მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლოა, გალაკტიონის, ზაქარია ფალიაშვილის და ნიკო ნიკოლაძის ტვინები დაიკრძალოს
შესაძლოა, გალაკტიონის, ზაქარია ფალიაშვილის და ნიკო ნიკოლაძის ტვინები დაიკრძალოს

თბი­ლის­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის პა­თო­ლო­გა­ნა­ტო­მი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის სარ­დაფ­ში გა­ლა­კტი­ო­ნის, ნიკო ნი­კო­ლა­ძი­სა და ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის ტვი­ნე­ბი ინა­ხე­ბა. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, უახ­ლო­ეს ხან­ში მათი დაკ­რძალ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღონ. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ტვი­ნე­ბი იმი­ტომ შე­ი­ნა­ხეს, რომ და­ედ­გი­ნათ, რა გა­ნა­პი­რო­ბებ­და ამ პი­როვ­ნე­ბა­თა გე­ნი­ა­ლო­ბას, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს კვლე­ვე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ოქ­მე­ბი. ქი­ლებს, რომ­ლებ­შიც საკ­ვლე­ვი მა­სა­ლაა და­ცუ­ლი, ახ­ლავს მხო­ლოდ მათი მფლო­ბე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ეტი­კე­ტე­ბი. რა­ტომ გაჩ­ნდა ტვი­ნე­ბის დაკ­რძალ­ვის იდეა, რა და­ას­კვნა გა­ლა­კტი­ო­ნის გე­ნი­ო­სო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ცი­ნამ და რა ბედი ელის ამ სა­ცავს მო­მა­ვალ­ში? ამ სა­კი­თხებ­ზე პა­თო­ლო­გა­ნა­ტო­მი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, პრო­ფე­სორ გი­ორ­გი ბურ­კა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გერ­მა­ნი­ა­ში გაჩ­ნდა მა­ტე­რი­ა­ლის­ტუ­რად მო­აზ­როვ­ნე­თა მი­მარ­თუ­ლე­ბა. მათ მი­აჩ­ნდათ, რომ ყო­ვე­ლი­ვე დიდ­სა და გე­ნი­ა­ლურს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს და გე­ნი­ო­სე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო თა­ვის ტვინ­ში, გე­ნი­ა­ლუ­რი უჯრე­დე­ბის სა­ხით. გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი ფოქ­ტი გა­მა­ლე­ბუ­ლი მუ­შა­ობ­და ასე­თი უჯრე­დის აღ­მო­ჩე­ნა­ზე და ერთ დღეს მარ­თლაც შეძ­ლო, სამ­ყა­რო და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, თით­ქოს შე­დეგს მი­აღ­წია, რაც, რო­გორც 20 წლის შემ­დეგ გა­ირ­კვა, ბლე­ფი აღ­მოჩ­ნდა. კო­მუ­ნის­ტებ­მა, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლის­ტებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით აი­ტა­ცეს ფოქ­ტის იდეა და გე­ნი­ა­ლუ­რი უჯრე­დე­ბის ძი­ე­ბის მა­რა­თონ­ში ჩა­ებ­ნენ. რუ­სეთ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო, ტვი­ნის ინ­სტი­ტუ­ტიც კი შე­იქ­მნა. იკ­ვლევ­დნენ ყვე­ლა დიდი პი­როვ­ნე­ბის, მათ შო­რის - ლე­ნი­ნი­სა და სტა­ლი­ნის ტვი­ნებს. პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რის შე­დე­გა­დაც დამ­ცავ სარ­დაფ­ში აღ­მოჩ­ნდა რვა ტვი­ნი - გა­ლა­კტი­ო­ნის, ნიკო ნი­კო­ლა­ძის, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის, ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძის და კი­დევ ოთხი უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბის. სა­ვა­რა­უ­დოდ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქი­ლებ­ზე ეტი­კე­ტე­ბი და­ი­კარ­გა, ამი­ტომ ვერ დგინ­დე­ბა, ვი­სია ესა თუ ის ტვი­ნი...

- რა დად­გინ­და კვლე­ვის შე­დე­გად?

- ჩვენ არ ვიც­ნობთ კვლე­ვის მა­სა­ლებს. არა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო, წე­რი­ლო­ბი­თი მა­სა­ლა ამის შე­სა­ხებ არ არ­სე­ბობს.

- ეს უც­ნა­უ­რად არ გეჩ­ვე­ნე­ბათ? იქ­ნებ მოს­კოვ­ში, ტვი­ნის ინ­სტი­ტუ­ტში წა­ი­ღეს მა­სა­ლე­ბი?

- ქა­ღალ­დე­ბი წა­ი­ღეს და ტვი­ნე­ბი აქ და­ტო­ვეს? უც­ნა­უ­რი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ისე­ვე, რო­გორც ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძის გე­ნი­ო­სად მიჩ­ნე­ვა...

- გად­მო­ცე­მით მა­ინც არ არის ცნო­ბი­ლი, რა დად­გინ­და ამ ტვი­ნე­ბის კვლე­ვი­სას?

- ალ­ბათ, არა­ფე­რი... გე­ნი­ა­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი არ არის. ტვი­ნი მხო­ლოდ ჭურ­ჭე­ლია გე­ნი­ა­ლუ­რი გო­ნე­ბის. გე­ნი­ა­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი სუ­ლი­ე­რე­ბა და ინ­ტე­ლექ­ტია. კარ­გი კა­ლიგ­რა­ფია რომ გაქვს, ეს იმის შე­დე­გი კი არ არის, რომ თითი გაქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ სხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტი და გა­ნათ­ლე­ბა გაქვს, თო­რემ შე­საძ­ლოა, თითი სხვა­ზე უა­რე­სიც გქონ­დეს. მოკ­ლედ, ვფიქ­რობ, რომ კო­მუ­ნის­ტი მა­ტე­რი­ა­ლის­ტე­ბი ან მიხ­ვდნენ, ან - ვერა, რომ მათი მიდ­გო­მა იდე­ო­ლო­გი­უ­რად არას­წო­რი იყო, მაგ­რამ რად­გან კვლე­ვე­ბის გა­საგ­რძე­ლე­ბე­ლი უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ ჰქონ­დათ, ტვი­ნებს თავი და­ა­ნე­ბეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე მოხ­და, რუ­სუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტის შე­სა­ხებ კი ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ჩვენ­თან ეს ტვი­ნე­ბი შე­ი­ნა­ხეს იმ მო­ტი­ვით, რომ ოდეს­მე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბო­და და გე­ნი­ა­ლუ­რო­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ სა­ფუძ­ველს ვი­ღაც აღ­მო­ა­ჩენ­და. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი ახ­ლაც მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ რო­გორც ვიცი, ჯერ ვე­რა­ფერს მი­აგ­ნეს. ჩვენ კი მემ­კვიდ­რე­ო­ბად დაგ­ვრჩა რვა, გა­ურ­კვე­ვე­ლი მიზ­ნის­თვის შე­ნა­ხუ­ლი ტვი­ნი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

შესაძლოა, გალაკტიონის, ზაქარია ფალიაშვილის და ნიკო ნიკოლაძის ტვინები დაიკრძალოს

შესაძლოა, გალაკტიონის, ზაქარია ფალიაშვილის და ნიკო ნიკოლაძის ტვინები დაიკრძალოს

თბილისში, ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პათოლოგანატომიური დეპარტამენტის სარდაფში გალაკტიონის, ნიკო ნიკოლაძისა და ზაქარია ფალიაშვილის ტვინები ინახება. თუმცა, შესაძლოა, უახლოეს ხანში მათი დაკრძალვის გადაწყვეტილებაც მიიღონ. გასულ საუკუნეში ტვინები იმიტომ შეინახეს, რომ დაედგინათ, რა განაპირობებდა ამ პიროვნებათა გენიალობას, მაგრამ არ არსებობს კვლევების დამადასტურებელი ოქმები. ქილებს, რომლებშიც საკვლევი მასალაა დაცული, ახლავს მხოლოდ მათი მფლობელების ვინაობის დამადასტურებელი ეტიკეტები. რატომ გაჩნდა ტვინების დაკრძალვის იდეა, რა დაასკვნა გალაკტიონის გენიოსობის შესახებ მედიცინამ და რა ბედი ელის ამ საცავს მომავალში? ამ საკითხებზე პათოლოგანატომიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ გიორგი ბურკაძეს ვესაუბრეთ.

- გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში გაჩნდა მატერიალისტურად მოაზროვნეთა მიმართულება. მათ მიაჩნდათ, რომ ყოველივე დიდსა და გენიალურს მატერიალური საფუძველი აქვს და გენიოსების მატერიალური საფუძველი უნდა ყოფილიყო თავის ტვინში, გენიალური უჯრედების სახით. გერმანელი მეცნიერი ფოქტი გამალებული მუშაობდა ასეთი უჯრედის აღმოჩენაზე და ერთ დღეს მართლაც შეძლო, სამყარო დაეჯერებინა, თითქოს შედეგს მიაღწია, რაც, როგორც 20 წლის შემდეგ გაირკვა, ბლეფი აღმოჩნდა. კომუნისტებმა, როგორც მატერიალისტებმა, განსაკუთრებით აიტაცეს ფოქტის იდეა და გენიალური უჯრედების ძიების მარათონში ჩაებნენ. რუსეთში სპეციალური სამეცნიერო, ტვინის ინსტიტუტიც კი შეიქმნა. იკვლევდნენ ყველა დიდი პიროვნების, მათ შორის - ლენინისა და სტალინის ტვინებს. პარალელურად მუშაობდნენ საქართველოშიც, რის შედეგადაც დამცავ სარდაფში აღმოჩნდა რვა ტვინი - გალაკტიონის, ნიკო ნიკოლაძის, ზაქარია ფალიაშვილის, ფილიპე მახარაძის და კიდევ ოთხი უცნობი პიროვნების. სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში ქილებზე ეტიკეტები დაიკარგა, ამიტომ ვერ დგინდება, ვისია ესა თუ ის ტვინი...

- რა დადგინდა კვლევის შედეგად?

- ჩვენ არ ვიცნობთ კვლევის მასალებს. არანაირი სამედიცინო, წერილობითი მასალა ამის შესახებ არ არსებობს.

- ეს უცნაურად არ გეჩვენებათ? იქნებ მოსკოვში, ტვინის ინსტიტუტში წაიღეს მასალები?

- ქაღალდები წაიღეს და ტვინები აქ დატოვეს? უცნაური და წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ფილიპე მახარაძის გენიოსად მიჩნევა...

- გადმოცემით მაინც არ არის ცნობილი, რა დადგინდა ამ ტვინების კვლევისას?

- ალბათ, არაფერი... გენიალობის საფუძველი მატერიალური არ არის. ტვინი მხოლოდ ჭურჭელია გენიალური გონების. გენიალობის საფუძველი სულიერება და ინტელექტია. კარგი კალიგრაფია რომ გაქვს, ეს იმის შედეგი კი არ არის, რომ თითი გაქვს განსხვავებული, არამედ სხვა მენტალიტეტი და განათლება გაქვს, თორემ შესაძლოა, თითი სხვაზე უარესიც გქონდეს. მოკლედ, ვფიქრობ, რომ კომუნისტი მატერიალისტები ან მიხვდნენ, ან - ვერა, რომ მათი მიდგომა იდეოლოგიურად არასწორი იყო, მაგრამ რადგან კვლევების გასაგრძელებელი უკეთესი საშუალებები არ ჰქონდათ, ტვინებს თავი დაანებეს. საქართველოში ასე მოხდა, რუსული სამეცნიერო ინსტიტუტის შესახებ კი ვერაფერს გეტყვით. ჩვენთან ეს ტვინები შეინახეს იმ მოტივით, რომ ოდესმე ტექნოლოგიები განვითარდებოდა და გენიალურობის მატერიალურ საფუძველს ვიღაც აღმოაჩენდა. მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში მეცნიერები ახლაც მუშაობენ, მაგრამ როგორც ვიცი, ჯერ ვერაფერს მიაგნეს. ჩვენ კი მემკვიდრეობად დაგვრჩა რვა, გაურკვეველი მიზნისთვის შენახული ტვინი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს