სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეპორტაჟი ციხიდან, სადაც დედები შვილებთან ერთად იხდიან სასჯელს
რეპორტაჟი ციხიდან, სადაც დედები შვილებთან ერთად იხდიან სასჯელს

თბი­ლი­სი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში, რუს­თავ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზი­დან ავ­ტო­ბუ­სი მარ­ჯვნივ უხ­ვევს და სამ­ხრე­თით მი­დის. და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთ­ში ბოლო გა­ჩე­რე­ბაა. ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე ათას კვად­რა­ტულ მეტრზე გან­ლა­გე­ბულ კორ­პუ­სებს ვხე­დავ, გა­ლავ­ნით შე­მო­სა­ზღვრულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კოშ­კუ­რე­ბია, სა­დაც სამ­ხედრო­ფორ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მა­ლე­ბით სცე­მენ ბოლ­თას. ალ­ბათ მიხ­ვდით, რომ ჩემ მიერ აღ­წე­რი­ლი ობი­ექ­ტი სა­პა­ტიმ­როა. N5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­თან­ხმე­ბულ შეხ­ვედ­რა­ზე ჩა­მო­ვე­დით.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ეს დაწ­ე­სე­ბუ­ლე­ბა სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია. აქ მდე­ბა­რე ერთ-ერთ კორ­პუს­ში სას­ჯელს პა­ტი­მა­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი შვი­ლებ­თან ერ­თად იხ­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ერ­თა­დერ­თი ცი­ხეა, სა­დაც ქა­ლებს, პა­ტიმ­რო­ბის დროს შვი­ლის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვთან ერ­თად ყოფ­ნის უფ­ლე­ბა აქვთ.

მეგ­ზუ­რო­ბას და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გვი­წევს. დე­და­თა და ბავ­შვთა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის წინ სა­ბავ­შვო ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბია. შე­ნო­ბა ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნია, უამ­რა­ვი გი­სო­სით. სა­მა­რი­სე­ბურ სი­ჩუ­მეს მხო­ლოდ ბოქ­ლო­მის ჩხა­კუ­ნი და ქარი არ­ღვევს.

დე­და­თა და ბავ­შვთა სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში შვი­ლებ­თან ერ­თად 6 დედა ცხოვ­რობს. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, პა­ტა­რე­ბი მშობ­ლებთნ მხო­ლოდ სამ წლამ­დე რჩე­ბი­ან. შემ­დეგ ახ­ლობ­ლებს მიჰ­ყავთ. თუ პა­ტა­რის გაყ­ვა­ნას ოჯა­ხის ახლო ნა­თე­სა­ვი ვერ შეძ­ლებს, მას ბავ­შვთა სახ­ლში გა­და­იყ­ვა­ნენ. დე­დებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი, 39 წლის ნ-ა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნია, მისი ოთხი თვის ნინო ერ­თა­დერ­თი გო­გო­ნაა სა­პა­ტიმ­რო­ში მყოფ 5 ვაჟს შო­რის.

პა­ტა­რე­ბის სა­თა­მა­შო ოთახ­ში ერთი პა­ტა­რა მა­გი­და და რამ­დე­ნი­მე სკა­მი დგას. კე­დელ­ზე კი დიდი პლაზ­მუ­რი ტე­ლე­ვი­ზო­რი კი­დია. "ჟურ­ნა­ლის­ტი მო­გიყ­ვა­ნეთ, შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მო­უყ­ვეთ", - ამ სი­ტყვე­ბით წარ­მად­გი­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პა­ტიმ­რებ­თან. გავ­ში­ნა­ურ­დი, პა­ტა­რებს მო­ვე­ფე­რე. ბავ­შვებ­მა თა­ვი­ან­თი ოთა­ხის სა­ნა­ხა­ვად წა­მიყ­ვა­ნეს, თან რა­ღა­ცას მე­ტი­ტი­ნე­ბოდ­ნენ. სა­ძი­ნე­ბე­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი­თაა სავ­სე. კო­მოდ­ზე პა­ტა­რე­ბის­თვის ზღაპ­რე­ბის წიგ­ნე­ბი შევ­ნიშ­ნე: ისი­ნი დე­დებს ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან გა­მო­აქვთ, სა­ღა­მო­ო­ბით რომ წა­უ­კი­თხონ შვი­ლებს. ყვე­ლა ოთახ­ში ხა­ტე­ბი და შინ და­ტო­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის სუ­რა­თე­ბია. 6 პა­ტიმ­რი­დან სამი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა.

სა­ძი­ნებ­ლე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ პა­ტიმ­რებ­მა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შემი­ყვა­ნეს. იქ ორი მა­ცი­ვა­რი, გა­ზ­ქუ­რა და სა­რე­ცხის მან­ქა­ნა დგას. "ცი­ხე­ში პა­ტა­რე­ბის­თვის არ არ­სე­ბობს სა­ბავ­შვო მე­ნიუ. ვცდი­ლობთ, დღის რა­ცი­ო­ნი ისე შე­ვად­გი­ნოთ, რომ ბავ­შვებ­მა სა­ჭი­რო კა­ლო­რი­ე­ბი მი­ი­ღონ. ცი­ხის საკ­ვე­ბი ამის­თვის საკ­მა­რი­სი არაა, ბავ­შვებს საკ­ვებს ახ­ლობ­ლე­ბიც უგ­ზავ­ნი­ან" - პა­ტი­მარ დე­დებს ცი­ხის საკ­ვე­ბი არ მოს­წონთ, ამი­ტომ თა­ვად ამ­ზა­დე­ბენ სა­დილს.

ვინ­ტე­რეს­დე­ბი, რა ჭა­მეს ბავ­შვებ­მა.

- დი­ლით ფაფა მი­ირ­თვეს, შემ­დეგ სა­დი­ლი მო­ვუმ­ზა­დეთ. სა­ღა­მოს კი კარ­ტო­ფილს შე­ვუწ­ვავთ. სა­სა­დი­ლო­დან ზეთს, კა­რაქს გვაძ­ლე­ვენ. ჩვე­ნი კვე­ბის რა­ცი­ონ­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბი­დან ხაჭო, არა­ჟა­ნი და მა­წო­ნია, თუმ­ცა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის არაა. შა­ქა­რიც შეგ­ვი­ზღუ­დეს. ყვე­ლა­ფე­რი უხა­რის­ხოა, ხორ­ცის მო­ხარ­შვას ორი დღე უნდა. გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის­გან, ცხა­დია, ბუ­ლი­ონს ვერ და­ამ­ზა­დებ, გა­ყი­ნუ­ლია თევ­ზიც. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოგ­ვი­ტა­ნეს გა­ყი­ნუ­ლი ქა­თა­მი, მაგ­რამ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- პა­ტა­რე­ბის­თვის ფა­ფე­ბი, პამ­პერ­სი საკ­მა­რი­სი გაქვთ?

- "ჰუ­მა­ნას" რძე, ფა­ფე­ბი, პამ­პერ­სი მუდ­მი­ვად ეძ­ლე­ვათ პა­ტა­რებს. თა­ნაც საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით. თვე­ში ორი შეკ­ვრა პამ­პერ­სი საკ­მა­რი­სია. მას შემ­დეგ, რაც მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, ჩვენ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იც­ვა­ლა. ად­რე ჩვენ­თვის არა­ვის ეცა­ლა, ყვე­ლა თა­ვის სკამს უფრთხილ­დე­ბო­და. ახლა და­ლაგ­და ყვე­ლა­ფე­რი. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სამ­ზა­რე­უ­ლოს კარი იკე­ტე­ბო­და და ბავ­შვის­თვის საჭ­მელ­საც კი ვერ მო­ამ­ზა­დებ­დი. წყლის ადუ­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვქონ­და. პა­ტა­რა ღა­მით ცუ­დად რომ ხდე­ბო­და, გა­თე­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბო­დით, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, დი­რექ­ტორს ვერ გა­ვაღ­ვი­ძებ­თო. ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი ახლა აღარ გვაქვს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას რო­გორც შე­უძ­ლია, ისე გვეხ­მა­რე­ბა. სულ 6 დედა ვართ. აქამ­დე ვი­ცო­დით, რომ რაც მოგ­ვი­სა­ჯეს, არ შე­იც­ვლე­ბო­და, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო არც კი იხი­ლავ­და ჩვენს საქ­მე­ებს, ისე ტო­ვებ­და ძა­ლა­ში, ახლა იმე­დი გაგ­ვიჩ­ნდა, - ამ­ბობს ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი.

"გა­რეთ სამი შვი­ლი მე­ლო­დე­ბა. აქ წლი­სა და 9 თვის ნი­კო­ლოზს ვზრდი. მე­სა­მე შვი­ლი სა­ერ­თოდ ვერ მცნობს. ეს ბავ­შვე­ბი ვე­რას­დროს მო­ი­შო­რე­ბენ სა­ხელს "ცი­ხის ბავ­შვე­ბი, "ცი­ხე­ში გაზ­რდი­ლე­ბი", ამათ რა და­ა­შა­ვეს. ერთი შან­სი რომ მოგ­ვცენ და ერთი წელი მა­ინც მოგ­ვაკ­ლონ, არ შე­იძ­ლე­ბა?!" - შე­მომ­ჩი­ვის მე­ო­რე.

კა­ნო­ნით პა­ტა­რებს დე­დას­თან ყოფ­ნის უფ­ლე­ბა 3 წლამ­დე აქვთ. ეს იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია, რომ დე­დებს ამა­ზე ლა­პა­რა­კი უჭირთ. "ჩვენ შე­ვეს­წა­რით, რო­გორ და­ა­შო­რეს ბავ­შვი პა­ტი­მარ დე­დას, ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო", - იხ­სე­ნე­ბენ პა­ტიმ­რე­ბი.

"ორ თვე­ში ბავ­შვს სამი წელი უს­რულ­დე­ბა, არა­და, 9 წელი მაქვს მის­ჯი­ლი, არ ვიცი, იმ დღეს რო­გორ გა­და­ვი­ტან. იმე­დი მაქვს, მა­ნამ­დე სას­ჯელს შე­მიმ­სუ­ბუ­ქე­ბენ და მალე გა­ვალ, რად­გან ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს ფი­ზი­კუ­რად არ შე­უძ­ლი­ათ ბავ­შვის მოვ­ლა", - ამ­ბობს პა­ტი­მა­რი ა. ლ.

"რაც ძა­ლი­ან გვა­წუ­ხებს, ეს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაა. აქ ყვე­ლას ექი­მი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გვჭირ­დე­ბა. ექი­მი კი გვე­უბ­ნე­ბა, თქვენ­ზე ჯან­მრთე­ლი არა­ვი­ნა­აო, ამი­ტომ აღარც ვა­კი­თხავთ, აზრი არა აქვს.

ჩვენს თავს აღარ და­ვე­ძებთ, პა­ტა­რე­ბის­თვი­საც კი არ არის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. სი­ცხის, ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლე­ბი არას­დრო­საა. არც ვი­ტა­მი­ნე­ბია პა­ტა­რე­ბის­თვის. ამი­ტომ ბავ­შვებს დ და ა ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა აქვთ", - წუ­ხან პა­ტიმ­რე­ბი.

ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პა­ტი­მარ დე­დას, 23 წლის ნ-ს ორი შვი­ლი ჰყავს. უფ­რო­სი მშობ­ლებ­თა­ნაა, 9 თვის თე­მუ­რი კი დე­დას­თან იზ­რდე­ბა.

"პა­ტა­რას დი­ა­თე­ზი აწუ­ხებს. ხში­რად ავა­დობს, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა სჭირ­დე­ბა. ჩემს მშობ­ლებს კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვთ. ვერ აგი­წერთ, რა ძნე­ლია, როცა ხე­დავ, რო­გორ სჭირ­დე­ბი შენს შვილს, შენ კი არაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია. ყვე­ლას თხოვ­ნაა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს".

აქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბა. 4 თვის ნი­ნოს სა­კუ­თა­რი ტან­საც­მე­ლი არა აქვს, პა­ტა­რა გა­მო­ნაც­ვალ სა­მოს­ში იზ­რდე­ბა. ნი­ნოს დედა ერ­თა­დერ­თია, ვი­საც ცი­ხე­ში არა­ვინ არა­ფერს უგ­ზავ­ნის. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახს ცი­ხე­ში პა­ტიმ­რის შე­ნახ­ვა არ შე­უძ­ლია. "პა­ტა­რა ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავს. საკ­ვე­ბი, პამ­პერ­სი გვყოფ­ნის. ჰი­გი­ე­ნის ნივ­თე­ბი­დან მხო­ლოდ ერთ ცალ სა­რე­ცხის სა­პონს და 300 გრამ ფხვნილს ვი­ღებთ, რაც საკ­მა­რი­სი არაა."

ქალ­თა ცი­ხე­ში ორი ფეხ­მძი­მე ქალ­ბა­ტო­ნიც იმ­ყო­ფე­ბა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი 32 წლის მ. რ. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა. მას გა­რეთ 8 შვი­ლი ელო­დე­ბა. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 7 თვი­საა. "პი­რო­ბით სას­ჯელს ვიხ­დი­დი. კვი­რა­ში ერთხელ პრო­ბა­ცი­ის სამ­სა­ხურ­ში ხელს ვა­წერ­დი, მაგ­რამ ნაღ­ვლის ბუშ­ტის ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. ვიდ­რე ოპე­რა­ცი­ას გა­ვი­კე­თებ­დი, პრო­ბა­ცი­ის სამ­სა­ხურს ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ვაც­ნო­ბე, თუმ­ცა ძებ­ნა მა­ინც გა­მო­ა­ცხა­დეს, და­მა­კა­ვეს და პრო­ბა­ცი­ა­ში ხელ­მო­უ­წერ­ლო­ბის გამო ისევ სა­პა­ტიმ­რო­ში აღ­მოვ­ჩნდი, ახლა 10 თვე აქ მო­მი­წევს ყოფ­ნა. ეს იცით, რას ნიშ­ნავს? - ჩემი შვი­ლე­ბი უჩე­მოდ და­ი­ღუ­პე­ბი­ან. ქმა­რი არ მუ­შა­ობს. მან კი­თხვაც კი არ იცის. მე ვვაჭ­რობ­დი და ჩემს შვი­ლებს ვარ­ჩენ­დი. ბავ­შვებს ხან ვინ ჩუქ­ნის სა­მო­წყა­ლოდ ფულს, ხან - ვინ. ბი­ნაც არ გვაქვს, ერთ პა­ტა­რა ფარ­დულ­ში ვცხოვ­რობთ. და­მეხ­მა­რეთ, ძა­ლი­ან გთხოვთ!"

პა­ტიმ­რე­ბის კვე­ბის შე­სა­ხებ სამ­ზა­რე­უ­ლოს მე­ნე­ჯერ ზოია რაზ­მა­ძეს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

ზოია რაზ­მა­ძე: "თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პა­ტა­რებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვზრუ­ნავთ. მათ კუთ­ვნილ­ზე მეტს ვაძ­ლევთ. მარ­თა­ლია, რომ ამ­ბო­ბენ არ არის საკ­მა­რი­სი რძის პრო­დუქ­ტე­ბიო, მაგ­რამ ბავ­შვს მხო­ლოდ არა­ჟა­ნი, მა­წო­ნი და ხაჭო სჭირ­დე­ბა? მერ­წმუ­ნეთ, მათ სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის საკ­ვე­ბი ეძ­ლე­ვათ. ყვე­ლა დე­დას სურს, მათ­მა შვილ­მა ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი, ხილი მი­ი­ღოს. რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმას ვაძ­ლევთ. მე პა­ტა­რებს საჭ­მელს ვერ მო­ვაკ­ლებ.

- პა­ტიმ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ საკ­ვე­ბი უხა­რის­ხოა.

- არ არის მარ­თა­ლი. ჩვენ უმ­კაც­რე­სად ვა­მოწ­მებთ მათ­თვის დამ­ზა­დე­ბულ საკ­ვებს. დე­დებს ეძ­ლე­ვათ უმი პრო­დუქ­ტი. შე­საძ­ლოა, მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე კარ­ტო­ფი­ლი გა­ფუჭ­დეს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ კარ­ტო­ფი­ლის გა­რე­შე ვტო­ვებთ მათ. ზო­გი­ერ­თი საკ­ვე­ბი ბავ­შვებს გრა­მო­ბით ერ­გე­ბა, ჩვენ უფრო მეტს ვაძ­ლევთ, ვიდ­რე სა­ჭი­როა".

სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დით. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ცი­ხე­ში ექი­მი მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბა, ბავ­შვის ავად გახ­დო­მის დროს კი პე­დი­ატ­რი გა­მო­ძა­ხე­ბის­თა­ნა­ვე მო­დის. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვე­ბის წამ­ლებს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თქმით, ყო­ვე­ლი თვის და­სა­წყის­ში სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლი ბა­ზი­სურ წამ­ლებს მი­ი­ღებს.

წა­მოს­ვლი­სას პა­ტიმ­რებ­მა წე­რი­ლი გა­მო­მა­ტა­ნეს და გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა გვთხო­ვეს. ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­აღ­დგო­მოდ დე­დე­ბის შე­წყა­ლე­ბას სთხო­ვენ.

პა­ტიმ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა

N 5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დე­და­თა და ბავ­შვთა სახ­ლში გან­თავ­სე­ბუ­ლი დე­დე­ბის (მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის) თხოვ­ნა - ბ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. ქ. ეკა ბე­სე­ლი­ას.

თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რომ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მი­მართ დახ­მა­რე­ბა. გთხოვთ ყვე­ლას, შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქოთ სას­ჯე­ლი, რათა არ მოხ­დეს დე­დის და შვი­ლის და­შო­რე­ბა. ისე­თი სას­ჯე­ლე­ბი გვაქვს მის­ჯი­ლი, არა­ნა­ი­რად რომ არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ქალს და მი­თუ­მე­ტეს დე­დებს, რომ­ლე­ბიც ვზრდით აქ შვი­ლებს და გა­რეთ გვე­ლო­დე­ბი­ან მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბიც.

აქ გაზ­რდილ ბავ­შვებს აკ­ლი­ათ ყვე­ლა­ფე­რი, არი­ან გა­რე­სამ­ყა­როს მო­წყვე­ტი­ლე­ბი, დე­დის გარ­და არ იცი­ან ბავ­შვებ­მა არა­ფე­რი და ამ დროს დე­დას და შვილს აშო­რებს კა­ნო­ნი, ეს არის ძა­ლი­ან ცუდი შე­დე­გის მომ­ტა­ნი ბავ­შვის­თვის. ჩვენ იმე­დი გვაქვს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთხოვთ, გაგ­ვი­წი­ოთ დახ­მა­რე­ბა და შეგ­ვი­წყა­ლოთ. ნამ­დვი­ლად არ ვართ კრი­მი­ნა­ლე­ბი და მოგ­ვე­ცით ერთი შან­სი. ჩვენ თქვე­ნი იმე­დი გვაქვს და გიხ­დით წი­ნას­წარ მად­ლო­ბას.

პა­ტი­ვის­ცე­მით ი. ქვე­ლა­ძე

(სტი­ლი და­ცუ­ლია)

ლა­მუ­ნა ირე­მაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რეპორტაჟი ციხიდან, სადაც დედები შვილებთან ერთად იხდიან სასჯელს

რეპორტაჟი ციხიდან, სადაც დედები შვილებთან ერთად იხდიან სასჯელს

თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსთავთან დამაკავშირებელი გზიდან ავტობუსი მარჯვნივ უხვევს და სამხრეთით მიდის. დაახლოებით 20 წუთში ბოლო გაჩერებაა. ავტობუსიდან ჩამოსული რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრზე განლაგებულ კორპუსებს ვხედავ, გალავნით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურებია, სადაც სამხედროფორმიანი ადამიანები გამალებით სცემენ ბოლთას. ალბათ მიხვდით, რომ ჩემ მიერ აღწერილი ობიექტი საპატიმროა. N5 დაწესებულებაში შეთანხმებულ შეხვედრაზე ჩამოვედით.

სასჯელაღსრულების ეს დაწ­ე­სებულება სხვებისგან გამორჩეულია. აქ მდებარე ერთ-ერთ კორპუსში სასჯელს პატიმარი ქალბატონები შვილებთან ერთად იხდიან. საქართველოში ეს ერთადერთი ციხეა, სადაც ქალებს, პატიმრობის დროს შვილის შეძენის შემთხვევაში, ბავშვთან ერთად ყოფნის უფლება აქვთ.

მეგზურობას დაწესებულების დირექტორის მოადგილე გვიწევს. დედათა და ბავშვთა საცხოვრებელი კორპუსის წინ საბავშვო ატრაქციონებია. შენობა ერთსართულიანია, უამრავი გისოსით. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ბოქლომის ჩხაკუნი და ქარი არღვევს.

დედათა და ბავშვთა საცხოვრებელ კორპუსში შვილებთან ერთად 6 დედა ცხოვრობს. კანონის მიხედვით, პატარები მშობლებთნ მხოლოდ სამ წლამდე რჩებიან. შემდეგ ახლობლებს მიჰყავთ. თუ პატარის გაყვანას ოჯახის ახლო ნათესავი ვერ შეძლებს, მას ბავშვთა სახლში გადაიყვანენ. დედებს შორის ყველაზე უფროსი, 39 წლის ნ-ა მრავალშვილიანია, მისი ოთხი თვის ნინო ერთადერთი გოგონაა საპატიმროში მყოფ 5 ვაჟს შორის.

პატარების სათამაშო ოთახში ერთი პატარა მაგიდა და რამდენიმე სკამი დგას. კედელზე კი დიდი პლაზმური ტელევიზორი კიდია. "ჟურნალისტი მოგიყვანეთ, შეგიძლიათ თქვენი პრობლემების შესახებ მოუყვეთ", - ამ სიტყვებით წარმადგინა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა პატიმრებთან. გავშინაურდი, პატარებს მოვეფერე. ბავშვებმა თავიანთი ოთახის სანახავად წამიყვანეს, თან რაღაცას მეტიტინებოდნენ. საძინებელი სათამაშოებითაა სავსე. კომოდზე პატარებისთვის ზღაპრების წიგნები შევნიშნე: ისინი დედებს ბიბლიოთეკიდან გამოაქვთ, საღამოობით რომ წაუკითხონ შვილებს. ყველა ოთახში ხატები და შინ დატოვებული ბავშვების სურათებია. 6 პატიმრიდან სამი მრავალშვილიანი დედაა.

საძინებლების ნახვის შემდეგ პატიმრებმა სამზარეულოში შემი­ყვანეს. იქ ორი მაცივარი, გაზქურა და სარეცხის მანქანა დგას. "ციხეში პატარებისთვის არ არსებობს საბავშვო მენიუ. ვცდილობთ, დღის რაციონი ისე შევადგინოთ, რომ ბავშვებმა საჭირო კალორიები მიიღონ. ციხის საკვები ამისთვის საკმარისი არაა, ბავშვებს საკვებს ახლობლებიც უგზავნიან" - პატიმარ დედებს ციხის საკვები არ მოსწონთ, ამიტომ თავად ამზადებენ სადილს.

ვინტერესდები, რა ჭამეს ბავშვებმა.

- დილით ფაფა მიირთვეს, შემდეგ სადილი მოვუმზადეთ. საღამოს კი კარტოფილს შევუწვავთ. სასადილოდან ზეთს, კარაქს გვაძლევენ. ჩვენი კვების რაციონში რძის პროდუქტებიდან ხაჭო, არაჟანი და მაწონია, თუმცა საკმარისი რაოდენობის არაა. შაქარიც შეგვიზღუდეს. ყველაფერი უხარისხოა, ხორცის მოხარშვას ორი დღე უნდა. გაყინული ქათმისგან, ცხადია, ბულიონს ვერ დაამზადებ, გაყინულია თევზიც. რამდენიმე დღის წინ მოგვიტანეს გაყინული ქათამი, მაგრამ გაფუჭებული აღმოჩნდა.

- პატარებისთვის ფაფები, პამპერსი საკმარისი გაქვთ?

- "ჰუმანას" რძე, ფაფები, პამპერსი მუდმივად ეძლევათ პატარებს. თანაც საკმარისი რაოდენობით. თვეში ორი შეკვრა პამპერსი საკმარისია. მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა, ჩვენდამი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ად­რე ჩვენთვის არავის ეცალა, ყველა თავის სკამს უფრთხილდებოდა. ახლა დალაგდა ყველაფერი. წინა ხელისუფლების დროს სამზარეულოს კარი იკეტებოდა და ბავშვისთვის საჭმელსაც კი ვერ მოამზადებდი. წყლის ადუღების საშუალებაც არ გვქონდა. პატარა ღამით ცუდად რომ ხდებოდა, გათენებას ველოდებოდით, გვეუბნებოდნენ, დირექტორს ვერ გავაღვიძებთო. ასეთი პრობლემები ახლა აღარ გვაქვს. ადმინისტრაციას როგორც შეუძლია, ისე გვეხმარება. სულ 6 დედა ვართ. აქამდე ვიცოდით, რომ რაც მოგვისაჯეს, არ შეიცვლებოდა, უზენაესი სასამართლო არც კი იხილავდა ჩვენს საქმეებს, ისე ტოვებდა ძალაში, ახლა იმედი გაგვიჩნდა, - ამბობს ერთ-ერთი პატიმარი.

"გარეთ სამი შვილი მელოდება. აქ წლისა და 9 თვის ნიკოლოზს ვზრდი. მესამე შვილი საერთოდ ვერ მცნობს. ეს ბავშვები ვერასდროს მოიშორებენ სახელს "ციხის ბავშვები, "ციხეში გაზრდილები", ამათ რა დააშავეს. ერთი შანსი რომ მოგვცენ და ერთი წელი მაინც მოგვაკლონ, არ შეიძლება?!" - შემომჩივის მეორე.

კანონით პატარებს დედასთან ყოფნის უფლება 3 წლამდე აქვთ. ეს იმდენად მტკივნეული საკითხია, რომ დედებს ამაზე ლაპარაკი უჭირთ. "ჩვენ შევესწარით, როგორ დააშორეს ბავშვი პატიმარ დედას, ეს საშინელება იყო", - იხსენებენ პატიმრები.

"ორ თვეში ბავშვს სამი წელი უსრულდება, არადა, 9 წელი მაქვს მისჯილი, არ ვიცი, იმ დღეს როგორ გადავიტან. იმედი მაქვს, მანამდე სასჯელს შემიმსუბუქებენ და მალე გავალ, რადგან ჩემი ოჯახის წევრებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ბავშვის მოვლა", - ამბობს პატიმარი ა. ლ.

"რაც ძალიან გვაწუხებს, ეს სამედიცინო დახმარებაა. აქ ყველას ექიმი და მედიკამენტები გვჭირდება. ექიმი კი გვეუბნება, თქვენზე ჯანმრთელი არავინააო, ამიტომ აღარც ვაკითხავთ, აზრი არა აქვს.

ჩვენს თავს აღარ დავეძებთ, პატარებისთვისაც კი არ არის მედიკამენტები. სიცხის, ხველის საწინააღმდეგო წამლები არასდროსაა. არც ვიტამინებია პატარებისთვის. ამიტომ ბავშვებს დ და ა ვიტამინების ნაკლებობა აქვთ", - წუხან პატიმრები.

ყველაზე ახალგაზრდა პატიმარ დედას, 23 წლის ნ-ს ორი შვილი ჰყავს. უფროსი მშობლებთანაა, 9 თვის თემური კი დედასთან იზრდება.

"პატარას დიათეზი აწუხებს. ხშირად ავადობს, სერიოზული გამოკვლევა სჭირდება. ჩემს მშობლებს კი ამის საშუალება არა აქვთ. ვერ აგიწერთ, რა ძნელია, როცა ხედავ, როგორ სჭირდები შენს შვილს, შენ კი არაფრის გაკეთება შეგიძლია. ყველას თხოვნაა, რომ სამედიცინო დახმარება გაუმჯობესდეს".

აქ ყველა ერთმანეთს ეხმარება. 4 თვის ნინოს საკუთარი ტანსაცმელი არა აქვს, პატარა გამონაცვალ სამოსში იზრდება. ნინოს დედა ერთადერთია, ვისაც ციხეში არავინ არაფერს უგზავნის. სოციალურად დაუცველ ოჯახს ციხეში პატიმრის შენახვა არ შეუძლია. "პატარა ბუნებრივ კვებაზე მყავს. საკვები, პამპერსი გვყოფნის. ჰიგიენის ნივთებიდან მხოლოდ ერთ ცალ სარეცხის საპონს და 300 გრამ ფხვნილს ვიღებთ, რაც საკმარისი არაა."

ქალთა ციხეში ორი ფეხმძიმე ქალბატონიც იმყოფება. ერთ-ერთი მათგანი 32 წლის მ. რ. მრავალშვილიანი დედაა. მას გარეთ 8 შვილი ელოდება. ყველაზე პატარა 7 თვისაა. "პირობით სასჯელს ვიხდიდი. კვირაში ერთხელ პრობაციის სამსახურში ხელს ვაწერდი, მაგრამ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გავიკეთე. ვიდრე ოპერაციას გავიკეთებდი, პრობაციის სამსახურს ჩემი მდგომარეობის შესახებ ვაცნობე, თუმცა ძებნა მაინც გამოაცხადეს, დამაკავეს და პრობაციაში ხელმოუწერლობის გამო ისევ საპატიმროში აღმოვჩნდი, ახლა 10 თვე აქ მომიწევს ყოფნა. ეს იცით, რას ნიშნავს? - ჩემი შვილები უჩემოდ დაიღუპებიან. ქმარი არ მუშაობს. მან კითხვაც კი არ იცის. მე ვვაჭრობდი და ჩემს შვილებს ვარჩენდი. ბავშვებს ხან ვინ ჩუქნის სამოწყალოდ ფულს, ხან - ვინ. ბინაც არ გვაქვს, ერთ პატარა ფარდულში ვცხოვრობთ. დამეხმარეთ, ძალიან გთხოვთ!"

პატიმრების კვების შესახებ სამზარეულოს მენეჯერ ზოია რაზმაძეს გავესაუბრეთ.

ზოია რაზმაძე: "თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პატარებზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ. მათ კუთვნილზე მეტს ვაძლევთ. მართალია, რომ ამბობენ არ არის საკმარისი რძის პროდუქტებიო, მაგრამ ბავშვს მხოლოდ არაჟანი, მაწონი და ხაჭო სჭირდება? მერწმუნეთ, მათ საჭირო რაოდენობის საკვები ეძლევათ. ყველა დედას სურს, მათმა შვილმა ჯანსაღი პროდუქტი, ხილი მიიღოს. რაც შესაძლებელია, იმას ვაძლევთ. მე პატარებს საჭმელს ვერ მოვაკლებ.

- პატიმრები ამბობენ, რომ საკვები უხარისხოა.

- არ არის მართალი. ჩვენ უმკაცრესად ვამოწმებთ მათთვის დამზადებულ საკვებს. დედებს ეძლევათ უმი პროდუქტი. შესაძლოა, მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე კარტოფილი გაფუჭდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კარტოფილის გარეშე ვტოვებთ მათ. ზოგიერთი საკვები ბავშვებს გრამობით ერგება, ჩვენ უფრო მეტს ვაძლევთ, ვიდრე საჭიროა".

სამედიცინო საკითხითაც დავინტერესდით. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ციხეში ექიმი მუდმივად იმყოფება, ბავშვის ავად გახდომის დროს კი პედიატრი გამოძახებისთანავე მოდის. რაც შეეხება ბავშვების წამლებს, ადმინისტრაციის თქმით, ყოველი თვის დასაწყისში სამედიცინო ნაწილი ბაზისურ წამლებს მიიღებს.

წამოსვლისას პატიმრებმა წერილი გამომატანეს და გაზეთში გამოქვეყნება გვთხოვეს. ისინი ხელისუფლებას სააღდგომოდ დედების შეწყალებას სთხოვენ.

პატიმრების განცხადება

N 5 დაწესებულებაში დედათა და ბავშვთა სახლში განთავსებული დედების (მსჯავრდებულების) თხოვნა - ბ. ბიძინა ივანიშვილს. ქ. ეკა ბესელიას.

თხოვნით მივმართავთ ყველა იმ ადამიანს, რომლის კომპეტენციაში შედის ჩვენი შვილების მიმართ დახმარება. გთხოვთ ყველას, შეგვიმსუბუქოთ სასჯელი, რათა არ მოხდეს დედის და შვილის დაშორება. ისეთი სასჯელები გვაქვს მისჯილი, არანაირად რომ არ შეიძლება ჰქონდეს ქალს და მითუმეტეს დედებს, რომლებიც ვზრდით აქ შვილებს და გარეთ გველოდებიან მცირეწლოვანი შვილებიც.

აქ გაზრდილ ბავშვებს აკლიათ ყველაფერი, არიან გარესამყაროს მოწყვეტილები, დედის გარდა არ იციან ბავშვებმა არაფერი და ამ დროს დედას და შვილს აშორებს კანონი, ეს არის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი ბავშვისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, ახალი ხელისუფლება დაგვეხმარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება და შეგვიწყალოთ. ნამდვილად არ ვართ კრიმინალები და მოგვეცით ერთი შანსი. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს და გიხდით წინასწარ მადლობას.

პატივისცემით ი. ქველაძე

(სტილი დაცულია)

ლამუნა ირემაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"