BPI-ი და სავაჭრო ნიშანი "აირჩიე ქართული" ქართული პროდუქციის მხარდამჭერი სავაჭრო ქსელების რეიტინგს აქვეყნებენ.
მეწარმეებისთვის განკუთვნილ კითხვარში სულ 13 ქსელური მაღაზია მონაწილეობდა - "გუდვილი", "კარფური", "სმარტი", "ნიკორა", "ორი ნაბიჯი", "ექსელი", "ვეჯინი", "ფრესკო", "ფურშეტი", "ბიგ ბენი", "ნუგეში", "პოპული" და "იოლი".
მეწარმეების შეფასებით, ქართული პროდუქციის წარმოჩენას და მხარდაჭერას საკუთარ ქსელში ყველაზე აქტიურად "გუდვილი", ყველაზე ნაკლებად კი "კარფური" ახორციელებენ. მათი შეფასებით, "კარფურში" და "სმარტის" ქსელში შეღწევა ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს, მაღალი ბიუროკრატიის და მეწარამეებისთვის არახელსაყრელი პირობების გამო.
მეწარმეების მიერ ქართული პროდუქციის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სავაჭრო ქსელების რეიტინგი კი ასე გამოიყურება: 1. გუდვილი, 2. ნიკორა, 3. ფრესკო, 4. ორი ნაბიჯი, 5. ვეჯინი, 6. ექსელი, 7. ფურშეტი, 8. ნუგეში, 9. ბიგ ბენი, 10. იოლი, 11. პოპული, 12. სმარტი, 13. კარფური.
რეიტინგი მცირე და საშუალო მეწარმეების გამოკითხვის შედეგად შეადგინეს. გამოკითხვა 26-28 აპრილს ჩატარდა და მასში კვების, უალკოჰოლო და ალკოჰოლური პროდუქციის 38 მწარმოებელი მონაწილეობდა.
სავაჭრო ნიშანი "აირჩიე ქართული" შექმნილია "გაყიდვების მართვის კომპანიის" მიერ. "გაყიდვების მართვის კომპანია" რეგიონალურ აგროკომპანიებს და ფერმერებს მარკეტინგს, მენეჯმენტს და გაყიდვების მართვის სერვისს სთავაზობს. ამ დროისთვის მის პორტფელში არის ქართული წარმოების თაფლის, ჩაის და ნატურალური წვენების პროდუქცია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9