ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და რუსი მოდელი ირინა შეიკი სამი წელია ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ მათ უთიერთობაში ბზარი გაჩნდა.
კრიშტიანუმ ირინას ბრაზილიური სილამაზის კონკურსის "მის საჯდომის" მეორე ადგილის მფლობელ მოდელ ანდრეს ურაჩისთან უღალატა. მას შემდეგ რაც ბრიტანულმა გაზეთმა The Sun-მა გოგონასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და ყველა მოდის ჟურნალმა ეს სკანდალური ინფორმაცია აიტაცა, ირინა არსად გამოჩენილა. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათი პაპარაცები მის გადაღებას უშედეგოდ ცდილობდნენ. ფოტოგრაფებმა მოდელი ნიუ-იორკში შენიშნეს. შეიკს სათვალე ეკეთა და მობილურზე საუბრობდა. პაპარაცების თქმით, ის ცუდ ხასიათზე იყო და კამერებისთვის არც კი გაუღიმია.
ანდრესის თქმით, იგი და კრიშტიანუ თავდავიწყებას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხისმგებლო მატჩამდე 48 საათით ადრე მიეცნენ. თამაში 24 აპრილს დორტმუნდში გაიმართა.
"ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთმანეთს დავუახლოვდებოდით. მან მითხრა, რომ ინტერნეტში ჩემი ფოტოებით აღფრთოვანდა და პირველ რიგში მკითხა - მართალი იყო თუ არა, რომ მე კონკურს "მის საჯდომში" გავიმარჯვე", - ყვება მოდელი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.