პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად საშიშია ბიოლაბორატორია თბილისის აეროპორტთან?
რამდენად საშიშია ბიოლაბორატორია თბილისის აეროპორტთან?

ყო­ველკ­ვი­რე­ულ­მა გა­ზეთ­მა "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" ცოტა ხნის წინ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფილ ამე­რი­კელ მრჩე­ველ­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი და სენ­სა­ცი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­თან ერ­თად ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და პო­ლი­ტო­ლო­გი ჯეფ­რი სილ­ვერ­მა­ნი და­უ­ფა­რა­ვად აცხა­დებს: "ლა­პა­რა­კია 150-მი­ლი­ო­ნი­ან პროგ­რა­მა­ზე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის კომ­პო­ნენ­ტე­ბის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­აც არ­სე­ბობს, რო­მელ­საც პენ­ტა­გო­ნი კუ­რი­რებს. ლა­ბო­რა­ტო­რია თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის გვერ­დი­თაა. იქ ხდე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის კომ­პო­ნენ­ტე­ბის კვლე­ვა, რაც ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­რძა­ლუ­ლია. რა­ი­მე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი თუ მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თოდ წა­ი­ლე­კე­ბა. თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჯილე­ხის, ციმ­ბი­რის წყლუ­ლის, წი­თე­ლას, შავი ჭი­რი­სა და H1N1-ის ბაქ­ტე­რი­ებს ამ­ზა­დე­ბენ".

ეს ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბაა, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით სან­დო ჩანს იმის გამო, რომ თა­ვად განმცხა­დე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე წელი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი გახ­ლდათ და წე­სით, ბევრ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" შე­ე­ცა­და, გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის ეს სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა და პირ­ველ რიგ­ში ის გა­არ­კვია, რომ

ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის სი­ახ­ლო­ვეს, ალექ­სე­ევ­კის და­სახ­ლე­ბა­ში, მარ­თლაც არ­სე­ბობს, თუმ­ცა... მას ჯერ მუ­შა­ო­ბა არ და­უ­წყია!

აე­რო­პორ­ტის­კენ მი­მა­ვა­ლი ტრა­სის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ნა­ხევ­რად შე­მი­ნუ­ლი შე­ნო­ბე­ბის პე­რი­მეტ­რი შე­მო­ღო­ბი­ლია და კარ­გად და­ცუ­ლი, რაც გა­საკ­ვი­რი არ არის, რად­გან ის ბი­ო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მე­სა­მე დო­ნის შე­სა­ბა­მი­სა­დაა აგე­ბუ­ლი. ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის შე­ნო­ბე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლურ ამორ­ტი­ზა­ტო­რებ­ზე, რათა ძლი­ე­რი მი­წისძვრის შემ­თხვე­ვა­შიც კი სა­ცა­ვე­ბის რღვე­ვა არ მოხ­დეს.

ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას 2012 წლის 20 სექ­ტემ­ბრამ­დე ეწო­დე­ბო­და "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი რე­ფე­რა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია", ხოლო შემ­დეგ სა­ხე­ლი შე­ეც­ვა­ლა და "რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის კვლე­ვის ცენ­ტრი" ეწო­და.

ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის აგე­ბის ის­ტო­რია კი უფრო ადრე იწყე­ბა.

ზუს­ტად 10 წლის წინ, 2003 წლის 7 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა "სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენტს შო­რის ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, პა­თო­გე­ნე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ" შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

რამდენად საშიშია ბიოლაბორატორია თბილისის აეროპორტთან?

რამდენად საშიშია ბიოლაბორატორია თბილისის აეროპორტთან?

ყოველკვირეულმა გაზეთმა "ყველა სიახლემ" ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილ ამერიკელ მრჩეველთან ექსკლუზიური და სენსაციური ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი დაუფარავად აცხადებს: "ლაპარაკია 150-მილიონიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების კვლევა მიმდინარეობს და შესაბამისი ლაბორატორიაც არსებობს, რომელსაც პენტაგონი კურირებს. ლაბორატორია თბილისის აეროპორტის გვერდითაა. იქ ხდება ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების კვლევა, რაც ამერიკის ტერიტორიაზე აკრძალულია. რაიმე გაუთვალისწინებელი თუ მოხდა, საქართველო საერთოდ წაილეკება. თბილისში მდებარე ლაბორატორიაში ჯილეხის, ციმბირის წყლულის, წითელას, შავი ჭირისა და H1N1-ის ბაქტერიებს ამზადებენ".

ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა, რომელიც ერთი შეხედვით სანდო ჩანს იმის გამო, რომ თავად განმცხადებელი რამდენიმე წელი პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი გახლდათ და წესით, ბევრ საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გადაემოწმებინა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ეს სკანდალური განცხადება და პირველ რიგში ის გაარკვია, რომ

ქართულ-ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორია თბილისის აეროპორტის სიახლოვეს, ალექსეევკის დასახლებაში, მართლაც არსებობს, თუმცა... მას ჯერ მუშაობა არ დაუწყია!

აეროპორტისკენ მიმავალი ტრასის მარჯვენა მხარეს ნახევრად შემინული შენობების პერიმეტრი შემოღობილია და კარგად დაცული, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ის ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მესამე დონის შესაბამისადაა აგებული. ლაბორატორიების შენობები განთავსებულია სპეციალურ ამორტიზატორებზე, რათა ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაშიც კი საცავების რღვევა არ მოხდეს.

ამ ლაბორატორიას 2012 წლის 20 სექტემბრამდე ეწოდებოდა "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია", ხოლო შემდეგ სახელი შეეცვალა და "რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი" ეწოდა.

ამ ლაბორატორიის აგების ისტორია კი უფრო ადრე იწყება.

ზუსტად 10 წლის წინ, 2003 წლის 7 მაისს, საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"