პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ბენდუქიძე - რეფორმების მიზანი იყო, შექმნილიყო პატარა და სუფთა მთავრობა
კახა ბენდუქიძე - რეფორმების მიზანი იყო, შექმნილიყო პატარა და სუფთა მთავრობა

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ რა­დი­კა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა იმი­სათ­ვის გახ­და სა­ჭი­რო, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას გა­დარ­ჩე­ნა-გან­ვი­თა­რე­ბა შეძ­ლე­ბო­და , - ამის შე­სა­ხებ "როუზ რო­სის" სე­მი­ნარ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა კახა ბენ­დუ­ქი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

კახა ბენ­დუ­ქი­ძემ სე­მი­ნარ­ზე პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა თე­მა­ზე - "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მიღ­წე­ვე­ბი".

რო­გორც ბენ­დუ­ქი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რა­დი­კა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი და­ეხ­მა­რა ქვე­ყა­ნას, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო დი­ნა­მი­უ­რი, გამ­ძლე ეკო­ნო­მი­კა.

ბენ­დუ­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ამ რე­ფორ­მე­ბის იყო, შექ­მნი­ლი­ყო "პა­ტა­რა და სუფ­თა მთავ­რო­ბა". ბენ­დუ­ქი­ძის­ვე გან­ცხა­დე­ბით, გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა და­ი­წყო 2004 წლი­დან და დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი აქვს.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი, ბენ­დუ­ქი­ძის თქმით, ის იყო, რომ ახა­ლი სუნ­თქვა გა­ეხ­სნა ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას, შემ­ცირ­და ლი­ცენ­ზი­ე­ბის და ნე­ბარ­თვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ამ კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სხარ­ტი სის­ტე­მა და­ი­ნერ­გა.

ბენ­დუ­ქი­ძემ და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მოთ­ვა­ლა ის მიღ­წე­ვე­ბი, რო­მე­ლიც, მი­სი­ვე თქმით, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მოხ­და და მათ შო­რის აღ­ნიშ­ნა რე­ფორ­მე­ბი სა­ბა­ჟოს კუ­თხით.

"სა­ბა­ჟო იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჩახ­ლარ­თუ­ლი და რთუ­ლი რე­ფორ­მა. რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ, იყო ის, რომ 55 დო­კუ­მენ­ტი­დან დო­კუ­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ორამ­დე შემ­ცირ­და, ხოლო ათ­ჯერ შემ­ცირ­და დრო სა­ზღვრის გა­და­საკ­ვე­თად", - გა­ნა­ცხა­და ბენ­დუ­ქი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, 2004 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი იყო რუ­სე­თი, თუმ­ცა ამის შემ­დეგ მოხ­და ემ­ბარ­გო და ახლა რუ­სე­თი ამ სი­ა­ში მე­ექ­ვსე ად­გილ­ზეა. ბენ­დუ­ქი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ რუ­სეთ­თან სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სე­თის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ემ­ბარ­გო­დან გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახა ბენდუქიძე - რეფორმების მიზანი იყო, შექმნილიყო პატარა და სუფთა მთავრობა

კახა ბენდუქიძე - რეფორმების მიზანი იყო, შექმნილიყო პატარა და სუფთა მთავრობა

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ რადიკალური რეფორმების გატარება იმისათვის გახდა საჭირო, რომ ქვეყნის ეკონომიკას გადარჩენა-განვითარება შეძლებოდა , - ამის შესახებ "როუზ როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა.

კახა ბენდუქიძემ სემინარზე პრეზენტაცია გამართა თემაზე - "ვარდების რევოლუციის მიღწევები".

როგორც ბენდუქიძემ განაცხადა, რადიკალური რეფორმები დაეხმარა ქვეყანას, ჩამოყალიბებულიყო დინამიური, გამძლე ეკონომიკა.

ბენდუქიძის განცხადებით, მთავარი მიზანი ამ რეფორმების იყო, შექმნილიყო "პატარა და სუფთა მთავრობა". ბენდუქიძისვე განცხადებით, გადასახადების შემცირება დაიწყო 2004 წლიდან და დღეს საქართველოს მსოფლიოში ყველაზე დაბალი გადასახადები აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ბენდუქიძის თქმით, ის იყო, რომ ახალი სუნთქვა გაეხსნა ქართულ ეკონომიკას, შემცირდა ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა და ამ კუთხით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სხარტი სისტემა დაინერგა.

ბენდუქიძემ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ჩამოთვალა ის მიღწევები, რომელიც, მისივე თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოხდა და მათ შორის აღნიშნა რეფორმები საბაჟოს კუთხით.

"საბაჟო იყო ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული და რთული რეფორმა. რასაც მივაღწიეთ, იყო ის, რომ 55 დოკუმენტიდან დოკუმენტების რაოდენობა ორამდე შემცირდა, ხოლო ათჯერ შემცირდა დრო საზღვრის გადასაკვეთად", - განაცხადა ბენდუქიძემ.

მისივე თქმით, 2004 წელს საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო რუსეთი, თუმცა ამის შემდეგ მოხდა ემბარგო და ახლა რუსეთი ამ სიაში მეექვსე ადგილზეა. ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ რუსეთთან საქართველოს ექნება აქტიური სავაჭრო ურთიერთობა, მაგრამ მთავარია, საქართველომ რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგოდან გამოსავალი მოძებნა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ