პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გაიცნო კატოს რუსმა ნახევარდამ რეალურად საკუთარი დები
როდის გაიცნო კატოს რუსმა ნახევარდამ რეალურად საკუთარი დები

28 წლის ია ვა­ხა­ნია სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" კა­ტოს და ლი­კუ­ნას რუსი ნა­ხევ­რდის - ვი­კას როლს თა­მა­შობს. ფილმ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლის" მი­ხედ­ვით ვიკა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ტოს ქორ­წი­ლის­თვის მა­მას­თან ერ­თად დაბ­რუნ­და, გა­იც­ნო ნა­ხე­ვარ­დე­ბი და კა­ტოს გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის დღეს­ვე და­ამ­ყა­რა ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი მის­სა­ვე პირ­ველ ქმარ­თან, ნი­კას­თან, რო­მელ­საც ზუზუ ასა­ხი­ე­რებს. რით ჰგავს მისი ცხოვ­რე­ბა ვი­კა­სას, ამას ინ­ტერ­ვი­უ­ში გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ რუსი ბე­ბი­ის გავ­ლე­ნით, ოჯახ­ში რუ­სუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დით, ლექ­სებს თუ ზღაპ­რებს ამ ენა­ზე მი­კი­თხავ­დნენ, შემ­დეგ რუ­სულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, ასე გახ­და რუ­სუ­ლი ჩემ­თვის მე­ო­რე მშობ­ლი­უ­რი ენა. მარ­თა­ლია, ვა­ხა­ნია ვარ, მაგ­რამ აზ­როვ­ნე­ბი­თაც კი რუ­სუ­ლად ვაზ­როვ­ნებ.

ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე, მაგ­რამ რად­გან თე­ატ­რა­ლურ­ში არ იყო რუ­სუ­ლი ჯგუ­ფი, მე კი ვი­ცო­დი, რომ ქარ­თუ­ლად სწავ­ლა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე თე­ატ­რა­ლურ­ში გა­იხ­სნა რუ­სუ­ლი - გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფი და სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვი­რი­ცხე. ან­დრო ენუ­ქი­ძე გახ­ლავთ ჩვე­ნი რე­ჟი­სო­რი, მო­მა­ვალ წელს და­ვამ­თავ­რებ სწავ­ლას და იმე­დი მაქვს, გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ვი­თა­მა­შებ, კინო კარ­გია, მაგ­რამ თე­ატ­რი მა­ინც სხვაა.

- სა­ნამ სე­რი­ალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბო­დი, მა­ნამ­დე იყო "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლი", რო­გორ შე­გარ­ჩი­ეს ამ როლ­ზე?

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლის­თვის" დას­ჭირ­დათ კა­ტო­სა და ლი­კუ­ნას ნა­ხე­ვარ­დის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი რუ­სუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ან რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი გოგო, სა­იტ­ზე ნა­ხეს ინ­ფორ­მა­ცია ჩემ შე­სა­ხებ და ამიყ­ვა­ნეს. მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, ჩემ­თვის ეს იყო პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა კი­ნოს­თან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მუ­შა­ო­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია, რად­გან ფილ­მსა და სე­რი­ალ­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დი მუ­შა­ობს. ფილ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ეძ­ლოთ ჩემი გმი­რის მოხ­სნა, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­ტო­ვეს და სე­რი­ა­ლის მე­სა­მე სე­ზონ­ში ეპი­ზო­დუ­რად მი­წევს გა­მო­ჩე­ნა.

- გა­გი­ჭირ­და ვი­კას გმირ­ზე მუ­შა­ო­ბა?

- არა. მარ­თა­ლია, ვიკა ჩემ­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩვენ შო­რის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მსგავ­სე­ბაა. ვი­კას მსგავ­სად მეც საკ­მა­ოდ დიდ ასაკ­ში გა­ვი­ცა­ნი ჩემი დები. მა­მის მხრი­დან მყავს ორი ნა­ხე­ვარ­და, რომ­ლე­ბიც და­ახ­ლო­ე­ბით 12-13 წლის ასაკ­ში გა­ვი­ცა­ნი. მარ­თა­ლია, დედა და მამა და­შო­რე­ბუ­ლი არი­ან, მაგ­რამ მა­მას­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, რო­გორც წესი, ბავ­შვებს მშობ­ლე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე პა­ტა­რა ასაკ­ში არ ელა­პა­რა­კე­ბი­ან ხოლ­მე. რომ გა­ვი­ზარ­დე, გა­ვი­გე, რომ ორი უფ­რო­სი და მყო­ლია, ჰოდა, ჩემი მშობ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ეს შეხ­ვედ­რა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ის დღე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­კას რო­ლის მორ­გე­ბა არ გა­მი­ჭირ­და, წა­ვი­კი­თხე თუ არა სცე­ნა­რი, მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი ყვე­ლას, რომ ამით ჩემი გმი­რის ცხოვ­რე­ბა ჩემს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას ჰგავ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

როდის გაიცნო კატოს რუსმა ნახევარდამ რეალურად საკუთარი დები

როდის გაიცნო კატოს რუსმა ნახევარდამ რეალურად საკუთარი დები

28 წლის ია ვახანია სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კატოს და ლიკუნას რუსი ნახევრდის - ვიკას როლს თამაშობს. ფილმ "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" მიხედვით ვიკა საქართველოში კატოს ქორწილისთვის მამასთან ერთად დაბრუნდა, გაიცნო ნახევარდები და კატოს გაბედნიერების დღესვე დაამყარა ინტიმური კავშირი მისსავე პირველ ქმართან, ნიკასთან, რომელსაც ზუზუ ასახიერებს. რით ჰგავს მისი ცხოვრება ვიკასას, ამას ინტერვიუში გვესაუბრება.

- საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ რუსი ბებიის გავლენით, ოჯახში რუსულად ვლაპარაკობდით, ლექსებს თუ ზღაპრებს ამ ენაზე მიკითხავდნენ, შემდეგ რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, ასე გახდა რუსული ჩემთვის მეორე მშობლიური ენა. მართალია, ვახანია ვარ, მაგრამ აზროვნებითაც კი რუსულად ვაზროვნებ.

ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე, მაგრამ რადგან თეატრალურში არ იყო რუსული ჯგუფი, მე კი ვიცოდი, რომ ქართულად სწავლა გამიჭირდებოდა, ილიას უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ჩავაბარე. საბედნიეროდ, სასწავლებლის დასრულებისთანავე თეატრალურში გაიხსნა რუსული - გრიბოედოვის თეატრის მიზნობრივი ჯგუფი და სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ანდრო ენუქიძე გახლავთ ჩვენი რეჟისორი, მომავალ წელს დავამთავრებ სწავლას და იმედი მაქვს, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე ვითამაშებ, კინო კარგია, მაგრამ თეატრი მაინც სხვაა.

- სანამ სერიალში გამოჩნდებოდი, მანამდე იყო "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი", როგორ შეგარჩიეს ამ როლზე?

- "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილისთვის" დასჭირდათ კატოსა და ლიკუნას ნახევარდის როლის შემსრულებელი რუსული გარეგნობის ან რუსეთიდან ჩამოსული გოგო, საიტზე ნახეს ინფორმაცია ჩემ შესახებ და ამიყვანეს. მინდა გითხრათ, რომ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ჩემთვის ეს იყო პირველი შეხება კინოსთან. მიუხედავად ამისა, მუშაობა არ გამჭირვებია, რადგან ფილმსა და სერიალზე არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს. ფილმის დასრულების შემდეგ შეეძლოთ ჩემი გმირის მოხსნა, მაგრამ, საბედნიეროდ, დატოვეს და სერიალის მესამე სეზონში ეპიზოდურად მიწევს გამოჩენა.

- გაგიჭირდა ვიკას გმირზე მუშაობა?

- არა. მართალია, ვიკა ჩემგან სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ შორის ერთი მნიშვნელოვანი მსგავსებაა. ვიკას მსგავსად მეც საკმაოდ დიდ ასაკში გავიცანი ჩემი დები. მამის მხრიდან მყავს ორი ნახევარდა, რომლებიც დაახლოებით 12-13 წლის ასაკში გავიცანი. მართალია, დედა და მამა დაშორებული არიან, მაგრამ მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, როგორც წესი, ბავშვებს მშობლების პირად ცხოვრებაზე პატარა ასაკში არ ელაპარაკებიან ხოლმე. რომ გავიზარდე, გავიგე, რომ ორი უფროსი და მყოლია, ჰოდა, ჩემი მშობლების ინიციატივით გავიცანით ერთმანეთი. ეს შეხვედრა არასდროს დამავიწყდება, ძალიან ემოციური იყო ის დღე. აქედან გამომდინარე, ვიკას როლის მორგება არ გამიჭირდა, წავიკითხე თუ არა სცენარი, მაშინვე ვუთხარი ყველას, რომ ამით ჩემი გმირის ცხოვრება ჩემს რეალურ ცხოვრებას ჰგავდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება