პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს "ლაბორატორია 1918"-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
შსს "ლაბორატორია 1918"-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ლა­ბო­რა­ტო­რია 1918"-ის წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს აკე­თებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ლაშა ჯო­ხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სტუ­დენ­ტებ­მა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის არა­ერ­თგზის მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე გზა გა­და­კე­ტეს.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, სტუ­დენ­ტებ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კორ­პუს­თან და­ახ­ლო­ე­ბით ორ­სა­ათ­ნა­ხევ­რის წინ აქ­ცია გა­მარ­თეს. შემ­დეგ მათ მსვლე­ლო­ბით, ვა­რა­ზის­ხე­ვის გავ­ლით, თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლეს, ეტა­პობ­რი­ვად კი გზებს კე­ტავ­დნენ. ჩვენ არა­ერ­თხელ მო­ვუ­წო­დეთ, რომ გზა არ გა­და­ე­კე­ტათ, თუმ­ცა ამას ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს. პი­რი­ქით, დიდი აგ­რე­სი­ით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე კი, მო­ქა­ლა­ქეს ავ­ტო­მან­ქა­ნა და­უ­ზი­ა­ნეს. აქ კი­დევ ერთხელ და­ვუ­წყეთ ხვეწ­ნა-მუ­და­რა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და­ეც­ვათ, მაგ­რამ ჩვენს ნათ­ქვამს ყუ­რა­დღე­ბა ისევ არ მი­აქ­ცი­ეს", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ჯო­ხა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე პირი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ედე­ბათ ბრა­ლათ.

ფოტო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ჟურ­ნალ "ლი­ბე­რა­ლის" ვებ-გვერ­დი­დან

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს "ლაბორატორია 1918"-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

შსს "ლაბორატორია 1918"-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტური ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძემ განუცხადა, სტუდენტებმა, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, რამდენიმე ადგილზე გზა გადაკეტეს.

"როგორც ცნობილია, სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან დაახლოებით ორსაათნახევრის წინ აქცია გამართეს. შემდეგ მათ მსვლელობით, ვარაზისხევის გავლით, თამარ მეფის გამზირისკენ გადაინაცვლეს, ეტაპობრივად კი გზებს კეტავდნენ. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ გზა არ გადაეკეტათ, თუმცა ამას ყურადღება არ მიაქციეს. პირიქით, დიდი აგრესიით გამოირჩეოდნენ. აღმაშენებლის გამზირზე კი, მოქალაქეს ავტომანქანა დაუზიანეს. აქ კიდევ ერთხელ დავუწყეთ ხვეწნა-მუდარა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაეცვათ, მაგრამ ჩვენს ნათქვამს ყურადღება ისევ არ მიაქციეს", - განაცხადა ლაშა ჯოხაძემ.

მისივე განმარტებით, დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებსაც სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალათ.

ფოტო გამოყენებულია ჟურნალ ”ლიბერალის” ვებ-გვერდიდან

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"