მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ თუმანიშვილის თეატრის მთავარი გინეკოლოგი"
"მე ვარ თუმანიშვილის თეატრის მთავარი გინეკოლოგი"

"თავს გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნად არ მი­ვიჩ­ნევ, არა­და, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი მიყ­ვარს. სამ­წუ­ხა­როდ, 20 წლამ­დე უფრო მეტს ვკი­თხუ­ლობ­დი, ვიდ­რე ახლა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე. ბავ­შვო­ბა­ში ზღაპ­რებს ბე­ბია უკი­თხავ­და. ამ "პა­ტა­რა სპექ­ტაკ­ლის" და­წყე­ბას ყო­ველ­თვის მო­უთ­მენ­ლად ელო­და. ბე­ბია უცხობ­და ღვე­ზელს და თან "მსოფ­ლიო ზღაპ­რე­ბი­ზღაპ­რე­ბის" 12-ტო­მე­უ­ლი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბით არ­თობ­და.

- გი­ორ­გი, ბე­ბი­ის მო­ყო­ლი­ლი ზღაპ­რე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი გახ­სოვს?

- სპარ­სუ­ლი ზღაპ­რე­ბი მიყ­ვარ­და, მათ­ში დიდი ფი­ლო­სო­ფია იყო ჩა­დე­ბუ­ლი. ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი ზღაპ­რე­ბი ნაკ­ლე­ბად მომ­წონ­და. ბე­ბია მე და ჩემს დას, ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას კარ­ტო­ფი­ლის ღვე­ზელს გვი­ცხობ­და, თან ზღაპ­რებს გვი­კი­თხავ­და. იმ წიგ­ნებს ახ­ლაც კი ღვე­ზე­ლე­ბის სუნი აქვს. მახ­სოვს, სათ­ვა­ლე ცხვირ­ზე ჩა­მო­წე­უ­ლი ჰქონ­და და იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­საც ხში­რად მი­მარ­თავ­და.

- სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად რო­მელ საგ­ნებს სწავ­ლობ­დი?

- ის­ტო­რი­ას. მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა და ქი­მია სა­ერ­თოდ არ მეს­მო­და.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- ერთ დღეს, ვა­კე­ში ბუ­კი­ნის­ტე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი და ხელ­ში რო­მე­ლი წიგ­ნიც მომ­ხვდა, ავი­ღე და წა­მო­ვი­ღე. დღე­საც არ ვიცი, ასე რა­ტომ მო­ვი­ქე­ცი, ეს "პონ­ტის" ქურ­დო­ბა იყო.

- თე­ატ­რში შენ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან, რო­მელ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- შექ­სპი­რის მერ­კუ­ცი­ოს­თან. ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რია, გულ­წრფე­ლი და ერ­თგუ­ლია.

- რო­გორც მე­გო­ბა­რი, მას ჰგავ­ხარ?

- მგო­ნი, მეც კარ­გი მე­გო­ბა­რი ვარ.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ვერსკის თუ ჰგავ­ხარ?

- არა, მას­ში მხო­ლოდ ის მომ­წონს, რომ ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რია, სხვა - არა­ფე­რი. ეგე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი 1990-იან წლებ­ში ბევ­რნი იყ­ვნენ, რა და­სა­მა­ლია და თა­ვა­დაც ვცდი­ლობ­დი, ვერსკის­ნა­ი­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ახალ­გაზ­რდებს ვურ­ჩევ, ჩემს პერ­სო­ნაჟს არ მიჰ­ბა­ძონ.

- წლე­ბის წინ ბოთ­ლის რა ნა­წილ­ზე იყო და­ტა­ნი­ლი ღვი­ნის სა­ხე­ლი, დაკ­რე­ფის, ჩა­მოს­ხმის წელი და სხვა ინ­ფორ­მა­ცია?

- ად­რინ­დელს რას მე­კი­თხე­ბი? ახლა ეგ ყვე­ლა­ფე­რი ეტი­კეტ­ზე წე­რია.

- ადრე ინ­ფორ­მა­ცია სა­ცობ­ზე იყო და­ტა­ნი­ლი. ალ­კოჰოლ­თან "მე­გობ­რობ"?

- იცი, რას გე­ტყვი (იცი­ნის)? მე­ტყო­ბა რამე?

- სო­ცი­ო­ლო­გია - ეს არის მეც­ნი­ე­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­სა­ხებ, ას­ტრო­ლო­გია - მეც­ნი­ე­რე­ბა ვარ­სკვლა­ვე­ბის შე­სა­ხებ, ზო­ო­ლო­გია - მეც­ნი­ე­რე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორ გა­მო­ით­ქმის ძველ­ბერ­ძნუ­ლად მეც­ნი­ე­რე­ბა ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ?

- გი­ნე­კო­ლო­გია. მე ვარ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მთა­ვა­რი გი­ნე­კო­ლო­გი. ადრე მა­მა­ჩე­მი იყო და მის­გან ეს წო­დე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მერ­გო.

- ერთხელ კომ­პო­ზი­ტორ­მა ჯუ­ზე­პე ვერ­დიმ გა­ნა­ცხა­და: ეს არის მუ­სი­კის ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლიო, და მისი პარ­ტი­ტუ­რა­ში ჩა­წე­რაც კი მო­ი­თხო­ვა. რის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობ­და ვერ­დი?

- არ ვიცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, მას მსა­ხი­ო­ბებ­საც ხში­რად გი­ძღვნი­ან.

- აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი?

- გა­მო­ი­ცა­ნი. მოგ­ზა­უ­რო­ბა გიყ­ვარს?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ მოგ­ზა­უ­რო­ბას რა სჭირ­დე­ბა, კარ­გად იცი.

- სა­ჭი­რო თან­ხა და დრო რომ გქონ­დეს, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმოგ­ზა­უ­რებ­დი?

- ევ­რო­პა­ში, აზი­ა­ში, რა ვიცი, მსოფ­ლი­ოს შე­მო­ვივ­ლი­დი.

- 1972 წელს ერ­თმა ახალ­გაზ­რდა ინ­დუს­მა ჯონ ლე­ნონს მის­წე­რა, რომ იგი დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ფული არ ჰქონ­და და სთხოვ­და, მის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა გა­მო­ეგ­ზავ­ნა. ლე­ნონ­მა მის­წე­რა: "და­კავ­დი მე­დი­ტა­ცი­ით და შენ შეძ­ლებ ნახო მთე­ლი მსოფ­ლიო შენს წარ­მო­სახ­ვა­ში". 1995 წელს იმ ახალ­გაზ­რდამ ოც­ნე­ბა მა­ინც აის­რუ­ლა. რო­გორ იშო­ვა მან ფული?

- ფუ­ლის შოვ­ნის გზე­ბი რომ ვი­ცო­დე, რაღა მი­ჭირ­და.

- ლე­ნო­ნის წე­რი­ლი გა­ყი­და.

- მეც გავ­ყიდ­დი, სწო­რად მოქ­ცე­უ­ლა.

- ყვე­ლა თვე 30 ან 31 რი­ცხვით მთავ­რდე­ბა. რო­მელ თვე­შია 28 რი­ცხვი?

- აპ­რილ­ში, ჩემი დის შვი­ლია ამ თვე­ში და­ბა­დე­ბუ­ლი.

- გი­ორ­გი, და­ფიქ­რდი.

- 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ რომ არის, აბა რო­მე­ლი თვეა? ა! თე­ბერ­ვა­ლი უნდა მეთ­ქვა.

- აშ­კა­რად და­ი­ბე­ნი. 28 რი­ცხვი ყვე­ლა თვე­შია.

- ჩემს ჩა­საჭ­რე­ლად მოხ­ვე­დი?

- პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- რო­გორ არ მიყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ლექ­სე­ბი მომ­წონს. და ამ ბოლო დროს სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ნიკო გო­მე­ლა­უ­რის სტრო­ფე­ბი ჩემი საგ­რი­მი­ო­როს კედ­ლებ­ზე დავ­წე­რო. ნი­კოს გან­ცდე­ბი, მისი სი­ტყვე­ბი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია.

- ნი­კოს პო­ე­ზი­ი­დან ერთი სტრო­ფი გა­ვიხ­სე­ნოთ, "ქა­ლის არ მეს­მის, / (ვბორ­გავ და ვხვნე­ში).../ რამ­დე­ნი გეს­ლი მქო­ნია..."

- "...ნეკნ­ში".

- 1931 წელს მწე­რალ­თა ფე­დე­რა­ცი­ამ ეს მწე­რა­ლი თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რი­გე­ბი­დან ერ­თხმად გა­რი­ცხა. "ცნო­ბი­ლია, რო­გორც რე­აქ­ცი­ო­ნე­რი და ან­ტი­საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუ­წყვეტ­ლივ იბ­რძვის მხატ­ვრუ­ლი პრო­დუქ­ცი­ი­თა და ზე­პი­რი გა­მოს­ვლე­ბით ფე­ო­და­ლუ­რი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის, შო­ვი­ნიზ­მი­სა და "შავი ჩო­ხის" ტრა­დი­ცი­ის და­სა­ცა­ვად... პო­ლი­ტი­კუ­რად მავ­ნე მხატ­ვრულ ნაშ­რო­მებს აქ­ვეყ­ნებს. თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მავ­ნებ­ლო­ბით ამა­ყობს მწერ­ლო­ბა­ში და საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე" - ეს არის ამო­ნა­წე­რი გა­რი­ცხვის ოქ­მი­დან. და­ა­სა­ხე­ლე ეს მწე­რა­ლი...

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- რო­მელ ნა­წარ­მო­ებს უწო­დე­ბენ ბე­თჰო­ვე­ნის მუ­სი­კა­ლურ ან­დერძს?

- მე-9 სიმ­ფო­ნი­ას.

- ვის მი­უ­ძღვნა იგი?

- არ ვიცი.

- მე­გო­ბარს, ჯუ­ლი­ე­ტა გვი­ჩარ­დის. რამ­დე­ნი პლა­ნე­ტა მოძ­რა­ობს მზის გარ­შე­მო?

- ბევ­რი. ზუს­ტი ციფ­რი არ ვიცი.

- 9. რას ნიშ­ნავს გერ­მა­ნუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა "ბრუ­დერ­შაფ­ტი"?

- ვერ გე­ტყვი.

- ქე­ი­ფის დროს და­მე­გობ­რე­ბას.

- ეგ გერ­მა­ნუ­ლი კი არა, ქარ­თუ­ლი სი­ტყვა ყო­ფი­ლა.

- ფეხ­ბურ­თი გიყ­ვარს?

- მიყ­ვარს, მაგ­რამ ისე ძლი­ე­რად - არა, რო­გორც მა­მა­ჩემს.

- და­ა­სა­ხე­ლე ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ყვე­ლა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- გერ­მა­ნია, არა? მე გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ.

- ეს ქვე­ყა­ნა ბრა­ზი­ლი­აა. ამ მდი­ნა­რე­ზე 4 ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი მდე­ბა­რე­ობს.

- დუ­ნაი.

- რო­მე­ლი ფერი მი­იჩ­ნე­ვა ჩი­ნეთ­ში სამ­გლო­ვი­ა­რო ფე­რად?

- შავი სა­მო­სით არ გლო­ვო­ბენ. მგო­ნი, თეთ­რი, არა?

- ნამ­დვი­ლად ასეა. რა პრო­ფე­სი­ის იყო ჯო­ზეფ ინი­ას გი­ლი­ო­ტე­ნი?

- ძა­ლი­ან დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა რომ გა­მო­ი­გო­ნა, ვიცი, მაგ­რამ არ ვიცი, რა პრო­ფე­სი­ის იყო.

- ექი­მი. რო­მელ მთა­ზე არ არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი ქა­ლის­თვის ფე­ხის დად­გმა?

- ათო­ნის მთა­ზე.

- უნ­გრე­თის ერთ-ერთი ქა­ლა­ქის არ­ქივ­ში 200 წლის წი­ნან­დე­ლი დო­კუ­მენ­ტი იპო­ვეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქა­ლა­ქის ზო­გი­ერთ მცხოვ­რებს უნდა გა­და­ე­ხა­და ე.წ. ბო­ლის გა­და­სა­ხა­დი. ეს თან­ხა სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ნა­ხად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ვის ახ­დე­ვი­ნებ­დნენ ამ გა­და­სა­ხადს?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. თუ გა­და­სა­ხა­დი იყო, ყვე­ლა გა­და­იხ­დი­და.

- მწე­ვე­ლებს ახ­დე­ვი­ნებ­დნენ. ამ ცხო­ვე­ლის სმე­ნა ადა­მი­ა­ნის სმე­ნას 4-ჯერ აღე­მა­ტე­ბა, ხოლო ყნოს­ვა - 37-ჯერ. რო­მელ ცხო­ველ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ძაღლზე.

- ქალი და კაცი გზა­ზე მი­დი­ან, მათ ვი­ღაც და­ემ­გზავ­რე­ბა და ჰკი­თხავს, თქვენ ერ­თმა­ნე­თის რა ხარ­თო? ქალი უპა­სუ­ხებს, - ამ კა­ცის დედა, ჩემი დე­დის დე­დამ­თი­ლი­აო. გა­მო­ი­ცა­ნი, ვინ არი­ან ერ­თმა­ნე­თის­თვის ქალი და კაცი?

- რა თქვი? (კი­თხვის გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) მამა-შვი­ლი გა­მო­დი­ან.

- "39 სა­ფე­ხუ­რი", "რე­ბე­კა", "ჩი­ტე­ბი", "ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ზედ­მე­ტად ბევ­რი იცო­და", "ფსი­ქო". ვინ არის ამ ფილ­მე­ბის რე­ჟი­სო­რი?

- ალფ­რედ ჰი­ჩკო­კი.

- რო­მე­ლი უცხო­უ­რი სი­ტყვა წარ­მო­იშ­ვა ფრან­გუ­ლი სი­ტყვის­გან - "არგო", რაც მო­პა­რულ ენას ნიშ­ნავს?

- არ ვიცი, რა­ტომ გამ­ჭე­დე?

- ჟარ­გო­ნი. რა უფრო მძი­მეა: ერთი კი­ლოგ­რა­მი ბამ­ბა თუ ერთი კი­ლოგ­რა­მი რკი­ნა?

- თა­ნა­ბა­რია. გგო­ნია, და­მაბ­ნევ?

- რა ერ­ქვა ოლღა ბე­ბი­ას, ილი­კო­სა და ილა­რი­ო­ნის სა­ზი­ა­რო ძრო­ხას?

- ფა­ქი­ზო.

- სპარ­სუ­ლი ან­და­ზა ამ­ტკი­ცებს: თუ ადა­მი­ა­ნი სიბ­რძნეს ეძებს, ის ჭკვი­ა­ნია. ამ ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რო­დის არის ადა­მი­ა­ნი სუ­ლე­ლი?

- ვერ გე­ტყვი, მე სპარ­სუ­ლი ზღაპ­რე­ბი ვიცი.

- როცა ჰგო­ნია, სიბ­რძნე იპო­ვა. რამ­დე­ნი ორ­ნიშ­ნა რი­ცხვი არ­სე­ბობს?

- (ფიქ­რობს) 90.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ჩერ­ჩი­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გაკ­ვე­თი­ლია იცო­დე, რომ ხან­და­ხან გი­ჟიც კი..."

- ჭკვი­ა­ნია.

- "...გი­ჟიც კი მარ­თა­ლია".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"მე ვარ თუმანიშვილის თეატრის მთავარი გინეკოლოგი"

"მე ვარ თუმანიშვილის თეატრის მთავარი გინეკოლოგი"

"თავს განათლებულ ადამიანად არ მივიჩნევ, არადა, ინტელექტუალური თამაშები მიყვარს. სამწუხაროდ, 20 წლამდე უფრო მეტს ვკითხულობდი, ვიდრე ახლა", - ამბობს მსახიობი გიორგი ყიფშიძე. ბავშვობაში ზღაპრებს ბებია უკითხავდა. ამ "პატარა სპექტაკლის" დაწყებას ყოველთვის მოუთმენლად ელოდა. ბებია უცხობდა ღვეზელს და თან "მსოფლიო ზღაპრებიზღაპრების" 12-ტომეულიდან საინტერესო ამბებით ართობდა.

- გიორგი, ბებიის მოყოლილი ზღაპრებიდან გამორჩეულად რომელი გახსოვს?

- სპარსული ზღაპრები მიყვარდა, მათში დიდი ფილოსოფია იყო ჩადებული. ქართული და რუსული ზღაპრები ნაკლებად მომწონდა. ბებია მე და ჩემს დას, ყოველ შაბათ-კვირას კარტოფილის ღვეზელს გვიცხობდა, თან ზღაპრებს გვიკითხავდა. იმ წიგნებს ახლაც კი ღვეზელების სუნი აქვს. მახსოვს, სათვალე ცხვირზე ჩამოწეული ჰქონდა და იმპროვიზაციასაც ხშირად მიმართავდა.

- სკოლაში ყველაზე კარგად რომელ საგნებს სწავლობდი?

- ისტორიას. მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია საერთოდ არ მესმოდა.

- წიგნი მოგიპარავს?

- ერთ დღეს, ვაკეში ბუკინისტების მაღაზიაში შევედი და ხელში რომელი წიგნიც მომხვდა, ავიღე და წამოვიღე. დღესაც არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი, ეს "პონტის" ქურდობა იყო.

- თეატრში შენ მიერ განსახიერებული პერსონაჟებიდან, რომელთან იმეგობრებდი?

- შექსპირის მერკუციოსთან. ძალიან კარგი მეგობარია, გულწრფელი და ერთგულია.

- როგორც მეგობარი, მას ჰგავხარ?

- მგონი, მეც კარგი მეგობარი ვარ.

- "ჩემი ცოლის დაქალების" ვერსკის თუ ჰგავხარ?

- არა, მასში მხოლოდ ის მომწონს, რომ ერთგული მეგობარია, სხვა - არაფერი. ეგეთი ადამიანები 1990-იან წლებში ბევრნი იყვნენ, რა დასამალია და თავადაც ვცდილობდი, ვერსკისნაირი ვყოფილიყავი. ახალგაზრდებს ვურჩევ, ჩემს პერსონაჟს არ მიჰბაძონ.

- წლების წინ ბოთლის რა ნაწილზე იყო დატანილი ღვინის სახელი, დაკრეფის, ჩამოსხმის წელი და სხვა ინფორმაცია?

- ადრინდელს რას მეკითხები? ახლა ეგ ყველაფერი ეტიკეტზე წერია.

- ადრე ინფორმაცია საცობზე იყო დატანილი. ალკოჰოლთან "მეგობრობ"?

- იცი, რას გეტყვი (იცინის)? მეტყობა რამე?

- სოციოლოგია - ეს არის მეცნიერება საზოგადოების შესახებ, ასტროლოგია - მეცნიერება ვარსკვლავების შესახებ, ზოოლოგია - მეცნიერება ცხოველების შესახებ, როგორ გამოითქმის ძველბერძნულად მეცნიერება ქალების შესახებ?

- გინეკოლოგია. მე ვარ თუმანიშვილის თეატრის მთავარი გინეკოლოგი. ადრე მამაჩემი იყო და მისგან ეს წოდება მემკვიდრეობით მერგო.

- ერთხელ კომპოზიტორმა ჯუზეპე ვერდიმ განაცხადა: ეს არის მუსიკის ზოგიერთი სახეობის განუყოფელი ნაწილიო, და მისი პარტიტურაში ჩაწერაც კი მოითხოვა. რის შესახებ ლაპარაკობდა ვერდი?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, მას მსახიობებსაც ხშირად გიძღვნიან.

- აპლოდისმენტები?

- გამოიცანი. მოგზაურობა გიყვარს?

- ძალიან მიყვარს, მაგრამ მოგზაურობას რა სჭირდება, კარგად იცი.

- საჭირო თანხა და დრო რომ გქონდეს, რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?

- ევროპაში, აზიაში, რა ვიცი, მსოფლიოს შემოვივლიდი.

- 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა ჯონ ლენონს მისწერა, რომ იგი დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და სთხოვდა, მისთვის საჭირო თანხა გამოეგზავნა. ლენონმა მისწერა: "დაკავდი მედიტაციით და შენ შეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოსახვაში". 1995 წელს იმ ახალგაზრდამ ოცნება მაინც აისრულა. როგორ იშოვა მან ფული?

- ფულის შოვნის გზები რომ ვიცოდე, რაღა მიჭირდა.

- ლენონის წერილი გაყიდა.

- მეც გავყიდდი, სწორად მოქცეულა.

- ყველა თვე 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- აპრილში, ჩემი დის შვილია ამ თვეში დაბადებული.

- გიორგი, დაფიქრდი.

- 4 წელიწადში ერთხელ რომ არის, აბა რომელი თვეა? ა! თებერვალი უნდა მეთქვა.

- აშკარად დაიბენი. 28 რიცხვი ყველა თვეშია.

- ჩემს ჩასაჭრელად მოხვედი?

- პოეზია გიყვარს?

- როგორ არ მიყვარს, განსაკუთრებით ტერენტი გრანელის ლექსები მომწონს. და ამ ბოლო დროს სურვილი გამიჩნდა, ნიკო გომელაურის სტროფები ჩემი საგრიმიოროს კედლებზე დავწერო. ნიკოს განცდები, მისი სიტყვები ძალიან ახლობელია.

- ნიკოს პოეზიიდან ერთი სტროფი გავიხსენოთ, "ქალის არ მესმის, / (ვბორგავ და ვხვნეში).../ რამდენი გესლი მქონია..."

- "...ნეკნში".

- 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ ეს მწერალი თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. "ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციითა და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალური თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმისა და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად... პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს. თავისი პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე" - ეს არის ამონაწერი გარიცხვის ოქმიდან. დაასახელე ეს მწერალი...

- კონსტანტინე გამსახურდია.

- რომელ ნაწარმოებს უწოდებენ ბეთჰოვენის მუსიკალურ ანდერძს?

- მე-9 სიმფონიას.

- ვის მიუძღვნა იგი?

- არ ვიცი.

- მეგობარს, ჯულიეტა გვიჩარდის. რამდენი პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო?

- ბევრი. ზუსტი ციფრი არ ვიცი.

- 9. რას ნიშნავს გერმანული წეს-ჩვეულება "ბრუდერშაფტი"?

- ვერ გეტყვი.

- ქეიფის დროს დამეგობრებას.

- ეგ გერმანული კი არა, ქართული სიტყვა ყოფილა.

- ფეხბურთი გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ ისე ძლიერად - არა, როგორც მამაჩემს.

- დაასახელე ქვეყანა, რომელიც ყველა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა.

- გერმანია, არა? მე გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ.

- ეს ქვეყანა ბრაზილიაა. ამ მდინარეზე 4 ევროპული ქვეყნის დედაქალაქი მდებარეობს.

- დუნაი.

- რომელი ფერი მიიჩნევა ჩინეთში სამგლოვიარო ფერად?

- შავი სამოსით არ გლოვობენ. მგონი, თეთრი, არა?

- ნამდვილად ასეა. რა პროფესიის იყო ჯოზეფ ინიას გილიოტენი?

- ძალიან დიდი საშინელება რომ გამოიგონა, ვიცი, მაგრამ არ ვიცი, რა პროფესიის იყო.

- ექიმი. რომელ მთაზე არ არის ნებადართული ქალისთვის ფეხის დადგმა?

- ათონის მთაზე.

- უნგრეთის ერთ-ერთი ქალაქის არქივში 200 წლის წინანდელი დოკუმენტი იპოვეს, რომლის მიხედვითაც, ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებს უნდა გადაეხადა ე.წ. ბოლის გადასახადი. ეს თანხა სახანძრო სამსახურის შესანახად გამოიყენებოდა. ვის ახდევინებდნენ ამ გადასახადს?

- წარმოდგენა არ მაქვს. თუ გადასახადი იყო, ყველა გადაიხდიდა.

- მწეველებს ახდევინებდნენ. ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 4-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა - 37-ჯერ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ძაღლზე.

- ქალი და კაცი გზაზე მიდიან, მათ ვიღაც დაემგზავრება და ჰკითხავს, თქვენ ერთმანეთის რა ხართო? ქალი უპასუხებს, - ამ კაცის დედა, ჩემი დედის დედამთილიაო. გამოიცანი, ვინ არიან ერთმანეთისთვის ქალი და კაცი?

- რა თქვი? (კითხვის გამეორების შემდეგ) მამა-შვილი გამოდიან.

- "39 საფეხური", "რებეკა", "ჩიტები", "ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა", "ფსიქო". ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ალფრედ ჰიჩკოკი.

- რომელი უცხოური სიტყვა წარმოიშვა ფრანგული სიტყვისგან - "არგო", რაც მოპარულ ენას ნიშნავს?

- არ ვიცი, რატომ გამჭედე?

- ჟარგონი. რა უფრო მძიმეა: ერთი კილოგრამი ბამბა თუ ერთი კილოგრამი რკინა?

- თანაბარია. გგონია, დამაბნევ?

- რა ერქვა ოლღა ბებიას, ილიკოსა და ილარიონის საზიარო ძროხას?

- ფაქიზო.

- სპარსული ანდაზა ამტკიცებს: თუ ადამიანი სიბრძნეს ეძებს, ის ჭკვიანია. ამ ანდაზის მიხედვით, როდის არის ადამიანი სულელი?

- ვერ გეტყვი, მე სპარსული ზღაპრები ვიცი.

- როცა ჰგონია, სიბრძნე იპოვა. რამდენი ორნიშნა რიცხვი არსებობს?

- (ფიქრობს) 90.

- დაბოლოს, დაასრულე ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: "ცხოვრების უდიდესი გაკვეთილია იცოდე, რომ ხანდახან გიჟიც კი..."

- ჭკვიანია.

- "...გიჟიც კი მართალია".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"