მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელიოზიანთ კარის ბელები
ელიოზიანთ კარის ბელები

ეს ამ­ბა­ვი 1968 წელს მოხ­და. მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვილს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ჯა­ვის­კენ ბრა­კო­ნი­ე­რებს დედა დათ­ვი მო­ეკ­ლათ და მისი სამი ბელი სო­ფელ­ში ჩა­ეყ­ვა­ნათ. გულ­ზე მოხ­ვდა მწე­რალს... იცო­და, სო­ფელ­ში ბე­ლებს გა­სარ­თო­ბად მო­ინ­დო­მებ­დნენ, ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა გა­ლი­ა­შიც ჩა­ეს­ვა და სა­სა­დი­ლოს, ან რეს­ტორ­ნის წინ გა­მო­ედ­გა (ასე­თი პრაქ­ტი­კა ხომ არ­სე­ბობ­და). ისე­დაც ობ­ლო­ბით გა­წა­მე­ბუ­ლი ბე­ლე­ბი არაფ­რით ემე­ტე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჯიჯგნად. მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვილს ვი­ლი­სი ("კოლ­ხოზ­ნიკ­საც" ეძახ­დნენ), მთა­სა და უგ­ზო­ში კარ­გად მა­ვა­ლი მან­ქა­ნა ჰყავ­და, სწო­რედ ამ მან­ქა­ნით გაჰ­ყო­ლია ტყის­მცვე­ლებს ბრა­კო­ნი­ე­რის სახ­ლის­კენ.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­მი­დან ერთი გას­ხვი­სე­ბუ­ლი დახ­ვდათ... ის ორი კი წა­მო­იყ­ვა­ნეს... თავ­სა­ტე­ხი ის იყო, ასეთ პა­ტა­რებს ტყე­ში ჰა­ი­ჰა­რად ვერ გა­უშ­ვებ­დნენ, ჯერ უნდა გა­მო­ე­ზარ­დათ. ვე­ტე­რი­ნა­რის რჩე­ვით, პი­რუ­ტყვის სა­წო­ვა­რა უყი­დეს ორი­ვეს და რძი­თა და თაფ­ლი­ა­ნი წყლით და­უ­წყეს გა­მოკ­ვე­ბა...

რო­გორც ბა­ტო­ნი მე­რა­ბის შვი­ლე­ბი - და­ვი­თი და ეთე­რი იხ­სე­ნე­ბენ, ბე­ლე­ბის შინ მოყ­ვა­ნა დიდი ზე­ი­მი იყო. ასე და­ბი­ნავ­დნენ ცხინ­ვა­ლის, უწინ სო­ფელ დგვრი­სად წო­დე­ბულ ელი­ო­ზი­ანთ სამ­კვი

დრო მა­მულ­ში ობო­ლი ბე­ლე­ბი... ერთს იმის გამო, რომ დათ­ვი იყო, დათო და­არ­ქვეს, მე­ო­რეს - ბაჩო.

ელი­ო­ზი­ანთ კარ­ში, ძველ­თაძ­ვე­ლი ფიც­რულ-კრა­მი­ტით გა­და­ხუ­რულ სა­თო­ნე­ში სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი წი­ნა­პარ­თა მიერ მო­ნა­დი­რე­ბუ­ლი დათ­ვის ტყა­ვი ეკი­და. ფო­ტო­ზე სწო­რედ ამ სა­თო­ნის წინ დგას მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვი­ლი და ხელ­ში ქე­ჩო­თი ბელი უჭი­რავს - ბაჩო... სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, მას მერე, რაც ბე­ლე­ბი ეზო­ში გა­უშ­ვი­ათ, სა­თო­ნის კარს მიმ­დგა­რან და გულ­საკ­ლა­ვად აბღავ­ლე­ბუ­ლან. ეტყო­ბა, გუ­მა­ნით ტყა­ვი უც­ნი­ათ, თა­ვი­სი დე­დის ბეწვს თუ შე­ა­და­რეს, ალ­ბათ...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ელიოზიანთ კარის ბელები

ელიოზიანთ კარის ბელები

ეს ამბავი 1968 წელს მოხდა. მერაბ ელიოზიშვილს შეატყობინეს, რომ ჯავისკენ ბრაკონიერებს დედა დათვი მოეკლათ და მისი სამი ბელი სოფელში ჩაეყვანათ. გულზე მოხვდა მწერალს... იცოდა, სოფელში ბელებს გასართობად მოინდომებდნენ, ვინმეს შეიძლება გალიაშიც ჩაესვა და სასადილოს, ან რესტორნის წინ გამოედგა (ასეთი პრაქტიკა ხომ არსებობდა). ისედაც ობლობით გაწამებული ბელები არაფრით ემეტებოდა ადამიანების საჯიჯგნად. მერაბ ელიოზიშვილს ვილისი ("კოლხოზნიკსაც" ეძახდნენ), მთასა და უგზოში კარგად მავალი მანქანა ჰყავდა, სწორედ ამ მანქანით გაჰყოლია ტყისმცველებს ბრაკონიერის სახლისკენ.

სამწუხაროდ, სამიდან ერთი გასხვისებული დახვდათ... ის ორი კი წამოიყვანეს... თავსატეხი ის იყო, ასეთ პატარებს ტყეში ჰაიჰარად ვერ გაუშვებდნენ, ჯერ უნდა გამოეზარდათ. ვეტერინარის რჩევით, პირუტყვის საწოვარა უყიდეს ორივეს და რძითა და თაფლიანი წყლით დაუწყეს გამოკვება...

როგორც ბატონი მერაბის შვილები - დავითი და ეთერი იხსენებენ, ბელების შინ მოყვანა დიდი ზეიმი იყო. ასე დაბინავდნენ ცხინვალის, უწინ სოფელ დგვრისად წოდებულ ელიოზიანთ სამკვი

დრო მამულში ობოლი ბელები... ერთს იმის გამო, რომ დათვი იყო, დათო დაარქვეს, მეორეს - ბაჩო.

ელიოზიანთ კარში, ძველთაძველი ფიცრულ-კრამიტით გადახურულ სათონეში საუკუნის წინანდელი წინაპართა მიერ მონადირებული დათვის ტყავი ეკიდა. ფოტოზე სწორედ ამ სათონის წინ დგას მერაბ ელიოზიშვილი და ხელში ქეჩოთი ბელი უჭირავს - ბაჩო... საინტერესო ის იყო, მას მერე, რაც ბელები ეზოში გაუშვიათ, სათონის კარს მიმდგარან და გულსაკლავად აბღავლებულან. ეტყობა, გუმანით ტყავი უცნიათ, თავისი დედის ბეწვს თუ შეადარეს, ალბათ...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს