პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოპოტის ხეობაში მოკლულის მამის სკანდალური განცხადება - "ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა უნდა მოეწყოთ"
ლოპოტის ხეობაში მოკლულის მამის სკანდალური განცხადება - "ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა უნდა მოეწყოთ"

გვე­სა­უბ­რე­ბა ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში 2012 წლის აგ­ვის­ტოს სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას მოკ­ლულ 22 წლის ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლის მამა მე­რაბ მარ­გოშ­ვი­ლი.

- პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ი­სის და­სა­წყის­ში მოხ­დე­ბა ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში ლიკ­ვი­დი­რე­ბულ­თა გვა­მე­ბის ექ­სჰუ­მა­ცია. რო­გორ ფიქ­რობთ, და­ეხ­მა­რე­ბა ეს გა­მო­ძი­ე­ბას რა­მე­ში?

- ვიდ­რე გარ­დაც­ვლი­ლებს დავ­კრძა­ლავ­დით, გვა­მებს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. შს მი­ნის­ტრის მა­შინ­დე­ლი მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე შეგ­ვპირ­და, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას მო­გაწ­ვდით, ამა­ზე მე ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სო. ისი­ნი სუ­ლაც არ აპი­რებ­დნენ დას­კვნის გად­მო­ცე­მას და რო­გორც თქვენ არ გი­ნა­ხავთ ის, ისე - ჩვენ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, კომ­პი­უ­ტე­რი გა­ტე­ხეს და ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი წა­შა­ლე­სო. ამით ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ნა­შა­ულს ფა­რავს, არ ეგო­ნათ, ხელ­მე­ო­რედ თუ მო­ვი­თხოვ­დით ექ­სპერ­ტი­ზას. ჩვენ იმი­ტომ დავ­თან­ხმდით ექ­სჰუ­მა­ცი­ას, რომ დად­გინ­დეს სი­მარ­თლე, კერ­ძოდ, რა მან­ძი­ლი­დან და რო­მე­ლი ია­რა­ღი­დან ჩა­ცხრი­ლეს ბი­ჭე­ბი. ვი­ცით, რომ ყვე­ლა მათ­განს ზურ­გში ეს­რო­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბას გვა­მის ამო­თხრის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მივ­ცემ­დით, ექ­სპერ­ტი­ზის სწო­რად წარ­მარ­თვის და სი­მარ­თლის დად­გე­ნის გა­რან­ტია რომ არ გვქონ­დეს, რად­გან ეს ჩვენს რე­ლი­გი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ექ­სპერ­ტი­ზა რომ არ ჩა­ტარ­დეს, ბევ­რი რამ ისევ სა­ეჭ­ვო დარ­ჩე­ბა, ჩვენ კი სი­მარ­თლის დად­გე­ნა გვინ­და… რო­გორც ვი­ცით, პირ­ვე­ლი იე­რი­ში სპეც­რაზმმა ღა­მის ოთხ სა­ათ­ზე მი­ი­ტა­ნა, ეტყო­ბა, ბი­ჭე­ბის ჩა­ძი­ნე­ბას ელოდ­ნენ. ახალ­გაზ­რდებს­, რა თქმა უნდა, არ ეგო­ნათ, ასე თუ გა­წი­რავ­დნენ, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი 6 თვე თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე ცხოვ­რობ­დნენ, მათ ამ­ზა­დებ­დნენ და ინ­სტრუქ­ტაჟს უტა­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ბა­ზა­ზე, შავ­ნა­ბა­და­ზეც კი ყო­ფი­ლან. ისი­ნი იც­ნობ­დნენ ყვე­ლა მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, ვი­საც მათ­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა.

- თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ინც რის­თვის ამ­ზა­დებ­დნენ და ვის­თან ჰქონ­დათ ბი­ჭებს კონ­ტაქ­ტი?

- მათ წვრთნა­სა და მომ­ზა­დე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ამ ყვე­ლა­ფერს კი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევ­და სან­დრო ამი­რი­ძე - ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ის აკონ­ტრო­ლებ­და გა­სულ და შე­მო­სულ ჩეჩ­ნებს და მუ­შა­ობ­და მათ­თან.

- თქვე­ნი ვაჟი - ას­ლა­ნი რო­გორ მოხ­ვდა მათ­თან?

- ას­ლან­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტე­ტის სამი კურ­სი და­ხუ­რა. მას ფი­ნე­თი­დან და­უ­კავ­შირ­დნენ ჩეჩ­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მე­გობ­რობ­და და და­პა­ტი­ჟეს, ჩა­მო­დი, თუ მო­გე­წო­ნე­ბა, აქ გა­აგ­რძე­ლე სწავ­ლაო. ვურ­ჩევ­დი, ბა­რემ ოთხი კურ­სი და­ამ­თავ­რე და მერე წადი-მეთ­ქი. უნი­ჭი­ე­რე­სი ბიჭი იყო, მი­თხრა, გა­მოც­დებს ინ­ტერ­ნე­ტი­თაც ჩა­ვა­ბა­რე­ბო. მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ასე­თი რამ შე­ემ­თხვა. ეტყო­ბა იქ, სა­ზღვარ­გა­რეთ, იყო იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, იქ ბევ­რი ჩე­ჩე­ნი ცხოვ­რობს და აი­ყო­ლი­ეს ვი­ღა­ცებ­მა. ას­ლან­მა იცო­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რომ არ მო­ვუ­წო­ნებ­დი და ამი­ტო­მაც და­მა­ლა - ოჯახ­თან ვი­თომ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ამ­ყა­რებ­და კონ­ტაქტს, ის კი მთე­ლი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ყო­ფი­ლა.

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ჭე­ბი და­ღეს­ტნის გავ­ლით ჩეჩ­ნეთ­ში ნამ­დვი­ლად არ მი­დი­ოდ­ნენ. სხვა­თა შო­რის, სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ­დე ერთი თვით ადრე, 23 ივ­ლისს ყვე­ლას გა­უ­ფორ­მეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად "სტე­ჩკი­ნის" ტი­პის ია­რა­ღი და ავ­ტო­მა­ტე­ბი ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ნა­მოქ­მე­და­რია. ჩეჩ­ნეთ­ში თუ მი­დი­ოდ­ნენ, იქ ია­რაღ­ზე სა­ბუთს ვინ მოს­თხოვ­დათ?! ბი­ჭებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­უ­ფორ­მეს ყვე­ლა­ფე­რი და უთხრეს, ჩეჩ­ნებს გა­ა­ცი­ლებთ სა­ზღვრამ­დე და უკან მობ­რუნ­დე­ბი­თო. ამა­თაც, ეგო­ნათ, რა­ღაც მი­სი­ას ას­რუ­ლებ­დნენ და დაჰ­ყვნენ უფ­რო­სე­ბის ნე­ბას.

ჩვენ­თვის ბი­ჭე­ბის მომ­ზა­დე­ბის ორი ვერ­სი­აა გა­მოკ­ვე­თი­ლი: 1. ჩეჩ­ნებს უნდა მო­ე­წყოთ ივა­ნიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა, ქარ­თუ­ლი სპეც­რაზ­მი მათ უკან იქ­ნე­ბო­და და თავ­დამ­სხმე­ლებს იქვე ამო­ხო­ცავ­დნენ, რათა შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილს მსოფ­ლი­ოს გა­სა­გო­ნად ეყ­ვი­რა, ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტე­ბის­გან ვიხ­სე­ნი ივა­ნიშ­ვი­ლიო. ეს იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გათ­ვლი­ლი პი­ა­რი. 2. ბი­ჭებს სა­ა­კაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ინ­სცე­ნი­რე­ბა უნდა მო­ე­წყოთ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კი მათ უარი უთ­ქვამთ - თქვენს სა­ში­ნაო საქ­მე­ებს თვი­თონ მი­ხე­დეთ, ჩვენ არ ჩა­ვე­რე­ვი­თო. ამი­ტო­მაც გა­ავ­რცე­ლეს თა­ვი­დან ვერ­სია - სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი და არც ერთი მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ არი­სო. სხვა­თა შო­რის, მებ­რძო­ლებს შო­რის იყო კი­დევ ერთი კაცი, წარ­მო­შო­ბით ლეკი, რო­მე­ლიც იმ ღა­მით ბი­ჭებს მეგ­ზუ­რო­ბას უწევ­და. ის კაცი და­კარ­გუ­ლია და რო­გორც გა­ირ­კვა, რუ­სე­ბის მიერ ყო­ფი­ლა შე­მოგ­ზავ­ნი­ლი. თუ არ ვცდე­ბი, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა ბათუ ქუ­თე­ლი­ამ თქვა, იმ პე­რი­ოდ­ში რუ­სებ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­დაო. ე.ი. ყვე­ლა საქ­მის კურ­სში იყო და ამ ხალ­ხის ლიკ­ვი­და­ცია რუ­სებ­თა­ნაც იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

- გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მარ­თლა შეგ­ხვდათ და­ღუ­პუ­ლე­ბის მშობ­ლებს?

- გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ახ­მე­ტე­ლია და აქ მე­გობ­რე­ბი ჰყავს. მათ ამო­იყ­ვა­ნეს პან­კის­ში, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მშობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა უნ­დო­და. რაში მა­ინ­ტე­რე­სებ­და მას­თან შეხ­ვედ­რა და მისი ტყუ­ი­ლე­ბის მოს­მე­ნა?! გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ამ­ბობს: ჩემი ბრა­ლი არ არის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბას ვას­რუ­ლებ­დიო, ოპე­რა­ცი­ას ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი და მხო­ლოდ ის შევ­ძე­ლი, რომ ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცია ორი სა­ა­თით გად­მოვ­წიე. ღამ­დე­ბო­და და იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სპე­ცო­პე­რა­ცია და­მე­წყოო. არა­და, ის ღა­მით კი არა, გამ­თე­ნი­ი­სას და­ი­წყო.

- გა­დარ­ჩე­ნი­ლი ჩეჩ­ნე­ბი სად არი­ან, არ გა­მო­დი­ან კონ­ტაქ­ტზე? ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ისი­ნი თურ­ქე­თის ცი­ხე­ში სხე­დან...

- გა­დარ­ჩე­ნი­ლი ჩეჩ­ნე­ბი სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან ალი­ან­სში არ­ი­ან, ამი­ტო­მაც გა­იყ­ვა­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­დან. ვის და­ტო­ვებ­დნენ ცო­ცხალს, როცა ალ­ყა­ში ჰყავ­დათ ყვე­ლა­ნი მოქ­ცე­უ­ლი? ისი­ნი მე­ო­რე დღეს ვა­ლეს სა­სა­ზღვრო პუნ­ქტი­დან თურ­ქეთ­ში გა­იყ­ვა­ნეს და მას შემ­დეგ კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დი­ან. ბი­ჭე­ბი გა­წი­რეს რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ისე სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ჩეჩ­ნებ­მა.

- ამას წი­ნათ გავ­რცელ­და დათა ახა­ლა­ი­ას წე­რი­ლი, სა­დაც იგი ლა­ფა­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ა­ზე მთლი­ა­ნად ვანო მე­რა­ბიშ­ვილს აკის­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას...

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­რე­შე იქ კაცი არ იყო რა­მის გამ­კე­თე­ბე­ლი. ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია კი შს მი­ნის­ტრი იყო და მისი ყვე­ლა სპეც­რაზ­მი იქ იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ახა­ლა­ი­აც ყე­ლამ­დეა ჩაფ­ლუ­ლი ამ საქ­მე­ში, მაგ­რამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­რი­ცხვა აბ­სურ­დია.

- სხვა­თა შო­რის, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში მა­ის­ში შა­რი­ა­თის სა­სა­მარ­თლო უნდა გა­ი­მარ­თოს, რო­მელ­ზეც ლა­ფან­ყუ­რის ამ­ბებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

- შა­რი­ა­თის სა­სა­მარ­თლო ძა­ლი­ან გა­ჭი­ა­ნურ­და. რამ­დე­ნი­მე თვეა ამ­ბო­ბენ, ვი­ცით ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, უბ­რა­ლოდ, ვარ­კვევთ, ვის რა ბრა­ლი მი­უ­ძღვი­სო. შა­რი­ა­თის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ში სრულ­დე­ბა, მას სა­ზღვრე­ბი არა აქვს. თუ ვინ­მეს მო­შო­რე­ბა უნ­დათ, ეს მათ­თვის პრობ­ლე­მა არ არის. ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი შე­ში­ნე­ბუ­ლი არი­ან და ამი­ტო­მაც და­ი­წყეს ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა, არ უნ­დათ შა­რი­ა­თის სი­ა­ში მოხ­ვდნენ. ყვე­ლა ცდი­ლობს, სხვა "ჩა­უშ­ვას" და თვი­თონ გა­მოძ­ვრეს. შა­რი­ა­თი უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს­ ეყ­რდნო­ბა და თუ პირს და­ნა­შა­უ­ლი და­უმ­ტკიც­და, მას მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­აქვს. სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოსგ­ან გან­სხვა­ვე­ბით, ეს ნამ­დვი­ლი სა­სა­მარ­თლო იქ­ნე­ბა. საქ­მე­ში ყე­ლამ­დეა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლომ თუ მო­ინ­დო­მა, სი­მარ­თლის დად­გე­ნა არც მას გა­უ­ჭირ­დე­ბა.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ლოპოტის ხეობაში მოკლულის მამის სკანდალური განცხადება - "ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა უნდა მოეწყოთ"

ლოპოტის ხეობაში მოკლულის მამის სკანდალური განცხადება - "ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა უნდა მოეწყოთ"

გვესაუბრება ლოპოტის ხეობაში 2012 წლის აგვისტოს სპეცოპერაციისას მოკლულ 22 წლის ასლან მარგოშვილის მამა მერაბ მარგოშვილი.

- პროკურატურის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში მოხდება ლოპოტის ხეობაში ლიკვიდირებულთა გვამების ექსჰუმაცია. როგორ ფიქრობთ, დაეხმარება ეს გამოძიებას რამეში?

- ვიდრე გარდაცვლილებს დავკრძალავდით, გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდა. შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე გია ლორთქიფანიძე შეგვპირდა, ექსპერტიზის დასკვნას მოგაწვდით, ამაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ისინი სულაც არ აპირებდნენ დასკვნის გადმოცემას და როგორც თქვენ არ გინახავთ ის, ისე - ჩვენ. იმასაც ამბობენ, კომპიუტერი გატეხეს და ყველა მონაცემი წაშალესო. ამით ძველი ხელისუფლება დანაშაულს ფარავს, არ ეგონათ, ხელმეორედ თუ მოვითხოვდით ექსპერტიზას. ჩვენ იმიტომ დავთანხმდით ექსჰუმაციას, რომ დადგინდეს სიმართლე, კერძოდ, რა მანძილიდან და რომელი იარაღიდან ჩაცხრილეს ბიჭები. ვიცით, რომ ყველა მათგანს ზურგში ესროლეს. გამოძიებას გვამის ამოთხრის საშუალებას არ მივცემდით, ექსპერტიზის სწორად წარმართვის და სიმართლის დადგენის გარანტია რომ არ გვქონდეს, რადგან ეს ჩვენს რელიგიას ეწინააღმდეგება. ექსპერტიზა რომ არ ჩატარდეს, ბევრი რამ ისევ საეჭვო დარჩება, ჩვენ კი სიმართლის დადგენა გვინდა… როგორც ვიცით, პირველი იერიში სპეცრაზმმა ღამის ოთხ საათზე მიიტანა, ეტყობა, ბიჭების ჩაძინებას ელოდნენ. ახალგაზრდებს­, რა თქმა უნდა, არ ეგონათ, ასე თუ გაწირავდნენ, ვინაიდან ისინი 6 თვე თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობდნენ, მათ ამზადებდნენ და ინსტრუქტაჟს უტარებდნენ საქართველოს სხვადასხვა ბაზაზე, შავნაბადაზეც კი ყოფილან. ისინი იცნობდნენ ყველა მაღალჩინოსანს, ვისაც მათთან ჰქონდა შეხება.

- თქვენი ინფორმაციით, მაინც რისთვის ამზადებდნენ და ვისთან ჰქონდათ ბიჭებს კონტაქტი?

- მათ წვრთნასა და მომზადებას ხელმძღვანელობდა შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ამ ყველაფერს კი უშუალო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას უწევდა სანდრო ამირიძე - ანტიტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი, ის აკონტროლებდა გასულ და შემოსულ ჩეჩნებს და მუშაობდა მათთან.

- თქვენი ვაჟი - ასლანი როგორ მოხვდა მათთან?

- ასლანმა უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამი კურსი დახურა. მას ფინეთიდან დაუკავშირდნენ ჩეჩნები, რომლებთანაც მეგობრობდა და დაპატიჟეს, ჩამოდი, თუ მოგეწონება, აქ გააგრძელე სწავლაო. ვურჩევდი, ბარემ ოთხი კურსი დაამთავრე და მერე წადი-მეთქი. უნიჭიერესი ბიჭი იყო, მითხრა, გამოცდებს ინტერნეტითაც ჩავაბარებო. მაგრამ მოულოდნელად ასეთი რამ შეემთხვა. ეტყობა იქ, საზღვარგარეთ, იყო იმაზე ლაპარაკი, რომ თბილისში ჩამოსულიყვნენ, იქ ბევრი ჩეჩენი ცხოვრობს და აიყოლიეს ვიღაცებმა. ასლანმა იცოდა, გადაწყვეტილებას რომ არ მოვუწონებდი და ამიტომაც დამალა - ოჯახთან ვითომ საზღვარგარეთიდან ამყარებდა კონტაქტს, ის კი მთელი 6 თვის განმავლობაში თბილისში ყოფილა.

ჩემი ინფორმაციით, ბიჭები დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში ნამდვილად არ მიდიოდნენ. სხვათა შორის, სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე, 23 ივლისს ყველას გაუფორმეს ოფიციალურად "სტეჩკინის" ტიპის იარაღი და ავტომატები ეს ყველაფერი ძალოვანი სტრუქტურების ნამოქმედარია. ჩეჩნეთში თუ მიდიოდნენ, იქ იარაღზე საბუთს ვინ მოსთხოვდათ?! ბიჭებს ოფიციალურად გაუფორმეს ყველაფერი და უთხრეს, ჩეჩნებს გააცილებთ საზღვრამდე და უკან მობრუნდებითო. ამათაც, ეგონათ, რაღაც მისიას ასრულებდნენ და დაჰყვნენ უფროსების ნებას.

ჩვენთვის ბიჭების მომზადების ორი ვერსიაა გამოკვეთილი: 1. ჩეჩნებს უნდა მოეწყოთ ივანიშვილზე თავდასხმა, ქართული სპეცრაზმი მათ უკან იქნებოდა და თავდამსხმელებს იქვე ამოხოცავდნენ, რათა შემდეგ სააკაშვილს მსოფლიოს გასაგონად ეყვირა, ჩეჩენი ტერორისტებისგან ვიხსენი ივანიშვილიო. ეს იყო სააკაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ გათვლილი პიარი. 2. ბიჭებს სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეწყოთ. ამ ყველაფერზე კი მათ უარი უთქვამთ - თქვენს საშინაო საქმეებს თვითონ მიხედეთ, ჩვენ არ ჩავერევითო. ამიტომაც გაავრცელეს თავიდან ვერსია - საქართველოში შემოვიდა ტერორისტული ჯგუფი და არც ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე არ არისო. სხვათა შორის, მებრძოლებს შორის იყო კიდევ ერთი კაცი, წარმოშობით ლეკი, რომელიც იმ ღამით ბიჭებს მეგზურობას უწევდა. ის კაცი დაკარგულია და როგორც გაირკვა, რუსების მიერ ყოფილა შემოგზავნილი. თუ არ ვცდები, უშიშროების საბჭოს მდივანმა ბათუ ქუთელიამ თქვა, იმ პერიოდში რუსებთან ინტენსიური ურთიერთობა გვქონდაო. ე.ი. ყველა საქმის კურსში იყო და ამ ხალხის ლიკვიდაცია რუსებთანაც იყო შეთანხმებული.

- გია ლორთქიფანიძე მართლა შეგხვდათ დაღუპულების მშობლებს?

- გია ლორთქიფანიძე ახმეტელია და აქ მეგობრები ჰყავს. მათ ამოიყვანეს პანკისში, გარდაცვლილების მშობლებთან შეხვედრა უნდოდა. რაში მაინტერესებდა მასთან შეხვედრა და მისი ტყუილების მოსმენა?! გია ლორთქიფანიძე ამბობს: ჩემი ბრალი არ არის, სააკაშვილის ბრძანებას ვასრულებდიო, ოპერაციას ვხელმძღვანელობდი და მხოლოდ ის შევძელი, რომ ლიკვიდაციის ოპერაცია ორი საათით გადმოვწიე. ღამდებოდა და იძულებული ვიყავი, სპეცოპერაცია დამეწყოო. არადა, ის ღამით კი არა, გამთენიისას დაიწყო.

- გადარჩენილი ჩეჩნები სად არიან, არ გამოდიან კონტაქტზე? ერთ-ერთი ვერსიით, ისინი თურქეთის ციხეში სხედან...

- გადარჩენილი ჩეჩნები სპეცსამსახურებთან ალიანსში არ­ი­ან, ამიტომაც გაიყვანეს საქართველოდან. ვის დატოვებდნენ ცოცხალს, როცა ალყაში ჰყავდათ ყველანი მოქცეული? ისინი მეორე დღეს ვალეს სასაზღვრო პუნქტიდან თურქეთში გაიყვანეს და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოდიან. ბიჭები გაწირეს როგორც ხელისუფლებამ, ისე სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ჩეჩნებმა.

- ამას წინათ გავრცელდა დათა ახალაიას წერილი, სადაც იგი ლაფაყურის ოპერაციაზე მთლიანად ვანო მერაბიშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას...

- დარწმუნებული ვარ, სააკაშვილისა და მერაბიშვილის გარეშე იქ კაცი არ იყო რამის გამკეთებელი. ბაჩანა ახალაია კი შს მინისტრი იყო და მისი ყველა სპეცრაზმი იქ იყო მობილიზებული. ახალაიაც ყელამდეა ჩაფლული ამ საქმეში, მაგრამ მერაბიშვილისა და სააკაშვილის გამორიცხვა აბსურდია.

- სხვათა შორის, არსებული ინფორმაციით, თურქეთში მაისში შარიათის სასამართლო უნდა გაიმართოს, რომელზეც ლაფანყურის ამბებს განიხილავენ.

- შარიათის სასამართლო ძალიან გაჭიანურდა. რამდენიმე თვეა ამბობენ, ვიცით ოპერაციის მონაწილე პირების ვინაობა, უბრალოდ, ვარკვევთ, ვის რა ბრალი მიუძღვისო. შარიათის სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ სახელმწიფოში სრულდება, მას საზღვრები არა აქვს. თუ ვინმეს მოშორება უნდათ, ეს მათთვის პრობლემა არ არის. ქართველი მაღალ­ჩინოსნები შეშინებული არიან და ამიტომაც დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება, არ უნდათ შარიათის სიაში მოხვდნენ. ყველა ცდილობს, სხვა "ჩაუშვას" და თვითონ გამოძვრეს. შარიათი უტყუარ მტკიცებულებებს­ ეყრდნობა და თუ პირს დანაშაული დაუმტკიცდა, მას მკაცრი გადაწყვეტილება - სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. სააკაშვილის სასამართლოსგ­ან განსხვავებით, ეს ნამდვილი სასამართლო იქნება. საქმეში ყელამდეა მტკიცებულებები და სააკაშვილის სასამართლომ თუ მოინდომა, სიმართლის დადგენა არც მას გაუჭირდება.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"