სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიტოვებული მიწისქვეშეთი - როდის დასრულდება მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა?
მიტოვებული მიწისქვეშეთი - როდის დასრულდება მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა?

თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სა­ბურ­თა­ლოს ხა­ზის მეტ­რო­სად­გურ "უნი­ვერ­სი­ტე­ტის" მშე­ნებ­ლო­ბა ჯერ კი­დევ 1986 წელს და­ი­წყო და 1995 წელს უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მშე­ნებ­ლო­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით და­კონ­სერვდა... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2010 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას გიგი უგუ­ლა­ვა თბი­ლი­სე­ლებს სა­ზე­ი­მოდ ჰპირ­დე­ბო­და: რკი­ნიგ­ზის ქა­ლაქ­გა­რეთ გა­ტა­ნის პრო­ექტთან ერ­თად დე­და­ქა­ლაქ­ში ამოქ­მედ­დე­ბა ახა­ლი მეტ­რო­სად­გუ­რი "უნი­ვერ­სი­ტე­ტიო". მოგ­ვი­ა­ნე­ბით მეტ­რო­სად­გურს სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლეს და "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი" უწო­დეს, მაგ­რამ ვერც ორმა სა­თა­ურ­მა და­ა­ყე­ნა მშე­ნებ­ლო­ბის ეპო­პე­ას საშ­ვე­ლი...

თბი­ლი­სის მე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე ნათ­ქვა­მია, რომ "მეტ­რო­სად­გუ­რი ამ­ჟა­მად მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­შია". თბილ­ისის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში ჩვენს კით­ხვა­ზე: იგეგ­მე­ბა თუ არა მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა? თუ იგეგ­მე­ბა, რო­დის და­ი­წყე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი? "გვი­პა­სუ­ხეს: პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს და დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის მი­მარ­თეთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდს. ამ სა­კი­თხზე რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შოთა მურ­ღუ­ლი­ამ გვი­თხრა: "სა­მი­ნის­ტროს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა ამ მშე­ნებ­ლო­ბის ახა­ლი პრო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვა, მას უნდა ჩა­უ­ტარ­დეს ექ­სპერ­ტი­ზა, რა­საც თვე-ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­დე­ბა, რად­გან ეს საკ­მა­ოდ საფრ­თხის შემ­ცვე­ლი მშე­ნებ­ლო­ბაა, გვი­რაბ­ში ახლა წყა­ლი ჩა­მო­დის, არა­ერ­თი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. მეტ­რო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას და­ა­ფი­ნან­სებს აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი, და­ახ­ლო­ე­ბით 45 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­მო­ყოფს; ჯერ გა­მო­ცხად­დე­ბა­ ტენ­დე­რი, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნას 3 თვე დას­ჭირ­დე­ბა; ჩვენ ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა, წე­სე­ბი უნდა და­ვიც­ვათ, რათა აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა სა­ჭი­რო თან­ხა გა­მო­ყოს". ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. მა­ნამ­დე კი, "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ფო­ტო­მა­სა­ლას გთა­ვა­ზობთ, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის "მი­ტო­ვე­ბულ მი­წის­ქვე­შეთ­ში" ერთ-ერ­თმა უკ­რა­ი­ნელ­მა ექ­სტრე­მალ­მა გა­და­ი­ღო.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მიტოვებული მიწისქვეშეთი - როდის დასრულდება მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა?

მიტოვებული მიწისქვეშეთი - როდის დასრულდება მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა?

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხა­ზის მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა ჯერ კიდევ 1986 წელს დაიწყო და 1995 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლობა გაურკვეველი ვადით დაკონსერვდა... აღსანიშნავია, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გიგი უგულავა თბილისელებს საზეიმოდ ჰპირდებოდა: რკინიგზის ქალაქგარეთ გატანის პროექტთან ერთად დედაქალაქში ამოქმედდება ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტიო". მოგვიანებით მეტროსადგურს სახელი შეუცვალეს და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" უწოდეს, მაგრამ ვერც ორმა სათაურმა დააყენა მშენებლობის ეპოპეას საშველი...

თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ "მეტროსადგური ამჟამად მშენებლობის პროცესშია". თბილ­ისის მერიის პრესსამსახურში ჩვენს კით­ხვაზე: იგეგმება თუ არა მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება? თუ იგეგმება, როდის დაიწყება სამუშაოები? "გვიპასუხეს: პროექტი მიმდინარეობს და დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს. ამ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ გვითხრა: "სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ მშენებლობის ახალი პროექტი შეიმუშავა, მას უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რასაც თვე-ნახევარი დასჭირდება, რადგან ეს საკმაოდ საფრთხის შემცველი მშენებლობაა, გვირაბში ახლა წყალი ჩამოდის, არაერთი სამუშაოა ჩასატარებელი. მეტროსადგურის მშენებლობას დააფინანსებს აზიის განვითარების ბანკი, დაახლოებით 45 მილიონ დოლარს გამოყოფს; ჯერ გამოცხადდება­ ტენდერი, გამარჯვებულის გამოვლენას 3 თვე დასჭირდება; ჩვენ ყველა პროცედურა, წესები უნდა დავიცვათ, რათა აზიის განვითარების ბანკმა საჭირო თანხა გამოყოს". ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მანამდე კი, "ყველა სიახლე" ფოტომასალას გთავაზობთ, რომელიც თბილისის "მიტოვებულ მიწისქვეშეთში" ერთ-ერთმა უკრაინელმა ექსტრემალმა გადაიღო.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"