პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მარგოშვილი - ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა ან სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეწყოთ
მერაბ მარგოშვილი - ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა ან სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეწყოთ

ჩეჩ­ნებს ივა­ნიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა ან სა­ა­კაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ინ­სცე­ნი­რე­ბა უნდა მო­ე­წყოთ, - ამის შე­სა­ხებ ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას მოკ­ლუ­ლი ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლის მამა, მე­რაბ მარ­გოშ­ვი­ლი გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

მისი თქმით, დაკ­რძალ­ვამ­დე გვა­მებს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ოჯა­ხე­ბის­თვის პა­სუ­ხე­ბი არა­ვის უც­ნო­ბე­ბია. რო­გორც მე­რაბ მარ­გოშ­ვი­ლი ამ­ბობს, ცხედ­რე­ბის ექ­სჰუ­მა­ცი­ას სწო­რედ ამი­ტომ და­თან­ხმდნენ.

"ვი­ცით, რომ ყვე­ლა მათ­განს ზურ­გში ეს­რო­ლეს. პირ­ვე­ლი იე­რი­ში სპეც­რაზმმა 04:00 სა­ათ­ზე მი­ი­ტა­ნა. ეტყო­ბა, ბი­ჭე­ბის ჩა­ძი­ნე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ. ახალ­გაზ­რდებს, რა თქმა უნდა, არ ეგო­ნათ, ასე თუ გა­წი­რავ­დნენ, ვი­ნა­ი­დან 6 თვე თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე ცხოვ­რობ­დნენ. მათ ამ­ზა­დებ­დნენ და ინ­სტრუქ­ტაჟს უტა­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ბა­ზა­ზე - შავ­ნა­ბა­და­ზეც კი ყო­ფი­ლან. ისი­ნი იც­ნობ­დნენ ყვე­ლა მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, ვი­საც მათ­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა. მათ წვრთნა­სა და მომ­ზა­დე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, უშუ­ა­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას კი ყვე­ლა­ფერს უწევ­და ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი სან­დრო ამი­რი­ძე. ის აკონ­ტრო­ლებ­და გა­სულ და შე­მო­სულ ჩეჩ­ნებს და მუ­შა­ობ­და მათ­თან", - აცხა­დებს მე­რაბ მარ­გოშ­ვი­ლი.

ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლის მამა ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბა, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ­დე ერთი თვით ადრე ახალ­გაზ­რდებს ია­რა­ღი გა­უ­ფორ­მეს და ჩეჩ­ნე­ბის სა­ზღვრამ­დე გა­ცი­ლე­ბა და­ა­ვა­ლეს.

"ჩვენ­თვის ბი­ჭე­ბის მომ­ზა­დე­ბის ორი ვერ­სი­აა გა­მოკ­ვე­თი­ლი - ჩეჩ­ნებს უნდა მო­ე­წყოთ ივა­ნიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა. ქარ­თუ­ლი სპეც­რაზ­მი მათ უკან იქ­ნე­ბო­და და თავ­დამ­სხმე­ლებს იქვე ამო­ხო­ცავ­დნენ, რათა შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილს მსოფ­ლი­ოს გა­სა­გო­ნად ეყ­ვი­რა, ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტე­ბის­გან ვიხ­სე­ნი ივა­ნიშ­ვი­ლიო. ეს იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გათ­ვლი­ლი პი­ა­რი. მე­ო­რე ვერ­სი­ით, იქ­ნე­ბო­და სა­ა­კაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ინ­სცე­ნი­რე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კი მათ უარი უთ­ქვამთ... გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ თქვა, ჩემი ბრა­ლი არ არის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბას ვას­რუ­ლებ­დიო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­რე­შე იქ კაცი არ იყო რა­მის გამ­კე­თე­ბე­ლი. ბაჩო ახა­ლა­ია კი, შს მი­ნის­ტრი იყო და მისი სპეც­რაზ­მი იქ იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ახა­ლა­ი­აც ყე­ლამ­დეა ამ საქ­მე­ში ჩაფ­ლუ­ლი, მაგ­რამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­რი­ცხვა აბ­სურ­დია", - აცხა­დებს მე­რაბ მარ­გოშ­ვი­ლი.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის" დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მერაბ მარგოშვილი - ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა ან სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეწყოთ

მერაბ მარგოშვილი - ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა ან სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეწყოთ

ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა ან სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეწყოთ, - ამის შესახებ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული ასლან მარგოშვილის მამა, მერაბ მარგოშვილი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, დაკრძალვამდე გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა ოჯახებისთვის პასუხები არავის უცნობებია. როგორც მერაბ მარგოშვილი ამბობს, ცხედრების ექსჰუმაციას სწორედ ამიტომ დათანხმდნენ.

"ვიცით, რომ ყველა მათგანს ზურგში ესროლეს. პირველი იერიში სპეცრაზმმა 04:00 საათზე მიიტანა. ეტყობა, ბიჭების ჩაძინებას ელოდებოდნენ. ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, არ ეგონათ, ასე თუ გაწირავდნენ, ვინაიდან 6 თვე თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობდნენ. მათ ამზადებდნენ და ინსტრუქტაჟს უტარებდნენ საქართველოს სხვადასხვა ბაზაზე - შავნაბადაზეც კი ყოფილან. ისინი იცნობდნენ ყველა მაღალჩინოსანს, ვისაც მათთან ჰქონდა შეხება. მათ წვრთნასა და მომზადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა, უშუალო ზედამხედველობას კი ყველაფერს უწევდა ანტიტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი სანდრო ამირიძე. ის აკონტროლებდა გასულ და შემოსულ ჩეჩნებს და მუშაობდა მათთან", - აცხადებს მერაბ მარგოშვილი.

ასლან მარგოშვილის მამა ინტერვიუში ყვება, რომ სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე ახალგაზრდებს იარაღი გაუფორმეს და ჩეჩნების საზღვრამდე გაცილება დაავალეს.

"ჩვენთვის ბიჭების მომზადების ორი ვერსიაა გამოკვეთილი - ჩეჩნებს უნდა მოეწყოთ ივანიშვილზე თავდასხმა. ქართული სპეცრაზმი მათ უკან იქნებოდა და თავდამსხმელებს იქვე ამოხოცავდნენ, რათა შემდეგ სააკაშვილს მსოფლიოს გასაგონად ეყვირა, ჩეჩენი ტერორისტებისგან ვიხსენი ივანიშვილიო. ეს იყო სააკაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ გათვლილი პიარი. მეორე ვერსიით, იქნებოდა სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება. ამ ყველაფერზე კი მათ უარი უთქვამთ... გია ლორთქიფანიძემ თქვა, ჩემი ბრალი არ არის, სააკაშვილის ბრძანებას ვასრულებდიო... დარწმუნებული ვარ, სააკაშვილისა და მერაბიშვილის გარეშე იქ კაცი არ იყო რამის გამკეთებელი. ბაჩო ახალაია კი, შს მინისტრი იყო და მისი სპეცრაზმი იქ იყო მობილიზებული. ახალაიაც ყელამდეა ამ საქმეში ჩაფლული, მაგრამ მერაბიშვილისა და სააკაშვილის გამორიცხვა აბსურდია", - აცხადებს მერაბ მარგოშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "ყველა სიახლის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა