მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია ყველაზე უსახური ქანდაკება?
რომელია ყველაზე უსახური ქანდაკება?

"ადა­მი­ანს, ისე­ვე რო­გორც ქან­და­კე­ბას, ყვე­ლა მხრი­დან უნდა შე­მო­უ­ა­რო და იმ კუ­თხი­დან უმ­ზი­რო, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზად მო­ჩანს", - ეს სი­ტყვე­ბი შექ­სპირს ეკუთ­ვნის. შე­ვე­ცა­დეთ დაგ­ვედ­გი­ნა ათე­უ­ლი იმ ქან­და­კე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც ასე შე­ფას­და - "უსა­ხუ­რი ქან­და­კე­ბე­ბი". ათე­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებს ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ვად­გე­ნი­ნეთ.

1. წმინ­და გი­ორ­გი

უსა­ხურ ქან­და­კე­ბებ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი წმ. გი­ორ­გის ქან­და­კე­ბამ და­ი­კა­ვა. მო­ნუ­მენ­ტი 35 მეტ­რი სი­მაღ­ლი­საა, ბრინ­ჯა­ოს მო­ოქ­რო­ე­ბა­ზე 2 კგ. ოქ­როა და­ხარ­ჯუ­ლი. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი ნა­მუ­შე­ვარს ფორ­მა­სა და მას­შტა­ბუ­რო­ბას უწუ­ნე­ბენ.

"სა­ერ­თოდ ვერ აღ­ვიქ­ვამ, რომ ეს წმინ­და გი­ორ­გია. მას ყვე­ლა­ზე ცუდ ქან­და­კე­ბად მი­ვიჩ­ნევ. ეს არის კლა­სი­კუ­რი კიჩი, მდა­რე გე­მოვ­ნე­ბა. სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბო­და, რო­გორც მცი­რე ზო­მის სუ­ვე­ნი­რი. კაშ­კა­შა ოქ­როს­ფე­რი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის უცხოა, ყალ­ბია. არ შე­იძ­ლე­ბა ერთი და იგი­ვე ქან­და­კე­ბა რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას დად­გა. აი­ტა­ნო ცაში და არა­ფე­რი შეც­ვა­ლო."

"გა­რე­მოს არ შე­ე­ხა­მე­ბა, ერ­თი­ა­ნი სივ­რცი­და­ნაა ამო­ვარ­დნი­ლი. ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა უნდა ჰქონ­დეს".

2. მე­დეა

მე­დე­ას ქან­და­კე­ბა ბა­თუმ­ში 2007 წლის 6 ივ­ლისს მი­ხე­ილ სააკ­აშ­ვილ­მა გახ­სნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკულპ­ტუ­რის დამ­ზა­დე­ბა 2,5 მი­ლი­ო­ნი ლარი დაჯ­და. კოლ­ხი ქალი ბა­თუმ­ში, ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, 25-მეტ­რი­ან სტე­ლა­ზე დგას, ხელ­ში კი ოქ­როს საწ­მი­სი უჭი­რავს. მე­დე­ას ქან­და­კე­ბამ დად­გმის­თა­ნა­ვე აღაშ­ფო­თა ბა­თუ­მე­ლე­ბი. მი­ზე­ზი კი ერთი იყო: მათ ქან­და­კე­ბა არ მო­ე­წო­ნათ! სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც ეთან­ხმე­ბი­ან.

"კა­ტას­ტრო­ფა - ასე შე­მიძ­ლია შე­ვა­ფა­სო ეს ქან­და­კე­ბა. გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია, უზარ­მა­ზარ კვარ­ცხლბეკ­ზე აი­ტა­ნო გა­უ­გე­ბა­რი სტი­ლის ქან­და­კე­ბა. მას ან­ტი­ქან­და­კე­ბას და­ვარ­ქმევ­დი".

"ამ ქან­და­კე­ბას უამ­რა­ვი ხარ­ვე­ზი აქვს. სივ­რცე შთან­თქავს ქა­ნდა­კე­ბის სა­ხეს. არ იკი­თხე­ბა, ვერ გა­არ­ჩევ, რისი ქან­და­კე­ბაა. მაღ­ლი­დან აგ­რე­სი­უ­ლად კაშ­კა­შებს ოქ­როს­ფე­რი და ცის­ფე­რი. ეს ფე­რე­ბი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის, ჩვე­ნი კულ­ტუ­რის­თვის უცხოა".

3. პრო­მე­თე

პრო­მე­თეს ქან­და­კე­ბის ეს­კი­ზუ­რი პრო­ექ­ტი (20 ათა­სი ლარი) სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან და­ფი­ნანსდა. თავ­და­პირ­ვე­ლად იგი თბი­ლის­ში და­იდ­გა, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი ბორ­ჯო­მის პარკში გა­და­ი­ტა­ნეს.

"ეს უგე­მოვ­ნო ქან­და­კე­ბაა. ასეთ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა თა­ვი­სი დრო მო­ჭა­მა, მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო 21-ე სა­უ­კუ­ნის ნა­მუ­შე­ვარ­თან. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვუ­წო­დო მკვდრად შო­ბი­ლი ქან­და­კე­ბა."

"გა­უ­გე­ბა­რია, სა­ერ­თოდ რა­ტომ და­იდ­გა ასე­თი ძეგლი, ეს ნონ­სენ­სია. ანა­ლიზს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. თუმ­ცა მას­ზე კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხაა და­ხარ­ჯუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ძეგ­ლე­ბის დად­გმა მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის ნება-სურ­ვილ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და ისე, რო­გორც ეს ქვეყ­ნის პირ­ველ პირს სურ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­და".

4. მი­მი­ნო

"მი­მაჩ­ნია, რომ კი­ნოგ­მი­რე­ბის ქან­და­კე­ბის დად­გმა იოლი გზაა თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი ქან­და­კე­ბე­ბიც გვაქვს, ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ უნდა და­უდ­გა ძეგლი კი­ნოგ­მირს. ეს ხომ გამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ხეა, მას­ში ახა­ლი არა­ფე­რია. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ რო­გორც ძეგლი, არაფ­რის მთქმე­ლია - არც ქან­და­კე­ბაა, არც მო­ნუ­მენ­ტია, ესაა ბრინ­ჯა­ოს შე­ნახ­ვის ერთ-ერთი გზა, მეტი არა­ფე­რი".

"ძეგლ­მა უნდა გა­გა­ჩე­როს, და­გა­ტყვე­ვოს, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი უნდა იყოს. რას ჰგავს ეს სა­ბუ­რა­ვი­ა­ნი გმი­რი? უმ­სგავ­სო ქან­და­კე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა ერ­თსა და იმა­ვე მო­ქან­და­კეს ეკუთ­ვნის, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია. ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდაა, უკე­თეს ქან­და­კე­ბას რომ შექ­მნის და მათი და­ნახ­ვაც გულს გა­გი­ხა­რებს, გა­გა­ჩე­რებს, შე­მო­გაბ­რუ­ნებს და თავს შე­გაყ­ვა­რებს".

5. ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ქან­და­კე­ბა

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამას ქან­და­კე­ბა უწო­დო? უსა­ხუ­რი ძეგლია. რომ შე­ხე­დავ, მზე­სუმ­ზი­რის გამ­ყიდ­ვე­ლი ქალი გე­გო­ნებთ, ვერ მიხ­ვდე­ბი, რომ მხატ­ვა­რია. ესაა დი­ლე­ტან­ტის მიერ შექ­მნი­ლი ახვლე­დი­ა­ნი. ვის ქან­და­კე­ბა­საც ქმნი, მისი მთა­ვა­რი თვი­სე­ბა შე­უც­ვლე­ლი უნდა იყოს. ამ ქან­და­კე­ბის და­სად­გმე­ლად კონ­კურ­სი იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, ამ ნა­მუ­შე­ვარ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ეს კი რო­გორ მოხ­დე­ბო­და - ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია".

6. თა­მარ მე­ფის ქან­და­კე­ბა სვა­ნეთ­ში

"გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, რა­ტომ იდ­გმე­ბა ასე­თი ქან­და­კე­ბე­ბი, მი­ზა­ნი რა არის? იცი ვინ არის თა­მა­რი და მა­ინც ასეთ უგე­მოვ­ნო ქან­და­კე­ბას აკე­თებ? ეს ის­ტო­რი­ის, ხალ­ხის, კულტრის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. ამას ხე­ლოვ­ნე­ბა არ ჰქვია, ეს კა­ტას­ტრო­ფაა".

7. ბა­ლან­ჩი­ნის ქან­და­კე­ბა

"ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა! - გა­მი­ჭირ­დე­ბა სხვა სი­ტყვის მო­ძებ­ნა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი უპ­რო­პორ­ციო ქან­და­კე­ბის დად­გმა?! ეს არის ძა­ლა­დო­ბა ქა­ლაქ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო წლებ­ში ქან­და­კე­ბე­ბის დად­გმის­თვის მხო­ლოდ კონ­ტაქ­ტი იყო სა­ჭი­რო. შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა, ამი­ტო­მაა ამ­დე­ნი უსა­ხუ­რი ქან­და­კე­ბა ქა­ლაქ­ში".

8. მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლის ქან­და­კე­ბა

"გა­უ­გე­ბა­რია, რა უნდა ამ ქანდ­აკე­ბას იმე­ლის შე­ნო­ბას­თან? ის კონ­ტექ­სტი­და­ნაა ამო­ვარ­დნი­ლი, ცო­ტა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლიც კია. ქანდ­აკე­ბას თავი უშ­ნოდ აქვს გად­მო­კი­დე­ბუ­ლი სივ­რცე­ში. ქან­და­კე­ბა არ ვარ­გა".

9. ია­კობ ნი­კო­ლა­ძის ქან­და­კე­ბა

"ია­კობ ნი­კო­ლა­ძის ქან­და­კე­ბა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა შექ­მნი­ლი­ყო, ეს ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი ქან­და­კე­ბის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი იყო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მის პა­ტივ­სა­ცე­მად დგამ­დე ძეგლს და ის უსა­ხუ­რი იყოს?! მის შემ­ქმნე­ლი ძა­ლი­ან და­ბალ შეფ­ასე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. იდე­უ­რად სხვა­ნა­ი­რად უნდა დატ­ვირ­თუ­ლი­ყო. პლას­ტი­კუ­რად უსუს­ტე­სი ქან­და­კე­ბაა".

10. წმ. ნი­ნოს ქან­და­კე­ბა

"წმინ­და­ნე­ბის ქან­და­კე­ბის დად­გმის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, მაგ­რამ მათი შექ­მნი­სას მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა სა­ჭი­რო. ამ ქან­და­კე­ბას წმინ­და­ნის არა­ფე­რი აქვს. ლე­ნი­ნის ძეგლი უკე­თე­სი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო, ვიდ­რე წმ. ნი­ნოს ძეგლია. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის ნე­ბის­მი­ე­რი მე­სა­მე­კურ­სე­ლი უკე­თეს ქან­და­კე­ბას შექ­მნის. რაკი წმინ­და­ნის ძეგლს არა­ვინ შე­ე­ხე­ბა, ავ­ტო­რი ამით სპე­კუ­ლი­რებს, რე­ლი­გი­ით, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბის უფ­ლება კი არა­ვის აქვს".

მარი მგე­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

საქართველო
0

დავდგათ იმ უხსენებლის ქანდაკება მთიდან რომ გვიყურებს და შიშისგან რომ ცახცახბს, მეტის ღირსნი არ ვართ. წესად ვაქციოთ, ყოველდღე მისვლა და ცხვირპირის მითხლიშება ქანდაკებაზე :დდდ 

რომელია ყველაზე უსახური ქანდაკება?

რომელია ყველაზე უსახური ქანდაკება?

"ადამიანს, ისევე როგორც ქანდაკებას, ყველა მხრიდან უნდა შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად მოჩანს", - ეს სიტყვები შექსპირს ეკუთვნის. შევეცადეთ დაგვედგინა ათეული იმ ქანდაკებებისა, რომელიც ასე შეფასდა - "უსახური ქანდაკებები". ათეული ხელოვნებათმცოდნეებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევადგენინეთ.

1. წმინდა გიორგი

უსახურ ქანდაკებებში პირველი ადგილი წმ. გიორგის ქანდაკებამ დაიკავა. მონუმენტი 35 მეტრი სიმაღლისაა, ბრინჯაოს მოოქროებაზე 2 კგ. ოქროა დახარჯული. ხელოვნებათმცოდნეები ნამუშევარს ფორმასა და მასშტაბურობას უწუნებენ.

"საერთოდ ვერ აღვიქვამ, რომ ეს წმინდა გიორგია. მას ყველაზე ცუდ ქანდაკებად მივიჩნევ. ეს არის კლასიკური კიჩი, მდარე გემოვნება. სასიამოვნო იქნებოდა, როგორც მცირე ზომის სუვენირი. კაშკაშა ოქროსფერი ქართული კულტურისთვის უცხოა, ყალბია. არ შეიძლება ერთი და იგივე ქანდაკება რამდენიმე ადგილას დადგა. აიტანო ცაში და არაფერი შეცვალო."

"გარემოს არ შეეხამება, ერთიანი სივრციდანაა ამოვარდნილი. ხელოვნების ნიმუშს განსხვავებული დატვირთვა უნდა ჰქონდეს".

2. მედეა

მედეას ქანდაკება ბათუმში 2007 წლის 6 ივლისს მიხეილ სააკ­აშვილმა გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, სკულპტურის დამზადება 2,5 მილიონი ლარი დაჯდა. კოლხი ქალი ბათუმში, ევროპის მოედანზე, 25-მეტრიან სტელაზე დგას, ხელში კი ოქროს საწმისი უჭირავს. მედეას ქანდაკებამ დადგმისთანავე აღაშფოთა ბათუმელები. მიზეზი კი ერთი იყო: მათ ქანდაკება არ მოეწონათ! საზოგადოებრივ აზ­რს პროფესიონალებიც ეთანხმებიან.

"კატასტროფა - ასე შემიძლია შევაფასო ეს ქანდაკება. გაუმართლებელია, უზარმაზარ კვარცხლბეკზე აიტანო გაუგებარი სტილის ქანდაკება. მას ანტიქანდაკებას დავარქმევდი".

"ამ ქანდაკებას უამრავი ხარვეზი აქვს. სივრცე შთანთქავს ქა­ნდაკების სახეს. არ იკითხება, ვერ გაარჩევ, რისი ქანდაკებაა. მაღლიდან აგრესიულად კაშკაშებს ოქროსფერი და ცისფერი. ეს ფერები დამახასიათებელია რუსული კულტურისთვის, ჩვენი კულტურისთვის უცხოა".

3. პრომეთე

პრომეთეს ქანდაკების ესკიზური პროექტი (20 ათასი ლარი) სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. თავდაპირველად იგი თბილისში დაიდგა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ბორჯომის პარკში გადაიტანეს.

"ეს უგემოვნო ქანდაკებაა. ასეთმა ნამუშევრებმა თავისი დრო მოჭამა, მას არაფერი აქვს საერთო 21-ე საუკუნის ნამუშევართან. თამამად შემიძლია ვუწოდო მკვდრად შობილი ქანდაკება."

"გაუგებარია, საერთოდ რატომ დაიდგა ასეთი ძეგლი, ეს ნონსენსია. ანალიზს არ ექვემდებარება. თუმცა მასზე კოლოსალური თანხაა დახარჯული. სამწუხაროდ, ამ ძეგლების დადგმა მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. არჩევნებამდე ნებისმიერ სფეროში ყველაფერი კეთდებოდა ისე, როგორც ეს ქვეყნის პირველ პირს სურდა, საზოგადოებრივი აზრი არავის აინტერესებდა".

4. მიმინო

"მიმაჩნია, რომ კინოგმირების ქანდაკების დადგმა იოლი გზაა თავის დასამკვიდრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგი ქანდაკებებიც გვაქვს, ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაუდგა ძეგლი კინოგმირს. ეს ხომ გამზადებული სახეა, მასში ახალი არაფერია. ამას ემატება ისიც, რომ როგორც ძეგლი, არაფრის მთქმელია - არც ქანდაკებაა, არც მონუმენტია, ესაა ბრინჯაოს შენახვის ერთ-ერთი გზა, მეტი არაფერი".

"ძეგლმა უნდა გაგაჩეროს, დაგატყვევოს, ძალიან შთამბეჭდავი უნდა იყოს. რას ჰგავს ეს საბურავიანი გმირი? უმსგავსო ქანდაკებების უმეტესობა ერთსა და იმავე მოქანდაკეს ეკუთვნის, რაც დაუშვებელია. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, უკეთეს ქანდაკებას რომ შექმნის და მათი დანახვაც გულს გაგიხარებს, გაგაჩერებს, შემოგაბრუნებს და თავს შეგაყვარებს".

5. ელენე ახვლედიანის ქანდაკება

"როგორ შეიძლება ამას ქანდაკება უწოდო? უსახური ძეგლია. რომ შეხედავ, მზესუმზირის გამყიდველი ქალი გეგონებთ, ვერ მიხვდები, რომ მხატვარია. ესაა დილეტანტის მიერ შექმნილი ახვლედიანი. ვის ქანდაკებასაც ქმნი, მისი მთავარი თვისება შეუცვლელი უნდა იყოს. ამ ქანდაკების დასადგმელად კონკურსი იყო გამოცხადებული და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ნამუშევარმა გაიმარჯვა. ეს კი როგორ მოხდებოდა - ადვილი წარმოსადგენია".

6. თამარ მეფის ქანდაკება სვანეთში

"გაოცებული ვარ, რატომ იდგმება ასეთი ქანდაკებები, მიზანი რა არის? იცი ვინ არის თამარი და მაინც ასეთ უგემოვნო ქანდაკებას აკეთებ? ეს ისტორიის, ხალხის, კულტრის შეურაცხყოფაა. ამას ხელოვნება არ ჰქვია, ეს კატასტროფაა".

7. ბალანჩინის ქანდაკება

"ეს საშინელებაა! - გამიჭირდება სხვა სიტყვის მოძებნა. როგორ შეიძლება ასეთი უპროპორციო ქანდაკების დადგმა?! ეს არის ძალადობა ქალაქზე. სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო წლებში ქანდაკებების დადგმისთვის მხოლოდ კონტაქტი იყო საჭირო. შედეგმაც არ დააყოვნა, ამიტომაა ამდენი უსახური ქანდაკება ქალაქში".

8. მერაბ მამარდაშვილის ქანდაკება

"გაუგებარია, რა უნდა ამ ქანდ­აკებას იმელის შენობასთან? ის კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, ცო­ტა მოსაბეზრებელიც კია. ქანდ­აკებას თავი უშნოდ აქვს გადმოკიდებული სივრცეში. ქანდაკება არ ვარგა".

9. იაკობ ნიკოლაძის ქანდაკება

"იაკობ ნიკოლაძის ქანდაკება უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა შექმნილიყო, ეს ხელოვანი ქართული ქანდაკების სულისჩამდგმელი იყო, როგორ შეიძლება მის პატივსაცემად დგამდე ძეგლს და ის უსახური იყოს?! მის შემქმნელი ძალიან დაბალ შეფ­ასებას იმსახურებს. იდეურად სხვანაირად უნდა დატვირთულიყო. პლასტიკურად უსუსტესი ქანდაკებაა".

10. წმ. ნინოს ქანდაკება

"წმინდანების ქანდაკების დადგმის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მათი შექმნისას მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო. ამ ქანდაკებას წმინდანის არაფერი აქვს. ლენინის ძეგლი უკეთესი ნამუშევარი იყო, ვიდრე წმ. ნინოს ძეგლია. სამხატვრო აკადემიის ნებისმიერი მესამეკურსელი უკეთეს ქანდაკებას შექმნის. რაკი წმინდანის ძეგლს არავინ შეეხება, ავტორი ამით სპეკულირებს, რელიგიით, მართლმადიდებლობით სპეკულირების უფ­ლება კი არავის აქვს".

მარი მგელაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ყვითელი "მარშრუტკების" მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

სემეკის ახალი პროექტი - კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფით არის შესაძლებელი

შენიღბული "ფეისბუქ" გვერდები და ყალბი ანგარიშები - "ფეისბუქმა" საქართველოში "სპუტნიკის" ქსელი გააუქმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"