სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანრი ჯოხაძე - "აგუტინზე და ვარუმზე რომ დაიპუტავ ღერა-ღერა თმას, ეს ჩვენი ერის ტრაგედიაა"
ანრი ჯოხაძე - "აგუტინზე და ვარუმზე რომ დაიპუტავ ღერა-ღერა თმას, ეს ჩვენი ერის ტრაგედიაა"

ანრი ჯო­ხა­ძე დი­ე­ტა­ზეა. რო­დე­საც რე­დაქ­ცი­ა­ში გვეს­ტუმ­რა, შე­სამ­ჩნე­ვად დაგ­დე­ბუ­ლი წო­ნის შე­სა­ხებ ვკი­თხე და მი­პა­სუ­ხა, რომ ცი­ლო­ვან დი­ე­ტას იცავს, ანუ სა­ერ­თოდ არ მი­ირ­თმევს ტკბი­ლე­ულს, პურ­სა და ბურ­ღუ­ლე­ულს. მისი დი­ე­ტა აშ­კა­რად ამარ­თლებს, რად­გან კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მისი იმი­ჯი კი­დევ ერთხელ შე­იც­ვლე­ბა, თუმ­ცა ჯერ არ ამ­ხელს, რა ცვლი­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. მა­ნამ­დე კი ან­რის­თან, რო­მე­ლიც ცო­ტა­თი და­კარ­გუ­ლი მოგ­ვეჩ­ვე­ნა, ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ სხვა­დას­ხვა აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე, მათ შო­რის იმ ახალ კლიპ­ზეც, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბა­საც კარ­გი ამინ­დე­ბის გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყებს.

- ამ ბოლო დროს აღარ ჩან­ხარ და სი­ურპრი­ზე­ბი­თაც აღარ ანე­ბივ­რებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას...

- რა­ტომ არ ვჩან­ვარ? უბ­რა­ლოდ, ეს თვე­ე­ბი პი­რა­დად ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბით არ ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ასე მი­ე­წყო საქ­მე.

- ეს პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა? შო­უ­ბიზ­ნე­სის დიდი ნა­წი­ლი ამ­ჟა­მად უმოქ­მე­დო­დაა.

- ეს მიდ­გო­მა სა­ერ­თოდ არ მომ­წონს, რა­ტომ არი­ან უმოქ­მე­დოდ?!. უმოქ­მე­დო­ბას თუ ეძა­ხი­ან იმას, რომ ორი სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის კონ­ცერ­ტი მოგ­ვაკ­ლდა შო­უ­ბიზ­ნესს და ამ ორ კონ­ცერტს ეძახ­დნენ მოქ­მე­დე­ბას, თავი ჰქო­ნი­ათ მო­საჭ­რე­ლი. მა­შინ არ ყო­ფი­ლა ჩემი შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი წყა­რო თბი­ლი­სო­ბის კონ­ცერ­ტი, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ერთხელ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და არც ახა­ლი წლის კონ­ცერ­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც სულ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი.

- ერთი კონ­ცერ­ტის მა­გა­ლით­ზე შე­გიძ­ლია გაგ­ვიმ­ხი­ლო, რა ჰო­ნო­რა­რი აგი­ღია?

- ერთ სიმ­ღე­რა­ში - 2000 ლარი. ეს ნორ­მა­ლუ­რი ჰო­ნო­რა­რია ჩემი რან­გის მომ­ღერ­ლის­თვის, ბევ­რი გა­ცი­ლე­ბით ცო­ტას იღებ­და, ზო­გი­ერ­თი კი, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით დიდ ფა­ვორ­ში იყო - უფრო მეტს. გა­აჩ­ნია, ვინ რო­გორ აფა­სებს მომ­ღერ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

- იყო მო­საზ­რე­ბა, რომ ძა­ლი­ან დიდ ჰო­ნო­რა­რებს იღებ­დით.

- ასე არ ყო­ფი­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის ხოლ­მე გა­ბუ­ქე­ბა, თუმ­ცა მა­ინც გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ეს ღია ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი წელს არ გა­ი­მარ­თა. ფრთი­ა­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პური და სა­ნა­ხა­ო­ბაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, პური ჯერ არ გვაქვს და სა­ნა­ხა­ო­ბა მა­ინც არ მო­ვაკ­ლოთ ხალ­ხს.

- შენ პო­ლი­ტი­კი­სა და შო­უ­ბიზ­ნე­სის სინ­თე­ზის კუ­თხით აქ­ტი­უ­რობ­დი. დღეს არ ფიქ­რობ, რომ გაქვს რა­ი­მე სათ­ქმე­ლი?

- არა, რად­გან ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ინ­ტე­რე­სო ძვრე­ბი არ მომ­ხდა­რა. მე არ ვარ შე­მოქ­მე­დი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სებს უსაფ­რდე­ბა, კლი­პებს აცხობს და ამით იწერს რე­ი­ტინგს. ამას მტე­რი ვერ დამ­წა­მებს, უბ­რა­ლოდ, პო­ლი­ტი­კა­ში დღეს არა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო არ ხდე­ბა. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ყვე­ლა­ზე ცუდი ტი­პე­ბი არი­ან მსოფ­ლი­ო­ში. სა­ერ­თოდ, და­ბა­ლი სუ­ლის ადა­მი­ა­ნე­ბად მი­ვიჩ­ნევ იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც სხვებს ას­წავ­ლი­ან ცხოვ­რე­ბას. ეს ამო­რა­ლუ­რად მი­მაჩ­ნია. პო­ლი­ტი­კო­სებს, სა­უ­ბე­დუ­როდ, ეს ამ­ბი­ცია აქვთ. პო­ლი­ტი­კა და პო­ლი­ტი­კო­სო­ბა რა არის? ადა­მი­ანს ჰგო­ნია, რომ უკე­თე­სო­ბის­კენ შე­უძ­ლია სამ­ყა­როს შეც­ვლა, მსოფ­ლი­ო­ში კი ასე­თი ლი­დე­რი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე იყო, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ერის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ წა­იყ­ვა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ლი­დე­რი არ ყო­ფი­ლა.

პო­ლი­ტი­კურ შარ­ჟებ­ში რა­საც ვა­კე­თებ, ეს იუ­მო­რის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი რე­ა­ლო­ბაა. მე არ ვუღ­რმავ­დე­ბი თე­მებს და არ ვუ­ყუ­რებ გლო­ბა­ლუ­რად, ასე მხო­ლოდ "ბედ­ნი­ე­რი ერის" შემ­თხვე­ვა­ში შევ­ხე­დე მოვ­ლე­ნებს. და­ნარ­ჩე­ნი კი პორ­ნოგ­რა­ფი­ის დო­ნე­ზე და­ვიყ­ვა­ნე და ბევ­რი ვი­ცი­ნე ამა­ზე. ჩემი პო­ზი­ცია არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი, რომ ვინ­მეს­თვის რა­ი­მე მი­მე­თი­თე­ბი­ნა, უბ­რა­ლოდ, გა­მოვ­ხა­ტავ, მე რო­გორ ვხე­დავ ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობ?

- იან­ვარ­ში მინ­დო­და სა­ა­მა­ყო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, თუმ­ცა არ დამ­ცალ­და. მსა­ხი­ობ გუ­რამ სა­ღა­რა­ძეს­თან მინ­დო­და დუ­ე­ტის შექ­მნა. ჩვენ შევ­თან­ხმდით, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძეც ჩა­ერ­თო ამ საქ­მე­ში. სტუ­დი­ა­ში დათ­ქმუ­ლი გვქონ­და შეხ­ვედ­რა და ბა­ტონ გუ­რამს უნდა წა­ე­კი­თხა შან­დორ პე­ტე­ფის "მიყ­ვარ­ხარ", მე კი მემ­ღე­რა. იან­ვარ­ში ბა­ტო­ნი გუ­რამ სა­ღა­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს პრო­ექ­ტი ხე­ლი­დან გა­მო­მე­ცა­ლა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შევ­ძე­ლი, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" რა­დი­ოს არ­ქივ­ში მო­მე­ძი­ე­ბი­ნა ლექ­სის სუფ­თა ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც რა­დი­ო­ე­თერ­ში ნათ­ქვა­მი ეს ლექ­სია შე­მო­ნა­ხუ­ლი. დიდი მად­ლო­ბა მათ ამის­თვის. მაია ასა­თი­ან­თან სტუმ­რო­ბი­სას გუ­რამ სა­ღა­რა­ძემ სწო­რედ ეს ლექ­სი წა­ი­კი­თხა და ვი­ნა­ი­დან კლი­პის­თვის ვი­ზუ­ა­ლიც მჭირ­დე­ბო­და, მა­ი­ას ვთხო­ვე და გა­მო­ვარ­თვი. მგო­ნია, რომ ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე შედ­გე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ანრი ჯოხაძე - "აგუტინზე და ვარუმზე რომ დაიპუტავ ღერა-ღერა თმას, ეს ჩვენი ერის ტრაგედიაა"

ანრი ჯოხაძე - "აგუტინზე და ვარუმზე რომ დაიპუტავ ღერა-ღერა თმას, ეს ჩვენი ერის ტრაგედიაა"

ანრი ჯოხაძე დიეტაზეა. როდესაც რედაქციაში გვესტუმრა, შესამჩნევად დაგდებული წონის შესახებ ვკითხე და მიპასუხა, რომ ცილოვან დიეტას იცავს, ანუ საერთოდ არ მიირთმევს ტკბილეულს, პურსა და ბურღულეულს. მისი დიეტა აშკარად ამართლებს, რადგან კარგად გამოიყურება. უახლოეს მომავალში მისი იმიჯი კიდევ ერთხელ შეიცვლება, თუმცა ჯერ არ ამხელს, რა ცვლილებაზეა საუბარი. მანამდე კი ანრისთან, რომელიც ცოტათი დაკარგული მოგვეჩვენა, ინტერვიუ ჩავწერეთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათ შორის იმ ახალ კლიპზეც, რომელზე მუშაობასაც კარგი ამინდების გამოსვლის შემდეგ დაიწყებს.

- ამ ბოლო დროს აღარ ჩანხარ და სიურპრიზებითაც აღარ ანებივრებ საზოგადოებას...

- რატომ არ ვჩანვარ? უბრალოდ, ეს თვეები პირადად ჩემი შემოქმედებით არ ვიყავი დაკავებული. ასე მიეწყო საქმე.

- ეს პოლიტიკურ ცვლილებებს ხომ არ უკავშირდება? შოუბიზნესის დიდი ნაწილი ამჟამად უმოქმედოდაა.

- ეს მიდგომა საერთოდ არ მომწონს, რატომ არიან უმოქმედოდ?!. უმოქმედობას თუ ეძახიან იმას, რომ ორი სახელმწიფო დაფინანსების კონცერტი მოგვაკლდა შოუბიზნესს და ამ ორ კონცერტს ეძახდნენ მოქმედებას, თავი ჰქონიათ მოსაჭრელი. მაშინ არ ყოფილა ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო თბილისობის კონცერტი, რომელშიც მხოლოდ ერთხელ მივიღე მონაწილეობა და არც ახალი წლის კონცერტები, რომლებშიც სულ ვმონაწილეობდი.

- ერთი კონცერტის მაგალითზე შეგიძლია გაგვიმხილო, რა ჰონორარი აგიღია?

- ერთ სიმღერაში - 2000 ლარი. ეს ნორმალური ჰონორარია ჩემი რანგის მომღერლისთვის, ბევრი გაცილებით ცოტას იღებდა, ზოგიერთი კი, რომელიც გაცილებით დიდ ფავორში იყო - უფრო მეტს. გააჩნია, ვინ როგორ აფასებს მომღერლის ღირებულებას.

- იყო მოსაზრება, რომ ძალიან დიდ ჰონორარებს იღებდით.

- ასე არ ყოფილა. საზოგადოებამ იცის ხოლმე გაბუქება, თუმცა მაინც გულდასაწყვეტია, რომ ეს ღია ღონისძიებები წელს არ გაიმართა. ფრთიანი გამონათქვამია, რომ საზოგადოებისთვის პური და სანახაობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, პური ჯერ არ გვაქვს და სანახაობა მაინც არ მოვაკლოთ ხალხს.

- შენ პოლიტიკისა და შოუბიზნესის სინთეზის კუთხით აქტიურობდი. დღეს არ ფიქრობ, რომ გაქვს რაიმე სათქმელი?

- არა, რადგან ჯერ საქართველოში საინტერესო ძვრები არ მომხდარა. მე არ ვარ შემოქმედი, რომელიც პოლიტიკოსებს უსაფრდება, კლიპებს აცხობს და ამით იწერს რეიტინგს. ამას მტერი ვერ დამწამებს, უბრალოდ, პოლიტიკაში დღეს არაფერი საინტერესო არ ხდება. პოლიტიკოსები ყველაზე ცუდი ტიპები არიან მსოფლიოში. საერთოდ, დაბალი სულის ადამიანებად მივიჩნევ იმ ხალხს, რომლებიც სხვებს ასწავლიან ცხოვრებას. ეს ამორალურად მიმაჩნია. პოლიტიკოსებს, საუბედუროდ, ეს ამბიცია აქვთ. პოლიტიკა და პოლიტიკოსობა რა არის? ადამიანს ჰგონია, რომ უკეთესობისკენ შეუძლია სამყაროს შეცვლა, მსოფლიოში კი ასეთი ლიდერი მხოლოდ რამდენიმე იყო, რომელმაც თავისი ერის ცხოვრება უკეთესობისკენ წაიყვანა. საქართველოში ასეთი ლიდერი არ ყოფილა.

პოლიტიკურ შარჟებში რასაც ვაკეთებ, ეს იუმორის თვალით დანახული რეალობაა. მე არ ვუღრმავდები თემებს და არ ვუყურებ გლობალურად, ასე მხოლოდ "ბედნიერი ერის" შემთხვევაში შევხედე მოვლენებს. დანარჩენი კი პორნოგრაფიის დონეზე დავიყვანე და ბევრი ვიცინე ამაზე. ჩემი პოზიცია არ იქნებოდა სწორი, რომ ვინმესთვის რაიმე მიმეთითებინა, უბრალოდ, გამოვხატავ, მე როგორ ვხედავ ამა თუ იმ მოვლენას.

- ახლა რას საქმიანობ?

- იანვარში მინდოდა საამაყო პროექტის განხორციელება, თუმცა არ დამცალდა. მსახიობ გურამ საღარაძესთან მინდოდა დუეტის შექმნა. ჩვენ შევთანხმდით, ქალბატონი მარინა საღარაძეც ჩაერთო ამ საქმეში. სტუდიაში დათქმული გვქონდა შეხვედრა და ბატონ გურამს უნდა წაეკითხა შანდორ პეტეფის "მიყვარხარ", მე კი მემღერა. იანვარში ბატონი გურამ საღარაძე გარდაიცვალა და, ფაქტობრივად, ეს პროექტი ხელიდან გამომეცალა. საბედნიეროდ, შევძელი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რადიოს არქივში მომეძიებინა ლექსის სუფთა ჩანაწერი, სადაც რადიოეთერში ნათქვამი ეს ლექსია შემონახული. დიდი მადლობა მათ ამისთვის. მაია ასათიანთან სტუმრობისას გურამ საღარაძემ სწორედ ეს ლექსი წაიკითხა და ვინაიდან კლიპისთვის ვიზუალიც მჭირდებოდა, მაიას ვთხოვე და გამოვართვი. მგონია, რომ ეს პროექტი ძალიან მაღალ დონეზე შედგება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება