სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიდა ქართლის გუბერნატორი ადასტურებს, რომ ქართველებს ცხინვალის ხელისუფლება ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებს
შიდა ქართლის გუბერნატორი ადასტურებს, რომ ქართველებს ცხინვალის ხელისუფლება ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებს

შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ზუ­რაბ ჩხე­ი­ძე ადას­ტუ­რებს, რომ ქარ­თვე­ლებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯა­რი­მის გა­დახ­დის შემ­დეგ ათა­ვი­სუფ­ლებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზუ­რაბ ჩხე­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ჯა­რი­მა ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლის ოჯახ­მა გა­და­ი­ხა­და და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბა აწ­ვდის.

"ბოლო რამ­დე­ნი­მე თვე­ში ასეთ­მა ფაქ­ტებ­მა ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი სახე მი­ი­ღო. ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა ხდე­ბა იმ ად­გი­ლე­ბი­დან, სა­ი­და­ნაც ადრე მსგავს ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ისი­ნი მი­ყავთ ცხინ­ვალ­ში, ასა­მარ­თლე­ბენ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის­თვის, ახ­დე­ვი­ნე­ბენ ჯა­რი­მას და შემ­დეგ გად­მოს­ცე­მენ ქარ­თულ მხა­რეს. ეს ცნო­ბი­ლია ყვე­ლას­თვის, პირ­ველ რიგ­ში იმ ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლის წევ­რე­ბიც და­ა­კა­ვეს. სამ­წუ­ხა­როდ, გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამა­ში არ არის ჩარ­თუ­ლი, ჩვენ ინ­ფორ­მა­ცი­ას უშუ­ა­ლოდ ამ ოჯა­ხე­ბი­დან ვი­ღებთ. რამ­დე­ნი­მე ოჯახ­მა, რო­მელ­თაც ვე­სა­უბ­რე, და­ა­დას­ტუ­რა, რომ ცხინ­ვა­ლის სა­სა­მარ­თლოს გა­მო­აქვს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ახ­დე­ვი­ნე­ბენ თან­ხას. ვის უხ­დი­ან და სად იხ­დი­ან თან­ხას, ამის თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბა. ყვე­ლა სხვა­დას­ხვა თან­ხას ახ­დე­ვი­ნე­ბენ, და­ახ­ლო­ე­ბით 2000 რუბ­ლამ­დე. დღე არ გავა, რომ მო­სა­ზღვრე სოფ­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი არ გა­ი­ტა­ცონ",-გა­ნა­ცხა­და ჩხე­ი­ძემ.

და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ჯა­რი­მის სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც აქვთ. სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ თან­ხის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტე­ბი არ­სე­ბობს.

"ბოლო პე­რი­ოდ­ში თან­ხის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტებს ად­გი­ლი აქვს, 2000 რუბ­ლზეა სა­უ­ბა­რი. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ს სა­ინ­ფორ­მა­ცო ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ამ სა­კი­თხზე მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით",- აცხა­დებს შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

ამას­თან, შს სა­მი­ნის­ტრო­ში არ აკე­თე­ბენ კო­მენ­ტარს, გა­და­ი­ხა­დეს თუ არა თან­ხა იმ პი­რებ­მა, რო­მელ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ქარ­თვე­ლე­ბის მიერ ჯა­რი­მის გა­დახ­დის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ცხინ­ვალ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე სო­ფელ მეჯვრის­ხევ­ში მცხოვ­რებ­ლებ­მა აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფუ­ლად ჯა­რი­მებს და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ან ცხინ­ვალ­ში მცხოვ­რე­ბი მათი ნა­თე­სა­ვე­ბი იხ­დი­ან. ჯა­რი­მის რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2 000 რუ­სულ რუბლს შე­ად­გენს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" წყა­რო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ თან­ხა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბი­უ­ჯეტ­ში ირი­ცხე­ბა.

ამას­თან, აპ­რი­ლის თვე­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 10-მდე მო­ქა­ლა­ქე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მათი მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა იყო "სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თა".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

შიდა ქართლის გუბერნატორი ადასტურებს, რომ ქართველებს ცხინვალის ხელისუფლება ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებს

შიდა ქართლის გუბერნატორი ადასტურებს, რომ ქართველებს ცხინვალის ხელისუფლება ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებს

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე ადასტურებს, რომ ქართველებს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ჩხეიძემ განუცხადა, ჯარიმა ყველა დაკავებული ქართველის ოჯახმა გადაიხადა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორის ადმინისტრაციას მოსახლეობა აწვდის.

"ბოლო რამდენიმე თვეში ასეთმა ფაქტებმა ძალიან ინტენსიური სახე მიიღო. ადამიანების გატაცება ხდება იმ ადგილებიდან, საიდანაც ადრე მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ისინი მიყავთ ცხინვალში, ასამართლებენ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, ახდევინებენ ჯარიმას და შემდეგ გადმოსცემენ ქართულ მხარეს. ეს ცნობილია ყველასთვის, პირველ რიგში იმ ოჯახებისთვის, რომლის წევრებიც დააკავეს. სამწუხაროდ, გუბერნატორის ადმინისტრაცია ამაში არ არის ჩართული, ჩვენ ინფორმაციას უშუალოდ ამ ოჯახებიდან ვიღებთ. რამდენიმე ოჯახმა, რომელთაც ვესაუბრე, დაადასტურა, რომ ცხინვალის სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ახდევინებენ თანხას. ვის უხდიან და სად იხდიან თანხას, ამის თქმა გამიჭირდება. ყველა სხვადასხვა თანხას ახდევინებენ, დაახლოებით 2000 რუბლამდე. დღე არ გავა, რომ მოსაზღვრე სოფლებიდან ადამიანები არ გაიტაცონ",-განაცხადა ჩხეიძემ.

დაკავებული ქართველების ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც აქვთ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების მიერ თანხის გამოძალვის ფაქტები არსებობს.

"ბოლო პერიოდში თანხის გამოძალვის ფაქტებს ადგილი აქვს, 2000 რუბლზეა საუბარი. ამ თემასთან დაკავშირებით შსს-ს საინფორმაცო ანალიტიკური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს. ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გეტყვით",- აცხადებს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი.

ამასთან, შს სამინისტროში არ აკეთებენ კომენტარს, გადაიხადეს თუ არა თანხა იმ პირებმა, რომელთა გათავისუფლების შესახებაც ინფორმაციასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გათავისუფლების სანაცვლოდ ქართველების მიერ ჯარიმის გადახდის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ცხინვალთან ახლომდებარე სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებლებმა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფულად ჯარიმებს დაკავებული ქართველების ოჯახის წევრები ან ცხინვალში მცხოვრები მათი ნათესავები იხდიან. ჯარიმის რაოდენობა დაახლოებით 2 000 რუსულ რუბლს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსის" წყარო ირწმუნება, რომ თანხა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ბიუჯეტში ირიცხება.

ამასთან, აპრილის თვეში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 10-მდე მოქალაქე გაათავისუფლა. მათი მიმართ წაყენებული ბრალდება იყო "საზღვრის უკანონო გადაკვეთა".

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?