კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძე - თურქეთი დაინტერესებულია, სოჭის ოლიმპიადისთვის ტვირთების ტრანზიტი საქართველოს გავლით განახორციელოს
ზურაბ აბაშიძე - თურქეთი დაინტერესებულია, სოჭის ოლიმპიადისთვის ტვირთების ტრანზიტი საქართველოს გავლით განახორციელოს

თურ­ქე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის­თვის საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ტვირ­თი, ტრან­ზი­ტის სა­ხით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ა­ტა­როს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძემ დღეს გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ეს სა­კი­თხი არის გან­სჯის სა­გა­ნი.

"სა­უ­ბა­რია თურ­ქუ­ლი ტვირ­თე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით, ყაზ­ბე­გი-ლარ­სის მარ­შრუ­ტით. ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის, ეს მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია და მისი გან­ხილ­ვა სა­ექ­სპერ­ტო დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მაგ­რამ, ეს თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტერ­სე­ოა, რად­გან საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სა­ვალს მო­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თუ ეს გა­კეთ­და", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

ამას­თან, ზუ­რაბ აბა­ში­ძემ ისა­უბ­რა, თუ რა სა­კი­თხებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" მიმ­დი­ნა­რე "როუზ-რო­სის" სე­მი­ნარ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას. აბა­ში­ძის თქმით, დღეს სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გის იმ ფორ­მატს, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა და რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს შეხ­ვედ­რებს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან.

"დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­სა­უბ­რე იმ წინ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებ­ზე, იმ გარ­კვე­ულ ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგ­ზე, რომ­ლე­ბიც მიღ­წე­უ­ლია დი­ა­ლო­გის და­წყე­ბის შემ­დეგ. კერ­ძოდ, ეს არის გარ­კვე­უ­ლი წინსვლა ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით რუ­სულ ბა­ზარ­ზე", - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე მოგ­ვარ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი სატ­რან­სპორ­ტო წი­ნა­ღო­ბე­ბი.

"მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს "ყაზ­ბე­გი-ლარ­სის" გამ­შვე­ბი პუნ­ქტი, რო­მე­ლიც 1 ივ­ნი­სი­დან და­ი­წყებს 24-სა­ა­თი­ან მუ­შა­ო­ბას. ეს სა­ჭი­როა იმი­სათ­ვის, რათა ჩვე­ნი ექ­სპორ­ტი გა­ვი­დეს უმოკ­ლე­სი გზით", - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ზურაბ აბაშიძე - თურქეთი დაინტერესებულია, სოჭის ოლიმპიადისთვის ტვირთების ტრანზიტი საქართველოს გავლით განახორციელოს

ზურაბ აბაშიძე - თურქეთი დაინტერესებულია, სოჭის ოლიმპიადისთვის ტვირთების ტრანზიტი საქართველოს გავლით განახორციელოს

თურქეთი დაინტერესებულია, სოჭის ოლიმპიადისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთი, ტრანზიტის სახით, საქართველოს ტერიტორიაზე გაატაროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს განუცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი არის განსჯის საგანი.

"საუბარია თურქული ტვირთების გატარებაზე საქართველოს გავლით, ყაზბეგი-ლარსის მარშრუტით. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ეს მსჯელობის საგანია და მისი განხილვა საექსპერტო დონეზე მიმდინარეობს. მაგრამ, ეს თავისთავად საინტერსეოა, რადგან საკმაოდ სოლიდური საბიუჯეტო შემოსავალს მოიტანს საქართველოსთვის თუ ეს გაკეთდა", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა, თუ რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე "როუზ-როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლისას. აბაშიძის თქმით, დღეს საუბარი შეეხო პირდაპირი დიალოგის იმ ფორმატს, რომელიც პრემიერის ინიციატივით შეიქმნა და რომელიც გულისხმობს შეხვედრებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან.

"დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრე იმ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმ გარკვეულ ხელშესახებ შედეგზე, რომლებიც მიღწეულია დიალოგის დაწყების შემდეგ. კერძოდ, ეს არის გარკვეული წინსვლა ქართული პროდუქციის დაბრუნების თვალსაზრისით რუსულ ბაზარზე", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ასევე მოგვარდება გარკვეული სატრანსპორტო წინაღობები.

"მხედველობაში მაქვს "ყაზბეგი-ლარსის" გამშვები პუნქტი, რომელიც 1 ივნისიდან დაიწყებს 24-საათიან მუშაობას. ეს საჭიროა იმისათვის, რათა ჩვენი ექსპორტი გავიდეს უმოკლესი გზით", - განაცხადა აბაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"