კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადავურჩინოთ ერს მეცნიერი!
გადავურჩინოთ ერს მეცნიერი!

დღეს ქარ­თვე­ლებს თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ში გვი­ჭირს, გარ­და მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი­სა. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ელი­ტა უცხო­ეთ­შია წა­სუ­ლი და იქე­დან ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­კა­ცობ­რიო მეც­ნი­ე­რე­ბას. ეს, რო­გორც ყვე­ლა რი­გი­თი ქარ­თველს, გულს მეც ძა­ლი­ან მწყვეტს. მი­კი­თხავს კი­დეც უცხო­ეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის, - თუ ყვე­ლა­ნი უცხო­ეთ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა უნდა ვქნათ, რო­გორ უნდა მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდამ, რო­მელ­საც უცხო­ეთ­ში წას­ვლა არ შე­უძ­ლია-მეთ­ქი? ისი­ნი კი პა­სუ­ხად მე­უბ­ნე­ოდ­ნენ, რომ დიდი მეც­ნი­ე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც არი­ან და მა­გა­ლი­თად, კონ­სტან­ტი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე­საც ასა­ხე­ლებ­დნენ.

პრინ­ციპ­ში შე­კა­მა­თე­ბაც არ ღირს, - თუ ამ ქარ­თვე­ლებ­მა მათ უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეს თავი, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ბი­ო­მე­დი­ცი­ნის 43 წლის პრო­ფე­სო­რის, კონ­სტან­ტი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძის სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან გახ­და ცნო­ბი­ლი მსოფ­ლი­ოს სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში. მას არც ერთ უცხო­ურ ქვე­ყა­ნა­ში არ უმოღ­ვა­წია, ისე სთხო­ვეს რამ­დე­ნი­მე უცხო­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო წიგ­ნი­სა და ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რო­ბა. მაგ­რამ რაც არ უნდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მეც­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის, პი­რა­დად, მე ადა­მი­ა­ნუ­რად პრო­ფე­სორ კონ­სტან­ტი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მხიბ­ლავ­და რომ მას­ზე სტუ­დენ­ტე­ბი გიჟ­დე­ბი­ან, - ის არა მარ­ტო მათი საყ­ვა­რე­ლი ლექ­ტო­რია, არა­მედ მე­გო­ბა­რიც და სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნიც.

და აი, უცებ ვი­გებ რომ კონ­სტან­ტი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე ძა­ლი­ან ავად არის, - მწვა­ვე ლე­ი­კე­მია აქვს. ვუ­რე­კავ მის სტუ­დენტს, მაგ­დას და ტე­ლე­ფონ­ში მო­გუ­დუ­ლი ხმა მეს­მის, ტი­რის, - "თე­ბერ­ვალ­ში მე­ო­რე სე­მესტრი რომ დაგ­ვე­წყო და ლექ­ცი­ა­ზე კონ­სტან­ტი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე არ მო­ვი­და, კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დით. ვკი­თხეთ პე­და­გოგს და, - სე­რი­ო­ზუ­ლად ავად არი­სო. იმ ღა­მეს ყვე­ლა­ნი მთე­ლი ღამე ვფიქ­რობ­დით, რას ნიშ­ნავს სე­რი­ო­ზუ­ლი, იქ­ნებ ფეხი ან ხელი მო­ი­ტე­ხაო. მას კი თურ­მე ლე­ი­კე­მია აქვს! იცით, რა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია? მახ­სოვს, როცა მის პირ­ველ ლექ­ცი­ას არ და­ვეს­წა­რი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ მი­ვე­დი, ბავ­შვე­ბი შოკ­ში იყ­ვნენ, - აუ­ცი­ლებ­ლად და­ეს­წა­რი მის ლექ­ცი­ებს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კა­ცია, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნიო... ძა­ლი­ან გვე­ნატ­რე­ბა. რომ არ არის, ლექ­ცი­ა­ზე შეს­ვლა აღარ გვინ­და"... და მაგ­და ტე­ლე­ფონს მი­თი­შავს,.

მერე კონ­სტან­ტი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძის მე­გო­ბარს ვუ­რე­კავ, ჯაბა ტყე­მა­ლა­ძეს: "აბა, რა უნ­დათ გი­თხრათ, ქალ­ბა­ტო­ნო, ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მყავს ავად. ეს სა­ხუ­მა­რო ავად­მყო­ფო­ბა არ არის, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დეს, 400 ათას დო­ლა­რამ­დე სჭირ­დე­ბა. სა­ი­დან ეს ფული?! არა­და, უნდა მოგ­როვ­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოგ­როვ­დეს, არა იმი­ტომ, რომ ის ჩემი მე­გო­ბა­რია, მსგავ­სი მეც­ნი­ე­რი ძლი­ერ ცოტა ჰყავს სა­ქარ­თვე­ლოს. მას გე­ნი­ა­ლუ­რი ტვი­ნი აქვს. ბავ­შვო­ბი­დან ასე­თი იყო, მა­ში­ნაც კი უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­ო­რი­ე­ბი ჰქონ­და ყვე­ლა­ფერ­ზე. ბე­დის ირო­ნია კი იცით, რა არის, ის თვი­თონ მუ­შა­ობ­და სიმ­სივ­ნის თე­მა­ზე, რომ სხვე­ბი სიმ­სივ­ნის­გან გა­ნე­კურ­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

გადავურჩინოთ ერს მეცნიერი!

გადავურჩინოთ ერს მეცნიერი!

დღეს ქართველებს თითქმის ყველაფერში გვიჭირს, გარდა მაღალი ინტელექტისა. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ინტელექტუალური ელიტა უცხოეთშია წასული და იქედან ემსახურება საკაცობრიო მეცნიერებას. ეს, როგორც ყველა რიგითი ქართველს, გულს მეც ძალიან მწყვეტს. მიკითხავს კიდეც უცხოეთში მომუშავე ქართველი მეცნიერებისათვის, - თუ ყველანი უცხოეთში აღმოჩნდებით, საქართველოში რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა მიიღოს განათლება ქართველმა ახალგაზრდამ, რომელსაც უცხოეთში წასვლა არ შეუძლია-მეთქი? ისინი კი პასუხად მეუბნეოდნენ, რომ დიდი მეცნიერები საქართველოშიც არიან და მაგალითად, კონსტანტინე ჭიჭინაძესაც ასახელებდნენ.

პრინციპში შეკამათებაც არ ღირს, - თუ ამ ქართველებმა მათ უცხოეთში მოღვაწეობისას გამოიჩინეს თავი, ექსპერიმენტული ბიომედიცინის 43 წლის პროფესორის, კონსტანტინე ჭიჭინაძის სამეცნიერო ნაშრომები საქართველოდან გახდა ცნობილი მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში. მას არც ერთ უცხოურ ქვეყანაში არ უმოღვაწია, ისე სთხოვეს რამდენიმე უცხოური სამეცნიერო წიგნისა და ჟურნალის რედაქტორობა. მაგრამ რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს მონაცემები მეცნიერებისათვის, პირადად, მე ადამიანურად პროფესორ კონსტანტინე ჭიჭინაძეში ყველაზე მეტად ის მხიბლავდა რომ მასზე სტუდენტები გიჟდებიან, - ის არა მარტო მათი საყვარელი ლექტორია, არამედ მეგობარიც და სამაგალითო ადამიანიც.

და აი, უცებ ვიგებ რომ კონსტანტინე ჭიჭინაძე ძალიან ავად არის, - მწვავე ლეიკემია აქვს. ვურეკავ მის სტუდენტს, მაგდას და ტელეფონში მოგუდული ხმა მესმის, ტირის, - "თებერვალში მეორე სემესტრი რომ დაგვეწყო და ლექციაზე კონსტანტინე ჭიჭინაძე არ მოვიდა, კინაღამ გავგიჟდით. ვკითხეთ პედაგოგს და, - სერიოზულად ავად არისო. იმ ღამეს ყველანი მთელი ღამე ვფიქრობდით, რას ნიშნავს სერიოზული, იქნებ ფეხი ან ხელი მოიტეხაო. მას კი თურმე ლეიკემია აქვს! იცით, რა საოცარი ადამიანია? მახსოვს, როცა მის პირველ ლექციას არ დავესწარი, უნივერსიტეტში რომ მივედი, ბავშვები შოკში იყვნენ, - აუცილებლად დაესწარი მის ლექციებს, ძალიან საინტერესო კაცია, განათლებული და ჭკვიანიო... ძალიან გვენატრება. რომ არ არის, ლექციაზე შესვლა აღარ გვინდა"... და მაგდა ტელეფონს მითიშავს,.

მერე კონსტანტინე ჭიჭინაძის მეგობარს ვურეკავ, ჯაბა ტყემალაძეს: "აბა, რა უნდათ გითხრათ, ქალბატონო, ბავშვობის მეგობარი მყავს ავად. ეს სახუმარო ავადმყოფობა არ არის, რომ გამოჯანმრთელდეს, 400 ათას დოლარამდე სჭირდება. საიდან ეს ფული?! არადა, უნდა მოგროვდეს, აუცილებლად უნდა მოგროვდეს, არა იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია, მსგავსი მეცნიერი ძლიერ ცოტა ჰყავს საქართველოს. მას გენიალური ტვინი აქვს. ბავშვობიდან ასეთი იყო, მაშინაც კი უკვე მნიშვნელოვანი თეორიები ჰქონდა ყველაფერზე. ბედის ირონია კი იცით, რა არის, ის თვითონ მუშაობდა სიმსივნის თემაზე, რომ სხვები სიმსივნისგან განეკურნა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"