პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქსენია სობჩაკი და მაქსიმ ვიტორგანი თაფლობის თვეს იტალიაში ატარებენ
ქსენია სობჩაკი და მაქსიმ ვიტორგანი თაფლობის თვეს იტალიაში ატარებენ

სკან­და­ლუ­რი რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ქსე­ნია სობ­ჩა­კი და მისი მე­უღ­ლე, მსა­ხი­ო­ბი მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნი იტა­ლი­ა­ში შვე­ბუ­ლე­ბით ტკბე­ბი­ან. წყვი­ლი იქ მე­ო­რე თაფ­ლო­ბის თვეს ატა­რებს. ამ დღე­ებ­ში სობ­ჩაკ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა - იტა­ლი­ის პე­ი­ზა­ჟე­ბის ფონ­ზე წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან რო­მან­ტი­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ამ­ბო­ბენ, ქსე­ნი­ამ ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა, ის ბედ­ნი­ე­რია და რამ­დე­ნი­მე დღე მა­ინც კო­ლე­გე­ბი მისი სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­დო­მე­ბის­გან და­ის­ვე­ნე­ბენ.

წყვილს კამ­პა­ნი­ას სობ­ჩა­კის მე­გო­ბა­რი ნიკა ბე­ლო­ცერ­კოვ­სკა­ია უწევს, რო­მე­ლიც კუ­ლი­ნა­რი­ის სფე­რო­ში ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რია. სწო­რედ ნიკა იყო პირ­ვე­ლი, ვინც ქსე­ნი­ა­სა და მაქ­სი­მის სა­ი­დუმ­ლო ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა.

ჟურ­ნა­ლის­ტი და მსა­ხი­ო­ბი იტა­ლი­ის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ ად­გი­ლებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ და არც გარ­თო­ბას ივი­წყე­ბენ. "ჩე­ლენ­ტა­ნოს კა­რა­ო­კეს თან­ხლე­ბით სოფ­ლის დის­კო­თე­კა­ზე ვერ­თო­ბით", - წერს ქსე­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ცეკ­ვე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა და მაქ­სიმ ვი­ტორ­გან­მა 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში იქორ­წი­ნეს. ქორ­წი­ლის შემ­დეგ წყვი­ლი საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე და­უ­ვი­წყა­რი დღე გა­ა­ტა­რა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lady.mail.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ქსენია სობჩაკი და მაქსიმ ვიტორგანი თაფლობის თვეს იტალიაში ატარებენ

ქსენია სობჩაკი და მაქსიმ ვიტორგანი თაფლობის თვეს იტალიაში ატარებენ

სკანდალური რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი და მისი მეუღლე, მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი იტალიაში შვებულებით ტკბებიან. წყვილი იქ მეორე თაფლობის თვეს ატარებს. ამ დღეებში სობჩაკმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა - იტალიის პეიზაჟების ფონზე წყვილის ურთიერთობა ძალიან რომანტიულად გამოიყურება. ამბობენ, ქსენიამ ნამდვილი სიყვარული იპოვა, ის ბედნიერია და რამდენიმე დღე მაინც კოლეგები მისი სკანდალური გამოხდომებისგან დაისვენებენ.

წყვილს კამპანიას სობჩაკის მეგობარი ნიკა ბელოცერკოვსკაია უწევს, რომელიც კულინარიის სფეროში ცნობილი ბლოგერია. სწორედ ნიკა იყო პირველი, ვინც ქსენიასა და მაქსიმის საიდუმლო ქორწილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ჟურნალისტი და მსახიობი იტალიის ღირსშესანიშნავ ადგილებს ათვალიერებენ და არც გართობას ივიწყებენ. "ჩელენტანოს კარაოკეს თანხლებით სოფლის დისკოთეკაზე ვერთობით", - წერს ქსენია სოციალურ ქსელში და ცეკვების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

ქსენია სობჩაკმა და მაქსიმ ვიტორგანმა 2013 წლის თებერვალში იქორწინეს. ქორწილის შემდეგ წყვილი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე დაუვიწყარი დღე გაატარა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია lady.mail.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები