საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მეტრეველი - "ღარიბაშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ გუშინ ბავშვები არ დაასისხლიანეს!"
მერაბ მეტრეველი - "ღარიბაშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ გუშინ ბავშვები არ დაასისხლიანეს!"

ჟურ­ნა­ლის­ტი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი გუ­შინ­დელ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შს მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ესე იგი ზო­გი­ერ­თის აზ­რით, ჩვენ ახლა ის უნდა ვარ­კვი­ოთ, ვინ უფრო სას­ტი­კად არ­ბევ­და მი­ტინ­გებს და ღა­რი­ბაშ­ვილს მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრათ, რომ გუ­შინ ბავ­შვე­ბი არ და­ა­სის­ხლი­ა­ნეს!", - წერს მეტ­რე­ვე­ლი.

სტუ­დენ­ტე­ბის გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის დაშ­ლის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ცია მო­იქ­ცა ისე, რო­გორც უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო.

მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ სტუ­დენ­ტე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცია არა­ორ­გა­ნი­ზე­ბულ და ქა­ო­ტურ აქ­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბას მი­ე­სალ­მე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლას უნდა ახ­სოვ­დეს, რომ კა­ნო­ნის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აკის­რია.

"პო­ლი­ცია მო­იქ­ცა ისე, რო­გორც უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო და და­იც­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე პირი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ჩვენ გვაქვს კად­რე­ბი, რომ შემ­ხვედრ მძღოლს სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ ავ­ტო­მან­ქა­ნა და­უ­ზი­ა­ნეს. რამ­დე­ნი­მე პი­რის დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით მთელ მა­სას გა­და­ე­დო. ყვე­ლას უნდა ახ­სოვ­დეს თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­იც­ვას კა­ნო­ნით. პო­ლი­ცი­ის არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რამ­დე­ნი­მე დესტრუქ­ცი­უ­ლი ენერ­გი­ის შემ­ტან­მა პირ­მა უსი­ა­მოვ­ნო შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა",- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრის თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, რად­გან ამ­გვა­რი რამე ყვე­ლა ნორ­მა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

მერაბ მეტრეველი - "ღარიბაშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ გუშინ ბავშვები არ დაასისხლიანეს!"

მერაბ მეტრეველი - "ღარიბაშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ გუშინ ბავშვები არ დაასისხლიანეს!"

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით შს მინისტრის განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ესე იგი ზოგიერთის აზრით, ჩვენ ახლა ის უნდა ვარკვიოთ, ვინ უფრო სასტიკად არბევდა მიტინგებს და ღარიბაშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ გუშინ ბავშვები არ დაასისხლიანეს!", - წერს მეტრეველი.

სტუდენტების გუშინდელი აქციის დაშლის კომენტირებისას შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სტუდენტების მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი მანიფესტაცია არაორგანიზებულ და ქაოტურ აქციაში გადაიზარდა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობა სტუდენტების აქტიურობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას მიესალმება, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კანონის დაცვის ვალდებულება აკისრია.

"პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი. აქციის მონაწილე რამდენიმე პირი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. ჩვენ გვაქვს კადრები, რომ შემხვედრ მძღოლს სრულიად უმიზეზოდ ავტომანქანა დაუზიანეს. რამდენიმე პირის დესტრუქციული ქმედება კი მოგვიანებით მთელ მასას გადაედო. ყველას უნდა ახსოვდეს თავისი ვალდებულება, დაიცვას კანონით. პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რამდენიმე დესტრუქციული ენერგიის შემტანმა პირმა უსიამოვნო შედეგი მოიტანა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შს მინისტრის თქმით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან ამგვარი რამე ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს