მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2013 წელს მარკ ცუკერბერგის ხელფასი 1 დოლარი იქნება
2013 წელს მარკ ცუკერბერგის ხელფასი 1 დოლარი იქნება

Facebook-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფას­სა და პრე­მი­ებ­ზე უარი თქვა. ხელ­ფა­სის ნაც­ვლად მარ­კი სიმ­ბო­ლურ ერთ დო­ლარს მი­ი­ღებს.

ეს აქ­ცია ცუ­კერ­ბერგს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, სა­კუ­თარ კომ­პა­ნი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, თუმ­ცა მისი მტკი­ცე­ბით, ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს:

"ჩვენ დი­ლით არ ვიღ­ვი­ძებთ მთა­ვა­რი მიზ­ნით - ვი­შო­ვოთ ფული", - გა­ნა­ცხა­და მარ­კმა.

შე­მო­სავ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელს ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე აქვს, ისე­ვე, რო­გორც მის დი­რექ­ტორს, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად უხელ­ფა­სო წლი­სა, მა­ინც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნად რჩე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შარ­შან მარკ ცუ­კერ­ბერ­გის ქო­ნე­ბა 2 მლრდ დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და.

მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­ფა­სი, 2 მლნ დო­ლა­რი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­დე­ბა - 1.2 მლნ დო­ლა­რი კომ­პა­ნი­ის ზედ­ნა­დე­ბი ხარ­ჯე­ბის­თვის და­ი­ხარ­ჯე­ბა, ხოლო 700 000 საშ­ტა­ტო ხელ­ფა­სებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პა­ნი­ის სა­სარ­გებ­ლოდ 1 დო­ლა­რი­ან ხელ­ფას­ზე მარკ ცუ­კერ­ბერ­გამ­დე სხვა მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მმარ­თვე­ლე­ბიც მუ­შა­ობ­დნენ. მათ შო­რის არი­ან Apple-ს და­მა­არ­სე­ბე­ლი სტივ ჯობ­სი და Google-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ლარი პე­ი­კი და სეგ­რეი ბრი­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

2013 წელს მარკ ცუკერბერგის ხელფასი 1 დოლარი იქნება

2013 წელს მარკ ცუკერბერგის ხელფასი 1 დოლარი იქნება

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ერთი წლის განმავლობაში ხელფასსა და პრემიებზე უარი თქვა. ხელფასის ნაცვლად მარკი სიმბოლურ ერთ დოლარს მიიღებს.

ეს აქცია ცუკერბერგს საშუალებას მისცემს, საკუთარ კომპანიაში სტაბილური ფინანსური მდგომარეობა შეინარჩუნოს, თუმცა მისი მტკიცებით, ამის აუცილებლობა არ არსებობს:

"ჩვენ დილით არ ვიღვიძებთ მთავარი მიზნით - ვიშოვოთ ფული",  - განაცხადა მარკმა.

შემოსავლებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელს ყველაფერი რიგზე აქვს, ისევე, როგორც მის დირექტორს, რომელიც მიუხედავად უხელფასო წლისა, მაინც ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად რჩება. აღსანიშნავია, რომ შარშან მარკ ცუკერბერგის ქონება 2 მლრდ დოლარით გაიზარდა.

მისი ამჟამინდელი ხელფასი, 2 მლნ დოლარი შემდეგნაირად გადანაწილდება - 1.2 მლნ დოლარი კომპანიის ზედნადები ხარჯებისთვის დაიხარჯება, ხოლო 700 000 საშტატო ხელფასებზე გადანაწილდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის სასარგებლოდ 1 დოლარიან ხელფასზე მარკ ცუკერბერგამდე სხვა მსხვილი კომპანიების მმართველებიც მუშაობდნენ. მათ შორის არიან Apple-ს დამაარსებელი სტივ ჯობსი და Google-ის დამფუძნებლები ლარი პეიკი და სეგრეი ბრინი.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს