საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიურპრიზს უმზადებს "ნაციონალურ მოძრაობას" ირინა იმერლიშვილი
რა სიურპრიზს უმზადებს "ნაციონალურ მოძრაობას" ირინა იმერლიშვილი

ცხოვ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია. სწო­რედ ასეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბა­ზი­დან, მაგ­რამ მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა დო­კუ­მენ­ტებ­მა, რომ­ლებ­შიც პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი და მისი გა­რე­მოც­ვა თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში ჩა­ა­ყე­ნა. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მა­ჯუ­რი მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას­თვის, დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­ა­ხალ­წლო ტური დუ­ბა­ი­ში, ივა­ნა მე­ლა­ის ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი, სოფო ნი­ჟა­რა­ძის თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რო­ბის ხარ­ჯე­ბი და კი­დევ ბევ­რი სხვა... დე­პუ­ტა­ტი ქალ­ბა­ტო­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წო­დე­ბით გე­ნე­რა­ლი გახ­ლავთ. მე­უღ­ლე კერ­ძო სექ­ტორ­ში მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა აგ­რე­სი­უ­ლი და სკან­და­ლუ­რი უწო­დეს, თუმ­ცა ამას არ გა­ნიც­დის და მათ­თვის კი­დევ ერთი სი­ურპრი­ზის მო­წყო­ბას გეგ­მავს.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. წარ­მო­შო­ბით კა­ხე­ლი ვარ, ყვარ­ლი­დან. პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. მშობ­ლე­ბი ბი­ო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ. მამა გარ­და­იც­ვა­ლა. დედა დღემ­დე ას­წავ­ლის ერთ-ერთ სკო­ლა­ში, სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე გახ­ლავთ. ბი­ო­ლო­გე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და, რომ მეც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ავირ­ჩიე. სკო­ლა მე­დალ­ზე არ და­მიმ­თავ­რე­ბია, მაგ­რამ ცუ­დად არ ვსწავ­ლობ­დი. ჩემი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ ბიზ­ნეს­მე­ნი სოსო ფხა­კა­ძე, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, პო­ლი­ტი­კო­სი ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი. მე­გობ­რუ­ლი კლა­სი გვქონ­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მერე მე­გობ­რო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად არ გაგ­რძელ­და. ბი­ო­ლო­გი­ურ­ზე რომ ვა­ბა­რებ­დი, ძა­ლი­ან დიდი კონ­კურ­სი იყო. კურ­სზე სულ გო­გო­ნე­ბი ვი­ყა­ვით, ხუთი ბიჭი გვყავ­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტი წარ­მა­ტე­ბით და­ვამ­თავ­რე. მა­შინ ახა­ლი შე­მო­სუ­ლი იყო ეკო­ლო­გია და მეც ამ პრო­ფე­სი­ას გავ­ყე­ვი. ჩემი სა­კურ­სოს და შემ­დეგ სა­დიპ­ლო­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი ნანა ნემ­სა­ძე გახ­ლდათ. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მოვ­ხვდი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, რო­მელ­საც მა­შინ პა­ა­ტა შან­ში­აშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ერთ დღეს პა­ა­ტამ მი­თხრა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის თე­მა­ზე კა­ნო­ნი გა­ნი­ხი­ლე­ბა და იქ­ნებ ჩა­ვერ­თო­თო. პა­ა­ტამ და ნა­ნამ მეც წა­მიყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლად მა­შინ მოვ­ხვდი პარ­ლა­მენ­ტში, მე­ო­თხე კურ­სზე ვი­ყა­ვი. პარ­ლა­მენ­ტში გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­სი­ას ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მა­შინ არა­ვის ვიც­ნობ­დი და "მწვა­ნე­თა ფრაქ­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ ზუ­რაბ ჟვა­ნია. რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ნო­ღა­ი­დელ­მა მათ­თან სამ­სა­ხურ­ში დარ­ჩე­ნა შე­მომ­თა­ვა­ზა. იმ დრო­ი­დან გავ­ხდი პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი. მა­შინ თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყა­ვი, მე­ო­რად ფა­კულ­ტეტ­ზე უფა­სოდ ჩა­ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც გქონ­და. მე­ო­რე კურ­სი­დან ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ჩა­ვა­ბა­რე და სამი წელი სა­ღა­მოს, მე­ო­რე ცვლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ომის პე­რი­ო­დი იყო, ტრან­სპორ­ტი ცუ­დად მოძ­რა­ობ­და. მე ვფიქ­რობ, კარ­გად მო­ვი­ქე­ცი, რად­გან ბევ­რი მომ­ცა ამ ფა­კულ­ტეტ­მა. პრე­სის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ვსწავ­ლობ­დი და რამ­დე­ნი­მე სტა­ტი­აც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე.

- პარ­ლა­მენ­ტში თქვე­ნი მუ­შა­ო­ბა რო­გორ გაგ­რძელ­და?

- 1995 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ზუ­რაბ ჟვა­ნია პარ­ლა­მენ­ტის თა­ვმჯდო­მა­რე გახ­და. მან შე­მომ­თა­ვა­ზა პარ­ლა­მენ­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. ეს იყო ძა­ლი­ან დიდი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. თან მა­შინ პარ­ლა­მენ­ტი იმე­ლის ძველ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვი­და. იმ პე­რი­ოდ­ში ჟვა­ნი­ამ დიდი როლი შე­ას­რუ­ლა ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ვა­მა­ყობ, რომ ამა­ში პა­ტა­რა წვლი­ლი მეც მი­მი­ძღვის. პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და რო­დე­საც ვამ­თავ­რებ­დი, 2000 წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი გახ­და. ყვე­ლას გაგ­ვიკ­ვირ­და, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში მიშა უკვე ოპო­ზი­ცი­ა­ში ედგა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს. სა­ნამ კენ­ჭს უყ­რიდ­ნენ, მე და კოტე კუბ­ლაშ­ვილს დაგ­ვი­ძა­ხა და გვთხო­ვა, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბად გავ­ყო­ლო­დით. მა­შინ მი­შაც ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო და ჩვენც ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. მახ­სოვს, როცა წარ­გვად­გი­ნეს, შე­ვარ­დნა­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ჩვენ­ზე იხუმ­რა, მიშა და მისი სა­ბავ­შვო ბა­ღიო.

- რა­ტომ შე­გარ­ჩი­ათ სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­ად­გი­ლედ?

- მან იცო­და, რა შე­მეძ­ლო და ეტყო­ბა, სჭირ­დე­ბო­და ასე­თი ადა­მი­ა­ნი. პირ­ვე­ლი­დან ბოლო დღემ­დე ერ­თად ვი­ყა­ვით. შემ­დეგ დაგ­ვე­მა­ტა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. მიშა საკ­მა­ოდ კარ­გი უფ­რო­სი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გვქონ­და. გზა­დაგ­ზა შე­მოგ­ვე­მატ­ნენ გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე, მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი.

- შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი კა­რი­ე­რა?

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წა­ვი­და და ხელ­მე­ო­რედ იყა­რა კენ­ჭი დე­პუ­ტა­ტად ვა­კე­ში. მას არ უთ­ქვამს, რომ გავ­ყო­ლო­დით, ასე არც დამ­დგა­რა საქ­მე. პი­რი­ქით, თქვა, თუ ვინ­მეს დარ­ჩე­ნა შეგ­ვეძ­ლო, დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით. ერ­თა­დერ­თი, ვინც არ ისურ­ვა დარ­ჩე­ნა, იყო ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე ექვს თვე­ში წა­ვი­და სა­მი­ნის­ტრო­დან, მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი კი­დევ მუ­შა­ობ­და. რო­დე­საც რო­ლანდ გი­ლი­გაშ­ვი­ლი მო­ვი­და მი­ნის­ტრად, მე და გი­ორ­გი წკრი­ა­ლაშ­ვილს მო­ად­გი­ლე­ო­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა და დავ­თან­ხმდით. კი­დევ ორი წე­ლი­წა­დი ვი­ყა­ვი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე. აქე­დან ბოლო რვა თვე მი­ნის­ტრის გა­რე­შე ვმარ­თავ­დით ამ უწყე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მოს­ვლის შემ­დეგ, ჯერ კი­დევ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არ იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, იუს­ტი­ცი­ის ახალ მი­ნის­ტრად ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და, მას შემ­დეგ ზურა არ მი­ნა­ხავს. მათ­თან რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ზუს­ტად ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნი გავ­ხდე­ბო­დი და ამის სურ­ვი­ლი არ მქონ­და.

- ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ და­ტო­ვეთ თა­ნამ­დე­ბო­ბა?

- დიახ, მე აღარ ვყო­ფილ­ვარ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დის ჩი­ნოვ­ნი­კიც არ ვყო­ფილ­ვარ, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი. წა­ვე­დი სახ­ლში...

- გე­ნე­რა­ლი რო­დის გახ­დით?

- რო­ლანდ გი­ლი­გაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში. სა­ა­კაშ­ვილ­მა წარ­მად­გი­ნა წო­დე­ბა­ზე, შემ­დეგ მიშა წა­ვი­და და გი­ლი­გაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­ვარ­დნა­ძემ მომ­ცა გე­ნერ­ლო­ბა. ეს არის იუს­ტი­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო მრჩევ­ლის წო­დე­ბა, რო­მე­ლიც უთა­ნაბრდე­ბა გე­ნერ­ლო­ბას. პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და პო­ლი­ცი­ა­საც აქვს ჩვენ­ნა­ი­რი წო­დე­ბე­ბი. პო­ლი­ცი­ა­ში რომ და­ვი­წყო მუ­შა­ო­ბა, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ვიქ­ნე­ბი. მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ არც მა­ნამ­დე და არც ჩემ შემ­დეგ ეს წო­დე­ბა ქალ­ბა­ტო­ნის­თვის არ მი­უ­ნი­ჭე­ბი­ათ.

- ამ­დე­ნი წლის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ სახ­ლში წას­ვლა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- ძა­ლი­ან, რად­გან 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დი. ეს იყო 2003 წლის 30 დე­კემ­ბე­რი. 31 დე­კემ­ბერს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ და­მი­რე­კა, რო­მე­ლიც მა­შინ პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო და მი­თხრა, რომ ჩემს გან­ცხა­დე­ბას ხელს არ მო­ა­წერ­და. ავუხ­სე­ნი, რომ არ შე­მეძ­ლო იქ ყოფ­ნა, რად­გან იმა­ვე­ნა­ი­რად არ ვფიქ­რობ­დი. მას შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, არც თა­ვად მეხ­მი­ა­ნე­ბოდ­ნენ და არც მე ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დი. გა­მარ­ჯო­ბაც აღარ გვით­ქვამს ერ­თმა­ნე­თის­თვის. ჩემს პო­ზი­ცი­ა­ზე კი გიგი უგუ­ლა­ვამ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. იმ ოთახ­ში იჯდა, სა­დაც მე (იღი­მე­ბა). დღე­საც არ მინ­და მათ­თან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. გახ­სოვთ მა­შინ, რო­გო­რი წმენ­და მი­დი­ო­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც მათი მომ­ხრე­ე­ბი არ იყ­ვნენ. რო­დე­საც ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, მე­უღ­ლემ, რო­მე­ლიც მე­რი­ა­ში კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გახ­ლდათ, გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა და წა­მო­ვი­და. ასე­ვე ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა, რო­მე­ლიც ჩემს გაც­ნო­ბამ­დე ბევ­რი წელი თბი­ლი­სის სტა­ტის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა და წა­მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან. მა­შინ მარ­თლა შეგ­ვექ­მნა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ორი პა­ტა­რა ბავ­შვი გვყავ­და. მე და მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც ასე­ვე იუ­რის­ტია, სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ოს ძებ­ნა გვი­წევ­და. პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი იუ­რის­ტად, რომ ხელ­ფა­სი ამე­ღო და თავი გვერ­ჩი­ნა. ბიზ­ნე­სიც წა­მო­ვი­წყეთ, ბევ­რი რამ ვცა­დეთ, მაგ­რამ მას შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში აღარ გვიც­დია სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რა სიურპრიზს უმზადებს "ნაციონალურ მოძრაობას" ირინა იმერლიშვილი

რა სიურპრიზს უმზადებს "ნაციონალურ მოძრაობას" ირინა იმერლიშვილი

ცხოვრებაში საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებულია. სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა ქალბატონი ირინა იმერლიშვილი ახალი პარლამენტის დარბაზიდან, მაგრამ მის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა, რომლებშიც პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის გასაიდუმლოებული ხარჯები იყო წარმოდგენილი, ქვეყნის პირველი პირი და მისი გარემოცვა თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა. ძვირად ღირებული სამაჯური მარიამ საჯაიასთვის, დეპუტატების საახალწლო ტური დუბაიში, ივანა მელაის ოქროს სამკაულები, სოფო ნიჟარაძის თვითმფრინავით მგზავრობის ხარჯები და კიდევ ბევრი სხვა... დეპუტატი ქალბატონი "ქართული ოცნებიდან" წოდებით გენერალი გახლავთ. მეუღლე კერძო სექტორში მენეჯერად მუშაობს. ამბობს, რომ ნაციონალებმა აგრესიული და სკანდალური უწოდეს, თუმცა ამას არ განიცდის და მათთვის კიდევ ერთი სიურპრიზის მოწყობას გეგმავს.

- თბილისში დავიბადე. წარმოშობით კახელი ვარ, ყვარლიდან. პირველი ექსპერიმენტული სკოლა დავამთავრე. მშობლები ბიოლოგები იყვნენ. მამა გარდაიცვალა. დედა დღემდე ასწავლის ერთ-ერთ სკოლაში, სასწავლო ნაწილის გამგე გახლავთ. ბიოლოგების ოჯახში გავიზარდე და ბუნებრივად მოხდა, რომ მეც ბიოლოგიური ავირჩიე. სკოლა მედალზე არ დამიმთავრებია, მაგრამ ცუდად არ ვსწავლობდი. ჩემი კლასელები იყვნენ ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, პოლიტიკოსი ლევან თარხნიშვილი. მეგობრული კლასი გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მერე მეგობრობა ყოველდღიურად არ გაგრძელდა. ბიოლოგიურზე რომ ვაბარებდი, ძალიან დიდი კონკურსი იყო. კურსზე სულ გოგონები ვიყავით, ხუთი ბიჭი გვყავდა. უნივერსიტეტი წარმატებით დავამთავრე. მაშინ ახალი შემოსული იყო ეკოლოგია და მეც ამ პროფესიას გავყევი. ჩემი საკურსოს და შემდეგ სადიპლომოს ხელმძღვანელი პროფესორი ნანა ნემსაძე გახლდათ. მასთან ურთიერთობისას მოვხვდი დაცული ტერიტორიების სააგენტოში, რომელსაც მაშინ პაატა შანშიაშვილი ხელმძღვანელობდა. ერთ დღეს პაატამ მითხრა, საქართველოს პარლამენტში დაცული ტერიტორიების თემაზე კანონი განიხილება და იქნებ ჩავერთოთო. პაატამ და ნანამ მეც წამიყვანეს. პირველად მაშინ მოვხვდი პარლამენტში, მეოთხე კურსზე ვიყავი. პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა. მაშინ არავის ვიცნობდი და "მწვანეთა ფრაქციის" ხელმძღვანელი გახლდათ ზურაბ ჟვანია. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ნოღაიდელმა მათთან სამსახურში დარჩენა შემომთავაზა. იმ დროიდან გავხდი პარლამენტის თანამშრომელი. მაშინ თუ უნივერსიტეტის სტუდენტი იყავი, მეორად ფაკულტეტზე უფასოდ ჩაბარების საშუალებაც გქონდა. მეორე კურსიდან ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე და სამი წელი საღამოს, მეორე ცვლაში ვსწავლობდი. ომის პერიოდი იყო, ტრანსპორტი ცუდად მოძრაობდა. მე ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი, რადგან ბევრი მომცა ამ ფაკულტეტმა. პრესის ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი და რამდენიმე სტატიაც გამოვაქვეყნე.

- პარლამენტში თქვენი მუშაობა როგორ გაგრძელდა?

- 1995 წლის არჩევნების შემდეგ ზურაბ ჟვანია პარლამენტის თა­ვმჯდომარე გახდა. მან შემომთავაზა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. ეს იყო ძალიან დიდი ვალდებულება. თან მაშინ პარლამენტი იმელის ძველ შენობაში გადავიდა. იმ პერიოდში ჟვანიამ დიდი როლი შეასრულა ქართული პარლამენტარიზმის განვითარებაში და ვამაყობ, რომ ამაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. პარლამენტში მუშაობის პარალელურად იურიდიულზე ჩავაბარე და როდესაც ვამთავრებდი, 2000 წელს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. ყველას გაგვიკვირდა, რადგან იმ პერიოდში მიშა უკვე ოპოზიციაში ედგა ედუარდ შევარდნაძეს. სანამ კენჭს უყრიდნენ, მე და კოტე კუბლაშვილს დაგვიძახა და გვთხოვა, მინისტრის მოადგილეებად გავყოლოდით. მაშინ მიშაც ძალიან ახალგაზრდა იყო და ჩვენც ძალიან პატარები ვიყავით. მახსოვს, როცა წარგვადგინეს, შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე ჩვენზე იხუმრა, მიშა და მისი საბავშვო ბაღიო.

- რატომ შეგარჩიათ სააკაშვილმა მოადგილედ?

- მან იცოდა, რა შემეძლო და ეტყობა, სჭირდებოდა ასეთი ადამიანი. პირველიდან ბოლო დღემდე ერთად ვიყავით. შემდეგ დაგვემატა ირაკლი ოქრუაშვილი. მიშა საკმაოდ კარგი უფროსი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე გვქონდა. გზადაგზა შემოგვემატნენ გიორგი არველაძე, მარიკა ვერულაშვილი, დავით კეზერაშვილი.

- შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?

- მიხეილ სააკაშვილი წავიდა და ხელმეორედ იყარა კენჭი დეპუტატად ვაკეში. მას არ უთქვამს, რომ გავყოლოდით, ასე არც დამდგარა საქმე. პირიქით, თქვა, თუ ვინმეს დარჩენა შეგვეძლო, დავრჩენილიყავით. ერთადერთი, ვინც არ ისურვა დარჩენა, იყო ირაკლი ოქრუაშვილი. გიორგი არველაძე ექვს თვეში წავიდა სამინისტროდან, მარიკა ვერულაშვილი წელიწად-ნახევარი კიდევ მუშაობდა. როდესაც როლანდ გილიგაშვილი მოვიდა მინისტრად, მე და გიორგი წკრიალაშვილს მოადგილეობა შემოგვთავაზა და დავთანხმდით. კიდევ ორი წელიწადი ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. აქედან ბოლო რვა თვე მინისტრის გარეშე ვმართავდით ამ უწყებას. ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო ჩატარებული, იუსტიციის ახალ მინისტრად ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გამორჩეული ურთიერთობა გვაკავშირებდა, მას შემდეგ ზურა არ მინახავს. მათთან რომ დავრჩენილიყავი, ზუსტად ისეთივე ადამიანი გავხდებოდი და ამის სურვილი არ მქონდა.

- ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვეთ თანამდებობა?

- დიახ, მე აღარ ვყოფილვარ სააკაშვილის ხელისუფლებაში. პარადოქსია, მაგრამ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის ჩინოვნიკიც არ ვყოფილვარ, რადგან სააკაშვილის მოადგილე ვიყავი. წავედი სახლში...

- გენერალი როდის გახდით?

- როლანდ გილიგაშვილის მინისტრობის პერიოდში. სააკაშვილმა წარმადგინა წოდებაზე, შემდეგ მიშა წავიდა და გილიგაშვილის პერიოდში მაშინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ მომცა გენერლობა. ეს არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის წოდება, რომელიც უთანაბრდება გენერლობას. პროკურატურასა და პოლიციასაც აქვს ჩვენნაირი წოდებები. პოლიციაში რომ დავიწყო მუშაობა, პოლიციის გენერალ-მაიორი ვიქნები. მერე აღმოჩნდა, რომ არც მანამდე და არც ჩემ შემდეგ ეს წოდება ქალბატონისთვის არ მიუნიჭებიათ.

- ამდენი წლის მუშაობის შემდეგ სახლში წასვლა არ გაგიჭირდათ?

- ძალიან, რადგან 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი. ეს იყო 2003 წლის 30 დეკემბერი. 31 დეკემბერს ნინო ბურჯანაძემ დამირეკა, რომელიც მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო და მითხრა, რომ ჩემს განცხადებას ხელს არ მოაწერდა. ავუხსენი, რომ არ შემეძლო იქ ყოფნა, რადგან იმავენაირად არ ვფიქრობდი. მას შემდეგ ადამიანები, ვისთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, არც თავად მეხმიანებოდნენ და არც მე ვეხმიანებოდი. გამარჯობაც აღარ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ჩემს პოზიციაზე კი გიგი უგულავამ დაიწყო მუშაობა. იმ ოთახში იჯდა, სადაც მე (იღიმება). დღესაც არ მინდა მათთან ამ თემაზე საუბარი. გახსოვთ მაშინ, როგორი წმენდა მიდიოდა იმ ადამიანების, რომლებიც მათი მომხრეები არ იყვნენ. როდესაც ოჯახის წევრებმა დაინახეს, რომ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება მივიღე, მეუღლემ, რომელიც მერიაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გახლდათ, განცხადება დაწერა და წამოვიდა. ასევე ჩემმა დედამთილმა, რომელიც ჩემს გაცნობამდე ბევრი წელი თბილისის სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, განცხადება დაწერა და წამოვიდა სამსახურიდან. მაშინ მართლა შეგვექმნა ეკონომიკური პრობლემები. ორი პატარა ბავშვი გვყავდა. მე და მეუღლეს, რომელიც ასევე იურისტია, სხვადასხვა სამუშაოს ძებნა გვიწევდა. პერიოდულად სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი იურისტად, რომ ხელფასი ამეღო და თავი გვერჩინა. ბიზნესიც წამოვიწყეთ, ბევრი რამ ვცადეთ, მაგრამ მას შემდეგ სახელმწიფო უწყებაში აღარ გვიცდია სამსახურის შოვნა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა