მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელჩართული ჩხუბის შედეგად შვიდი პარლამენტარი დაშავდა
ხელჩართული ჩხუბის შედეგად შვიდი პარლამენტარი დაშავდა

ვე­ნე­სუ­ე­ლას პარ­ლა­მენ­ტში, ცოტა ხნის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გან­ხილ­ვას, დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი მოჰ­ყვა. ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­ნი­უ­სი" იუ­წყე­ბა.

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­თა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­მაც უარი თქვა მათ­თვის სი­ტყვის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა­ზე, ვიდ­რე ოპო­ზი­ცია არ აღი­ა­რებ­და ნი­კო­ლას მა­დუ­როს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას.

ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად შვი­დი დე­პუ­ტა­ტი და­შავ­და.

"ჩვენ არ დავ­ნებ­დე­ბით და ბრძო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებთ, რათა ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლებს მო­მა­ვა­ლი მივ­ცეთ. ჩვენ წინ, გა­მარ­ჯვე­ბის­კენ მი­ვი­წევთ და სწო­რედ ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლა­დო­ბას მი­მარ­თავს", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერ­თმა წევ­რმა ხუ­ლიო ბორ­ხეს­მა.

14 აპ­რილს ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში გა­მარ­თუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად უგო ჩა­ვე­სის მემ­კვიდ­რე ნი­კო­ლას მა­დუ­რომ ხმე­ბის 1,5%-ით გა­და­უს­წრო უმ­თავ­რეს კონ­კუ­რენტს, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერს, ენ­რი­კე კაპ­რი­ლესს. ოპო­ზი­ცი­ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხმე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ხე­ლახ­ლა გა­დათ­ვლა მო­ი­თხო­ვა. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან უარი მი­ი­ღო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია euronews.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ხელჩართული ჩხუბის შედეგად შვიდი პარლამენტარი დაშავდა

ხელჩართული ჩხუბის შედეგად შვიდი პარლამენტარი დაშავდა

ვენესუელას პარლამენტში, ცოტა ხნის წინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების განხილვას, დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.

ოპოზიციონერთა გაღიზიანება პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც უარი თქვა მათთვის სიტყვის მიცემის უფლებაზე, ვიდრე ოპოზიცია არ აღიარებდა ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

ინციდენტის შედეგად შვიდი დეპუტატი დაშავდა.

"ჩვენ არ დავნებდებით და ბრძოლას გავაგრძელებთ, რათა ვენესუელელებს მომავალი მივცეთ. ჩვენ წინ, გამარჯვებისკენ მივიწევთ და სწორედ ამიტომ ხელისუფლება ძალადობას მიმართავს", - განაცხადა პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ხულიო ბორხესმა.

14 აპრილს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად უგო ჩავესის მემკვიდრე ნიკოლას მადურომ ხმების 1,5%-ით გადაუსწრო უმთავრეს კონკურენტს, ოპოზიციის ლიდერს, ენრიკე კაპრილესს. ოპოზიციამ ხელისუფლება ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა და არჩევნების შედეგების ხელახლა გადათვლა მოითხოვა. თუმცა, ხელისუფლებისგან უარი მიიღო.

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა