საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრები ვერ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ის მინისტრი დავით კირვალიძე, რომლის მიმართაც პრემიერს კითხვები ჰქონდა
მინისტრები ვერ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ის მინისტრი დავით კირვალიძე, რომლის მიმართაც პრემიერს კითხვები ჰქონდა

მი­ნის­ტრე­ბი ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, და­ვით კირ­ვა­ლი­ძე იყო თუ არა ის მი­ნის­ტრი, რომ­ლის მი­მარ­თაც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს კი­თხვე­ბი ჰქონ­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, და­ვით კირ­ვა­ლი­ძე არის უაღ­რე­სად წე­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი.

"იგი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი პი­როვ­ნე­ბა და დიდი იმე­დი მაქვს, რომ სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრ პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის თქმით კი, და­ვით კირ­ვა­ლი­ძეს სა­მარ­თლებ­რი­ვად თა­ნამ­დე­ბო­ბა არ და­უ­ტო­ვე­ბია და მან მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"მე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვე­სალ­მე­ბი და კარ­გია, რომ მან ევ­რო­პუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ეს კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ჩვენ ძა­ლი­ან გამჭვირ­ვა­ლედ ვმუ­შა­ობთ", - აღ­ნიშ­ნა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

და­ვით კირ­ვა­ლი­ძის წე­სი­ე­რე­ბა­სა და ვაჟ­კა­ცო­ბა­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრსაც.

"პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და­ვით კირ­ვა­ლი­ძის ვაჟ­კა­ცურ ბუ­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ, რო­მე­ლიც დღეს კირ­ვა­ლი­ძეს­თან შე­სახ­ვედ­რად სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მინისტრები ვერ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ის მინისტრი დავით კირვალიძე, რომლის მიმართაც პრემიერს კითხვები ჰქონდა

მინისტრები ვერ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ის მინისტრი დავით კირვალიძე, რომლის მიმართაც პრემიერს კითხვები ჰქონდა

მინისტრები ვერ აკონკრეტებენ, დავით კირვალიძე იყო თუ არა ის მინისტრი, რომლის მიმართაც პრემიერ-მინისტრს კითხვები ჰქონდა.

როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, დავით კირვალიძე არის უაღრესად წესიერი და პატიოსანი ადამიანი.

"იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პიროვნება და დიდი იმედი მაქვს, რომ სიმართლე გაირკვევა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, დავით კირვალიძეს სამართლებრივად თანამდებობა არ დაუტოვებია და მან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

"მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები და კარგია, რომ მან ევროპული ნაბიჯი გადადგა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ძალიან გამჭვირვალედ ვმუშაობთ", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

დავით კირვალიძის წესიერებასა და ვაჟკაცობაში ეჭვი არ ეპარება თავდაცვის მინისტრსაც.

"პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება დავით კირვალიძის ვაჟკაცურ ბუნებაზე მიუთითებს. დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად ყველაფერი გაირკვევა", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ, რომელიც დღეს კირვალიძესთან შესახვედრად სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა