა­ზე, კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. ამას წი­ნათ, ფეხ­საც­მლის სა­ყიდ­ლად წა­ვიყ­ვა­ნე. ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მო­ე­წო­ნა, რაც ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­საც შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და (იცი­ნის). არა­ფერს ვა­ძა­ლებ. შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ ვურ­ჩიო.

- წიგ­ნე­ბის კი­თხვა გიყ­ვარს?

- დიდი ხა­ნია, წიგ­ნი არ წა­მი­კი­თხავს. ახლა ჩემი დღის რე­ჟი­მი და ცხოვ­რე­ბის წესი სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს, დავ­ჯდე და რა­ი­მე წა­ვი­კი­თხო. ისე, სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა მომ­წონს. რო­მა­ნე­ბის კი­თხვა არა­სო­დეს მყვა­რე­ბია, დე­ტექ­ტი­ვე­ბიც ნაკ­ლე­ბად მი­ზი­დავს. მი­მაჩ­ნია, რომ ჟიულ ვერ­ნის ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კი­თხვი­სას დღე­საც ისე­თი­ვე სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ვი­ღებ, რო­გო­რიც 14-15 წლი­სამ მი­ვი­ღე.

- არც სა­სიყ­ვა­რუ­ლო, რო­მან­ტი­კუ­ლი ფილ­მე­ბი მოგ­წონს?

- არა, არ მომ­წონს! მგო­ნია, რომ მათი ყუ­რე­ბი­სას დროს ტყუ­ი­ლად ვკარ­გავ. კო­მე­დი­უ­რი ან ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მე­ბის ნახ­ვა მირ­ჩევ­ნია.

- ქარ­თულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე არ­სე­ბულ იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მებ­ზე რას ფიქ­რობ?

- ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ბევ­რი კარ­გი გა­და­ცე­მაა: "ვა­ნოს შოუ", "კო­მე­დი შოუ"... ასე­ვე, "იმედ­ზე" "კა­ცე­ბის შოუს" ყუ­რე­ბი­სას ბევ­რს ვი­ცი­ნი. სე­რი­ა­ლებს ნაკ­ლე­ბად ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ "შუა ქა­ლაქ­ში" ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად კეთ­დე­ბა. მოკ­ლედ, მა­ყუ­რებ­ლებს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, მაგ­რამ ვინც ამ­ბი­ცი­უ­რია და ქარ­თუ­ლი ტე­ლეპ­რო­დუქ­ტი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, უკვე უცხო­უ­რი არ­ხე­ბის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვს...

- ტე­ლე­ვი­ზი­ის გარ­და, სა­კუ­თა­რი თავი რო­მელ სფე­რო­ში წარ­მო­გიდ­გე­ნია?

- ძა­ლი­ან ბევ­რგან წარ­მო­მიდ­გე­ნია: მა­გა­ლი­თად, პრო­ფე­სი­ით ას­ტრო­ნო­მი ვარ და "ნა­სა­ში" სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი ან სუ­ლაც, მო­ტოს­პორ­ტსმე­ნი ვიქ­ნე­ბო­დი...

- შენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­ტო­ციკ­ლი რო­დის გაჩ­ნდა?

- მას შემ­დეგ, რაც აზ­როვ­ნე­ბა და­ვი­წყე, ყო­ველ­თვის მო­ტო­ზე ვფიქ­რობ­დი (იცი­ნის)...

- ნიკა, ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან შენი მე­გობ­რო­ბის ამ­ბავს უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მე­გო­ბარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, შენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა არის?

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ერ­თგუ­ლე­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა. მე­გობ­რო­ბის­თვის ვადა და "პონ­ტი" არ უნდა არ­სე­ბობ­დეს. გვერ­დით მყავს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც უფრო მე­ტად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ვიდ­რე - სა­კუ­თარ თავ­ში. როცა ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და, ისი­ნი მხარ­ში მედგნენ... რაც შე­ე­ხე­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ას: მას­თან დიდი ხნის მე­გობ­რო­ბა არ მა­კავ­ში­რებს. ბა­ჩოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს "ივენ­თებ­ზე" შევ­ხვდი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და.

- მე­გო­ბარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას იმე­დი გაგცრუ­ე­ბია?

- მე­გობ­რის ღა­ლა­ტი ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­მო­მიც­დია და ღმერ­თმა არც გა­მო­მაც­დე­ვი­ნოს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის­გან ისე­თი საქ­ცი­ე­ლი ვერ მი­ი­ღო, რო­გორ­საც ელი. ამის გამო არ უნდა გაბ­რაზ­დე და გამ­წარ­დე. ბოლო დროს, მე­გობ­რე­ბის მი­მართ მო­თხოვ­ნე­ბი ცოტა გა­ვამ­კაც­რე. ჩემი აზ­რით, მე­გობ­რო­ბას, სიყ­ვა­რულს ვადა არ უნდა გას­დი­ო­დეს. თუ ადა­მი­ა­ნი შენი მე­გო­ბა­რია, მის­მა პრობ­ლე­მებ­მა არ უნდა დაგ­ღა­ლოს, ჭირ­სა და ლხინ­შიც ერ­თად უნდა იყოთ.

- ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობ?

- მას შემ­დეგ, რაც "კო­მე­დი შო­უ­დან" გა­მო­მიშ­ვეს, ახალ იუ­მო­რის­ტულ პრო­ექ­ტზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. სურ­ვი­ლი გვაქვს, გა­და­ცე­მა "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­ვი­დეს. თუ კარ­გი პრო­ექ­ტი გა­მოგ­ვი­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად გავა.

- პრო­ექ­ტზე ვის­თან ერ­თად მუ­შა­ობ?

- მე, დრუ­პი, სან­დრო გა­ბი­სო­ნია და გაგა გობ­რო­ნი­ძე ვმუ­შა­ობთ.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ნიკა გრიგოლიას უჩვეულო იმიჯი

ნიკა გრიგოლიას უჩვეულო იმიჯი

იუმორისტ ნიკა გრიგოლიას გემოვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა არავის მოუხდენია. ერთ დროს სტაფილოსფერი თმა ჰქონდა და ქუჩაში "აგრესორებს" "სკეიტბორდით" უმკლავდებოდა. მართალია, ამჟამად თმას აღარ იღებავს, თუმცა, ორიგინალური იმიჯით კი მაინც გამოირჩევა...

- გემოვნება ბუნებრივად ჩამომიყალიბდა. ყოველთვის იმას ვარჩევდი, რაც თავად მომწონდა, რისკენაც გული მიმიწევდა...

- ტელეეკრანზე გამოჩენამდეც ორიგინალური ვარცხნილობა გქონდა?

- კი. ჩემი ვარცხნილობის გამო, პრობლემებიც გამჩენია. ადრე "კავეენში" ვთამაშობდი და რუსეთში ჩემპიონატებზე დავდიოდით. მაშინ პირობა წამომიყენეს, - თმას თუ არ შეიჭრი, ჩემპიონატზე არ წაგიყვანთო. მერე ჩემს იმიჯს ყველა შეეგუა. მეგობრები მეხუმრებოდნენ, - დევიდ ბოუის ვარცხნილობა გაქვსო.

- მახსოვს, თმას სტაფილოსფრად იღებავდი...

- მანამდე მწვანედაც მქონდა შეღებილი. ამაზე გამორჩეული რეაქცია ჩემს მეგობრებს - ვანო ჯავახიშვილსა და მიშა ანდღულაძეს ჰქონდათ. მაშინ "მზიურში" მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა. მეგობრები იქ წავედით. დავინახე, მიშა და ვანო ნაყინს ყიდულობდნენ. მათთან მივედი და ვუთხარი: ვა, უკვე მოხვედით-მეთქი? შემოტრიალდნენ და... ჩვენთან არ მოხვიდეო! - ყვიროდნენ (იცინის).

- შენი თმის ფერთან შესაგუებლად ბევრი დრო დასჭირდათ?

- ზოგს - არა, მაგრამ ბევრი ალბათ ვერასოდეს შეეგუება ჩემს იმიჯს. თუკი ჩემი საქციელი - თმის შეღებვა იქნება ეს თუ ყურის გახვრეტა, ადამიანებისთვის რაიმე უარყოფითის მომტანი არ არის, სხვის აზრს ნაკლებად ვითვალისწინებ, პირიქით - ვცდილობ, სხვებს ავუხსნა, რომ ამაში ცუდი არაფერია... თავად სხვის გარეგნობაზე ფიქრში ბევრ დროს არ ვხარჯავ. მეგობრებმა ჩემი ხასიათი და გემოვნებაც იციან. ჰოდა, ისინი თუ ვერ მიგებენ, იმ ადამიანს რა უნდა მოვთხოვო, რომელმაც მაგალითად, ქუჩის მეორე მხრიდან, წვერშეღებილი დამინახა და ჩემ მიმართ აგრესია გაუჩნდა? როცა შეღებილი თმა მქონდა და მეგობრები "სკეიტბორდით" ვსეირნობდით, ვიღაცები მოსულან და უთქვამთ, - რას ჰგავხართო? საქმე ჩხუბამდეც მისულა. ზოგჯერ "სკეიტბორდები" იარაღადაც გამოგვიყენებია, ოღონდ - თავდასხმისთვის კი არა, მოსაგერიებლად: "სკეიტი" თავდამსხმელისთვის თავში ჩაგვირტყამს და "კატაობა" გაგვიგრძელებია.

- იმიჯის გამო, შენთან ურთიერთობაზე უარი თუ უთქვამთ?

- შეიძლება ვიღაცამ დამინახოს, გაუკვირდეს, გაეცინოს და მითხრას: რა არის, ყური გაიხვრიტეო? როცა ადამიანი მიხვდება, რომ ყურის გახვრეტა "ისეთს" არაფერს ნიშნავს, არ გამრიყავს. მაგალითად, თავდაპირველად ოჯახის წევრებს ჩემს ვარცხნილობასთან შეგუება უჭირდათ, შემდეგ ყველაფერი მოგვარდა. თუკი ადამიანს ჩემთან ურთიერთობა არ სურს, როგორც უნდა, ისე მოიქცეს - ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს.

- ნიკა, თმის შეღებვა რატომ გადაწყვიტე?

- ამას განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს. უბრალოდ, სტაფილოსფერი ჩემი საყვარელი ფერია... მერე სალონში სიარული და შეღებვის პროცესი მომბეზრდა და თავი დავანებე.

- რადიოში მუშაობის პერიოდში გარკვეული ჟანრის სიმღერების ეთერში გაშვებას თავს არიდებდი და ცდილობდი, მსმენელებისთვის პანკ-როკის სტილის მუსიკა შეგეთავაზებინა...

- "105"-ში თავისუფალი ეთერი მქონდა. ამა თუ იმ ჟანრის სიმღერების ეთერში გაშვებას თავს იმიტომ ვარიდებდი, რომ მათი მოსმენა ხალხს სხვა რადიოებში შეეძლო, ჩემ მიერ შეთავაზებულს კი იშვიათად მოისმენდნენ. მაგალითად, ემინემის მოსმენა ყველგან შეგიძლიათ, ჯგუფის "ქლეჩი" კი იშვიათად. მინდოდა, რადიოში საეთერო დრო ჩემთვისაც სასიამოვნო მუსიკისთვის დამეთმო.

- შენი მუსიკალური გემოვნება როგორ ყალიბდებოდა? ამჟამად რას უსმენ?

- თავდაპირველად, ადამიანი ყველანაირ მუსიკას უსმენს. როცა გემოვნების ჩამოყალიბება დამეწყო, ჯგუფ "ქუინის" მოსმენის სურვილი გამიჩნდა, რომლის წევრებსაც დღემდე დიდ პატივს ვცემ. შემდეგ კალიფორნიულ პანკს, ალტერნატიულ როკს ვუსმენდი. "ფროდიჯი" მომწონდა... ახლა, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ელექტრონულ მუსიკას ვუსმენ. არ მქონია შემთხვევა, რომ შემსრულებელზე, რომელიც წლების წინ მომწონდა, გული ამცრუებოდა. მოკლედ, მუსიკის, ნივთების, ტანსაცმლის ერთგული ვარ...

- სამოსს სად იძენ ხოლმე?

- სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, გარდერობი არ გამიახლებია. ადრე, წლის განმავლობაში საზღვარგარეთ 3-4-ჯერ მიწევდა გამგზავრება და სამოსის შეძენა იქ უფრო იაფად შემეძლო, თან - არჩევანიც უფრო მეტი იყო. ახლა თბილისშიც გამოჩნდა ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც ადრე საზღვარგარეთ ვყიდულობდი.

- ბინაც ორიგინალური გაქვს?

- ყოველ შემთხვევაში, სტანდარტული არ არის. მაგალითად, ფარდების ნაცვლად, შინ ფანჯრებზე სხვადასხვა ქვეყნის დროშა მაქვს ჩამოფარებული. მე და ჩემს მარიამს - ჩემს "წრუწუნას" ეს მოგვწონს.

- შვილის გემოვნების ჩამოყალიბებაზე თუ ზრუნავ?

- ჩემს ბიჭუნას ჩემი "წრუწუნას" ნაჩუქარი მაისური აცვია. მარიამმა ის ევროტურში ყოფნისას უყიდა. ჩემს შვილს მოსწონს მაისურები საყვარელი მულტფილმის გმირების გამოსახულებით. 4 წლის ბავშვის კვალობაზე, კარგი გემოვნება აქვს. ამას წინათ, ფეხსაცმლის საყიდლად წავიყვანე. ისეთი რაღაცები მოეწონა, რაც ჩემს გემოვნებასაც შეესაბამებოდა (იცინის). არაფერს ვაძალებ. შეიძლება, უბრალოდ ვურჩიო.

- წიგნების კითხვა გიყვარს?

- დიდი ხანია, წიგნი არ წამიკითხავს. ახლა ჩემი დღის რეჟიმი და ცხოვრების წესი საშუალებას არ მაძლევს, დავჯდე და რაიმე წავიკითხო. ისე, სათავგადასავლო ლიტერატურა მომწონს. რომანების კითხვა არასოდეს მყვარებია, დეტექტივებიც ნაკლებად მიზიდავს. მიმაჩნია, რომ ჟიულ ვერნის ნაწარმოების წაკითხვისას დღესაც ისეთივე სიამოვნებას მივიღებ, როგორიც 14-15 წლისამ მივიღე.

- არც სასიყვარულო, რომანტიკული ფილმები მოგწონს?

- არა, არ მომწონს! მგონია, რომ მათი ყურებისას დროს ტყუილად ვკარგავ. კომედიური ან ფანტასტიკის ჟანრის ფილმების ნახვა მირჩევნია.

- ქართულ ტელეარხებზე არსებულ იუმორისტულ გადაცემებზე რას ფიქრობ?

- ქართველი მაყურებლისთვის ბევრი კარგი გადაცემაა: "ვანოს შოუ", "კომედი შოუ"... ასევე, "იმედზე" "კაცების შოუს" ყურებისას ბევრს ვიცინი. სერიალებს ნაკლებად ვუყურებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ "შუა ქალაქში" ძალიან გემოვნებიანად კეთდება. მოკლედ, მაყურებლებს არჩევანის საშუალება აქვთ, მაგრამ ვინც ამბიციურია და ქართული ტელეპროდუქტი არ აკმაყოფილებს, უკვე უცხოური არხების ნახვის საშუალებაც აქვს...

- ტელევიზიის გარდა, საკუთარი თავი რომელ სფეროში წარმოგიდგენია?

- ძალიან ბევრგან წარმომიდგენია: მაგალითად, პროფესიით ასტრონომი ვარ და "ნასაში" სიამოვნებით ვიმუშავებდი ან სულაც, მოტოსპორტსმენი ვიქნებოდი...

- შენს ცხოვრებაში მოტოციკლი როდის გაჩნდა?

- მას შემდეგ, რაც აზროვნება დავიწყე, ყოველთვის მოტოზე ვფიქრობდი (იცინის)...

- ნიკა, ბაჩო ახალაიასთან შენი მეგობრობის ამბავს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობართან ურთიერთობისას, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?

- უპირველეს ყოვლისა, ერთგულება და გულწრფელობა. მეგობრობისთვის ვადა და "პონტი" არ უნდა არსებობდეს. გვერდით მყავს ისეთი ადამიანები, რომლებშიც უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, ვიდრე - საკუთარ თავში. როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა, ისინი მხარში მედგნენ... რაც შეეხება ბაჩო ახალაიას: მასთან დიდი ხნის მეგობრობა არ მაკავშირებს. ბაჩოს თავდაცვის სამინისტროს "ივენთებზე" შევხვდი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

- მეგობართან ურთიერთობისას იმედი გაგცრუებია?

- მეგობრის ღალატი ცხოვრებაში არ გამომიცდია და ღმერთმა არც გამომაცდევინოს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება, ადამიანისგან ისეთი საქციელი ვერ მიიღო, როგორსაც ელი. ამის გამო არ უნდა გაბრაზდე და გამწარდე. ბოლო დროს, მეგობრების მიმართ მოთხოვნები ცოტა გავამკაცრე. ჩემი აზრით, მეგობრობას, სიყვარულს ვადა არ უნდა გასდიოდეს. თუ ადამიანი შენი მეგობარია, მისმა პრობლემებმა არ უნდა დაგღალოს, ჭირსა და ლხინშიც ერთად უნდა იყოთ.

- ამჟამად რას საქმიანობ?

- მას შემდეგ, რაც "კომედი შოუდან" გამომიშვეს, ახალ იუმორისტულ პროექტზე დავიწყე მუშაობა. სურვილი გვაქვს, გადაცემა "რუსთავი 2"-ზე გავიდეს. თუ კარგი პროექტი გამოგვივა, აუცილებლად გავა.

- პროექტზე ვისთან ერთად მუშაობ?

- მე, დრუპი, სანდრო გაბისონია და გაგა გობრონიძე ვმუშაობთ.

- წარმატებას გისურვებთ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები