პარტნიორები:

    პატიმარმა თავი დაიხრჩო

    პატიმარმა თავი დაიხრჩო

    ქუთაისის #2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულმა, სავარაუდოდ, თავი საკუთარი ზეწრით დაიხრჩო.

    სასჯელაღსრულების სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პატიმარი ქუთაისის ციხეში გუშინ გარდაიცვალა.

    "სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირველადი ვერსიით ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. (საკუთარი ზეწრის გამოყენებით - ასფიქსია). მსჯავრდებული კ.ა. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით.

    როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გახდა ცნობილი 2013 წლის 1 მაისს მსჯავრდებულმა, კუჭის ტკივილი მოიმიზეზა და უარი განაცხადა სეირნობაზე. სეირნობიდან დაბრუნებულმა თანასაკნელებმა მსჯავრდებული კ.ა. გარდაცვლილი იპოვეს", - აღნიშნულია სამინისტროს facebook-ის გვერდზე.

    საქმეს იძიებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

    "ინტერპრესნიუსი"

    დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

    "სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

    პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ