მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგენტმა, რა საჩუქრები შემოგივიდათო, ისიც კი ჩაიწერა"
"აგენტმა, რა საჩუქრები შემოგივიდათო, ისიც კი ჩაიწერა"

ლან­ჩხუთ­ში მცხოვ­რე­ბი ცინ­ცა­ძე­ე­ბის ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი სა­ხელ­მწი­ფოს სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას სთხოვს. ცინ­ცა­ძე­ე­ბის ეზოს სიღ­რმე­ში ორო­თა­ხი­ა­ნი ფიც­რუ­ლი დგას. ოჯა­ხის ავეჯს 4 სა­წო­ლი, ორი ჭურ­ჭლის კა­რა­და, ძვე­ლი ტან­საც­მლის გარ­დე­რო­ბი და შე­შის ღუ­მე­ლი წარ­მო­ად­გენს. ოჯახს უსახ­სრო­ბის გამო, ბავ­შვი სა­ბავ­შვო ბაღ­შიც კი ვერ დაჰ­ყავს.

რო­გორც ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი მაყ­ვა­ლა მჭედ­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ოჯა­ხი უკვე სამი წე­ლია, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მო­ლო­დინ­შია, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა დღემ­დე არ და­უ­ნიშ­ნეს. "აგენ­ტი როცა მო­ვი­და, მა­შინ ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი იყო. მე­კი­თხე­ბო­და, ვინ რა აჩუ­ქაო. სა­ჩუქ­რე­ბიც კი ჩა­ი­წე­რა. რა ნა­ხეს აქ ასე­თი, ვერ ვხვდე­ბი. არც სა­ქო­ნე­ლი და ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლი არ მყავს. პირ­ვე­ლად როცა აღ­წე­რეს, 10 ქა­თა­მი მყავ­და, მეტი არა­ფე­რი, ახლა მხო­ლოდ ორი მყავს. ჩემ­თვის არა­ვის არა­ფე­რი წა­ურ­თმე­ვია, მაგ­რამ ისეთ ხალ­ხს აქვს დახ­მა­რე­ბა, მან­ქა­ნე­ბიც აქვთ და შე­მო­სა­ვა­ლიც. მე მხო­ლოდ პენ­სი­ით ვი­ნა­ხავ ოჯახს და ამის გამო თუ არ მე­კუთ­ვნის დახ­მა­რე­ბა, არ ვიცი! მხო­ლოდ პო­ლი­სი შემ­ხვდა, გამ­გე­ო­ბამ ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა კი გაგ­ვი­წია, მაგ­რამ ეს რას მიშ­ვე­ლის? მინ­და სო­ცი­ა­ლუ­რი და­მე­ნიშ­ნოს" - ამ­ბობს მაყ­ვა­ლა მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"აგენტმა, რა საჩუქრები შემოგივიდათო, ისიც კი ჩაიწერა"

"აგენტმა, რა საჩუქრები შემოგივიდათო, ისიც კი ჩაიწერა"

ლანჩხუთში მცხოვრები ცინცაძეების ხუთსულიანი ოჯახი სახელმწიფოს სოციალურ დახმარებას სთხოვს. ცინცაძეების ეზოს სიღრმეში ოროთახიანი ფიცრული დგას. ოჯახის ავეჯს 4 საწოლი, ორი ჭურჭლის კარადა, ძველი ტანსაცმლის გარდერობი და შეშის ღუმელი წარმოადგენს. ოჯახს უსახსრობის გამო, ბავშვი საბავშვო ბაღშიც კი ვერ დაჰყავს.

როგორც ოჯახის დიასახლისი მაყვალა მჭედლიშვილი ამბობს, ოჯახი უკვე სამი წელია, სოციალური დახმარების მოლოდინშია, მაგრამ დახმარება დღემდე არ დაუნიშნეს. "აგენტი როცა მოვიდა, მაშინ ჩემი შვილიშვილი ახალდაბადებული იყო. მეკითხებოდა, ვინ რა აჩუქაო. საჩუქრებიც კი ჩაიწერა. რა ნახეს აქ ასეთი, ვერ ვხვდები. არც საქონელი და შინაური ფრინველი არ მყავს. პირველად როცა აღწერეს, 10 ქათამი მყავდა, მეტი არაფერი, ახლა მხოლოდ ორი მყავს. ჩემთვის არავის არაფერი წაურთმევია, მაგრამ ისეთ ხალხს აქვს დახმარება, მანქანებიც აქვთ და შემოსავალიც. მე მხოლოდ პენსიით ვინახავ ოჯახს და ამის გამო თუ არ მეკუთვნის დახმარება, არ ვიცი! მხოლოდ პოლისი შემხვდა, გამგეობამ ერთჯერადი დახმარება კი გაგვიწია, მაგრამ ეს რას მიშველის? მინდა სოციალური დამენიშნოს" - ამბობს მაყვალა მჭედლიშვილი.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა