პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გაუშვებს ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტიდან?
ვის გაუშვებს ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტიდან?

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერთ-ერთი მი­ნის­ტრის მოხ­სნის­თვის ამ­ზა­დებს, დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში არა­ერ­თი ჭორი გავ­რცელ­და. "ამ­ბე­ბი.გე" თე­მა­ზე - "რო­მე­ლი მი­ნის­ტრის მუ­შა­ო­ბით არის უკ­მა­ყო­ფი­ლო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი" გა­მო­კი­თხვას ატა­რებს, სა­დაც დღის 13.00 სა­ა­თის­თვის პირ­ველ სა­მე­ულ­ში არი­ან სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე.

რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეს ივა­ნიშ­ვილს სუ­ბა­რი?

გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის ლი­დე­რი სო­ზარ სუ­ბა­რი მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის დღი­დან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კრი­ტი­კას იგე­რი­ებს. სა­მი­ნის­ტროს გე­ნინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად სუ­ბარს თა­ვი­სი ძვე­ლი მოგ­ვა­რე და სა­ვა­რა­უ­დოდ, ბი­ძაშ­ვი­ლი, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ჰყავს და­ნიშ­ნუ­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სუ­ბე­ლი­ა­ნი სო­ზა­რის მარ­ჯვე­ნა ხე­ლია - კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს და ცი­ხე­ებ­შიც ყვე­ლა­ფე­რი მის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია.

ადრე თუ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მეგ­რე­ლე­ბი იყ­ვნენ, ახლა სვა­ნე­ბი არი­ან - მა­გა­ლი­თად, N16 რუს­თა­ვის ცი­ხის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ბერ­დია ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ას­რუ­ლებს. ცოტა ხნის წინ სუ­ბა­რის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა ბესო დევ­და­რი­ა­ნიც, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დროს" ში­ნა­გან საქ­მე­თა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში, ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტის კან­ცე­ლა­რი­ა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და.

სუ­ბა­რის სის­ტე­მა­ში კი­დევ არა­ერ­თი სვა­ნია - N11 ცი­ხის დი­რექ­ტო­რი ან­ტონ ქელ­ბა­ქი­ა­ნი, N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე გი­გა­ნი. ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სწო­რედ სო­ზარ სუ­ბა­რის სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბულ ნა­თე­სავ­თა სია გა­დას­ცა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს.

კი­დევ რით შე­იძ­ლე­ბა იყოს ივა­ნიშ­ვი­ლი სუ­ბა­რის მუ­შა­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო? - უკვე ორ­ჯერ გავ­რცელ­და და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ცნო­ბა, რომ ცი­ხე­ებ­ში ნარ­კო­ტი­კი შე­დის, ამ­ნის­ტი­ის შემ­დეგ ე.წ. "მა­ყუ­რებ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" გაძ­ლი­ერ­და და ცი­ხეს კრი­მი­ნა­ლე­ბი მარ­თა­ვენ.

რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ირაკ­ლი ალა­სა­ნია?

26 აპ­რილს გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ა­ში" ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ NDI -ის კვლე­ვის შე­დე­გებს არ ეთან­ხმე­ბა - არ ეთან­ხმე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრე­ბის ათე­ულ­საც, სა­დაც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი პირ­ველ ად­გილ­ზეა, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - მე­ო­რე­ზე და ალა­სა­ნია - მე­სა­მე­ზე. ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ წუ­ლუ­კი­ა­ნი და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კარ­გად მუ­შა­ო­ბენ, ცუ­დად არც ალა­სა­ნია მუ­შა­ობს, მაგ­რამ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მე­ა­თე ად­გილ­ზე არ უნდა იყოს!

სწო­რედ ამის შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და ივა­ნიშ­ვი­ლი იმ ერთ მი­ნის­ტრზე, რო­მელ­თა­ნაც პრობ­ლე­მე­ბი აქვს და რომ­ლის და­სა­ხე­ლე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ზა­დებს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ალა­სა­ნი­ას შე­სა­ხებ ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბი არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია - ნათ­ქვა­მი აქვს, რომ ალა­სა­ნი­ას გა­და­ბი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ.

"მე ერ­თში გარ­წმუ­ნებთ. სა­ნამ პო­ლი­ტი­კა­ში ვარ, ვინც საით არ უნდა გა­დახ­ტეს, არა­ფე­რი არ მოხ­დე­ბა და სა­კუ­თარ თავს და­ი­ზი­ა­ნებს, სა­კუ­თარ კი­სერს მო­ი­ტეხს მხო­ლოდ. დარ­ჩე­ბა მდგრა­დი ძალა, რო­მელ­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ა­ხერ­ხებს სწო­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ალა­სა­ნია არ ჰყავ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში, თუმ­ცა სა­ნამ ამ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­და ალა­სა­ნი­ა­ზე სა­უბ­რობ­და.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას დუ­ბა­ი­ში გახ­მა­უ­რე­ბულ ვი­ზიტს "პა­ტა­რა შეც­დო­მა" უწო­და და მას ამ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზეც და­უს­ვა შე­კი­თხვე­ბი.

"მარ­თლაც მქონ­და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე დუ­ბა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვა. მქონ­და სხვა შე­კი­თხვე­ბიც, მაგ­რამ ამ თე­მის აჟი­ტი­რე­ბა არ მინ­და, რამ­დე­ნა­დაც ისე­თი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ვი­და. შეც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას მო­უ­ვი­დეს, ჯერ ახალ­გაზ­რდაა ირაკ­ლი, პა­ტა­რა რა­ღაც შე­ე­შა­ლა. ეს პი­რა­დუ­ლი სა­კი­თხია და პი­რა­დულ­ში არ შევ­დი­ვარ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა აჩენ­და ეჭვს, რომ ალა­სა­ნი­ას მალე მოხ­სნიდ­ნენ.

რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­ვით კირ­ვა­ლი­ძის საქ­მი­ა­ნო­ბა?

ამ­ბო­ბენ, რომ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ვა­უ­ჩე­რე­ბის პროგ­რა­მით ივა­ნიშ­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა. თუ სუ­ბა­რის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე ნა­თე­სა­ვე­ბის და­საქ­მე­ბას ეხე­ბა, კირ­ვა­ლი­ძე ივა­ნიშ­ვი­ლის თვალ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია.

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა არ მოს­წონს, - კერ­ძოდ, მი­იჩ­ნევს, რომ სა­მი­ნის­ტრო კირ­ვა­ლი­ძემ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბით" და ყო­ფი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბით" და­ა­კომ­პლექ­ტა, რაც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს კირ­ვა­ლი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პრო­მა­ტი.

ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­პირ­და, რომ "იმ ერთი მი­ნის­ტრის" ვი­ნა­ო­ბას მალე გა­ამ­ჟღვავ­ნებს.

"კარ­გი მი­ნის­ტრე­ბი გვყავს, მხო­ლოდ ერ­თის მი­მართ არ­სე­ბობს ეჭვი და ამის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვამ­ზა­დებ, მე თვი­თონ ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. იქ­ნებ შიგ­ნით ჩავ­წყნარ­დეთ, მაგ­რამ ცო­ტა­ღა დარ­ჩა ალ­ბა­თო­ბა, რომ შიგ­ნით ჩავ­წყნარ­დეთ და ამი­ტომ ვამ­ზა­დებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას",- გა­ნა­ცხა­და 26 აპ­რილს პრე­მი­ერ­მა.

გე­ნა­დი მუშ­კუ­დი­ა­ნი

ვის გაუშვებს ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტიდან?

ვის გაუშვებს ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტიდან?

პრემიერის განცხადებას, რომ საზოგადოებას ერთ-ერთი მინისტრის მოხსნისთვის ამზადებს, დიდი რეზონანსი მოჰყვა. პოლიტიკურ კულუარებში არაერთი ჭორი გავრცელდა. "ამბები.გე" თემაზე - "რომელი მინისტრის მუშაობით არის უკმაყოფილო ბიძინა ივანიშვილი" გამოკითხვას ატარებს, სადაც დღის 13.00 საათისთვის პირველ სამეულში არიან სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.

რატომ შეიძლება არ მოსწონდეს ივანიშვილს სუბარი?

გამოკითხვის შედეგების ლიდერი სოზარ სუბარი მინისტრად დანიშვნის დღიდან ჟურნალისტების კრიტიკას იგერიებს. სამინისტროს გენინსპექციის ხელმძღვანელად სუბარს თავისი ძველი მოგვარე და სავარაუდოდ, ბიძაშვილი, მირზა სუბელიანი ჰყავს დანიშნული. როგორც ამბობენ, სუბელიანი სოზარის მარჯვენა ხელია - კადრების შერჩევაშიც მონაწილეობს და ციხეებშიც ყველაფერი მის განკარგულებაშია.

ადრე თუ ციხის თანამშრომლები ძირითადად მეგრელები იყვნენ, ახლა სვანები არიან - მაგალითად, N16 რუსთავის ციხის დირექტორის მოვალეობას ბერდია ლიპარტელიანი ასრულებს. ცოტა ხნის წინ სუბარის მოადგილედ დაინიშნა ბესო დევდარიანიც, რომელიც "ნაციონალების დროს" შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ასევე პრეზიდენტის კანცელარიაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.

სუბარის სისტემაში კიდევ არაერთი სვანია - N11 ციხის დირექტორი ანტონ ქელბაქიანი, N6 დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე გიგანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ სოზარ სუბარის სისტემაში დასაქმებულ ნათესავთა სია გადასცა გია ხუხაშვილმა პრემიერ-მინისტრს.

კიდევ რით შეიძლება იყოს ივანიშვილი სუბარის მუშაობით უკმაყოფილო? - უკვე ორჯერ გავრცელდა დაუზუსტებელი ცნობა, რომ ციხეებში ნარკოტიკი შედის, ამნისტიის შემდეგ ე.წ. ”მაყურებლების ინსტიტუტი” გაძლიერდა და ციხეს კრიმინალები მართავენ.

რატომ შეიძლება არ მოსწონდეს ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ალასანია?

26 აპრილს გადაცემა "პოზიციაში" ივანიშვილმა თქვა, რომ NDI -ის კვლევის შედეგებს არ ეთანხმება - არ ეთანხმება წარმატებული მინისტრების ათეულსაც, სადაც თეა წულუკიანი პირველ ადგილზეა, ღარიბაშვილი - მეორეზე და ალასანია - მესამეზე. ივანიშვილმა თქვა, რომ წულუკიანი და ღარიბაშვილი კარგად მუშაობენ, ცუდად არც ალასანია მუშაობს, მაგრამ მარგველაშვილი მეათე ადგილზე არ უნდა იყოს!

სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდა ივანიშვილი იმ ერთ მინისტრზე, რომელთანაც პრობლემები აქვს და რომლის დასახელებისთვის საზოგადოებას ამზადებს.

ბიძინა ივანიშვილს ალასანიას შესახებ ხისტი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია - ნათქვამი აქვს, რომ ალასანიას გადაბირებას ცდილობენ.

"მე ერთში გარწმუნებთ. სანამ პოლიტიკაში ვარ, ვინც საით არ უნდა გადახტეს, არაფერი არ მოხდება და საკუთარ თავს დაიზიანებს, საკუთარ კისერს მოიტეხს მხოლოდ. დარჩება მდგრადი ძალა, რომელზეც საზოგადოება მოახერხებს სწორებას", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალასანია არ ჰყავდა მხედველობაში, თუმცა სანამ ამ განცხადებას გააკეთებდა ალასანიაზე საუბრობდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანიას დუბაიში გახმაურებულ ვიზიტს "პატარა შეცდომა" უწოდა და მას ამ ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზეც დაუსვა შეკითხვები.

"მართლაც მქონდა მთავრობის სხდომაზე დუბაისთან დაკავშირებით შეკითხვა. მქონდა სხვა შეკითხვებიც, მაგრამ ამ თემის აჟიტირება არ მინდა, რამდენადაც ისეთი არაფერი მომხდარა, რაც საზოგადოებაში გავიდა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ჯერ ახალგაზრდაა ირაკლი, პატარა რაღაც შეეშალა. ეს პირადული საკითხია და პირადულში არ შევდივარ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი ყველა განცხადება აჩენდა ეჭვს, რომ ალასანიას მალე მოხსნიდნენ.

რატომ შეიძლება არ მოსწონდეს ბიძინა ივანიშვილს დავით კირვალიძის საქმიანობა?

ამბობენ, რომ სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების პროგრამით ივანიშვილი უკმაყოფილოა. თუ სუბარის შემთხვევაში საქმე ნათესავების დასაქმებას ეხება, კირვალიძე ივანიშვილის თვალში "ნაციონალებთან" დაახლოებული პირია.

კულუარული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკადრო პოლიტიკა არ მოსწონს, - კერძოდ, მიიჩნევს, რომ სამინისტრო კირვალიძემ "ნაციონალებით" და ყოფილი "ნაციონალებით" დააკომპლექტა, რაც შეიძლება გახდეს კირვალიძის წინააღმდეგ ივანიშვილის კომპრომატი.

ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ "იმ ერთი მინისტრის" ვინაობას მალე გაამჟღვავნებს.

"კარგი მინისტრები გვყავს, მხოლოდ ერთის მიმართ არსებობს ეჭვი და ამისთვის საზოგადოებას ვამზადებ, მე თვითონ ძალიან განვიცდი. იქნებ შიგნით ჩავწყნარდეთ, მაგრამ ცოტაღა დარჩა ალბათობა, რომ შიგნით ჩავწყნარდეთ და ამიტომ ვამზადებ საზოგადოებას",- განაცხადა 26 აპრილს პრემიერმა.

გენადი მუშკუდიანი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა