პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაინდრავა - "სააკაშვილს პრეზიდენტად უნდოდა ადამიანი, რომელიც გეიაღლუმის მოწყობას გეგმავდა"
გოგა ხაინდრავა - "სააკაშვილს პრეზიდენტად უნდოდა ადამიანი, რომელიც გეიაღლუმის მოწყობას გეგმავდა"

ქვე­ყა­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ციებ-ცხე­ლე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. თუმ­ცა კი, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ყვე­ლა კან­დი­და­ტუ­რის ვი­ნა­ო­ბა ჯე­რაც არ არის ცნო­ბი­ლი. უკვე გარ­კვე­უ­ლია, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლო­ბას მი­ი­ღებს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, თა­ვი­ანთ კან­დი­და­ტუ­რებს წა­რად­გე­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი და კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

რე­ჟი­სო­რი, ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი გოგა ხა­ინ­დრა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტუ­რის წი­ნა­შე სხვა და­ნარ­ჩე­ნი უბ­რა­ლოდ არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რაც ნორ­მა­ლუ­რი ნამ­დვი­ლად არ არის...

- ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს გა­მარ­ჯვე­ბის არა­ვი­თა­რი შან­სი არ აქვს. არც გი­ორ­გი ვა­შა­ძეს, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ წა­მო­ყე­ნე­ბულ რო­მე­ლი­მე კან­დი­დატს გა­მარ­ჯვე­ბის არა­ვი­თა­რი შან­სი არ აქვთ. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მათ მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რას კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბი ექ­ნე­ბა. არ მინ­და, გა­მო­ძი­ე­ბას გა­ვუს­წრო, მაგ­რამ არ მგო­ნია, მათ ამის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტუ­რის წა­ყე­ნე­ბის გან­წყო­ბა შე­მორ­ჩეთ. ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტუ­რა, ვინც არ უნდა იყოს ის, სრუ­ლი­ად უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა.

- ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა მი­სა­ღე­ბად მი­გაჩ­ნი­ათ?..

- არა, არ მი­მაჩ­ნია მი­სა­ღე­ბად და ნორ­მა­ლუ­რად, მაგ­რამ ეს არის დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა. ეს რომ ასეა, ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ღე­ბულ­მა შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის 92%-ის ფონ­ზე აღე­ბუ­ლი კორ­ძა­ი­ას პრო­ცენ­ტე­ბი, ბევრ რა­მე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.. თუნ­დაც იმა­ზე, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, მოკ­ვდა და არ მი­მაჩ­ნია, რომ ერ­თპარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მა და­საშ­ვე­ბია, მაგ­რამ იმის იმე­დი მაქვს, რომ კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის სუ­ბი­ექ­ტე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და მოვა დრო, და ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან პა­ექ­რო­ბას და­ი­წყე­ბენ.

- შე­საძ­ლოა, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ერთი აქამ­დე სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი კან­დი­და­ტიც გა­მო­ა­ჩი­ნოს...

- დიახ, "ან­ჟე­ლა", იგი­ვე გი­ორ­გი მაზ­მა­ნი­ა­ნი. სწო­რედ მის გამო მოხ­და მთა­ვა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა 19 აპ­რილს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში". მე­რა­ბიშ­ვილს ეგო­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლი სი­ურპრიზს გა­უ­კე­თებ­და და იმ დღეს პირ­და­პირ აქ­ცი­ა­ზე და­ა­ნონ­სებ­და მას პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად, მაგ­რამ გა­ირ­კვა, რომ სა­ა­კაშ­ვილს ამ პოსტზე გი­ორ­გი მაზ­მა­ნი­ა­ნი უნ­დო­და. ანუ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად უნ­დო­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იმით გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ გე­ი­აღ­ლუ­მის მო­წყო­ბას გეგ­მავ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გოგა ხაინდრავა - "სააკაშვილს პრეზიდენტად უნდოდა ადამიანი, რომელიც გეიაღლუმის მოწყობას გეგმავდა"

გოგა ხაინდრავა - "სააკაშვილს პრეზიდენტად უნდოდა ადამიანი, რომელიც გეიაღლუმის მოწყობას გეგმავდა"

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დამახასიათებელი ციებ-ცხელება უკვე დაწყებულია. თუმცა კი, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატურის ვინაობა ჯერაც არ არის ცნობილი. უკვე გარკვეულია, რომ არჩევნებში მონაწილობას მიიღებს ნინო ბურჯანაძე, თავიანთ კანდიდატურებს წარადგენენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და კოალიცია "ქართული ოცნება".

რეჟისორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატურის წინაშე სხვა დანარჩენი უბრალოდ არაკონკურენტუნარიანი იქნება, რაც ნორმალური ნამდვილად არ არის...

- ნინო ბურჯანაძეს გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს. არც გიორგი ვაშაძეს, ვანო მერაბიშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოყენებულ რომელიმე კანდიდატს გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვთ. უახლოეს მომავალში მათ მიმართ პროკურატურას კონკრეტული კითხვები ექნება. არ მინდა, გამოძიებას გავუსწრო, მაგრამ არ მგონია, მათ ამის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატურის წაყენების განწყობა შემორჩეთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც "ქართული ოცნების" კანდიდატურა, ვინც არ უნდა იყოს ის, სრულიად უალტერნატივოა.

- ასეთი პოლიტიკური რეალობა მისაღებად მიგაჩნიათ?..

- არა, არ მიმაჩნია მისაღებად და ნორმალურად, მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა. ეს რომ ასეა, ადგილობრივ არჩევნებში მიღებულმა შედეგებმა აჩვენა. თეა წულუკიანის 92%-ის ფონზე აღებული კორძაიას პროცენტები, ბევრ რამეზე მიანიშნებს.. თუნდაც იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, მოკვდა და არ მიმაჩნია, რომ ერთპარტიული სისტემა დასაშვებია, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ კოალიციის შიგნით სრულიად სხვადასხვა მსოფლმხედველობის სუბიექტები არიან გაერთიანებული და მოვა დრო, და ისინი ერთმანეთთან პაექრობას დაიწყებენ.

- შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთი აქამდე სრულიად უცნობი კანდიდატიც გამოაჩინოს...

- დიახ, "ანჟელა", იგივე გიორგი მაზმანიანი. სწორედ მის გამო მოხდა მთავარი დაპირისპირება 19 აპრილს "ნაციონალურ მოძრაობაში". მერაბიშვილს ეგონა, სააკაშვილი სიურპრიზს გაუკეთებდა და იმ დღეს პირდაპირ აქციაზე დაანონსებდა მას პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ გაირკვა, რომ სააკაშვილს ამ პოსტზე გიორგი მაზმანიანი უნდოდა. ანუ საქართველოს პრეზიდენტად უნდოდა ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის იმით გახდა ცნობილი, რომ გეიაღლუმის მოწყობას გეგმავდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა