გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში სოფლის დეპუტატის, ზურაბ სადაღაშვილის ნახირი ადგილობრივმა მოსახლეობამ კუთვნილი საძოვრიდან გამორეკა. აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ცხვარი ბალახს ძირიანად ჭამს და საძოვარი საქონლისთვის გამოუსადეგარი ხდება.
ადგილზე ფერმის მფლობელი ზურაბ სადაღაშვილიც მივიდა. მისი თქმით, ზაფხულში სიცხის გამო ცხვარი სოფელში ვერ გაჩერდება, ამიტომ 15 მაისიდან ისინი ისედაც აპირებენ ლევიტანაში (მთიან სოფელში) წასვლას. დეპუტატი ამბობს, რომ უკმაყოფილების ტალღის აგორება სოფლის გამგებლის ინტერესია. გამგებელი გია სადაღაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, ხოლო ზურაბ სადაღაშვილი საკრებულოში "დამოუკიდებელის" სახელითაა შესული.