პარლამენტის შენობასთან ქუთაისის მცხოვრებმა "ქართული ოცნების" მაისური დაწვა

პარლამენტის შენობასთან ქუთაისის მცხოვრებმა "ქართული ოცნების" მაისური დაწვა

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ადგილობრივმა მკვიდრმა, ფირუზ ბერაძემ "ქართული ოცნების" მაისური დაწვა. ბერიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, დღეს მიიღო გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პარტიიდან გავიდეს და შესაბამისად "ქართული ოცნების" ატრიბუტიკა დაწვას.

მისივე თქმით, პროტესტი ეს ფორმა იმიტომ აირჩია, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერ მიაღწია.

ბერაძე აცხადებს, რომ 2012 წელს კერძო კომპანია "კავკასუს პროჯექტიდან" უსამართლოდ გაათავისუფლეს, არაერთხელ მიმართა თავისი პარტიის მხარდამჭერებს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს და მისი ოცნებები არ გამართლდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"