პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო მალხაზიშვილმა გათხოვილი ქალის გული მოინადირა
ალეკო მალხაზიშვილმა გათხოვილი ქალის გული მოინადირა

ეს არის რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­საც თვა­ლებ­ში უნდა უყუ­რო, და­აკ­ვირ­დე მა­ნე­რებს, მი­მი­კებს, რომ გა­მო­იც­ნო, გა­ტყუ­ებს თუ სი­მარ­თლეს გე­უბ­ნე­ბა. მისი უც­ნა­უ­რი ხუმ­რო­ბა იქამ­დეც შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს, რომ ცო­ლის სა­ხე­ლი მო­ი­ტყუ­ოს. ეს ერთხელ უკვე გა­ა­კე­თა. მისი წყა­ლო­ბით ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვერა შე­ლესტს მთე­ლი შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ნას­ტი­ა­თი მივ­მარ­თავ­დი. ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი კი გვის­მენ­და და გულ­ში ხა­ლი­სობ­და. ამ­ჯე­რა­დაც "იხუმ­რა" ასე უც­ნა­უ­რად. ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უს პირ­ვე­ლი ვერ­სია სულ სხვაგ­ვა­რი იყო. მი­ამ­ბო, რო­გორ გარ­და­ეც­ვა­ლა მამა, შემ­დეგ დედა. ის-ის იყო ცრემ­ლე­ბი მო­მად­გა თვალ­ზე, რომ გა­ი­ცი­ნა და გა­მო­მი­ტყდა, ცო­ცხლე­ბი არი­ან, არ ინერ­ვი­უ­ლოო და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­ი­წყო.

- თე­ატ­რა­ლუ­რი იყო გა­რე­მო, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე, მა­მა­ჩე­მი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი გახ­ლდათ, პა­რა­ლე­ლუ­რად გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და. დე­და­ჩე­მი, მა­გუ­ლი ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. ერთი სი­ტყვით, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი თე­ატ­რე­ბის კუ­ლი­სებ­ში გა­ვი­ზარ­დე. გას­ტრო­ლებ­ზეც დავ­ყავ­დი მშობ­ლებს.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- და მყავს, მაია, რო­მე­ლიც დე­დის გზას გაჰ­ყვა და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ჩემ­ზე უმ­ცრო­სია ერთი წლით.

- მშობ­ლე­ბის­გან ვინ უფრო მკაც­რი იყო შვი­ლებ­თან?

- მა­მა­ჩე­მი თა­მა­შობ­და ლო­ი­ა­ლურს, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ის უფრო მკაც­რი იყო, ვიდ­რე დედა. ზო­გა­დად აკ­რძალ­ვი­სა და შე­ზღუდ­ვის პო­ლი­ტი­კა არ იყო ჩვენს ოჯახ­ში. ვერც იმას ვი­ტყვი, რომ ვმე­გობ­რობ­დი მშობ­ლებ­თან. დე­დას­თან დე­დაშ­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მა­მას­თან - მა­მაშ­ვი­ლუ­რი.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა გახ­სენ­დე­ბა მშობ­ლე­ბის მხრი­დან?

- კი, მამა მე­უბ­ნე­ბო­და, ერთი რამ და­ი­მახ­სოვ­რე, თუ გშია, უნდა ჭა­მოო. დღემ­დე ვჭამ, მის და­რი­გე­ბას პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებ.

- ვის ჰგავ­ხარ ხა­სი­ა­თით?

- ბე­ბი­ას, დე­და­ჩე­მის დე­დას, ქალ­ბა­ტონ გულო კორ­ტა­ვას. სხვა­თა შო­რის, ბე­ბი­ა­ჩემს "ბუ­და­რი­ა­ში" ვი­ღებ­დი ხოლ­მე, გახ­სოვს ის რეკ­ლა­მა, "ბუ­და­რია სა­კა­ი­ფო გა­და­ცე­მა­აო", - რომ ამ­ბობს და სი­გა­რეტს აბო­ლებს. მხი­ა­რუ­ლი ქალი იყო, იუ­მო­რით სავ­სე. სა­ერ­თოდ, მე ბე­ბი­ებ­თან ვიზ­რდე­ბო­დი, რო­გორც ჩემი შუ­ა­თა­ნა შვი­ლი იზ­რდე­ბა დე­და­ჩე­მის დე­დას­თან და მის დე­დას­თან. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ორი­ვე. ბე­ბი­ას დავ­ყავ­დი ბაღ­ში, ისე მიყ­ვარ­და ბე­ბი­ა­ჩე­მი, სა­ბავ­შვო ბაღი მძულ­და, მას­თან რომ მა­შო­რებ­და. სა­ო­ცა­რი ქალი იყო. პა­ტა­რა ბიჭი რომ ვი­ყა­ვი და გო­გო­ებს ვე­ძებ­დი, ბე­ბი­ა­ჩემ­თან მიმ­ყავ­და. კარ­გად ეს­მო­და ჩვე­ნი, ახალ­გაზ­რდე­ბის. გვე­უბ­ნე­ბო­და, იყა­ვით აქ, იქე­ი­ფეთ, მე წა­ვა­ლო. მე­ზო­ბელ­თან მი­დი­ო­და და იძი­ნებ­და. ჩვენ ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დით მხი­ა­რუ­ლე­ბა­სა და ქე­იფ­ში. მო­ფე­რე­ბით გუგუ ნა­თე­ლას ვე­ძახ­დი. სა­ერ­თოდ, უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლე­ბის შერ­ქმე­ვა ვიცი, ისე­თის, სა­ერ­თოდ რომ არ შე­ე­ფე­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩემს დას, მა­ი­ას, "მა­რი­ლი ბა­ბას" ვე­ძახ­დი, რა­ტომ, დღე­საც არ ვიცი. დღემ­დე ასე მი­წე­რია მისი სა­ხე­ლი ტე­ლე­ფონ­ში.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ალეკო მალხაზიშვილმა გათხოვილი ქალის გული მოინადირა

ალეკო მალხაზიშვილმა გათხოვილი ქალის გული მოინადირა

ეს არის რესპონდენტი, რომელსაც თვალებში უნდა უყურო, დააკვირდე მანერებს, მიმიკებს, რომ გამოიცნო, გატყუებს თუ სიმართლეს გეუბნება. მისი უცნაური ხუმრობა იქამდეც შეიძლება მივიდეს, რომ ცოლის სახელი მოიტყუოს. ეს ერთხელ უკვე გააკეთა. მისი წყალობით ერთ-ერთ ინტერვიუში ვერა შელესტს მთელი შეხვედრის განმავლობაში ნასტიათი მივმართავდი. ალეკო მალხაზიშვილი კი გვისმენდა და გულში ხალისობდა. ამჯერადაც "იხუმრა" ასე უცნაურად. ჩვენი ინტერვიუს პირველი ვერსია სულ სხვაგვარი იყო. მიამბო, როგორ გარდაეცვალა მამა, შემდეგ დედა. ის-ის იყო ცრემლები მომადგა თვალზე, რომ გაიცინა და გამომიტყდა, ცოცხლები არიან, არ ინერვიულოო და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

- თეატრალური იყო გარემო, რომელშიც გავიზარდე, მამაჩემი მარიონეტების თეატრის ადმინისტრატორი გახლდათ, პარალელურად გრიბოედოვის თეატრის ადმინისტრაციაში მუშაობდა. დედაჩემი, მაგული ტყეშელაშვილი, თოჯინების თეატრის მსახიობი იყო. ერთი სიტყვით, ზემოთ ჩამოთვლილი თეატრების კულისებში გავიზარდე. გასტროლებზეც დავყავდი მშობლებს.

- დედმამიშვილები გყავს?

- და მყავს, მაია, რომელიც დედის გზას გაჰყვა და თოჯინების თეატრის მსახიობია. ჩემზე უმცროსია ერთი წლით.

- მშობლებისგან ვინ უფრო მკაცრი იყო შვილებთან?

- მამაჩემი თამაშობდა ლოიალურს, თუმცა საბოლოოდ ის უფრო მკაცრი იყო, ვიდრე დედა. ზოგადად აკრძალვისა და შეზღუდვის პოლიტიკა არ იყო ჩვენს ოჯახში. ვერც იმას ვიტყვი, რომ ვმეგობრობდი მშობლებთან. დედასთან დედაშვილური ურთიერთობა მქონდა, მამასთან - მამაშვილური.

- განსაკუთრებული დარიგება გახსენდება მშობლების მხრიდან?

- კი, მამა მეუბნებოდა, ერთი რამ დაიმახსოვრე, თუ გშია, უნდა ჭამოო. დღემდე ვჭამ, მის დარიგებას პირნათლად ვასრულებ.

- ვის ჰგავხარ ხასიათით?

- ბებიას, დედაჩემის დედას, ქალბატონ გულო კორტავას. სხვათა შორის, ბებიაჩემს "ბუდარიაში" ვიღებდი ხოლმე, გახსოვს ის რეკლამა, "ბუდარია საკაიფო გადაცემააო", - რომ ამბობს და სიგარეტს აბოლებს. მხიარული ქალი იყო, იუმორით სავსე. საერთოდ, მე ბებიებთან ვიზრდებოდი, როგორც ჩემი შუათანა შვილი იზრდება დედაჩემის დედასთან და მის დედასთან. ძალიან მიყვარდა ორივე. ბებიას დავყავდი ბაღში, ისე მიყვარდა ბებიაჩემი, საბავშვო ბაღი მძულდა, მასთან რომ მაშორებდა. საოცარი ქალი იყო. პატარა ბიჭი რომ ვიყავი და გოგოებს ვეძებდი, ბებიაჩემთან მიმყავდა. კარგად ესმოდა ჩვენი, ახალგაზრდების. გვეუბნებოდა, იყავით აქ, იქეიფეთ, მე წავალო. მეზობელთან მიდიოდა და იძინებდა. ჩვენ ღამეებს ვათენებდით მხიარულებასა და ქეიფში. მოფერებით გუგუ ნათელას ვეძახდი. საერთოდ, უცნაური სახელების შერქმევა ვიცი, ისეთის, საერთოდ რომ არ შეეფერება. მაგალითად, ჩემს დას, მაიას, "მარილი ბაბას" ვეძახდი, რატომ, დღესაც არ ვიცი. დღემდე ასე მიწერია მისი სახელი ტელეფონში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები