პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოაკვლევინეს წნორში თავი პენჯაბელ ფერმერს
რატომ მოაკვლევინეს წნორში თავი პენჯაბელ ფერმერს

გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მი­წის უცხო­ე­ლებ­ზე გა­ყიდ­ვის პრო­ცე­სით და­ინ­ტე­რეს­და. სწო­რედ ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ არ­სე­ბობ­და სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია Crown Imvigration, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­ჯ­მა­ტი სა­ი­ნი "იუ­თუ­ბი­ზე" გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლის მეშ­ვე­ო­ბით მო­უ­წო­დებს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, და არა მხო­ლოდ მათ, იყი­დონ მიწა სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ფი­კინგთა­ნაც კი გვქონ­დეს საქ­მე.

ეს ამ­ბა­ვი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აქამ­დე არ მოქ­ცე­უ­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, დი­დად არც გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა. გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სო­ფელ წნო­რში, ინ­დო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ­მა პან­ჯა­ბელ­მა ფერ­მერ­მა თავი მო­იკ­ლა. ამის თა­ო­ბა­ზე სი­უ­ჟე­ტი ერთ-ერ­თმა ინ­დურ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ მო­ამ­ზა­და. გარ­დაც­ვლი­ლის ძმა ჰყვე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წის სა­ყიდ­ლად წა­სუ­ლი მისი ძმა შუ­ა­მა­ვალ­მა აგენ­ტმა მო­ა­ტყუა - აჩ­ვე­ნა და აყიდ­ვი­ნა კარ­გი მიწა, თუმ­ცა ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მას მი­უ­ვალ ად­გი­ლას ქვა-ღორ­ღი­ა­ნი მიწა მიჰ­ყი­დეს. ამ ამ­ბავ­მა კი მისი ძმა იმ­სხვერ­პლა... ამ ფაქ­ტის შე­ტყო­ბის შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დით რე­ა­ლუ­რად რას აკე­თე­ბენ ის სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ხლი დად­გეს და ქარ­თულ მი­წას უპ­რობ­ლე­მოდ ყი­დი­ან. ვინ და რა დგას მათ უკან? ფაქ­ტია, რომ მათი დახ­მა­რე­ბით არა­ერ­თმა უცხო­ელ­მა შეძ­ლო აქ მი­წის ნაკ­ვე­თის ყიდ­ვა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მათ საქ­მი­ა­ნო­ბას აქვს მე­ო­რე მხა­რეც. ვი­თა­რე­ბა­ში გა­სარ­კვე­ვად კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქე ინ­დო­ელ ბიზ­ნეს­მენ ჯაგ­პალ (პოლ) სინ­გჰს და­ვუ­კავ­შირ­დით. აი, რა გვი­თხრა მან:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვი­ზო რე­ჟი­მი ძა­ლი­ან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, აქ შე­მოს­ვლა ად­ვი­ლია. ამას­თა­ნა­ვე, მი­წაც ინ­დო­ეთ­თან შე­და­რე­ბით ია­ფია. ამი­ტო­მაც ადა­მი­ან­თა გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც უკვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ტრე­ფი­კინ­გით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ხე­ლის მოთ­ბო­ბა გა­და­წყვი­ტა. ინ­დო­ელ ღა­რიბ ფერ­მე­რებს ჯერ და­პი­რე­ბე­ბით აბ­რუ­ე­ბენ, ეუბ­ნე­ბი­ან, რომ აქ ბედ­ნი­ერ და მდიდ­რულ ცხოვ­რე­ბას აი­წყო­ბენ, აქ ჩა­მო­სუ­ლებს კი, დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად, ფულს სძა­ლა­ვენ.

- ვინ არი­ან სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის და­ა­მარ­სებ­ლე­ბი?

- ინ­დო­ე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი საყ­რდე­ნის გა­რე­შე ისი­ნი ამ­დენს ვერ შეძ­ლებ­დნენ. თუმ­ცა ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, მათ­მა ქარ­თველ­მა პარტნი­ო­რებ­მა ზუს­ტად იცი­ან თუ არა, რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად. ტრე­ფი­კინ­გი მთელ მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა. ამით დიდი ფული კეთ­დე­ბა. ინ­დო­ეთ­ში ბევ­რი ღა­ტა­კია, ვი­საც ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­თვის სხვა ქვე­ყა­ნა­ში სურს წას­ვლა.

- რით შეძ­ლეს ამ ხალ­ხის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ინ­დო­ეთ­ში?

- ძი­რი­თა­დად, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მით. ამ ლა­მაზ ვი­დე­ორ­გო­ლებ­ში ჩანს სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მი­წე­ბი, გამ­დიდ­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ინ­დო­ე­ლე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. ბო­ლოს კი ამ­ბო­ბენ, ამა და ამ კომ­პა­ნი­ამ ჩა­მო­მიყ­ვა­ნა აქ და მად­ლო­ბა მასო. ინ­დო­ე­თის ბევრ სო­ფელ­ში ცხოვ­რობს გუ­ლუბ­რყვი­ლო, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი და საკ­მა­ოდ და­ბა­ლი დო­ნის ხალ­ხი, თა­ვი­ანთ სო­ფელ­საც რომ არ გას­ცი­ლე­ბი­ან და იჯე­რე­ბენ ამ ზღაპ­რებს. აქ იმ­დე­ნი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ინ­დო­ე­ლი ვნა­ხე, რომ ძა­ლი­ან შემ­რცხვა, თან ძა­ლი­ან შე­მე­ცო­და ეს ხალ­ხი.

- რა უჯ­დე­ბა ადა­მი­ანს ინ­დო­ე­თი­დან აქ ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად ჩა­მოს­ვლა?

- 2.000-5.000 დო­ლა­რი. თვითმფრ­ინა­ვის ერთ რე­ისს, სულ ცოტა, 25-30 კაცი ჩა­მოჰ­ყავს.

- ეს ერთი კომ­პა­ნი­აა?

- რო­გორც ვიცი, 3-4 კომ­პა­ნი­აა, თუმ­ცა ერთი მათ­გა­ნი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და ყვე­ლა­ზე მა­ტყუ­ა­რაა. ვი­მე­ო­რებ, მათი საქ­მი­ა­ნო­ბა სე­რი­ო­ზულ ინ­ვეს­ტო­რებს ხელს უშ­ლის.

ბა­ტო­ნი პო­ლის მო­ნა­ყო­ლის შემ­დეგ ინ­დუ­რი ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა პოვ­ნა გა­დავ­წყვი­ტეთ. ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც არ გაგ­ვჭირ­ვე­ბია, აღ­მოჩ­ნდა, რომ შუ­ა­მა­ვალ­თა მიერ მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი საკ­მა­ოდ ბევ­რია. ამ­ჯე­რად ორი მათ­გა­ნის თავ­გა­და­სა­ვალს გთა­ვა­ზობთ.

სანი სინ­გჰი 28 წლი­საა, ჩემ წინ და­ღო­ნე­ბუ­ლი ზის და ლა­პა­რა­კი­სას ლა­მის არის იტი­როს. ამ­ბობს, რომ არ გა­უ­მარ­თლა, რად­გან მა­ტყუ­ა­რა ხალ­ხის ბა­დე­ში მოყ­ვა:

- სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ კომ­პა­ნია Crown Imvigration-ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო და სა­გა­ზე­თო რეკ­ლა­მე­ბი­დან შე­ვი­ტყვე. აცხა­დებ­და, რომ აქ იყო სა­უ­კე­თე­სო მი­წე­ბი, თან ძა­ლი­ან ია­ფად. და­ვუ­კავ­შირ­დი კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მი­დას­ტუ­რა, ოღონდ აქ რომ ჩა­მო­ვეყ­ვა­ნე, კომ­პა­ნი­ის­თვის 5.000 დო­ლა­რი უნდა გა­და­მე­ხა­და. მეც ავ­დე­ქი და გა­და­ვი­ხა­დე. ისი­ნი მპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ დამ­ხვდე­ბოდ­ნენ აე­რო­პორ­ტში, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი სა­ცხოვ­რებ­ლით და საკ­ვე­ბით, ამ პე­რი­ოდ­ში კი მი­წა­საც მო­მა­ძებ­ნი­ნებ­დნენ. ოღონდ ამა­ში ბი­ლე­თის ფასი არ შე­დი­ო­და, ეს ცალ­კე გა­და­ვი­ხა­დე. თუმ­ცა აქ ჩა­მო­სუ­ლი, ღია ცის ქვეშ აღ­მოვ­ჩნდი. დღეს სა­ცხოვ­რე­ბელ ხარ­ჯებს ჯი­ბის ფუ­ლი­დან ვფა­რავ. დი­ჯ­მა­ტი სა­ინ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად მი­თხრა, რომ აქ მი­წას მა­ყიდ­ვი­ნებ­და, ჰექ­ტარს 2.000 დო­ლა­რად, აქ ჩა­მო­სულს კი მი­თხრა, ჰექ­ტარ­ში 5.000 დო­ლა­რი უნდა გა­და­ი­ხა­დოო. ამ­დენს ნამ­დვი­ლად ვერ გა­და­ვიხ­დი, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს. და­მიბ­რუ­ნოს ჩემი ფული და წა­ვალ ისევ უკან. ყო­ველ დღე მივ­დი­ვარ და ვი­თხოვ ჩემს ფულს, მაგ­რამ უარს მე­უბ­ნე­ბა. ახლა სხვა ზღაპ­რებს მიყ­ვე­ბა, აქ თუ არ მოგ­წონს, ბრა­ზი­ლი­ა­ში წა­გიყ­ვა­ნო და ამა­ში კი­დევ უფრო დიდ ფულს მთხოვს. მა­გას უკვე ნამ­დვი­ლად ვე­ღარ ვენ­დო­ბი. თვე­ზე მე­ტია აქა ვარ, სხვას აღა­რა­ფერს ვი­თხოვ, და­მიბ­რუ­ნოს ამ კომ­პა­ნი­ამ ჩემი ფული, უკან რომ წა­ვი­დე.

აქ ჩა­მო­სუ­ლი ინ­დო­ე­ლე­ბი უკვე ვეჭ­ვობთ, რომ ეს დი­ჯ­მატ სა­ი­ნი რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლოა სულ სხვა ადა­მი­ა­ნი იყოს და სხვად ასა­ღებ­დეს თავს. მე მისი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი არ მი­ნა­ხავს, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ სი­ტყვა­ზე ვენ­დე. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მინ­და ვთხო­ვო, მი­აქ­ცი­ოს ამ სა­კითხს ყუ­რა­დღე­ბა და შე­ა­ჩე­როს ეს კომ­პა­ნია, კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რომ არ მო­ა­ტყუ­ონ ჩემ­სა­ვით.

შა­რან სინ­გჰი 34 წლი­საა, ინ­დო­ეთ­ში ცოლი და ბავ­შვე­ბი და­ტო­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გი ცხოვ­რე­ბის იმე­დით ჩა­მო­ვი­და. შუ­ა­მა­ვა­ლი აგენ­ტი ჰპირ­დე­ბო­და, რომ მალე ცოლ-შვი­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა­შიც და­ეხ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა აქ ჩა­მო­სულ­მა აე­რო­პორ­ტში­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მო­ა­ტყუ­ეს. არც აე­რო­პორ­ტში დახ­ვედ­რია ვინ­მე და არც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უშო­ვი­ათ. შა­რან­მა ინ­გლი­სუ­რიც არ იცის, მე­გო­ბა­რი ეხ­მა­რე­ბა და გვი­თარ­გმნის ჰინ­დი­დან:

- ჩა­მოს­ვლა­ში 2.000 დო­ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე. ათა­სი დო­ლა­რი ინ­დო­ეთ­ში მი­ვე­ცი Crown immigration-ის წარ­მო­მად­გე­ნელს, ათა­სი კი აქ ჩა­მოს­ვლის მერე. 18 დღეა აქ ვარ და მივ­ხვდი, რომ რა­ი­მე პერ­სპექ­ტი­ვის იმე­დი არ უნდა მქონ­დეს. არა­და, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გამ­დიდ­რე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იყო. აქ ბევ­რი ინ­დო­ე­ლი ვნა­ხე, ვინც ჩემ­სა­ვით მო­ტყუ­ე­ბუ­ლია და ინ­დო­ეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა უნდა. არი­ან ისე­თე­ბიც, ვის მო­ტყუ­ე­ბა­საც კი­დევ ახერ­ხე­ბენ და ახლა აქე­დან სხვა ქვე­ყა­ნა­ში გაგ­ზავ­ნა­ში სძა­ლა­ვენ ფულს.

- ვიდ­რე წა­მოს­ვლას გა­და­წყვეტ­დი, იცო­დი, სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი პა­ტა­რა და მცი­რე­მი­წი­ა­ნი ქვე­ყა­ნა რომ იყო?

- არა, აგენ­ტი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ აქ ყვე­ლას სამ­ყო­ფი მიწა იყო. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მაჩ­ვე­ნა მიწა, მაგ­რამ ეტყო­ბო­და, სრუ­ლი­ად მო­უ­სავ­ლი­ა­ნი და უვარ­გი­სი იყო, თან ჰექ­ტარ­ში 2.500 დო­ლარს მთხოვ­და, რა­ზეც უარი ვთქვი. ახლა უკან წას­ვლას ვა­პი­რებ.

კი­დევ ერთი მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ინ­დო­ე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, ასა­ხე­ლებს კი­დევ ერთ პი­როვ­ნე­ბას და ამ­ბობს, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ საქ­მის სა­თა­ვე­ში სწო­რედ ის დგას:

- რენ­ჯოდ სინ­გჰი ამ­ჟა­მად რუს­თავ­ში ცხოვ­რობს იქ ეწე­ვა სა­შუ­ა­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას. თით­ქმის და­ზუს­ტე­ბით ვიცი, რომ სწო­რედ ამ კაც­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­ჯ­მა­ტი სა­ი­ნი, არ გა­მოვ­რი­ცხავ, მათ ერ­თობ­ლი­ვი "შავი" ბიზ­ნე­სი ჰქონ­დეთ.

ვფიქ­რობთ, ამ სა­კი­თხის შეს­წავ­ლით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ და ბო­ლოს და ბო­ლოს შე­წყდეს პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ინ­ტე­რეს­საც არა­ფერ­ში არ­გია და გა­მო­დის რომ, აქ ჩა­მო­სულ ბე­დის მა­ძი­ე­ბელ უცხო­ე­ლებ­საც გვა­რი­ა­ნად აზა­რა­ლებს.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რატომ მოაკვლევინეს წნორში თავი პენჯაბელ ფერმერს

რატომ მოაკვლევინეს წნორში თავი პენჯაბელ ფერმერს

გაზეთი "ყველა სიახლე" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის პროცესით დაინტერესდა. სწორედ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არსებობდა საშუამავლო კომპანია Crown Imvigration, რომლის ხელმძღვანელი დიჯმატი საინი "იუთუბიზე" განთავსებული ვიდეორგოლის მეშვეობით მოუწოდებს თანამემამულეებს, და არა მხოლოდ მათ, იყიდონ მიწა საქართველოში. თუმცა ჩვენი რესპონდენტები ფიქრობენ, რომ გამორიცხული არ არის, საერთაშორისო ტრეფიკინგთანაც კი გვქონდეს საქმე.

ეს ამბავი მედიის ყურადღების ცენტრში აქამდე არ მოქცეულა და შესაბამისად, დიდად არც გახმაურებულა. გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში, სოფელ წნო­რში, ინდოეთიდან ჩამოსულმა პანჯაბელმა ფერმერმა თავი მოიკლა. ამის თაობაზე სიუჟეტი ერთ-ერთმა ინდურმა ტელეკომპანიამ მოამზადა. გარდაცვლილის ძმა ჰყვება, რომ საქართველოში მიწის საყიდლად წასული მისი ძმა შუამავალმა აგენტმა მოატყუა - აჩვენა და აყიდვინა კარგი მიწა, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეესტრის მონაცემების მიხედვით, მას მიუვალ ადგილას ქვა-ღორღიანი მიწა მიჰყიდეს. ამ ამბავმა კი მისი ძმა იმსხვერპლა... ამ ფაქტის შეტყობის შემდეგ დავინტერესდით რეალურად რას აკეთებენ ის საშუამავლო კომპანიები, რომელთაც საქართველოში და­ხლი დადგეს და ქართულ მიწას უპრობლემოდ ყიდიან. ვინ და რა დგას მათ უკან? ფაქტია, რომ მათი დახმარებით არაერთმა უცხოელმა შეძლო აქ მიწის ნაკვეთის ყიდვა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ საქმიანობას აქვს მეორე მხარეც. ვითარებაში გასარკვევად კანადის მოქალაქე ინდოელ ბიზნესმენ ჯაგპალ (პოლ) სინგჰს დავუკავშირდით. აი, რა გვითხრა მან:

- საქართველოში სავიზო რეჟიმი ძალიან გამარტივებულია. შესაბამისად, აქ შემოსვლა ადვილია. ამასთანავე, მიწაც ინდოეთთან შედარებით იაფია. ამიტომაც ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტრეფიკინგით არის დაკავებული, ხელის მოთბობა გადაწყვიტა. ინდოელ ღარიბ ფერმერებს ჯერ დაპირებებით აბრუებენ, ეუბნებიან, რომ აქ ბედნიერ და მდიდრულ ცხოვრებას აიწყობენ, აქ ჩამოსულებს კი, დახმარების ნაცვლად, ფულს სძალავენ.

- ვინ არიან საშუამავლო კომპანიების დაამარსებლები?

- ინდოელები არიან, მაგრამ ქართული საყრდენის გარეშე ისინი ამდენს ვერ შეძლებდნენ. თუმცა ძნელი სათქმელია, მათმა ქართველმა პარტნიორებმა ზუსტად იციან თუ არა, რა ხდება რეალურად. ტრეფიკინგი მთელ მსოფლიოში უდიდესი პრობლემაა. ამით დიდი ფული კეთდება. ინდოეთში ბევრი ღატაკია, ვისაც ფულის საშოვნელად და უკეთესი ცხოვრებისთვის სხვა ქვეყანაში სურს წასვლა.

- რით შეძლეს ამ ხალხის დაინტერესება ინდოეთში?

- ძირითადად, ფართომასშტაბიანი სატელევიზიო რეკლამით. ამ ლამაზ ვიდეორგოლებში ჩანს საქართველოს ბუნება, დამუშავებული მიწები, გამდიდრებული და ბედნიერი ინდოელები, რომელთაც საქართველოში დიდ წარმატებას მიაღწიეს. ბოლოს კი ამბობენ, ამა და ამ კომპანიამ ჩამომიყვანა აქ და მადლობა მასო. ინდოეთის ბევრ სოფელში ცხოვრობს გულუბრყვილო, გაუნათლებელი და საკმაოდ დაბალი დონის ხალხი, თავიანთ სოფელსაც რომ არ გასცილებიან და იჯერებენ ამ ზღაპრებს. აქ იმდენი გაუნათლებელი ინდოელი ვნახე, რომ ძალიან შემრცხვა, თან ძალიან შემეცოდა ეს ხალხი.

- რა უჯდება ადამიანს ინდოეთიდან აქ ბედის საძებნელად ჩამოსვლა?

- 2.000-5.000 დოლარი. თვითმფრ­ინავის ერთ რეისს, სულ ცოტა, 25-30 კაცი ჩამოჰყავს.

- ეს ერთი კომპანიაა?

- როგორც ვიცი, 3-4 კომპანიაა, თუმცა ერთი მათგანი ყველაზე ძლიერი და ყველაზე მატყუარაა. ვიმეორებ, მათი საქმიანობა სერიოზულ ინვესტორებს ხელს უშლის.

ბატონი პოლის მონაყოლის შემდეგ ინდური ტრეფიკინგის მსხვერპლთა პოვნა გადავწყვიტეთ. ეს მაინცდამაინც არ გაგვჭირვებია, აღმოჩნდა, რომ შუამავალთა მიერ მოტყუებული ადამიანი საკმაოდ ბევრია. ამჯერად ორი მათგანის თავგადასავალს გთავაზობთ.

სანი სინგჰი 28 წლისაა, ჩემ წინ დაღონებული ზის და ლაპარაკისას ლამის არის იტიროს. ამბობს, რომ არ გაუმართლა, რადგან მატყუარა ხალხის ბადეში მოყვა:

- საქართველოს შესახებ კომპანია Crown Imvigration-ის სატელევიზიო და საგაზეთო რეკლამებიდან შევიტყვე. აცხადებდა, რომ აქ იყო საუკეთესო მიწები, თან ძალიან იაფად. დავუკავშირდი კომპანიას, რომელმაც ეს ყველაფერი დამიდასტურა, ოღონდ აქ რომ ჩამოვეყვანე, კომპანიისთვის 5.000 დოლარი უნდა გადამეხადა. მეც ავდექი და გადავიხადე. ისინი მპირდებოდნენ, რომ დამხვდებოდნენ აეროპორტში, ერთი თვის განმავლობაში უზრუნველყოფილი ვიქნებოდი საცხოვრებლით და საკვებით, ამ პერიოდში კი მიწასაც მომაძებნინებდნენ. ოღონდ ამაში ბილეთის ფასი არ შედიოდა, ეს ცალკე გადავიხადე. თუმცა აქ ჩამოსული, ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდი. დღეს საცხოვრებელ ხარჯებს ჯიბის ფულიდან ვფარავ. დიჯმატი საინმა თავდაპირველად მითხრა, რომ აქ მიწას მაყიდვინებდა, ჰექტარს 2.000 დოლარად, აქ ჩამოსულს კი მითხრა, ჰექტარში 5.000 დოლარი უნდა გადაიხადოო. ამდენს ნამდვილად ვერ გადავიხდი, ამის საშუალება არ მაქვს. დამიბრუნოს ჩემი ფული და წავალ ისევ უკან. ყოველ დღე მივდივარ და ვითხოვ ჩემს ფულს, მაგრამ უარს მეუბნება. ახლა სხვა ზღაპრებს მიყვება, აქ თუ არ მოგწონს, ბრაზილიაში წაგიყვანო და ამაში კიდევ უფრო დიდ ფულს მთხოვს. მაგას უკვე ნამდვილად ვეღარ ვენდობი. თვეზე მეტია აქა ვარ, სხვას აღარაფერს ვითხოვ, დამიბრუნოს ამ კომპანიამ ჩემი ფული, უკან რომ წავიდე.

აქ ჩამოსული ინდოელები უკვე ვეჭვობთ, რომ ეს დიჯმატ საინი რეალურად შესაძლოა სულ სხვა ადამიანი იყოს და სხვად ასაღებდეს თავს. მე მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ მინახავს, სამწუხაროდ, მხოლოდ სიტყვაზე ვენდე. საქართველოს ხელისუფლებას მინდა ვთხოვო, მიაქციოს ამ საკითხს ყურადღება და შეაჩეროს ეს კომპანია, კიდევ ბევრი ადამიანი რომ არ მოატყუონ ჩემსავით.

შარან სინგჰი 34 წლისაა, ინდოეთში ცოლი და ბავშვები დატოვა და საქართველოში კარგი ცხოვრების იმედით ჩამოვიდა. შუამავალი აგენტი ჰპირდებოდა, რომ მალე ცოლ-შვილის ჩამოყვანაშიც დაეხმარებოდა, თუმცა აქ ჩამოსულმა აეროპორტშივე აღმოაჩინა, რომ მოატყუეს. არც აეროპორტში დახვედრია ვინმე და არც საცხოვრებელი უშოვიათ. შარანმა ინგლისურიც არ იცის, მეგობარი ეხმარება და გვითარგმნის ჰინდიდან:

- ჩამოსვლაში 2.000 დოლარი გადავიხადე. ათასი დოლარი ინდოეთში მივეცი Crown immigration-ის წარმომადგენელს, ათასი კი აქ ჩამოსვლის მერე. 18 დღეა აქ ვარ და მივხვდი, რომ რაიმე პერსპექტივის იმედი არ უნდა მქონდეს. არადა, მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში გამდიდრება ძალიან ადვილი იყო. აქ ბევრი ინდოელი ვნახე, ვინც ჩემსავით მოტყუებულია და ინდოეთში დაბრუნება უნდა. არიან ისეთებიც, ვის მოტყუებასაც კიდევ ახერხებენ და ახლა აქედან სხვა ქვეყანაში გაგზავნაში სძალავენ ფულს.

- ვიდრე წამოსვლას გადაწყვეტდი, იცოდი, საქართველო ასეთი პატარა და მცირემიწიანი ქვეყანა რომ იყო?

- არა, აგენტი მეუბნებოდა, რომ აქ ყველას სამყოფი მიწა იყო. კომპანიის წარმომადგენელმა მაჩვენა მიწა, მაგრამ ეტყობოდა, სრულიად მოუსავლიანი და უვარგისი იყო, თან ჰექტარში 2.500 დოლარს მთხოვდა, რაზეც უარი ვთქვი. ახლა უკან წასვლას ვაპირებ.

კიდევ ერთი მოტყუებული ინდოელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ასახელებს კიდევ ერთ პიროვნებას და ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ამ საქმის სათავეში სწორედ ის დგას:

- რენჯოდ სინგჰი ამჟამად რუსთავში ცხოვრობს იქ ეწევა საშუამავლო საქმიანობას. თითქმის დაზუსტებით ვიცი, რომ სწორედ ამ კაცმა ჩამოიყვანა საქართველოში დიჯმატი საინი, არ გამოვრიცხავ, მათ ერთობლივი "შავი" ბიზნესი ჰქონდეთ.

ვფიქრობთ, ამ საკითხის შესწავლით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და ბოლოს და ბოლოს შეწყდეს პროცესი, რომელიც ქვეყნის ინტერესსაც არაფერში არგია და გამოდის რომ, აქ ჩამოსულ ბედის მაძიებელ უცხოელებსაც გვარიანად აზარალებს.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ