პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზ საყვარელიძე - შესაძლოა, ცვლილება ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებსაც შეეხოთ
რამაზ საყვარელიძე - შესაძლოა, ცვლილება ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებსაც შეეხოთ

რომ არ ყო­ფი­ლი­ყო და­ნა­შა­უ­ლი, არამ­გო­ნია, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა დღეს ვა­კან­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პო­ლი­ტო­ლოგ­მა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, იმ პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია, მთავ­რო­ბის­თვის მი­ნის­ტრე­ბის ცვლა მომ­გე­ბი­ა­ნი არ არის.

"შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის სხვა წევ­რებ­საც შე­ე­ხოთ ცვლი­ლე­ბა, მაგ­რამ ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვია. მე ვფიქ­რობ რომ, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო და­ნა­შა­უ­ლი, არც ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა აღ­მოჩ­ნდე­ბო­და დღეს ვა­კან­ტუ­რი. სა­ნამ ისე­თი გამ­წვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაა, რო­მელ­საც დღეს ვაკ­ვირ­დე­ბით, მი­ნის­ტრე­ბის ცვლა მომ­გე­ბი­ა­ნი არ არის. ამი­ტომ, თუ და­ნა­შა­უ­ლი არ გვექ­ნე­ბა, მე­ეჭ­ვე­ბა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ად­ვი­ლად წა­ვი­დეს მი­ნის­ტრე­ბის ცვლი­ლე­ბებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კირ­ვა­ლი­ძის მხრი­დან კარ­გი ნა­ბი­ჯია პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა.

"კარ­გი ნა­ბი­ჯია კირ­ვა­ლი­ძის მხრი­დან თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა იმ მხრივ, რომ ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ალ­ბათ, დამ­კვიდ­რდე­ბა ანა­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სტან­დარ­ტი. ამ მხრივ, კირ­ვა­ლი­ძის საქ­ცი­ე­ლი მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვართ, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა ფი­გუ­რამ იგ­რძნოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ეს ნა­ბი­ჯი გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სხვა პი­როვ­ნე­ბებ­ზეც", - აღ­ნიშ­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ მან მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­არ­კვევს.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ბა­რა­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­კა­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რამაზ საყვარელიძე - შესაძლოა, ცვლილება ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებსაც შეეხოთ

რამაზ საყვარელიძე - შესაძლოა, ცვლილება ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებსაც შეეხოთ

რომ არ ყოფილიყო დანაშაული, არამგონია, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა დღეს ვაკანტური ყოფილიყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, იმ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, რომელიც დღეს საქართველოშია, მთავრობისთვის მინისტრების ცვლა მომგებიანი არ არის.

"შესაძლებელია, რომ ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებსაც შეეხოთ ცვლილება, მაგრამ ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. მე ვფიქრობ რომ, რომ არ ყოფილიყო დანაშაული, არც ეს თანამდებობა აღმოჩნდებოდა დღეს ვაკანტური. სანამ ისეთი გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირებაა, რომელსაც დღეს ვაკვირდებით, მინისტრების ცვლა მომგებიანი არ არის. ამიტომ, თუ დანაშაული არ გვექნება, მეეჭვება, რომ "ქართული ოცნება" ადვილად წავიდეს მინისტრების ცვლილებებზე", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, კირვალიძის მხრიდან კარგი ნაბიჯია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და თანამდებობის დატოვება.

"კარგი ნაბიჯია კირვალიძის მხრიდან თანამდებობის დატოვება იმ მხრივ, რომ ქართულ სინამდვილეში, ალბათ, დამკვიდრდება ანალოგიურ სიტუაციაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის სტანდარტი. ამ მხრივ, კირვალიძის საქციელი მისასალმებელია. ჩვენ შეიძლება ითქვას მონატრებული ვართ, რომ პოლიტიკურმა ფიგურამ იგრძნოს პასუხისმგებლობა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ნაბიჯი გარკვეულ გავლენას მოახდენს სხვა პიროვნებებზეც", - აღნიშნა საყვარელიძემ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში განცხადება გააკეთა. დავით კირვალიძემ კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავების შესახებაც და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა