პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსმა მესაზღვრეებმა მეჯვრისხევის გასასვლელთან 55 წლის ავთანდილ კვირიკაშვილი დააკავეს
 რუსმა მესაზღვრეებმა მეჯვრისხევის გასასვლელთან 55 წლის ავთანდილ კვირიკაშვილი დააკავეს

რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა სო­ფელ მეჯვრის­ხე­ვის გა­სას­ვლელ­თან 55 წლის ავ­თან­დილ კვი­რი­კაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს და ღრო­მის ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ კვი­რი­კაშ­ვი­ლი ღრო­მის მი­ლი­ცი­ი­დან ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში სხვა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მსგავ­სად კვი­რი­კაშ­ვილ­საც სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თას დას­დე­ბენ ბრალს, თუმ­ცა, თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კვი­რი­კაშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი მხა­რის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბე­ბი იმის გამო გახ­შირ­და, რომ ოსუ­რი მხა­რე სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ებს იყე­ნებს. და­კა­ვე­ბუ­ლებს გარ­კვე­ულ სა­ჯა­რი­მო თან­ხას ახ­დე­ვი­ნებს და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა მა­სობ­რი­ვად სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლებ­ში და­კა­ვე­ბა, რომ მათ ბი­უ­ჯეტ­ში გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბი შე­ვი­დეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სო­ფელ მეჯვრის­ხევ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ე­ბენ და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში მო­ხერ­ხდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

რუსმა მესაზღვრეებმა მეჯვრისხევის გასასვლელთან 55 წლის ავთანდილ კვირიკაშვილი დააკავეს

 რუსმა მესაზღვრეებმა მეჯვრისხევის გასასვლელთან 55 წლის ავთანდილ კვირიკაშვილი დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ მეჯვრისხევის გასასვლელთან 55 წლის ავთანდილ კვირიკაშვილი დააკავეს და ღრომის ხეობის მიმართულებით წაიყვანეს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კვირიკაშვილი ღრომის მილიციიდან ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში სხვა დაკავებულების მსგავსად კვირიკაშვილსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას დასდებენ ბრალს, თუმცა, თვითმხილველები აცხადებენ, რომ კვირიკაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მოსახლეობის განცხადებით, ბოლო პერიოდში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებები იმის გამო გახშირდა, რომ ოსური მხარე საჯარიმო სანქციებს იყენებს. დაკავებულებს გარკვეულ საჯარიმო თანხას ახდევინებს და სწორედ აქედან გამომდინარე ხდება მასობრივად საზღვრისპირა სოფლებში დაკავება, რომ მათ ბიუჯეტში გარკვეული თანხები შევიდეს.

როგორც ცნობილია, სოფელ მეჯვრისხევში დაკავებული კვირიკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, სავარაუდოდ, მისი გათავისუფლება მოკლე დროში მოხერხდება.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?